14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

და­ვა­ლე­ბე­ბი მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან

spot_img

ვი­ნი პუ­ჰის ამ­ბა­ვი ხომ გა­გი­გი­ათ?!

წიგ­ნ­ში წა­ი­კითხეთ თუ მულ­ტ­ფილ­მი ნა­ხეთ? მე პი­რა­დად მულ­ტ­ფილ­მი – მხო­ლოდ ზრდას­რულ ასაკ­ში. ახ­ლა წიგ­ნი­დან შე­ვე­ხე­ბი ერთ ეპი­ზოდს, რო­მელ­საც ჰქვია, „პუ­ჰის პირ­ვე­ლი დღე სკო­ლა­ში“ („ეს მე ვარ ვი­ნი პუ­ჰი“, ალან ალექ­სანდრ მილ­ნი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L, 2021).

ვი­ნი პუ­ჰის მე­გო­ბა­რი ბი­ჭუ­ნა­სა­ვით, ალ­ბათ თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბიც პირ­ვე­ლად მი­დი­ან სკო­ლა­ში, „სკო­ლის პირ­ვე­ლი დღე კი შე­იძ­ლე­ბა რთუ­ლი იყოს“ – ამი­ტომ სა­უ­კე­თე­სოდ ვემ­ზა­დე­ბით ხოლ­მე. გან­სა­კუთ­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ მთა­ვა­რია – დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ შე­ნი მოს­წავ­ლე „წე­რა-კითხ­ვას ის­წავ­ლის“.

იცით რა გა­ა­კე­თა ვი­ნი პუ­ჰის მე­გო­ბარ­მა, კრის­ტო­ფერ რო­ბინ­მა ამის­თ­ვის?

„კრის­ტო­ფერ რო­ბინ­მა ფურ­ც­ლე­ბი და ფან­ქ­რე­ბი და­აწყო მა­გი­და­ზე.

– მო­დი, ჩვენ-ჩვე­ნი პორ­ტ­რე­ტე­ბი დავ­ხა­ტოთ.

– კი მაგ­რამ, ეს რა შუ­ა­შია ან­ბა­ნის სწავ­ლას­თან? – იკითხა ვეფხ­ვ­მა.

– ან­ბან­ში სა­უ­კე­თე­სოა ის ასო­ე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც შე­ნი სა­ხე­ლი იწე­რე­ბა, – უთხ­რა კრის­ტო­ფერ რო­ბინ­მა, რო­დე­საც ჩვენს პორ­ტ­რე­ტებს დავ­ხა­ტავთ, მე­რე ქვეშ სა­ხე­ლე­ბი მი­ვა­წე­როთ.

მე მგო­ნი თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბიც შეძ­ლე­ბენ ამ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, არა?

შემ­დე­გი ამ­ბა­ვიც დათ­ვ­ზეა

ოღონდ „ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი დათ­ვის ცხოვ­რე­ბი­დან“ („გა­ი­ცა­ნი პა­დინ­გ­ტო­ნი“, მა­იკლ ბონ­დი, ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, 2022). მას პა­დინ­გ­ტო­ნი ჰქვია. ისე, ცო­ტა რთუ­ლი სა­ხე­ლია, არა?!

პა­დინ­გ­ტო­ნის თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბა თუ და­ა­ინ­ტე­რე­სებს თქვენს მოს­წავ­ლე­ებს, შე­გიძ­ლი­ათ წიგ­ნიც ურ­ჩი­ოთ და ფილ­მიც. მე მხო­ლოდ პა­ტა­რა ეპი­ზოდ­ზე მო­გიყ­ვე­ბით, „პა­დინ­გ­ტო­ნი კარ­ნა­ვალ­ზე“ – აი, ზუს­ტად ამ თა­ვი­დან.

„ერ­თხელ პა­დინ­გ­ტო­ნი მის­ტერ გრუ­ბერ­მა ექ­ს­კურ­სი­ა­ზე წა­იყ­ვა­ნა“. ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­რი­გის გაც­ნო­ბის შემ­დეგ მის­ტერ გრუ­ბერ­მა შეს­თა­ვა­ზა „ზუ­ი­ლა უ­ზის კვალ­დაკ­ვალ მოგ­ზა­უ­რო­ბა“ რო­გორ მოგ­წონს? „ბ“ – ასო­ზე დაწყე­ბუ­ლი სიტყ­ვე­ბის მო­ძებ­ნა მო­გი­წევს.

და და­იწყო კონ­კურ­სი. შე­ნი აზ­რით პა­დინ­გ­ტო­ნი გა­ი­მარ­ჯ­ვებს? მე კი უკ­ვე ვი­ცი რომ გა­ი­მარ­ჯ­ვებს და ჯილ­დოდ ნავ­ზე მე­გო­ბარ­თან ერ­თად გა­სე­ირ­ნე­ბა­საც და­იმ­სა­ხუ­რებს.

პა­დინ­გ­ტონ­მა „ბ“ ასო­ზე დაწყე­ბუ­ლი უამ­რა­ვი სიტყ­ვა იპო­ვა და ფურ­ცელ­ზე ჩა­მო­წე­რა.

ბა­ზარ­ში, ბოძ­ზე, ბა­ნე­რი მი­ეკ­რათ. იქ­ვე სო­სი­სებს წვავ­დ­ნენ და ბო­ლი იდ­გა. აქა-იქ ფე­რა­დი ბუშ­ტე­ბი ფრი­ა­ლებ­და; სა­ნა­პი­რო­ზე ბი­ჭი იჯ­და; ხი­ლი­სა და ბოს­ტ­ნე­უ­ლის გამ­ყიდ­ვე­ლი ბა­ნანს წო­ნი­და. ბავ­შ­ვი დე­დას სახ­ლის­კენ ექა­ჩე­ბო­და“.

ზუ­ი­ლა უ­ზის კვალ­დაკ­ვალ კონ­კურ­სის დღე­საც, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, უამ­რა­ვი რა­ღაც შე­ემ­თხ­ვა, მაგ­რამ მე მხო­ლოდ იმას გეტყ­ვით, რომ პა­დინ­გ­ტონ­მა 39 სიტყ­ვა მო­აგ­რო­ვა. რა თქმა უნ­და, ყვე­ლა „ბ“ ასო­ზე იწყე­ბო­და. ნე­ტავ თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი რამ­დენ სიტყ­ვას მო­აგ­რო­ვე­ბენ? მეც გა­მი­ზი­ა­რეთ. ეს „თამაშ-თა­მა­ში“ თუ მო­ე­წო­ნე­ბათ შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ასო-ბგე­რა შეს­თა­ვა­ზოთ.

და აი მე­სა­მე ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც მეც დი­დი ხა­ნი ვე­ლო­დი

„ძილ­გუ­და ტო­ტოს ზამ­თარს“ იპო­ვით ლე­ლა ცუც­ქი­რი­ძის წიგ­ნ­ში „უუუ კუ­ლე­ლე და სხვა მოთხ­რო­ბე­ბი“ (ბა­კურ  სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, 2023). ყვე­ლა მოთხ­რო­ბა უსაყ­ვარ­ლე­სია: ზო­გი სა­სა­ცი­ლო, ზო­გი ცო­ტა­თი სა­ში­შიც კია, ერ­თი სუ­ლი მაქვს ყვე­ლა წა­ვი­კითხო…

პა­ტა­რა ძილ­გუ­და ტო­ტომ არ იცო­და, რო­გო­რი იყო ზამ­თა­რი, რად­გან შე­მოდ­გო­მით, ოქ­ტომ­ბ­რის დად­გო­მის­თა­ნა­ვე, იძი­ნებ­და და ზაფხულ­ში, ივ­ნი­სის თვე­ში, იღ­ვი­ძებ­და. მთე­ლი ზაფხუ­ლი დახ­ტო­და ტო­ტი­დან ტოტ­ზე და მხი­ა­რუ­ლად ატა­რებ­და დროს. მაგ­რამ მი­სი დე­დი­კო ნერ­ვი­უ­ლობ­და, რად­გან ტო­ტომ მი­მა­ტე­ბა-გა­მოკ­ლე­ბა არ იცო­და და გა­დაწყ­ვი­ტა, ტო­ტო ქალ­ბა­ტო­ნი თაგ­ვის­თ­ვის მი­ე­ბა­რე­ბი­ნა მა­თე­მა­ტი­კის შე­სას­წავ­ლად. ქალ­ბა­ტო­ნი თაგ­ვი „ფრი­ად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი გახ­ლ­დათ, სულ ენ­ციკ­ლო­პე­დი­ებ­ში იქე­ქე­ბო­და. პა­ტა­რა ძილ­გუ­და მა­შინ­ვე თა­ვის შვილს, თა­გუ­ნა სუ­სუს მი­უს­ვა გვერ­დით მა­თე­მა­ტი­კის შე­სას­წავ­ლად“.

ისი­ნი უცებ და­მე­გობ­რ­დ­ნენ! მათ­მა მე­გობ­რო­ბამ ჯა­დოს­ნუ­რი ამ­ბე­ბი და­ატ­რი­ა­ლა, რო­მელ­საც წიგ­ნის ბო­ლო ფურ­ც­ლებ­ზე წა­ი­კითხავთ.

და­ვა­ლე­ბა კი ასე­თია: გა­ას­წო­რე შეც­დო­მე­ბი და დას­ვი შე­სა­ბა­მი­სი სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბი.

ძილ­გუ­და ტო­ტოს წე­რი­ლი თა­გუ­ნა სუ­სუს

ჩე­მო თა­გუ­მია ხუ­ხუ ამ წე­რირს შენ­მა დე­დი­კომ რომ ფა­რა­ნა­ნი მა­წუ­ქა იმის შუქ­ზე გშერ

დი­დი მად­რო­ბა შნ რო არ­რა ზამ­თ­რას ვერ ვნახ­დი რა რა­მა­ზი ყო­ფი­ლა თოვ­რიც ახა­რი

წე­რიც და ყვე­რა­ფე­რიც ფუმ­ფუ­რა თა­გუ­ნა რო მა­წუ­ქე, იმას­თან ერ­თად უნ­და და­ვი­ხი­ნო

ზაფხურ­წი კი ისევ გნა­ხავ და თოვ­რის პა­პამ რო მან­ქ­ნა მა­წუ­ქა იმით ვი­თამ­შოთ.

წე­ნი მე­გუ­ბა­რი ძირ­გუდ

ხვრიი

ხვრიი

ხვრიი

ეკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი

№82 სა­ჯა­რო სკო­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, „კა­ტოს სკო­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები