23 ნოემბერი, შაბათი, 2024

დაბ­რუ­ნე­ბა

spot_img

თამარ მახარაძე

ეძღ­ვ­ნე­ბა 107-ე სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის – ელი­სო გუ­ჯე­ჯი­ა­ნის ხსოვ­ნას.

 

მე მოვ­კ­ვ­დი!

არა, ეს არც მე­ტა­ფო­რაა, არც ჰი­პერ­ბო­ლა, არც ფრა­ზე­ო­ლო­გიზ­მი და არც… მოკ­ლედ, მხატ­ვ­რულ ნათ­ქ­ვამ­თან არა გვაქვს საქ­მე – მე მარ­თ­ლა მოვ­კ­ვ­დი! არ მე­გო­ნა, ასე ად­ვი­ლად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად თუ შე­იძ­ლე­ბო­და სიკ­ვ­დი­ლი – ყო­ველ­გ­ვა­რი წი­ნათ­გ­რ­ძ­ნო­ბის, ყო­ველ­გ­ვა­რი შემ­ზა­დე­ბის გა­რე­შე. მოკ­ლედ, უცებ ავ­დე­ქი და მოვ­კ­ვ­დი! მაგ­რამ სა­ნამ მარ­თ­ლა მოვ­კ­ვ­დე­ბო­დი, მა­ნამ ერ­თი სიკ­ვ­დი­ლი კი­დევ გა­ვი­ა­რე. ეს კი ასე მოხ­და.

მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და უნ­და ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. კარ­გა ხანს ვით­რიე ფე­ხი – რა­ღა დროს ჩე­მი გა­მოც­დაა, 55-ს გა­და­ვა­ბი­ჯე-მეთ­ქი. თუმ­ცა, გა­მო­გიტყ­დე­ბით, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მე­ში­ნო­და, არ შევ­რ­ცხ­ვე­ნი­ლი­ყა­ვი. ტან­ში მზა­რავ­და, რო­ცა წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩა­ვი­ჭე­რი. დავ­რე­გის­ტ­რირ­დე­ბო­დი და გა­მოც­და­ზე აღარ გავ­დი­ო­დი – ბო­ლო წუ­თებ­ში მღა­ლა­ტობ­და გამ­ბე­და­ო­ბა. მაგ­რამ ბო­ლოს მე­ტი გზა აღარ იყო – ან უნ­და ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, ან უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი სკო­ლი­დან (ასე გვითხ­რეს ზე და კი­დევ უფ­რო ზემ­დ­გო­მებ­მა). სკო­ლი­დან წას­ვ­ლა კი ჩემ­თ­ვის ის გა­ნა­ჩე­ნი იყო, რო­მე­ლიც ბო­ლოს მო­მი­ღებ­და. გა­მო­გიტყ­დე­ბით, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩე­მი საქ­მე, ბავ­შ­ვე­ბი. მა­თაც ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ. სახ­ლ­ში სულ მათ­ზე ვლა­პა­რა­კობ. პა­ტა­რე­ბი რომ იყ­ვ­ნენ ჩე­მი შვი­ლე­ბი, ცო­ტა­თი ეჭ­ვი­ა­ნობ­დ­ნენ კი­დეც – შენ ჩვენ­ზე მე­ტად შე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი გიყ­ვარ­სო. ახ­ლა დი­დე­ბი არი­ან და აღარ ეჭ­ვი­ა­ნო­ბენ, მაგ­რამ სკო­ლა­სა და მოს­წავ­ლე­ებ­ზე რომ და­ვიწყებ ლა­პა­რაკს, ღი­მი­ლით მე­უბ­ნე­ბი­ან, კარ­გი რა, დე­და, ახ­ლა შე­ნე­ბუ­რად ნუ აუშ­ვი აფ­რე­ბიო. მეც ვჩუმ­დე­ბი. ჰო, მარ­თ­ლა – სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და­ზე გიყ­ვე­ბო­დით. მოკ­ლედ, ერ­თხე­ლაც გავ­ბე­დე და გა­ვე­დი გა­მოც­და­ზე. ისე­თი გა­დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი, ისე­თი… სას­კო­ლო საქ­მე­ე­ბის მომ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ერ­თი კვი­რაც კი არ გვქონ­და შუ­ა­ლე­დი დას­ვე­ნე­ბი­სა და წა­მე­ცა­დი­ნე­ბის­თ­ვის – ჩვენს სას­კო­ლო ჭა­პან­წყ­ვე­ტას პირ­და­პირ გა­და­ე­ბა გა­მოც­და. გა­ვე­დი და… არ ვი­ცი, რო­გორ და რო­დის გა­ვი­და ამ­დე­ნი დრო. თუმ­ცა რა გა­საკ­ვი­რია – ზოგ­ჯერ და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის გა­გე­ბას მე­ტი დრო სჭირ­დე­ბო­და, ვიდ­რე შეს­რუ­ლე­ბას! ვერ გა­ი­გებ­დი, რას გთხოვ­დ­ნენ, რა უნ­დო­დათ… რო­ცა დამ­კ­ვირ­ვე­ბელ­მა შეგ­ვახ­სე­ნა, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი­ღა დარ­ჩაო, თა­ვი მა­შინ ავ­წიე. რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ღა­რა­ფერს ვხე­დავ­დი, მე­რე ნელ-ნე­ლა გა­ვარ­ჩიე ზო­გი მას­წავ­ლებ­ლის შე­ში­ნე­ბუ­ლი, ზო­გის გა­სა­ვა­თე­ბუ­ლი, ზო­გის, გა­მო­გიტყ­დე­ბით და, გა­მოქ­ლი­ა­ვე­ბუ­ლი (მა­პა­ტი­ეთ!) სა­ხე­ე­ბი. ნე­ტა მე რო­გო­რი სა­ხე მაქვს-მეთ­ქი, გა­ვი­ფიქ­რე და გა­მე­ცი­ნა… მწა­რედ! ერ­თი წუ­თი­ღა იყო დარ­ჩე­ნი­ლი, რომ და­ვამ­თავ­რე და გა­მო­ვე­დი. შე­დე­გე­ბის ლო­დინ­მა გა­მა­თა­ვა. ვე­ღა­რა­ფერს ვე­ღარ ვა­კე­თებ­დი. დას­ვე­ნე­ბა­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია! წა­ვი­დო­დი-წა­მო­ვი­დო­დი და თვალ­წინ ხან გა­მოც­და მედ­გა, ხან ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ხა­ნაც მა­თი მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თით­ქოს ჩურ­ჩუ­ლებ­დ­ნენ ჩემ ზურ­გ­ს უ­კან, გა­ი­გეთ, ნა­ტა მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მოც­და­ზე ჩაჭ­რი­ლაო (ჰო, მარ­თ­ლა, და­მა­ვიწყ­და, მეთ­ქ­ვა, რომ ნა­ტა მქვია).

ერთ დღეს თა­ნამ­შ­რო­მელ­მა და­მი­რე­კა, გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი და­ი­დოო და… გგო­ნი­ათ, კომ­პი­უ­ტერს ვე­ცი? არა, სა­ვარ­ძელ­ში ჩავ­ჯე­ქი და კარ­გა ხანს ვი­ჯე­ქი მდუ­მა­რედ. მე­რე ნელ-ნე­ლა მი­ვუ­ახ­ლოვ­დი კომ­პი­უ­ტერს, თან ვცდი­ლობ­დი, ისე­თი სა­ხე მქო­ნო­და, თით­ქოს სულ არ ვღე­ლავ­დი. „მშვი­დად“ შე­ვე­დი „ნა­ეკ­ჯი­ზე“ და და­ვიწყე ჩე­მი შე­დე­გე­ბის ძებ­ნა. ერ­თი ქუ­ლა მაკ­ლ­და, მხო­ლოდ ერ­თი! თუმ­ცა რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და – მა­ინც ჩაჭ­რი­ლად ვით­ვ­ლე­ბო­დი! კარ­გა ხანს ვი­ჯე­ქი სა­ვარ­ძელ­ში მდუ­მა­რედ, მა­ნამ, სა­ნამ შვი­ლე­ბი არ მო­ვიდ­ნენ. მე­რე წა­მოვ­დე­ქი – ასე ყოფ­ნა არ ივარ­გებ­და. არ მინ­დო­და, იმათ ასე დათ­რ­გუ­ნუ­ლი ვე­ნა­ხე. თუმ­ცა მა­ინც ვერ ვიმ­სა­ხი­ო­ბე. ყვე­ლა­ფერს მიხ­ვ­დ­ნენ. მო­მე­ფერ­ნენ – კარ­გი რა, დე­და, რა მოხ­და, გა­ი­სად ჩა­ა­ბა­რე­ბო. მე­უღ­ლემ გა­ხუმ­რე­ბა სცა­და, ჩე­მი ორო­სა­ნა გო­გოო! მაგ­რამ ჩე­მი სა­ხის და­ნახ­ვა­ზე საქ­ცი­ე­ლი წა­უხ­და. ხმას ვე­ღარ ვი­ღებ­დი, თით­ქოს დავ­მუნ­ჯ­დი. „ალ­ბათ სკო­ლი­დან გა­მიშ­ვე­ბენ!“ – გა­ვი­ფიქ­რე. მე­რე ჩე­მი პა­ტა­რე­ბის ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ხე­ე­ბი წა­მო­მე­ლან­და და გუ­ლი აუტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლით შე­მე­კუმ­შა…

უფ­რო მე­ტი სირ­ცხ­ვი­ლი მე­ო­რე დღეს მე­ლო­და: ჩემ­მა ყო­ფილ­მა მოს­წავ­ლემ, რო­მე­ლიც მწვრთნე­ლია და ტრე­ნინგს მი­ტა­რებ­და, და­მი­რე­კა, ნა­ტა მას­წავ­ლე­ბე­ლო, რო­გო­რაა საქ­მეო. ერ­თი ქუ­ლა და­მაკ­ლ­და-მეთ­ქი, ამო­ვი­ლუღ­ლუ­ღე. შე­წუხ­და ძა­ლი­ან. მო­დი გა­ვა­სა­ჩივ­რო­თო. შე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი გად­მო­მიგ­ზავ­ნე, მე დაწ­ვ­რი­ლე­ბით ვნა­ხავ, იქ­ნებ რო­მე­ლი­მე პა­სუხ­ში ქუ­ლის მო­მა­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბო­დე­სო. კარ­გი-მეთ­ქი ვუთხა­რი, მაგ­რამ არ გა­მიგ­ზავ­ნია – ყვე­ლა­სი მრცხვე­ნო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მი­სი. კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე და­მი­რე­კა, მე­რე თა­ვი და­მა­ნე­ბა. მე კი ვი­ჯე­ქი შინ და გა­ნა­ჩე­ნი­ვით ვე­ლო­დე­ბო­დი სექ­ტემ­ბერს. ჯან­და­ბას, სკო­ლი­დან თუ გა­მო­მიშ­ვე­ბენ, ჩე­მი მალ­ხა­ზე­ბის ნახ­ვას მა­ინც მო­ვას­წ­რებ-მეთ­ქი, – ვფიქ­რობ­დი და ეს ცო­ტა­თი მამ­შ­ვი­დებ­და. რო­გორ ღამ­დე­ბო­და და რო­გორ თენ­დე­ბო­და, არ ვი­ცი. ძი­ლი გა­მიტყ­და. ათას რა­მე­ზე ვფიქ­რობ­დი. ათას­ჯერ გა­და­ვავ­ლე თვა­ლი ჩე­მი პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელს. არა, გა­და­ვავ­ლე კი არა, ლა­მის ზე­პი­რად და­ვის­წავ­ლე! ვუ­კირ­კი­ტებ­დი იმ შე­კითხ­ვებს, რომ­ლებ­შიც ნუ­ლი ქუ­ლა მქონ­და. ზო­გი­ერ­თ­ში ქუ­ლა მარ­თ­ლა არ მე­კუთ­ვ­ნო­და (სირ­ცხ­ვი­ლი მე!). მაგ­რამ ზო­გი­ერ­თ­ში რა­ტომ მქონ­და ნუ­ლი ქუ­ლა, ვე­რაფ­რით ვერ ვხვდე­ბო­დი. მა­გა­ლი­თად, „წვი­მამ მო­იკ­ლა ჟი­ნი…“ – რა­ტომ არაა გა­პი­როვ­ნე­ბა? მე გა­პი­როვ­ნე­ბა მე­წე­რა და არ ჩა­მით­ვა­ლეს. თურ­მე მე­ტა­ფო­რა უნ­და და­მე­წე­რა! თქვენ მა­ინც მითხა­რით, რა­ტომ არაა გა­პი­როვ­ნე­ბა?! კი, ბა­ტო­ნო, მე­ტა­ფო­რა­ცაა, მაგ­რამ გა­პი­როვ­ნე­ბა და მე­ტა­ფო­რა ხომ ხში­რად თა­ნამ­ყო­ფობს?! ან­და „ღა­მემ შუ­ადღის ცი­დან გან­დევ­ნა დღე…“ – რა­ტომ არაა გა­სუ­ლი­ე­რე­ბა? არ ვი­ცი, ვე­რა­ფე­რი გა­მი­გია! ერ­თი სიტყ­ვით, ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლი ვი­ყა­ვი, არ ვი­ცო­დი, რა მექ­ნა! იქ­ნებ მარ­თ­ლა აჯო­ბებ­და, რომ გა­მე­სა­ჩივ­რე­ბი­ნა – იქ­ნებ მო­ე­მა­ტე­ბი­ნათ ის ოხე­რი ერ­თი ქუ­ლა! მაგ­რამ ასე მე­გო­ნა, გა­სა­ჩივ­რე­ბით ვი­ღა­ცას შე­უ­რაცხ­ყო­ფას მი­ვა­ყე­ნებ­დი – ე.ი. ეჭ­ვი შემ­ქონ­და ვი­ღა­ცის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­ში! ერ­თი სიტყ­ვით, არ გა­ვა­სა­ჩივ­რე!

მი­ი­ლია აგ­ვის­ტო და სკო­ლა­ში გა­მოვ­ცხად­დით. ვერ აგი­წერთ ჩემს გან­ც­დებს იმ დღეს – მწე­რა­ლი ხომ არა ვარ! ვცდი­ლობ­დი, ყო­ჩა­ღად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ რო­ცა დი­რექ­ტორ­მა „უწყი­ნა­რი“ ხმით მკითხა, ნა­ტა, შენც ვერ ჩა­ა­ბა­რეო, ისე დავ­პა­ტა­რავ­დი, ჩემს თავს მე თვი­თონ და­ვუწყე ძებ­ნა, მაგ­რამ ვერ ვი­პო­ვე… მე­რე თით­ქოს შო­რი­დან, ძა­ლი­ან შო­რი­დან გა­ვი­გო­ნე, შენს ად­გილ­ზე ორი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის გან­ცხა­დე­ბაა შე­მო­სუ­ლი და არ ვი­ცი, რო­გორ მო­ვიქ­ცეო. რო­გორც საქ­მის­თ­ვის აჯო­ბებს-მეთ­ქი, – ვუ­პა­სუ­ხე და ძლივს ავ­დე­ქი სკა­მი­დან. ჩემს საკ­ლა­სო ოთახ­ში შე­ვე­დი და მეც არ ვი­ცი, რა­ტომ, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­წე­რე­ბი და ნა­ხა­ტე­ბი გად­მო­ვა­ლა­გე. ვი­ჯე­ქი და ვკითხუ­ლობ­დი, თან ნა­ხა­ტებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი. ცო­ტა ხან­ში სულ და­მა­ვიწყ­და ყვე­ლა­ფე­რი – გა­მოც­დაც, ჩაჭ­რაც, დი­რექ­ტო­რის სიტყ­ვე­ბიც… უცებ რა­ღაც პა­ტა­რა ფურ­ცე­ლი შევ­ნიშ­ნე, ზედ წი­თე­ლი ფან­ქ­რით გუ­ლე­ბი ეხა­ტა, შუ­ა­ში – ნი­ნოს ჯვა­რი. მე­ო­რე მხა­რეს გად­მო­ვაბ­რუ­ნე – წე­რი­ლი იყო, ოღონდ სა­ხე­ლი არ ეწე­რა. თუმ­ცა სა­ხე­ლის მი­წე­რა რად მინ­დო­და – ჩემ­თ­ვის ერ­თი და­ხედ­ვაც საკ­მა­რი­სი იყო, ამო­მეც­ნო მი­სი დამ­წე­რი. მე­ო­რეკ­ლა­სე­ლი, სიფ­რი­ფა­ნა და ლა­მაზ­თ­ვა­ლე­ბა ნი­ნია, მწერ­და: „ნა­ტა მას­წავ­ლე­ბე­ლო, ახ­ლა მა­ლე და­იწყე­ბა ზაფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი. მე ძა­ან მიყ­ვარს არ­და­დე­გე­ბი, რად­გან სო­ფელ­ში მივ­ყა­ვარ ხოლ­მე ჩემს მშობ­ლებს და იქ ძა­ან კარ­გად ვერ­თო­ბი. მაგ­რამ ახ­ლა არ მინ­და არ­და­დე­გე­ბი და­იწყოს, რად­გან ზაფხულ­ში მას­წავ­ლებ­ლებს გა­მოც­დე­ბი აქვთ და რომ ვერ ჩა­ა­ბა­როთ, მაშ­ვინ რა მოხ­დე­ბა? დე­დი­კო ამ­ბობს, არა­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს სკო­ლი­დან გა­უშ­ვე­ბე­ნო. მე მე­ში­ნია, რო ძა­ან ძნე­ლი გა­მოც­და იყოს. მე ძა­ან მიყ­ვარ­ხართ და მინ­და, რომ გა­მოც­და ჩა­ა­ბა­როთ და ისევ ჩვე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყოთ. მე ეკ­ლე­სი­ა­ში ვი­ყა­ვი და ღმერთს შე­ვეხ­ვე­წე, რომ და­გეხ­მა­როთ…“ კი­დევ ეწე­რა რა­ღაც, მაგ­რამ თვა­ლებ­ში მო­წო­ლილ­მა ცრემ­ლებ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა არ მომ­ცა, წე­რი­ლი ბო­ლომ­დე წა­მე­კითხა. ვაი სირ­ცხ­ვი­ლო! პა­ტა­რა მე­ოც­ნე­ბე გო­გოს (და მას­თან ერ­თად, ალ­ბათ, ბევრ სხვას) თა­ვის­მა საყ­ვა­რელ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ვერ გა­უ­მარ­თ­ლა იმე­დი! აუტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლით შე­მე­კუმ­შა გუ­ლი. მე­რე ნელ-ნე­ლა ბუ­რუს­ში ჩა­ი­ძი­რა ყვე­ლა­ფე­რი, ჰა­ე­რი მე­ცო­ტა­ვა და ფან­ჯ­რის­კენ წა­ვე­დი… წა­ვე­დი და… გავ­ფ­რინ­დი! ჰო, გავ­ფ­რინ­დი. არ ყო­ფი­ლა მარ­თა­ლი, რო­ცა ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა, რა­ღაც გვი­რაბ­ში გა­დი­სო. არა­ვი­თა­რი გვი­რა­ბი არ ყო­ფი­ლა, პირ­და­პირ ავ­ფ­რინ­დი – ჯერ ცო­ტა მძი­მედ, მე­რე უფ­რო და უფ­რო მსუ­ბუ­ქად და ლა­ღად. მხო­ლოდ ერ­თხელ მოვ­ხე­დე ჩემს სა­ცო­დავ სხე­ულს, რო­მე­ლიც ფან­ჯ­რის რა­ფას იყო ჩაბღა­უ­ჭე­ბუ­ლი და სა­ხე წაშ­ლო­და ტკი­ვი­ლი­სა­გან…

მაგ­რამ მთა­ვა­რი ახ­ლა უნ­და გი­ამ­ბოთ. რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, ლა­ღად და მსუ­ბუ­ქად მივ­ფ­რი­ნავ­დი. რა კარ­გი ყო­ფი­ლა ფრე­ნა! ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, რა სი­ა­მოვ­ნე­ბაა – ვე­ღარც სხე­უ­ლის სიმ­ძი­მეს გრძნობ და ვე­ღარც… თუმ­ცა სადღა მქონ­და სხე­უ­ლი! ბუმ­ბუ­ლი­ვით მსუ­ბუ­ქად მივ­ფ­რი­ნავ­დი, ოღონდ არ ვი­ცო­დი, სა­ით. უცებ აქეთ-იქი­დან ორი ან­გე­ლო­ზი ამო­მიდ­გა მხრებ­ში და უფ­რო სწრა­ფად გა­მაქ­რო­ლეს. თან ისე მი­ღი­მოდ­ნენ, რო­გორც… რო­გორც ჩე­მი ბავ­შ­ვე­ბი მი­ღი­მი­ან ხოლ­მე – წრფე­ლად, ალა­ლად, თბი­ლად, სიყ­ვა­რუ­ლით. მათ მი­ვენ­დე. მა­ლე ფუმ­ფუ­ლა ღრუბ­ლის ქუ­ლებ­ზე დამ­ს­ვეს და მითხ­რეს, ახ­ლა მო­ის­ვე­ნე და ხვალ უფალ­თან წარ­გად­გენ­თო. შვე­ბით ჩა­ვი­ძი­რე ღრუბ­ლებ­ში – აღა­რა­ფე­რი მტკი­ო­და, აღა­რა­ფე­რი მა­წუ­ხებ­და. მე­რე, მგო­ნი, ჩავ­თ­ვ­ლი­მე კი­დეც, თუ ჩა­მე­ძი­ნა. არ ვი­ცი, რამ­დენ ხანს ვი­ყა­ვი ასე. თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე, ქათ­ქა­თა ღრუბ­ლე­ბი ამო­მა­ვა­ლი მზის სხი­ვე­ბით იყო გა­ჩახ­ჩა­ხე­ბუ­ლი. ისე­თი სი­ლა­მა­ზე იყო ირ­გ­ვ­ლივ… ღმერ­თო დი­დე­ბუ­ლო! ამას ენა ვერ აღ­წერს. პირ­ჯ­ვა­რი გა­და­ვი­წე­რე და ნე­ტა­რე­ბით გა­ვი­რინ­დე. სა­ო­ცა­რია, ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი მიყ­ვარ­და, მაგ­რამ არა­ვინ და არა­ფე­რი მე­ნატ­რე­ბო­და, რად­გან ახ­ლა თით­ქოს ჩემ­ში იყო ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი. მე კი ყველ­გან ვი­ყა­ვი, სა­ო­ცა­რი სიმ­შ­ვი­დი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე. მაგ­რამ უცებ ამ გა­სა­ო­ცარ სიმ­შ­ვი­დე­შიც (არ ვი­ცი, რო­გორ) შე­მო­აღ­წია, შე­მო­ჟო­ნა ფიქ­რ­მა, რო­მელ­მაც ამა­ფო­რი­ა­ქა:  „დღეს ხომ სწავ­ლა იწყე­ბა! – გა­მი­ელ­ვა უცებ თავ­ში, – დღეს ხომ სწავ­ლა იწყე­ბა, მე კი აქ ვარ! ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი მე­ლო­დე­ბი­ან, ჩე­მი ჩი­ტუ­ნი­ე­ბი, ჩე­მი ნი­ნია, ჩე­მი ლუ­კა, მა­თე, თეკ­ლა… ვინ იცის, ახ­ლა უპატ­რო­ნოდ დგა­ნან სკო­ლის ეზო­ში, მე კი აქ ვნე­ტა­რებ…“ რა­ღაც ძა­ლამ წა­მო­მაგ­დო ჩე­მი მყუდ­რო სამ­ყო­ფე­ლი­დან, ღრუბ­ლე­ბი გა­იხ­ს­ნა და მე ნელ-ნე­ლა და­ვეშ­ვი ქვე­ვით. არ ვი­ცი, რო­გორ გა­ვიკ­ვ­ლიე გზა. ამა­ზე არ ვფიქ­რობ­დი. რა­ღაც ძა­ლა თა­ვი­სით მი­მა­ქა­ნებ­და იქით, სა­ი­თაც მინ­დო­და წას­ვ­ლა. მა­ლე ჩვე­ნი სკო­ლის ეზო­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. ეზო მოს­წავ­ლე­ე­ბით იყო სავ­სე. ყვე­ლას თა­ვი­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი ედ­გა გვერ­დით. ის­მო­და მუ­სი­კის ხმა. ყვა­ვი­ლე­ბი­თა და ფე­რად-ფე­რა­დი ბუშ­ტე­ბით მო­ერ­თოთ იქა­უ­რო­ბა. ჩვე­ნი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მოს­წავ­ლე­ებს სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას ულო­ცავ­და. თვა­ლე­ბით ჩემს პა­ტა­რებს და­ვუწყე ძებ­ნა. უცებ და­ვი­ნა­ხე – ერთ ად­გი­ლას მო­ქუ­ჩე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ, ხელ­ში ყვა­ვი­ლე­ბი ეჭი­რათ და გა­უ­ბე­და­ვად იც­ქი­რე­ბოდ­ნენ აქეთ-იქით – თით­ქოს ვი­ღა­ცას ელოდ­ნენ (მე?). ხე­ლი და­ვუქ­ნიე, აქ ვარ-მეთ­ქი – ვერ და­მი­ნა­ხეს! ახ­ლოს მი­ვე­დი და მო­ფე­რე­ბა და­ვუწყე – ვერ იგ­რ­ძ­ნეს! მე­რე, მა­თი ყუ­რადღე­ბა რომ მი­მეპყ­რო, ფრთე­ბიც ავა­ფათ­ქუ­ნე (ეს ფრთე­ბი რო­დის გა­მო­მეს­ხა, თვი­თო­ნაც არ ვი­ცი!). უცებ ჩემ გვერ­დით ჩე­მი ნაც­ნო­ბი ორი ან­გე­ლო­ზი და­ეშ­ვა და …უცებ გა­მახ­სენ­და: „დღეს ხომ უფალ­თან უნ­და წარ­ვ­მ­დ­გა­რი­ყა­ვი, მე კი გა­მო­ვი­პა­რე (ასე გა­მო­ვი­და!)“. შემ­რ­ცხ­ვა… შემ­რ­ცხ­ვა… და­ვიწ­ვი! თა­ვი დავ­ხა­რე და წა­ვი­ლუღ­ლუ­ღე: „მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ, ამ დღეს ყო­ველ­თ­ვის სკო­ლა­ში ვხვდე­ბო­დი… თვი­თო­ნაც არ ვი­ცი, რო­გორ მოხ­და… აქ რომ ვარ…“ არა­ფე­რი უთ­ქ­ვამთ, კე­თი­ლად გა­მი­ღი­მეს და ცა­ში ერ­თად ავი­ჭე­რით.

უფალ­თან ახალ­მი­სუ­ლე­ბის მი­ღე­ბა უკ­ვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო. მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი დარ­ჩე­ნი­ლი. აქ მოგ­ვი­ცა­დეო, მითხ­რეს ან­გე­ლო­ზებ­მა და რა­ღაც თვალ­შე­უდ­გამ სი­ნათ­ლე­ში შე­ა­ბი­ჯეს (ალ­ბათ იქ იყო უფა­ლი). მეს­მო­და, ან­გე­ლო­ზე­ბი რო­გორ უამ­ბობ­დ­ნენ უფალს ჩე­მი და­კარ­გ­ვი­სა და შემ­დეგ პოვ­ნის ამ­ბავს. ისიც უთხ­რეს, რო­გორ ვი­მარ­თ­ლე თა­ვი. უფალს გა­ე­ღი­მა (არა, მე არ და­მი­ნა­ხავს – უბ­რა­ლო მოკ­ვ­და­ვი რო­გორ შევ­ძ­ლებ­დი მის ხილ­ვას! მე მხო­ლოდ ვიგ­რ­ძე­ნი!). მე­რე მი­სი ხმაც გა­ვი­გო­ნე: „და­აბ­რუ­ნეთ!“

და­მაბ­რუ­ნეს.

თვა­ლე­ბი რომ გა­ვა­ხი­ლე, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი, თავ­ზე ექი­მე­ბი მედ­გ­ნენ და მი­ღი­მოდ­ნენ, ბე­დი გქო­ნია, უკ­ვე გაღ­მა იყა­ვი გა­სუ­ლი და გა­მო­გაბ­რუ­ნე­თო. არა­ფე­რი მით­ქ­ვამს. ვა­ფა­სებ მათ ძა­ლის­ხ­მე­ვას, მაგ­რამ ზუს­ტად ვი­ცი, რამ და­მაბ­რუ­ნა: სიყ­ვა­რულ­მა და­მაბ­რუ­ნა; ჩე­მი პა­ტა­რა მოს­წავ­ლის ლოც­ვამ და­მაბ­რუ­ნა („მე ეკ­ლე­სი­ა­ში ვი­ყა­ვი და ღმერთს შე­ვეხ­ვე­წე, რომ და­გეხ­მა­როთ…“); უფ­ლის ნე­ბამ და­მაბ­რუ­ნა… სა­ო­ცა­რი ის იყო, რომ არა­ფე­რი მტკი­ო­და და, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არც არა­ფე­რი მა­წუ­ხებ­და. სა­სა­ცი­ლოდ მეჩ­ვე­ნე­ბო­და ჩე­მი ღელ­ვა გა­მოც­დის გა­მო, ჩაჭ­რის გა­მო, სამ­სა­ხუ­რი­დან შე­საძ­ლო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­მო… ისე­თი­ვე სიმ­შ­ვი­დე­სა და ნე­ტა­რე­ბას ვგრძნობ­დი, რო­გორ­საც იქ, ზე­ცა­ში, ყოფ­ნი­სას… რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა – ცოცხა­ლი ვარ… მიყ­ვარს… ვუყ­ვარ­ვარ… სა­ჭი­რო ვარ… მე­ლო­დე­ბი­ან… მე მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ და, თუნ­დაც გა­მო­მიშ­ვან სკო­ლი­დან, მა­ინც მას­წავ­ლებ­ლად დავ­რ­ჩე­ბი… ამას უკ­ვე ვე­ღა­რა­ფე­რი შეც­ვ­ლის.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები