23 ნოემბერი, შაბათი, 2024

და­ად­გი­ნეთ მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სის სფე­რო, გა­მო­ი­ყე­ნეთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბი

spot_img

თა­მარ კურ­ცხა­ლია

საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ მერ­ჯე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი, პირ­ვე­ლი კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი

დამ­რი­გებ­ლის უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბაა ჯან­სა­ღი, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და უსაფ­რ­თხო სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა, რო­მელ­შიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ბავ­შ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სწავ­ლა წა­რი­მარ­თე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ფონ­ზე, მო­ხერ­ხ­დე­ბა პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. დამ­რი­გე­ბე­ლი დაწყე­ბით კლა­სებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, I-IV კლა­სებ­ში, ნამ­დ­ვი­ლად მე­ო­რე დე­და უნ­და იყოს, ის უნ­და შე­იყ­ვა­როს მოს­წავ­ლემ, რაც, თა­ვის­თა­ვად, სკო­ლის შეყ­ვა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

დამ­რი­გე­ბე­ლი, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მზრუნ­ვე­ლი

34 წე­ლია, რაც სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ, ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მუ­რი სი­ტუ­ა­ცია მქო­ნია. პირ­ველ რიგ­ში, ვხვდე­ბი მშო­ბელს, ვა­ხერ­ხებ მას­თან გუ­ლახ­დილ სა­უ­ბარს, კარ­გად გა­მოვ­კ­ვეთ პრობ­ლე­მას და მე­რე ვახ­დენ რე­ა­გი­რე­ბას. მქონ­და შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო, მოს­წავ­ლე ვერ ახერ­ხებ­და მე­ცა­დი­ნე­ო­ბას. მშო­ბელ­თან შე­თან­ხ­მე­ბით, სის­ტე­მა­ტუ­რად ვრჩე­ბო­დით სკო­ლა­ში, ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დით, ვთა­მა­შობ­დით ერ­თად, რაც შე­მეძ­ლო, საჭ­მე­ლიც კი მომ­ქონ­და სახ­ლი­დან მის­თ­ვის. წლე­ბია ჩვენ ისევ მე­გობ­რე­ბი ვართ. ახ­ლაც კი, თუ რა­მე პრობ­ლე­მის წი­ნა­შეა, მი­რე­კავს, ვსა­უბ­რობთ. ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა მი­სი მე­ოთხე კლა­სის მოს­წავ­ლე­ო­ბი­დან და­იწყო. მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ვცდი­ლობ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მორ­გე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბით.

მშო­ბელ­თა კრე­ბა

სა­სურ­ვე­ლია, მშო­ბელ­თა კრე­ბა მარ­ტო ცუ­დი შე­დე­გე­ბის, არა­სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის გან­ხილ­ვის­თ­ვის არ იყოს და­გეგ­მი­ლი. ჩე­მი აზ­რით, არც ისაა კარ­გი, კრე­ბა­ზე ვა­ქოთ და ვა­დი­დოთ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლე. ყვე­ლა მშო­ბელს უნ­და, მი­სი შვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყოს, მით უმე­ტეს დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე. კრე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა სა­ჭი­როა სა­ერ­თო საქ­მის გან­ხილ­ვის დროს, იქ­ნე­ბა ეს ექ­ს­კურ­სია, ღო­ნის­ძი­ე­ბა, პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა თუ პრო­ექ­ტე­ბის შე­ჯა­მე­ბა. პირ­ველ კლას­ში, პირ­ვე­ლი მშო­ბელ­თა კრე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია სწავ­ლის და­საწყის­ში­ვე, მშობ­ლე­ბის გა­საც­ნო­ბად, სა­დაც ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც გა­მო­იკ­ვე­თე­ბა მა­თი ხა­სი­ა­თი, სურ­ვი­ლე­ბი, რა­საც ვით­ვა­ლის­წი­ნებ მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში. მშობ­ლებს აუცი­ლებ­ლად ვავ­სე­ბი­ნებ კითხ­ვარს, რაც ჩემ­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბა. კრე­ბა­ზე მათ იმ თე­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს ვაც­ნობ, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც ვა­პი­რებ სას­წავ­ლო წლის მან­ძილ­ზე და ვთხოვ, აღ­ნიშ­ნონ თუ ვის რო­მელ სა­კითხ­ში შე­უძ­ლია დახ­მა­რე­ბა. ვაძ­ლევ სა­შუ­ა­ლე­ბას, თა­ვად აირ­ჩი­ონ რი­სი გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ ჩვენ­თ­ვის.

 მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში

სკო­ლა, ოჯა­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან გა­ნუ­ყო­ფე­ლია. ჩარ­თუ­ლო­ბა იწ­ვევს მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას, სწავ­ლის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია მუ­შა­ო­ბა მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე. ვცდი­ლობ, ვი­მე­გობ­რო ყვე­ლა მშო­ბელ­თან. მათ მხო­ლოდ პრობ­ლე­მებ­ზე არ ვე­სა­უბ­რე­ბი, ხში­რად, მათ­თ­ვის მად­ლო­ბის სი­გე­ლიც გა­მიგ­ზავ­ნია შვი­ლის მიღ­წე­ვე­ბის გა­მო. ეს კი ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას სით­ბოს და სიყ­ვა­რულს მა­ტებს. გა­ვიხ­სე­ნებ ერთ შემ­თხ­ვე­ვას, ემიგ­რან­ტი მშო­ბე­ლი მყავ­და, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ნაკ­ლე­ბად კონ­ტაქ­ტუ­რი იყო. ყვე­ლა გაკ­ვე­თილ­ზე ვუ­ღებ­დი მის შვილს ფო­ტო­ებს, ვუგ­ზავ­ნი­დი მის ნა­მუ­შევ­რებს, ნა­წე­რებს, ნა­ხა­ტებს. ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და, რომ შა­ბათ-კვი­რას მო­უთ­მენ­ლად ელო­და ორ­შა­ბა­თის დად­გო­მას, ახა­ლი ამ­ბე­ბის მო­ლო­დინ­ში.

ყვე­ლა პრო­ექ­ტი მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის, ჩემს სა­დამ­რი­გებ­ლო კლას­ში, დავ­გეგ­მე პრო­ექ­ტი მა­მე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­მე­ბი იშ­ვი­ა­თად და­დი­ან ხოლ­მე სკო­ლა­ში და სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე მა­მე­ბის მოწ­ვე­ვა. გა­ა­მარ­თ­ლა. სა­უცხოო პრო­ექ­ტი გა­მო­ვი­და. მა­მებს დი­დი სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­დათ, ხში­რად მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მსგავს პრო­ექ­ტებ­ში. ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ვით­ვა­ლის­წი­ნებ მშო­ბელ­თა სურ­ვი­ლებს. ხში­რად მყავს სტუმ­რად ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი – ეს კი­დევ უფ­რო სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია, გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი ბრუნ­დე­ბი­ან სახ­ლ­ში.

ვერც კი წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­დე­საც კლას­ში 10-12 მოს­წავ­ლე გყავს, სა­მი წე­ლია დამ­რი­გე­ბე­ლი ხარ და მა­თი ოჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი არ იცო­დე, რა უჭირს, რა ულ­ხინს და რო­გო­რი პი­რო­ბე­ბი აქვს. მე ხომ მა­თი მე­გო­ბა­რი ვარ.

ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სიყ­ვა­რუ­ლით გრძელ­დე­ბა. მე­ხუ­თე კლას­ში გა­დას­ვ­ლის შემ­დე­გაც ვიკ­რი­ბე­ბით და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე, დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე. მყო­ლია პრობ­ლე­მუ­რი მშობ­ლე­ბიც, ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ­დი, ექ­ს­კურ­სი­ა­ზე, მათ­თან მე­ტი კო­მუ­ნი­კა­ცია მქო­ნო­და, რაც კარგ შე­დეგს მაძ­ლევ­და ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის.

ჩე­მი აზ­რით, მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბით, მოს­წავ­ლეს უმაღ­ლ­დე­ბა მო­ტი­ვა­ცია, თვით­შე­ფა­სე­ბა, უვი­თარ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი, მი­სი ქცე­ვა პო­ზი­ტი­უ­რი ხდე­ბა რო­გორც სახ­ლ­ში, ასე­ვე სკო­ლა­ში. მშო­ბე­ლი და მას­წავ­ლე­ბე­ლი, ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვით უწყობს ხელს მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი

პრობ­ლე­მე­ბი, მეტ-ნაკ­ლე­ბად, მშო­ბელ­თა ემიგ­რან­ტო­ბის ფონ­ზეა გა­მოკ­ვე­თი­ლი. სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის, აღ­ზ­რ­დის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის, ყო­ვე­ლი დღით, ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბით, მინ­და შე­ვუწყო ხე­ლი მოს­წავ­ლე­თა აქ­ტი­ურ, ნა­ყო­ფი­ერ ჩარ­თუ­ლო­ბას სას­კო­ლო თუ თე­მის ცხოვ­რე­ბა­ში. ჩე­მი პი­რა­დუ­ლი მი­ზა­ნიც ხომ ესაა – აღ­ვ­ზარ­დო კარ­გი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ღირ­სე­უ­ლი იქ­ნე­ბა თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით ერი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე.

 დამ­რი­გებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბა მის მი­ერ გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის

ოჰ, ანაზღა­უ­რე­ბა ნამ­დ­ვი­ლად პრობ­ლე­მუ­რი თე­მაა. პი­რა­დად ჩემ­თ­ვის, ეს თან­ხა ზღვა­ში წვე­თია, იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც მჭირ­დე­ბა წლი­დან-წლამ­დე. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა საკ­ლა­სო პრო­ექ­ტი მთლი­ა­ნად მე და­მი­ფი­ნან­სე­ბია. ჩე­მი ხელ­ფა­სით წა­მიყ­ვა­ნია მოს­წავ­ლე­ე­ბი სას­წავ­ლო ექ­ს­კურ­სია-გაკ­ვე­თი­ლებ­ზე. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ვმუ­შა­ობ სკო­ლა­ში, რომ­ლის დი­რექ­ტო­რი ყვე­ლა ჩვენს ნა­ბიჯს ხე­დავს, აფა­სებს, გვერ­დ­ში გვიდ­გას. ის ჩვე­ნი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაა.

 მა­გა­ლი­თი სა­დამ­რი­გებ­ლო პრაქ­ტი­კი­დან კო­ლე­გე­ბის­თ­ვის

მქონ­და ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა, მე­სა­მე კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, ამა­ვე კლასს მა­თე­მა­ტი­კას ვას­წავ­ლი­დი. ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ უარი გა­ნაცხა­და სკო­ლა­ში სი­ა­რულ­ზე. მი­ზე­ზი მა­თე­მა­ტი­კის ამო­ცა­ნე­ბი იყო. პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დავ­დე­ქი მეც და ოჯა­ხიც. აი, აქ და­მეხ­მა­რა ჩე­მი დამ­რი­გებ­ლო­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კლა­სის სა­ათ­ზე ვი­სა­უბ­რეთ, რი­სი გა­კე­თე­ბა სურ­დათ სკო­ლის შემ­დეგ. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად, ამ ბავშვს თევ­ზა­ო­ბა უყ­ვარ­და და ოც­ნე­ბობ­და, და­ე­ჭი­რა ბევ­რი თევ­ზი. სკო­ლა­ში დე­დას­თან ერ­თად და­დი­ო­და. ყვე­ლა ამო­ცა­ნა თევ­ზებ­ზე, ან­კე­სებ­სა და ამ თე­მა­ტი­კა­ზე შე­ვად­გი­ნე. კარ­გა ხა­ნი ასე გა­ვაგ­რ­ძე­ლე, ბავ­შ­ვი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­უბ­რუნ­და ჩვე­ულ რე­ჟიმს. ეს მა­გა­ლი­თი ჩე­მი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი გახ­და –  და­მედ­გი­ნა ინ­ტე­რე­სის სფე­რო, გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბი, და­მემ­ზა­დე­ბი­ნა სა­სურ­ველ თე­მებ­ზე სხვა­დას­ხ­ვა სირ­თუ­ლის აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

ჩე­მი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მიძ­ლია ვთქვა – უნ­და გვიყ­ვარ­დეს ბავ­შ­ვი ისე­თი, რო­გო­რი­ცაა, გვიყ­ვარ­დეს უპი­რო­ბოდ, წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლით. არ მო­ვახ­დი­ნოთ მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ყო­ფა ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით. ვი­ყოთ გულ­წ­რ­ფელ­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

 არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა

სას­წავ­ლო პრო­ექ­ტე­ბი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერ­თი ძლი­ე­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია, რა დრო­საც თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა. ამ მიზ­ნით, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე პრო­ექ­ტი „პუ­რის გზა“. დი­დი იყო პრო­ექ­ტ­ში მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა, ასე­ვე გა­მო­იკ­ვე­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბაც. ეს პრო­ექ­ტი პრო­ფე­სი­ე­ბის შერ­ჩე­ვა­შიც კი ეხ­მა­რე­ბა ბავ­შ­ვებს.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით, ხში­რად ვაწყობ გას­ვ­ლით ღო­ნის­ძი­ე­ბებს – შე­მეც­ნე­ბით ექ­ს­კურ­სი­ებს მუ­ზე­უ­მებ­ში, ის­ტო­რი­ულ ად­გი­ლებ­ში, რაც ხელს უწყობს კულ­ტუ­რუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, ვი­ზუ­ა­ლუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, სას­წავ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბის გამ­დიდ­რე­ბას. ამ მიზ­ნით, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე პრო­ექ­ტი „ჩე­მი სოფ­ლის ტაძ­რე­ბი“. აქაც დი­დი იყო სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან კავ­ში­რი და ჩარ­თუ­ლო­ბა. საკ­მა­ოდ კარ­გი პრო­ექ­ტე­ბი გა­მოგ­ვი­ვი­და – „სტუმ­რად სოფ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში“, „ერ­თი დღე სოფ­ლის საკ­რე­ბუ­ლო­ში“.

ხში­რად ვაწყობთ გა­რე­მოს დაც­ვი­თი-და­სუფ­თა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებს. მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბის აქ­ცი­ა­ში დი­დი სი­ხა­რუ­ლით დაგ­ვეხ­მარ­ნენ მა­მე­ბი და სკო­ლის ეზო­ში დავ­რ­გეთ ტუ­ი­ე­ბი. ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნეთ საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ა­ში, ვეს­ტუმ­რეთ საჩხე­რის მო­ხუც­თა პან­სი­ო­ნატს. მოს­წავ­ლე­ე­ბი ლექ­სე­ბით, სიმ­ღე­რე­ბით მო­ე­ფერ­ნენ მო­ხუ­ცებს. მშო­ბელ­თა თა­ნად­გო­მით სურ­სა­თი, ტკბი­ლე­უ­ლი მი­ვი­ტა­ნეთ პან­სი­ო­ნატ­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ხელს უწყობს პა­ტა­რე­ბის უც­ნობ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მარ­ტი­ვად ინ­ტეგ­რი­რე­ბას, თვით­დამ­კ­ვიდ­რე­ბას, ლი­დე­რო­ბის, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო და კვლე­ვი­თი უნა­რე­ბის, გლო­ბა­ლუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

 რო­ცა კლას­ში ბავ­შ­ვე­ბი პა­ტარ-პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბად ყა­ლიბ­დე­ბი­ან

მოს­წავ­ლე­თა ჯგუ­ფე­ბად და­ყო­ფის პრობ­ლე­მა ხში­რად გა­მო­იკ­ვე­თე­ბა დაწყე­ბით კლა­სებ­ში, მა­გა­ლი­თად, შენ­თან დაჯ­დო­მა არ მინ­და, ან პი­რი­ქით – შენ­თან მე­გობ­რო­ბა მინ­და, ან შენ არ გა­თა­მა­შებთ… ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, ყო­ველ­თ­ვის, უსიტყ­ვოდ ვცდი­ლობ სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბას. მა­გა­ლი­თად, თა­მა­შის დროს ვხდე­ბი ე.წ. „და­წუ­ნე­ბუ­ლი“ ბავ­შ­ვის მეწყ­ვი­ლე, ვცდი­ლობ წარ­მო­ვა­ჩი­ნო მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვთა­მა­შობ მას­თან ერ­თად, ასე გრძელ­დე­ბა ცო­ტა ხა­ნი, ყვე­ლას უჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი, რომ იყოს ჯერ ჩე­მი, შემ­დეგ კი ამ ბავ­შ­ვის მეწყ­ვი­ლე, თან­და­თა­ნო­ბით იკ­ვ­რე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა და ლაგ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

 დამ­რი­გებ­ლის რო­ლი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში უმ­თავ­რე­სი ფი­გუ­რაა დამ­რი­გე­ბე­ლი, მი­სი რო­ლი ნამ­დ­ვი­ლად გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლია ამ დროს; ჩვენ მზად უნ­და ვი­ყოთ ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ტუ­ა­ცი­ის­თ­ვის, უნ­და შევ­ძ­ლოთ, რომ ეს ბავ­შ­ვე­ბი ბედ­ნი­ე­რე­ბი გახ­დ­ნენ, ჩვენ­თან ერ­თად. ზო­გა­დად, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა რთუ­ლი, შრო­მა­ტე­ვა­დი, სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო პრო­ცე­სია.

 სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლის მოთხოვ­ნე­ბი

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, ჩე­მი აზ­რით, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ეს სა­კითხი პრობ­ლე­მად რჩე­ბა. პი­რა­დად მე, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან ბევ­რი დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­მო­ყე­ნე­ბა მიხ­დე­ბა. რამ­დე­ნად პა­სუ­ხობს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლის მოთხოვ­ნებს, სა­და­ვო სა­კითხია, ამავ­დ­რო­უ­ლად – სა­ჭირ­ბო­რო­ტო.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები