Alte University • ალტე უნივერსიტეტი და ფაბლაბ ტექნოპარკი • FabLab Tech Park მიერ ორგანიზებული ღონისძიება.
📌ალტე უნივერსიტეტის ინიციატივით ხორციელდება პირველი და ძალიან მასშტაბური სასკოლო Start-up მარათონი.
🔹 პროექტი ხორციელდება Gita-ს მხარდაჭერით.
🔹 Start-UP მარათონის მეგობარია თიბისის პროგრამა სტარტაპერი და თიბისი Z.
🔹 მარათონის პარტნიორია ისრაელის საელჩო.
🔹 საინფორმაციო პარტნიორები კი Entrepreneur Georgia და ონლაინ გამოცემა akhaliganatleba.ge.
✔️ Start-up მარათონის ფარგლებში გვინდა, ვიპოვოთ და გავიცნოთ რჩეული მოსწავლეები საინტერესო იდეებით. დავუმეგობრდეთ მათ, ცოტ-ცოტა ბიზნესისა და ანტრეპრენერობის პრინციპების შესახებ გავუზიაროთ და იდეებზე მუშაობის ჩახლართულ პროცესსაც მათთან ერთად შევეჭიდოთ.
მარათონის ეტაპები
✔️28 თებერვლამდე შეავსე სააპლიკაციო ფორმა და აღწერე შენი ან შენი გუნდის იდეა;
✔️ 1-7 მარტი – იწყება აპლიკაციების გადარჩევა, დაელოდე ჩვენს ზარს;
✔️ 7-20 მარტი – ჩაერთე ტრენინგებსა და ვორქშოფებში;
✔️20 მარტი – 5 აპრილი: დახვეწე იდეა და მოემზადე ფიჩინგისთვის;
✔️ აპრილი: წარადგინე იდეა და წარმატების შემთხვევაში, დაჯილდოვდი.
აპლიკანტების შერჩევის კრიტერიუმები
🔹 ბიზნეს იდეის ინოვაციურობა;
🔹 ბიზნეს იდეის ვალიდურობა: რამდენად დგას მისი განხორციელების საჭიროება?
🔹 ბიზნეს იდეის განხორციელებადობა: რამდენად რეალისტურია ბიზნეს იდეა?
გავლენა: რა ცვლილებების მომტანია ბიზნეს იდეა?
პრიზები
🔹 სწავლის დაფინანსება გამარჯვებული გუნდის წევრებს Alte University-სგან;
🔹 დახმარება და რეკლამირება Entrepreneur Georgia-ს ელექტრონულ პორტალზე რჩეულ გუნდს;
🔹 განსაკუთრებული პრიზი რჩეულ გუნდს ისრაელის საელჩოსგან;
🔹 ტექნოპარკის ფაბლაბში პროტოტიპების დამზადებაში დახმარება GITA-სგან;
🔹 გამარჯვებულ ერთ გუნდს, 5000-ლარიანი ჯილდო თიბისი Z-სგან და სტარტაპერისგან;
🔹 ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის სპონსორის მოძიება;
🔹 Start-up გარაჟის სერვისების საშუალებით ბიზნეს იდეის განვითარება;
📌 აპლიკანტების შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური, რომელსაც მალე გაგაცნობთ.
მთავარია: მისცე იდეებს გზა ფართო
დარეგისტრირდი 28 თებერვლამდე აქ:https://forms.gle/KxAtpTYgaFnZdrxE8
და კარგად გაგვაცანი შენი იდეა!
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიწეროთ სტარტაპ გარაჟის ხელმძღვანელს, თეონა დალაქიშვილს, მისამართზე – startupgarage@alte.edu.ge www.alte.edu.ge