3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

გრა­ნელს ცალ-ცალ­კე ვერ ვკითხუ­ლობ, ჩემ­თ­ვის ის ერ­თი მთლი­ა­ნი პო­ე­მაა

spot_img

 

ანასტასია ლაბახუა და ელენე ბუკია
მართა ზარგინავა

ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი და მა­სა­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­მა ნაკ­ლე­ბად იცი­ან, უფ­რო­რე მი­სი საფ­ლა­ვის მცვე­ლი­სა და ერ­თ­გუ­ლი ჭი­რი­სუფ­ლის, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ბუნ­დო­ვა­ნის თავ­გა­და­სა­ვა­ლი. ერ­თხელ მოკ­ლედ მო­ვუ­ყე­ვი ბავ­შ­ვებს მის შე­სა­ხებ. მა­თი დი­დი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ინ­ტერ­ვიუ ჩაგ­ვე­წე­რა ამ მარ­თ­ლაც რომ უნი­კა­ლურ და პა­ტივ­სა­ცემ პი­როვ­ნე­ბას­თან. ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ სი­ა­მოვ­ნე­ბით უპა­სუ­ხა ჩე­მი და VIIა კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის – ელე­ნე ბუ­კი­ას, მარ­თა ზარ­გი­ნა­ვა­სა და ანას­ტა­სია ლა­ბა­ხუ­ას შე­კითხ­ვებს.

მაია გვი­ჩია, სსიპ ქა­ლაქ ფო­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის  სა­ხე­ლო­ბის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მაია გვი­ჩია: გვი­ამ­ბეთ, რო­გორ და­იწყო თქვე­ნი და მის­ტი­კუ­რი პო­ე­ტის, ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის საკ­რა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა?

⇒ 1987 წლის და­საწყის­ში, ჩე­მი მე­გო­ბა­რი, კა­რის მე­ზო­ბე­ლი, აწ გარ­დაც­ვ­ლი­ლი პო­ე­ტი და არ­ტის­ტი ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლი შე­მო­ვარ­და და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ­მა მო­მა­ხა­რა, რომ აღ­მო­ა­ჩი­ნა სა­ო­ცა­რი პო­ე­ტი, ვი­სი კრე­ბუ­ლიც სტუმ­რად მყოფს უნა­ხავს ერთ ოჯახ­ში. მა­შინ სულ ახალ­გაზ­რ­დე­ბი ვი­ყა­ვით. ეს პო­ე­ტი ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი იყო. მას­ზე სა­ერ­თოდ არა­ფე­რი მსმე­ნო­და, ვი­ფიქ­რე მწე­რალ­თა კავ­ში­რის ყო­ფი­ლი უნი­ჭო წევ­რია-მეთ­ქი. მას ეს წიგ­ნი ჩემ­თ­ვის წა­მო­უ­ღია და და­ჟი­ნე­ბით მთხოვ­და მის წა­კითხ­ვას, მეც საჩ­ვე­ნებ­ლად გა­დავ­შა­ლე წიგ­ნი და მას მე­რე გა­დაშ­ლი­ლი მი­დევს, რო­გორც სა­მა­გი­დო წიგ­ნი და რო­გორც სა­ხა­რე­ბა. ამის შემ­დეგ ლე­რი ალი­მო­ნა­კის ერთ-ერ­თი წიგ­ნი­დან მო­ვი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია ტე­რენ­ტის საფ­ლა­ვის შე­სა­ხებ. ეს წიგ­ნი მო­ვი­პა­რე ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან, ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი სჯობს. ალ­ბათ მარ­ტო მე არ ვარ მათ სი­ა­ში, ვინც ძვირ­ფას  წიგ­ნებს იპა­რავ­და ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან (მარ­ტო არ ხართ, ბა­ტო­ნო გი­ორ­გი… მეც… მ.გ. :)) ) შემ­დეგ კი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ მი­სი მიგ­დე­ბუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნაგ­ვით სავ­სე საფ­ლა­ვი, პეტ­რე-პავ­ლეს სა­საფ­ლა­ო­ზე. მე­რე ზუ­რა ჯარ­ში წა­იყ­ვა­ნეს და საფ­ლა­ვის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა მე გა­ვაგ­რ­ძე­ლე. აი, ასე და­იწყო ეს მარ­თ­ლაც რომ საკ­რა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ტე­რენ­ტის­თან.

♦ კი­დევ ხომ არ გე­გე­უ­ლე­ბათ მე­ო­რე „ბუნ­დო­ვა­ნი“, ტე­რენ­ტის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი?

⇒ ასე­თი ფსევ­დო­ნი­მით მე ერ­თი ვარ, ხო­ლო გრა­ნე­ლის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ალ­ბათ ბევ­რია, მაგ­რამ მე რაც მა­კავ­ში­რებს მას­თან, ასე­თი სხვას — არა. მის საფ­ლავ­ზეც ბევ­რი ჭეშ­მა­რი­ტი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ვი­ცა­ნი, რომ­ლებ­თა­ნაც დღე­საც ვაგ­რ­ძე­ლებ მე­გობ­რო­ბას. მაგ­რამ მა­ინც უმ­თავ­რე­სი ფი­გუ­რა ლე­რი ალი­მო­ნა­კია, რო­მელ­მაც ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის ფე­ნო­მე­ნი გაგ­ვიხ­ს­ნა. ის არის მე­მა­ტი­ა­ნე, მკვლე­ვა­რი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, არა­ერ­თი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი ტე­რენ­ტის კვლე­ვე­ბის სა­კითხ­ში. ჩვენ მა­შინ ძა­ლი­ან და­ვახ­ლოვ­დით, გა­ცი­ლე­ბით ად­რე სხვე­ბიც იკ­ვ­ლევ­დ­ნენ გრა­ნე­ლის პი­როვ­ნე­ბას, მა­გა­ლი­თად: ელიზ­ბარ უბი­ლა­ვა, გი­ვი ცქი­ტიშ­ვი­ლი… მაგ­რამ მათ შო­რის ლე­რი ალი­მო­ნა­კი უმ­თავ­რე­სია.

♦ თუ შე­იძ­ლე­ბა, ორი­ო­დე სიტყ­ვით, თქვე­ნი პო­ე­ზი­ის შე­სა­ხე­ბაც გვი­ამ­ბეთ, გან­ვი­თა­რე­ბის რო­მელ სტა­დი­ა­შია ახ­ლა ის: აღ­მარ­თი,ზე­ნი­ტი, პლა­ტო, დაღ­მარ­თი? რას უნ­და ნიშ­ნავ­დეს თქვე­ნი სტა­ტუ­სი „ნონ­კონ­ფორ­მის­ტი“? რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა გრა­ნე­ლი­სა და თქვენს პო­ე­ზი­ას შო­რის, წმინ­და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, გვეთ­ქ­მის ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში „ის ურ­ჩევ­ნია მა­მულ­სა…“?

⇒ ჩე­მი პო­ე­ზია თა­ვი­დან ჰგავ­და ტე­რენ­ტი­სას, საფ­ლავ­ზე ყოფ­ნა, ტე­რენ­ტის გარ­შე­მო ამ­ბე­ბი… ერ­თხელ ასე­თი მის­ტი­კუ­რი ამ­ბა­ვი მოხ­და: უცებ და­ვიწყე ლა­მის ზუს­ტად მის­ნა­ი­რად წე­რა. 50-60 ლექ­სი ზუს­ტად მი­სი სტი­ლი­საა, ვერ გა­არ­ჩევთ, თით­ქოს გრა­ნე­ლი ჩა­მი­სახ­ლ­და და ჩე­მი ხე­ლით წერ­და, ამას შეგ­ნე­ბუ­ლად ნამ­დ­ვი­ლად არ ვა­კე­თებ­დი! იგი­ვე „მე­მენ­ტო მო­რი“, „გა­ზაფხუ­ლის სა­ღა­მო“, ლექ­სე­ბი ზო­ზი­ა­სად­მი, „ექ­ს­კურ­სია ცის­კენ“… და­ი­წე­რა ჩე­მი ხე­ლი­დან, ისი­ნი ამ ლექ­სე­ბის პე­რიფ­რა­ზია, ში­ნა­არ­სი იგი­ვეა, ოღონდ სხვა სიტყ­ვე­ბით გად­მო­ცე­მუ­ლი, არა­ვინ და­მი­ჯე­რებ­და ამ ყო­ვე­ლი­ვეს, რად­გან პლა­გი­ა­ტო­ბას მო­მა­წერ­დ­ნენ უმალ და არ­სად გა­მო­მიქ­ვეყ­ნე­ბია, ცხრაკ­ლი­ტულს იქით შე­ვი­ნა­ხე… დღეს, რა თქმა უნ­და, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა დი­დია. მე, რო­გორც პო­ე­ტი, სულ სხვა ლი­ან­და­გებ­ზე ვდგა­ვარ, სხვა მიზ­ნე­ბი და მის­წ­რა­ფე­ბე­ბი მაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა შემ­დ­გომ ამ­ბებს, 90-იან წლებ­ში, მე და ზუ­რა რთვე­ლი­აშ­ვი­ლი ვა­ყა­ლი­ბებთ ქარ­თ­ველ პო­ეტ­თა ორ­დენს „ქრო­ნო­ფა­გე­ბი“, მე­რე – პო­ე­ტურ საძ­მოს „ანო­მა­ლი­უ­რი პო­ე­ზია“ და ასე ვიწყებთ მე და ჩე­მი კო­ლე­გე­ბი ავან­გარ­დის­ტუ­ლი, „ბუნ­ტა­რუ­ლი“, ნონ­კონ­ფორ­მის­ტუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბის ლექ­სე­ბის წე­რას. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს მიდ­გო­მა მაქვს მე დღე­საც. ნონ­კონ­ფორ­მის­ტი ნიშ­ნავს არა­მედ­რო­ვეს, ცხოვ­რე­ბა­სა და რე­ჟიმ­თან შე­უ­გუ­ე­ბელს (რო­გორც ტე­რენ­ტი). მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვარ ნონ­კონ­ფორ­მის­ტი, მარ­თა­ლია, სუ­ლი­ე­რად ეს დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, მაგ­რამ ამავ­დ­რო­უ­ლად უბე­დუ­რე­ბა­ცაა! ვერ ვე­გუ­ე­ბი ვე­რა­ნა­ირ კლანს, არა­ჩემ­ნა­ირ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს აწე­რენ ხელს. ნონ­კონ­ფორ­მის­ტი პო­ე­ტი, ზო­გა­დად, ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნია. ვფიქ­რობ, ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ზე­ნი­ტი უკ­ვე იყო, დღეს კი უფ­რო დაღ­მარ­თია.

♦ გი­ორ­გი ბუნ­დო­ვა­ნი – მე­ამ­ბო­ხე თუ გან­დე­გი­ლი?

⇒ ორი­ვე, მაგ­რამ სადღე­ი­სოდ უკ­ვე შე­ვე­დი პო­ე­ტუ­რი „და­ყუ­დე­ბის, გან­დე­გი­ლო­ბის“ ფა­ზა­ში. თით­ქ­მის ცხრაწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ (ეს 9 წე­ლი ეკ­ლე­სი­ა­ში მორ­ჩი­ლი გახ­ლ­დით, პატ­რი­არ­ქ­მა შემ­მო­სა კა­ბით, ვემ­ზა­დე­ბო­დი მღვდლო­ბის­თ­ვის, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, მაგ­რამ ჩემ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო წა­მო­ვე­დი ეკ­ლე­სი­ი­დან, რად­გან არაფ­რით არ გა­მო­ვი­და მღვდლო­ბა). ამ პა­უ­ზის მე­რე კი შეგ­ნე­ბუ­ლად და აქ­ტი­უ­რად დავ­ბ­რუნ­დი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. ვი­ყა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რულ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, და­ვიწყე ახა­ლი ლექ­სე­ბის წე­რა, პერ­ფორ­მან­სე­ბის კე­თე­ბა, გა­მო­ვე­ცი რი­გით მეშ­ვი­დე წიგ­ნი „კულ­ტუ­რის სა­ნი­ტა­რი“. ახ­ლა ისევ ჩა­ვი­კე­ტე და ბო­ლოს სრულ „და­ყუ­დე­ბა­ში“ გა­და­ვე­დი, თით­ქ­მის არა­ვის­თან ვურ­თი­ერ­თობ.

♦ პო­ე­ზია ზო­გის­თ­ვის სამ­ყა­როს, უფ­ლის შეც­ნო­ბის გზაა. თქვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­გორ არის, და­გეხ­მა­რათ თუ არა ის სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ღვთის აღ­მო­ჩე­ნა­ში?

⇒ ცხო­ნე­ბუ­ლი მა­მა­ჩე­მის, ჩემ­თ­ვის უდი­დე­სი პო­ე­ტი­სა და პო­ე­ზი­ის მეტ­რის, რე­ვაზ კა­ხი­ძის ერთ-ერ­თი ლექ­სის სტრი­ქო­ნით ვიტყ­ვი: „პო­ე­ზია – უფ­ლის კარ­ზე მი­წე­რი­ლი წე­რი­ლია“! მან გად­მომ­ცა და მას­წავ­ლა ლექ­სის წე­რა, თა­ვი­დან­ვე მის­წო­რებ­და, მი­მი­თი­თებ­და (აქ­ვე ვიტყ­ვი, რომ მა­მამ, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, თა­ვი­სი ლექ­სე­ბი მხო­ლოდ ერთ პა­ტა­რა წიგ­ნად გა­მოს­ცა; უნი­ჭი­ე­რე­სი პო­ე­ტი იყო, მაგ­რამ მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ნი­ჭი ცხოვ­რე­ბა­ში ვერ გა­მო­ი­ყე­ნა, რად­გან მე­ტის­მე­ტად მო­რი­დე­ბუ­ლი და ჩა­კე­ტი­ლი კა­ცი იყო! მეც მას და­ვემ­ს­გავ­სე…). მე, რა თქმა უნ­და, პო­ე­ზია და­მეხ­მა­რა ამ სა­კითხ­ში, ქრის­ტე­შიც პო­ეტს ვხე­დავ, მის ქა­და­გე­ბებს, სა­ხა­რე­ბა­საც ყვე­ლა­ზე მთა­ვარ პო­ე­მად აღ­ვიქ­ვამ­დი. ქრის­ტე სამ­ყა­რო­ში ხომ უმ­თავ­რე­სი ნონ­კონ­ფორ­მის­ტი და რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი მებ­რ­ძო­ლი პო­ე­ტია, გან­სა­კუთ­რე­ბით მი­სი ბო­ლო სამ­წ­ლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, პო­ე­ზია ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა უფალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

ელე­ნე ბუ­კია: ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, გი­ფიქ­რი­ათ, რომ არა ტე­რენ­ტი, ვინ იქ­ნე­ბო­და თქვენ­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი პო­ე­ტი?

⇒ ასე კონ­კ­რე­ტუ­ლად არ მი­ფიქ­რია, რად­გან რე­ა­ლის­ტი ვარ და რა­ხან რე­ა­ლო­ბაა, ტე­რენ­ტი რომ არ­სე­ბობ­და და არ­სე­ბობს, მას­ზე წინ, ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ში, მე ვე­რა­ვის და­ვა­ყე­ნებ! (შო­თა რუს­თა­ვე­ლი რიგ­გა­რე­შეა, რა თქმა უნ­და!) ჩემ­თ­ვის ტე­რენ­ტი გა­ლაკ­ტი­ონ­ზე დი­დი პო­ე­ტია! ეს რომ მით­ქ­ვამს სა­ჯა­როდ ან გარ­კ­ვე­ულ წრე­ებ­ში, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და­ვა, კა­მა­თი გა­მო­უწ­ვე­ვია, ზოგ­ჯერ უსი­ა­მოვ­ნე­ბი­თაც კი დამ­თავ­რე­ბუ­ლა… მაგ­რამ მა­ინც, ტე­რენ­ტი თუ არა ვინ? მე­ო­რე ად­გილ­ზე, ალ­ბათ, გა­ლაკ­ტი­ო­ნი იქ­ნე­ბო­და ისე, რო­გორც არის ახ­ლა.

♦ გრა­ნე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი გიყ­ვართ?

⇒ გრა­ნე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­დან რო­მე­ლი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი ლექ­სი არ მაქვს, რად­გან მთე­ლი მი­სი პო­ე­ზიაა ერ­თი მთლი­ა­ნი ლექ­სი და აღ­სა­რე­ბა ღვთი­სა და ხალ­ხის წი­ნა­შე. გრა­ნელს მე ცალ-ცალ­კე ვერ ვკითხუ­ლობ, ის ჩემ­თ­ვის ერ­თი მთლი­ა­ნი პო­ე­მაა. თუმ­ცა გა­მოვ­ყოფ შე­დევ­რად „გა­ზაფხუ­ლის სა­ღა­მოს“! ვი­ნა­ი­დან ის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი, უბ­რა­ლო და, ამა­ვე დროს, ზე­გე­ნი­ა­ლუ­რი ლექ­სია, ვფიქ­რობ, მსგავ­სი არა­ვის შე­უქ­მ­ნია! ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლოთ: „მე­მენ­ტო მო­რი“, „მწუ­ხა­რე მე­ლო­დია“, ზო­ზი­ა­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ცნო­ბი­ლი ლექ­სე­ბი… ყვე­ლას ჩა­მოთ­ვ­ლა შორს წა­მიყ­ვან­და… და, მა­ინც – „გა­ზაფხუ­ლის სა­ღა­მო“.

♦ რას იტყო­დით ტე­რენ­ტის არ­შემ­დ­გარ სიყ­ვა­რულ­ზე?

⇒ ტე­რენ­ტი გრა­ნელს უკავ­შირ­დე­ბა ერ­თი მარ­თ­ლაც სა­ოც­რად მის­ტი­კუ­რი ის­ტო­რია, რო­მელ­ზეც ღი­ად არ სა­უბ­რო­ბენ და რო­მე­ლიც 80-იანებ­ში გა­მან­დო ლე­რი ალი­მო­ნაკ­მა! ეს ის­ტო­რია არ­სად და­ბეჭ­დი­ლა, მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რებ­მა, მე და ალი­მო­ნაკ­მა ვი­ცით, თუმ­ცა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც ღრმა­დაა ჩა­ხე­დუ­ლი ტე­რენ­ტის ცხოვ­რე­ბა­ში, სულ­სა და შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, ნა­წი­ლობ­რივ ხვდე­ბა ამას. მაგ­რამ ეს გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ის­ტო­რიაა, გრა­ნე­ლის სუ­ლის ეზო­თე­რი­კაა! ამი­ტომ თავს ამ­ჯე­რა­დაც შე­ვი­კა­ვებ.

♦ რო­გორც ვი­ცით, ტე­რენ­ტი, თა­ვი­სი ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, ორ რა­მეს ეთაყ­ვა­ნე­ბო­და – პო­ე­ზი­ა­სა და თბი­ლისს. თუ სა­ი­დუმ­ლო არ არის, თქვენ რას ეთაყ­ვა­ნე­ბით?

⇒ ბევრ რა­მეს ვე­თაყ­ვა­ნე­ბო­დი ცხოვ­რე­ბა­ში, ახ­ლაც – გარ­კ­ვე­ულ ვი­ღა­ცებ­სა და რა­ღა­ცებს, მაგ­რამ ეკ­ლე­სი­ურ­მა ცხოვ­რე­ბამ მას­წავ­ლა, რომ ნუ შე­იქ­მ­ნი კერპს… ერ­თა­დერ­თი ზე­კერ­პი ქრის­ტეა – ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერ­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი! რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლისს, მას არა­სო­დეს ვე­თაყ­ვა­ნე­ბო­დი. თბი­ლი­სი, სა­ვა­ლა­ლოდ, იყო და რჩე­ბა ზო­გა­დად ნი­ჭი­ე­რი, პა­ტი­ო­სა­ნი და ალა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­საკ­ლა­ოდ: „თბი­ლი­სი წმინ­და თავ­შე­სა­ფა­რი, თბი­ლი­სი მინ­და, რო­გორც საფ­ლა­ვი…“ /ტე­რენ­ტი/. არც ვმა­ლავ, რომ არ ვარ პატ­რი­ო­ტი, არ მი­მაჩ­ნია თა­ვი ქარ­თ­ვე­ლად, შემ­თხ­ვე­ვით და­ვი­ბა­დე აქ. პო­ე­ზია კი ჩემ­თ­ვის, რო­გორც ზე­მოთ ვახ­სე­ნე – „უფ­ლის კარ­ზე მი­წე­რი­ლი წე­რი­ლია!..“ ამი­ტომ სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ობი­ექ­ტე­ბი აქ მუ­დამ არის და იქ­ნე­ბა.

მარ­თა ზარ­გი­ნა­ვა: რა გრძნო­ბა გე­უფ­ლე­ბათ, რო­ცა ტე­რენ­ტის ნა­წარ­მო­ე­ბებს კითხუ­ლობთ?

⇒ ახ­ლა უკ­ვე არა­ნა­ი­რი, წლე­ბია, აღარც ვკითხუ­ლობ (თუ შემ­თხ­ვე­ვით ინ­ტერ­ნეტ­ში არ გა­და­ვე­ყა­რე…). ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თა და მი­სი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბა ჩემ­თ­ვის გან­ვ­ლი­ლი ეტა­პია. ახ­ლა სულ სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი მაქვს, ად­რე, ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში, რო­ცა ვკითხუ­ლობ­დი, ეს ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი იყო! მა­შინ რწმე­ნა­ში არ ვი­ყა­ვი, არ ვიც­ნობ­დი სა­ხა­რე­ბას, ქრის­ტეს. ამი­ტომ ტე­რენ­ტი ჩემ­თ­ვის ლა­მის ღმერ­თის დო­ნე­ზე იყო აყ­ვა­ნი­ლი. ვკითხუ­ლობ­დი მის მის­ტი­კურ ლექ­სებს, მუდ­მი­ვად დავ­დი­ო­დი მის საფ­ლავ­ზე, ად­გილ­ზე შექ­მ­ნილ ლექ­სებს მი­სი საფ­ლა­ვის ქვის ქვეშ ვი­ნა­ხავ­დი, ეს იყო ჩემ­თ­ვის მარ­თ­ლაც ზი­ა­რე­ბა დი­დი მგოს­ნის სულ­თან და „ექ­ს­კურ­სია ცის­კენ“ (რო­გორც ტე­რენ­ტის ერთ-ერთ ცნო­ბილ ლექსს ჰქვია), თით­ქოს მარ­თ­ლა ცა­ში ავ­დი­ო­დი მი­სი ლექ­სე­ბის კითხ­ვი­სას და მის ზე­მის­ტი­კურ სამ­ყა­როს მი­ვე­ახ­ლე­ბო­დი.

♦ რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა პო­ე­ზი­ის გა­რე­შე, სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე ხომ არ ოც­ნე­ბობ­დით?

⇒ ვოც­ნე­ბობ­დი ქი­რურ­გო­ბა­ზე, მაგ­რამ შემ­თხ­ვე­ვით გავ­ხ­დი ფი­ლო­ლო­გი, რაც ჩე­მი მო­წო­დე­ბა არ იყო. მა­შინ­დე­ლი პუშ­კი­ნის ინ­ს­ტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რე, დიპ­ლო­მით პე­და­გო­გი ვარ – ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა ამ კუთხით მხო­ლოდ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ვი­მუ­შა­ვე მარ­ნე­ულ­ში, პუშ­კი­ნის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ფი­ლი­ალ­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს ვას­წავ­ლი­დი ქარ­თულს. არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და, რად­გან მათ ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი არ იცოდ­ნენ, მე – აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და და­ვა­ნე­ბე თა­ვი მუ­შა­ო­ბას. ქი­რურ­გო­ბის­თ­ვის კი მარ­თ­ლაც ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თე, ფაქ­ტობ­რი­ვად, უდიპ­ლო­მო ქი­რურ­გი ვი­ყა­ვი. ეს სა­ინ­ტე­რე­სო და ცაკ­ლე ის­ტო­რიაა… პო­ე­ზი­ის გა­რე­შე ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ნა­ხე­ვა­რი არ იქ­ნე­ბო­და. მე ყვე­ლა­ფერ და­დე­ბით­ში პო­ე­ზი­ას ვხე­დავ, თა­ვად ქრის­ტეც ხომ პო­ე­ტია ჩემს თვალ­ში! ბო­რო­ტე­ბა­ში ვე­რა, ნე­გა­ტი­უ­რის გარ­და, ყვე­ლა­ფერ­ში: სიყ­ვა­რულ­ში, სი­კე­თე­ში სულ პო­ე­ზიაა!..

♦ თქვენ გრა­ნე­ლის საფ­ლავს იცავ­დით, გვი­ამ­ბეთ ეს ის­ტო­რია

⇒ 1987 წელს მოგ­ვ­ტა­ცეს ტე­რენ­ტის ნეშ­ტი, მა­ნამ­დე ორ­ჯერ ამოთხა­რეს და ჩე­მი ხე­ლით ორ­ჯერ და­ვა­ყა­რე მი­წა. არ ვა­ტან­დი ცხე­დარს მა­შინ­დელ მწე­რალ­თა კავ­შირ­სა და უშიშ­რო­ე­ბას, ამი­ტო­მაც მა­ვიწ­რო­ებ­დ­ნენ. რო­ცა ნეშ­ტის წა­სა­ღე­ბად მო­ვიდ­ნენ, საფ­ლავ­ზე დავ­წე­ქი და მთე­ლი ღა­მე ვდა­რა­ჯობ­დი. შე­იძ­ლე­ბა ეს ვინ­მეს სი­გი­ჟედ მო­ეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ რაც იყო, იმას ვამ­ბობ. ბო­ლოს, მა­ლუ­ლად, გამ­თე­ნი­ი­სას მა­ინც გა­და­ას­ვე­ნეს ცხე­და­რი. შემ­დეგ დღის წეს­რიგ­ში დად­გა ტე­რენ­ტის ნა­საფ­ლა­ვა­რის გა­ყიდ­ვის სა­კითხი. ისევ ავ­ტე­ხე ერ­თი ამ­ბა­ვი, იქ ხომ იგი 54 წე­ლი გა­ნის­ვე­ნებ­და. მა­შინ­დე­ლი პეტ­რე-პავ­ლეს სა­საფ­ლა­ოს დი­რექ­ტო­რი ტე­რენ­ტის თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და, რო­მელ­მაც მა­ლე­ვე, ჩე­მი და ჩე­მი უამ­რა­ვი თა­ნა­მო­აზ­რის თხოვ­ნით, ეს პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­რა. სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მივ­მარ­თეთ წე­რი­ლო­ბით, მაგ­რამ უშე­დე­გოდ, სა­ბო­ლო­ოდ, პუშ­კი­ნის ინ­ს­ტი­ტუტ­ში დავ­დ­გი ყუ­ლა­ბა წარ­წე­რით – „ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის ნა­საფ­ლა­ვა­რის გა­და­სარ­ჩე­ნად“. სტუ­დენ­ტ­თა შე­მო­წი­რუ­ლო­ბით შეგ­როვ­და 300 რუ­სუ­ლი მა­ნე­თი, 300 კი პი­რა­დად მე და­ვა­მა­ტე, სულ 600 მა­ნე­თი შეგ­როვ­და, რი­თაც შე­ვუკ­ვე­თე შა­ვი მარ­მა­რი­ლოს ქვა, რო­მელ­ზეც და­ვა­წე­რი­ნე: „აქ გა­ნის­ვენე­ბ­­და /ამა და ამ წლი­დან ამა და ამ წლამ­დე/ დი­დი ქარ­თ­ვე­ლი მის­ტი­კო­სი პო­ე­ტი ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი“ და ცი­ტა­ტა, რო­მე­ლიც ეწე­რა ზო­ზი­ას მი­ერ შეკ­ვე­თილ ძველ ქვა­ზე – „არა სი­ცოცხ­ლე, არა სიკ­ვ­დი­ლი, არა­მედ რა­ღაც სხვა…“. ძველ ცნო­ბილ ოვა­ლურ სუ­რათს (ტე­რენ­ტი ზე­ცის­კენ რომ იყუ­რე­ბა) რაც შე­ე­ხე­ბა, ის დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში ახალ ქვას მი­ა­მაგ­რეს. მე ამ სუ­რა­თის ზუს­ტი ანა­ლო­გი შე­ვუკ­ვე­თე და 1993 წელს მე­მო­რი­ა­ლი დავ­დ­გი გრა­ნე­ლის ნა­საფ­ლა­ვარ­ზე, ასე გა­და­ვარ­ჩი­ნე ტე­რენ­ტის ყო­ფი­ლი საფ­ლა­ვი, არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ აქ ვინ­მე რი­გი­თი ადა­მი­ა­ნი და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი­ყო! რო­გორც დი­დუ­ბის პან­თე­ონ­შია შე­მო­ნა­ხუ­ლი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ყო­ფი­ლი საფ­ლა­ვი წარ­წე­რით — „აქ გა­ნის­ვე­ნებ­და ლუ­კა რა­ზი­კაშ­ვი­ლი“, ასე­ვეა ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის შემ­თხ­ვე­ვა­შიც. მი­სი ჭეშ­მა­რი­ტი თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბი, გა­დას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ, 1987 წლი­დან, მა­ინც ძველ საფ­ლავ­თან ვიკ­რი­ბე­ბით, რად­გან იქ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მო და აურაა, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, არ იგ­რ­ძ­ნო­ბა დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში…

ანას­ტა­სია ლა­ბა­ხუა: გან­გ­ვი­მარ­ტეთ თქვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფსევ­დო­ნი­მი „ბუნ­დო­ვა­ნი“ და, თუ შე­იძ­ლე­ბა, ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დის სა­ხე­ლი – „კულ­ტუ­რის სა­ნი­ტა­რი“

⇒ ფსევ­დო­ნი­მი – ბუნ­დო­ვა­ნი და­ვირ­ქ­ვი იმი­ტომ, რომ ბევ­რის­თ­ვის ბუნ­დო­ვა­ნი ხა­სი­ა­თის ვარ, ვინც არ იცო­და სიტყ­ვა „ბუნ­დო­ვა­ნი“, მე­კითხე­ბო­და კი­დეც – სვა­ნი ვარ თუ სო­მე­ხი? რა­ხან და­ბო­ლო­ე­ბა აქვს ასე­თი (იცი­ნის!). ეს პო­ე­ტუ­რი ფსევ­დო­ნი­მი კარ­გა ხა­ნია შე­მე­სის­ხ­ლ­ხორ­ცა, თუმ­ცა გრა­ნე­ლის პე­რი­ოდ­ში მქონ­და სხვა ფსევ­დო­ნი­მე­ბი, მა­გა­ლი­თად: გი­ორ­გი დაბ­რე­დი­ლი, გი­ორ­გი კუ­ბოგ­ვა­მუ­რი… (იცი­ნის!) ჩემს კო­ლე­გებს იმ დრო­ი­დან არ შერ­ჩათ თა­ვი­ან­თი ფსევ­დო­ნი­მე­ბი, აი, მე კი დღემ­დე ვა­ტა­რებ მას. რაც შე­ე­ხე­ბა „კულ­ტუ­რის სა­ნი­ტარს“, 2022 ში მე-7 წიგ­ნი გა­მო­ვე­ცი ამ სა­თა­უ­რით, შე­სა­ბა­მი­სად, მეც არ­ტის­ტუ­ლი სა­ხე შე­ვიქ­მე­ნი და და­ვირ­ქ­ვი იგი­ვე სა­ხე­ლი, ახ­ლა უკ­ვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც „კულ­ტუ­რის სა­ნიტ­რის“ სა­ხე­ლით დავ­დი­ვარ და ნაკ­ლე­ბად – „ბუნ­დო­ვა­ნის“. ფე­ის­ბუქ­ზე ხში­რად ვიც­ვ­ლი სა­ხე­ლებს, და­ახ­ლო­ე­ბით 70-ჯერ შე­ვიც­ვა­ლე. ამ უკა­ნას­კ­ნელ­საც შევ­ც­ვ­ლი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ეს სა­ხე­ლი ეპა­ტა­ჟუ­რია, თა­ვი­სი მე­ამ­ბო­ხე და ანარ­ქის­ტუ­ლი ბუ­ნე­ბით უპი­რის­პირ­დე­ბა, ებ­რ­ძ­ვის ფსევ­დო­კულ­ტუ­რას.

♦ ყვე­ლამ ვი­ცით „გა­ლაკ­ტი­ონ­ში არის დე­მო­ნი და ჩემ­ში უფ­რო ან­გე­ლო­ზია“. თქვენ რას ფიქ­რობთ, გა­ლაკ­ტი­ო­ნი თუ ტე­რენ­ტი?

⇒ ამა­ზე ზე­მო­თაც ვთქვი, რომ, რა თქმა უნ­და, ტე­რენ­ტი! მხო­ლოდ მის მე­რე გა­ლაკ­ტი­ო­ნი! ამის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად ერ­თი არ­გუ­მენ­ტიც კმა­რა, ვი­ნა­ი­დან ტე­რენ­ტი გრა­ნელს არა­სო­დეს არც ერ­თი რე­ჟი­მი­სა და მთავ­რო­ბის­თ­ვის არ უმ­ღე­რია, ლექ­სი არ მი­უძღ­ვ­ნია, ხო­ლო გა­ლაკ­ტი­ონს უხ­ვად აქვს ასე­თი ლექ­სე­ბი ლე­ნი­ნი­სად­მი, კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ი­სად­მი, ის ლე­ნი­ნის ორ­დენ­საც ატა­რებ­და მკერ­დ­ზე. ამით არ გან­ვი­კითხავ, მაგ­რამ ვამ­ბობ ფაქტს, ისე­თი ეპო­ქა იყო, სხვაგ­ვა­რად არ გა­მო­ვი­დო­და, სა­ხალ­ხო პო­ე­ტი იყო, მას ხე­ლით ატა­რებ­დ­ნენ… ტე­რენ­ტი გრა­ნელს კი ამ დროს მი­ლი­ცია იჭერ­და, სცემ­და, სა­გი­ჟეთ­ში ამ­წყ­ვ­დევ­დ­ნენ, სა­პა­ტიმ­რო­ში აგ­დებ­დ­ნენ… ამი­ტომ ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი დარ­ჩა ასეთ მის­ტი­კურ, ან­გე­ლო­ზებ­რივ პო­ე­ტად, გმირ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რად! ფრა­ზა „გა­ლაკ­ტი­ონ­ში არის დე­მო­ნი…“, ვფიქ­რობ, ტე­რენ­ტის­გან დას­მუ­ლი ზუს­ტი „დი­აგ­ნო­ზია“…

♦ და­ბო­ლოს, რას გვეტყო­დით ახალ­გაზ­რ­დებს?

⇒ მე ვის რა უნ­და ვას­წავ­ლო?.. მაგ­რამ მა­ინც გეტყ­ვით, რომ გიყ­ვარ­დეთ ქრის­ტე! პო­ე­ზია და ერ­თ­მა­ნე­თი! ვინც ცდი­ლობთ პო­ე­ზი­ა­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მას, ეცა­დეთ, ისევ და­უბ­რუნ­დეთ ფურ­ცელ­სა და კა­ლამს. ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ელექ­ტ­რო­ნულ­მა სივ­რ­ცემ, გა­დაგ­ვა­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. კა­ლამ­სა და ფურ­ცელს სა­ერ­თოდ აღარ ვი­ყე­ნებ, ფე­ის­ბუქ­ზე პირ­და­პირ „ლა­ივ­ში“ ვწერ ლექ­სებს და მე­რე ვი­ნა­ხავ „ვორ­დის ფა­ილ­ში“. არა­და ვე­რა­ნა­ი­რი ინ­ტერ­ნე­ტი ვერ შეც­ვ­ლის იმ მადლს, რა­საც ფურ­ც­ლი­თა და კალ­მით სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა ჰქვია! ფრი­ად სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ დი­დე­ბულ წესს და­ვიწყე­ბა უწე­რია. იყა­ვით ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, სუ­ლით სუფ­თა­ნი, აკე­თეთ მე­ტი სი­კე­თე და გა­უფ­რ­თხილ­დით ერ­თ­მა­ნეთს. მად­ლო­ბა თქვენ ყვე­ლაფ­რის­თ­ვის!

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები