14 ივნისი, შაბათი, 2025

გლო­ბა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ჯან­სა­ღი ეკო­სის­ტე­მე­ბის­თ­ვის – GAD 2025

spot_imgspot_img

ნო­ნა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი

მალ­ხაზ აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ჩა­ის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დი (FEE), მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მო­უ­წო­დებს სა­ჯა­რო სკო­ლებ­სა და სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, ჩა­ერ­თონ დე­და­მი­წის დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ გლო­ბა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბის დღე­ე­ბის ათ­დღი­ან კამ­პა­ნი­ა­ში. სთა­ვა­ზობს მათ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი შერ­ჩე­უ­ლი თე­მის შე­სა­ბა­მი­სად და ამით გა­დად­გან ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი დე­და­მი­წის ეკო­სის­ტე­მე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. 2025 წელს გლო­ბა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბის დღე­ე­ბის კამ­პა­ნი­ის (GAD2025) მთა­ვა­რი თე­მა იყო: ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის დაც­ვა და ეკო­სის­ტე­მე­ბის აღ­დ­გე­ნა. შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო 5 აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­თა­გან თი­თო­ე­უ­ლი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი წიგ­ნი­ე­რე­ბის, თა­ო­ბა­თა­შო­რი­სი დის­კუ­სი­ის და ბუ­ნე­ბას­თან კავ­ში­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მსოფ­ლი­ოს 144-მა ქვე­ყა­ნამ მი­ი­ღო. ჩვე­ნი სკო­ლა, წელს უკ­ვე მე­ოთხედ, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში და შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა შე­ას­რუ­ლა.

სარ­გე­ბე­ლი, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი აღ­ნიშ­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თ­ვით იღე­ბენ, არის მთე­ლი რი­გი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­კითხე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა პრაქ­ტი­კულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. მოს­წავ­ლე­ებს უვი­თარ­დე­ბათ გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის, ეკო­სის­ტე­მა­ში ცალ­კე­უ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­აზ­რე­ბის, გა­რე­მო­ზე ადა­მი­ა­ნის უარ­ყო­ფი­თი და და­დე­ბი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის უნა­რი. სწავ­ლო­ბენ დაკ­ვირ­ვე­ბე­ბით, ცდე­ბით, ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბით, რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბით; ავ­ლე­ნენ შე­მოქ­მე­დე­ბით უნა­რებს და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, პრო­ცე­სი არის სა­ხა­ლი­სო. მოს­წავ­ლე­ე­ბი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ იმას, რომ მა­თი მცი­რე ქმე­დე­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბა გლო­ბა­ლურ სამ­ყა­როს და თავს მსოფ­ლი­ოს ნა­წი­ლად აღიქ­ვა­მენ.

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, 2025 წლის გლო­ბა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბის დღე­ე­ბის კამ­პა­ნია ეხე­ბო­და ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის დაც­ვას და პლა­ნე­ტის ეკო­სის­ტე­მე­ბის აღ­დ­გე­ნას, თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, ჭი­ა­ყე­ლე­ბის სა­ო­ცა­რი სამ­ყა­როს შეს­წავ­ლი­დან დაწყე­ბუ­ლი და ფო­ტოგ­რა­ფი­ით გად­მო­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზი­სა და ბუ­ნე­ბით შთა­გო­ნე­ბუ­ლი წვე­უ­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, პირ­და­პირ უჭერ­და მხარს გა­ე­როს ეკო­სის­ტე­მის აღ­დ­გე­ნის ათ­წ­ლე­ულს. გლო­ბა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბის დღე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ი­აზ­რეს ჯან­სა­ღი ნი­ა­და­გის, ტყე­ე­ბი­სა და ფა­უ­ნის ცალ­კე­უ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. თა­ო­ბებს შო­რის ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და ამ ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იმ­ს­ჯე­ლეს გა­რე­მოს დაც­ვის ეკო­მე­გობ­რულ ხერ­ხებ­ზე. მინ­და მოკ­ლედ წარ­მო­გიდ­გი­ნოთ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ნა­წი­ლი.

პირ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბა იყო ჭი­ა­ყე­ლე­ბის სა­ო­ცა­რი სამ­ყა­როს გაც­ნო­ბა. მოს­წავ­ლე­ებ­მა თე­ო­რი­უ­ლად შე­იტყ­ვეს, რომ ჭი­ა­ყე­ლე­ბი ეკო­სის­ტე­მა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლე­ბენ, რაც მე­ტია ნი­ა­დაგ­ში ჭი­ა­ყე­ლა, მით მე­ტად ჯან­სა­ღია ნი­ა­და­გი. ისი­ნი ნი­ა­დაგს ამ­დიდ­რე­ბენ სა­სარ­გებ­ლო ნუტ­რი­ენ­ტე­ბით, კვე­ბით ჯაჭ­ვ­ში კი მა­თი რო­ლი იმით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, რომ ამ­ზა­დე­ბენ საკ­ვებს ზღარ­ბე­ბის, ბა­ყა­ყე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის. მათ მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ჭი­ა­ყე­ლე­ბის ტი­პე­ბის შე­სა­ხებ. ამის შემ­დეგ კი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს შემ­დე­გი პრაქ­ტი­კუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა: სკო­ლის ეზო­ში, 1 კვად­რა­ტულ მეტ­რ­ზე, მო­ძებ­ნეს ჭი­ა­ყე­ლე­ბი. და­ით­ვა­ლეს მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა, დაკ­ვირ­ვე­ბით და­ად­გი­ნეს რო­მელ სა­ხე­ო­ბას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­და, გა­ზო­მეს ყვე­ლა­ზე დი­დი და ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ჭი­ა­ყე­ლას სიგ­რ­ძე, ჩა­ი­ნიშ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე, გა­ნა­თავ­სეს ინ­ფორ­მა­ცია, მო­ნიშ­ვ­ნით soilsafari. ასე გა­უ­წი­ეს დახ­მა­რე­ბა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც დე­და­მი­წა­ზე ჭი­ა­ყე­ლე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის რუ­კას ად­გენს.

მე­ო­რე აქ­ტი­ვო­ბა იყო ექ­ს­პე­რი­მენ­ტი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მოს­წავ­ლე­ებ­მა და­ად­გი­ნეს კავ­ში­რი ტყე­ებ­სა და წყალს შო­რის, რო­გორ არე­გუ­ლი­რებს ტყე წყალს ნი­ა­დაგ­ში და რო­გორ გვი­ცა­ვენ ხე­ე­ბი წყალ­დი­დო­ბი­სა და და­ბინ­ძუ­რე­ბის­გან. ექ­ს­პე­რი­მენ­ტის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნეს ორი ქო­თა­ნი. ერ­თი – მცე­ნა­რით და მე­ო­რე ნი­ა­და­გით – მცე­ნა­რის გა­რე­შე. თი­თო­ე­ულ ქო­თანს, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, და­ას­ხეს 500 მლ წყა­ლი და 2 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ე­ლოდ­ნენ. 2 წუ­თის შემ­დეგ შე­ა­და­რეს ჩა­მო­ნა­დე­ნის რა­ო­დე­ნო­ბა ორი­ვე ქოთ­ნი­დან და შე­ავ­სეს დაკ­ვირ­ვე­ბის ცხრი­ლი:

ექ­ს­პე­რი­მენ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებ­მა უპა­სუ­ხეს კითხ­ვებს:

  1. რა­ტომ არის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ორი­ვე ქოთ­ნი­დან ჩა­მო­ნა­დე­ნის მო­ცუ­ლო­ბას შო­რის?

იმი­ტომ, რომ ნი­ა­დაგ­ში მცხოვ­რე­ბი ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი და მცე­ნა­რის ფეს­ვე­ბი ქმნი­ან სივ­რ­ცე­ებ­სა და ხვრე­ლებს ნი­ა­დაგ­ში, ეს კი ხელს უწყობს წყლის შე­ნახ­ვას.

  1. ახ­სე­ნით, რა­ტომ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ორი­ვე ქოთ­ნი­დან ჩა­მო­ნა­დე­ნი წყა­ლი ფე­რით ერ­თ­მა­ნე­თის­გან?

შიშ­ვე­ლი ნი­ა­და­გი­დან ჩა­მო­ნა­დე­ნი წყა­ლი უფ­რო მუ­ქია და შე­ი­ცავს მეტ ნა­წი­ლა­კებს იმი­ტომ, რომ მას­ში არ არის მცე­ნა­რე, რო­მე­ლიც ფეს­ვე­ბით შე­ა­კავ­ში­რებს ნი­ა­და­გის ნა­წი­ლა­კებს, რაც ხელს შე­უშ­ლის ნი­ა­და­გის და­კარ­გ­ვას.

  1. შე­უძ­ლი­ათ თუ არა ხე-მცე­ნა­რე­ებს თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლოს წყალ­დი­დო­ბა?

დი­ახ, ამას ხე-მცე­ნა­რე­ე­ბი ახერ­ხე­ბენ ფეს­ვე­ბით.

  1. შე­უძ­ლი­ათ თუ არა ხე­ებს და­ბინ­ძუ­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა?

დი­ახ, ხის ფეს­ვე­ბი აკავ­ში­რებს ნი­ა­დაგს და ეს ხელს უშ­ლის ნი­ა­და­გი­სა და სხვა მა­სა­ლე­ბის ნა­წი­ლა­კებს, წყლის დი­ნე­ბა­ში შე­აღ­წი­ონ. ისი­ნი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ წყლის ფილ­ტ­რა­ცი­ას, ასუფ­თა­ვე­ბენ ნი­ა­დაგ­სა და წყალს.

მოს­წავ­ლე­თათ­ვის ყვე­ლა­ზე  სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და აქ­ტი­ვო­ბა „ბუ­ნე­ბის თვა­ლით ხედ­ვა“. მო­ი­მარ­ჯ­ვეს ფო­ტო­ა­პა­რა­ტე­ბი და სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ეკო­სის­ტე­მა­ში და­ა­ფიქ­სი­რეს ადა­მი­ა­ნის და­უ­დე­ვა­რი ქმე­დე­ბე­ბით წლე­ბის წინ გა­დამ­წ­ვა­რი ტყე გამ­ხ­მა­რი ნაძ­ვის ხე­ე­ბით. მათ ასე­ვე და­ა­ფიქ­სი­რეს ადა­მი­ა­ნის სწო­რი მოქ­ცე­ვის შე­დე­გი, კერ­ძოდ, ფრინ­ვე­ლე­ბის სახ­ლე­ბი სკო­ლის ეზო­ში, რომ­ლე­ბიც გა­სულ წელს თვი­თონ და­ამ­ზა­დეს პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში. მოს­წავ­ლე­ებ­მა გამ­ხ­მა­რი ნაძ­ვის ხე­ე­ბი­სა და მად­ლი­ე­რი ფრინ­ვე­ლე­ბის ფიქ­რე­ბი წე­რი­ლო­ბით გად­მოს­ცეს და შე­სა­ბა­მი­სი ილუს­ტ­რა­ცი­აც შექ­მ­ნეს.

გლო­ბა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბის დღე­ე­ბის ბო­ლო აქ­ტი­ვო­ბა „ბუ­ნე­ბის­გან შთა­გო­ნე­ბუ­ლი წვე­უ­ლე­ბა“, ორ­მა­გად სა­ხა­ლი­სო და შე­მეც­ნე­ბი­თი გა­მოდ­გა მოს­წავ­ლე­თათ­ვის. მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ეკოწ­ვე­უ­ლე­ბა­ში, სა­დაც ტყის ბი­ნად­რე­ბი­სა და მწე­რე­ბის რო­ლე­ბი გა­ნა­სა­ხი­ე­რეს, გა­ი­აზ­რეს თი­თო­ე­უ­ლი სა­ხე­ო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა გა­რე­მო­ში. პერ­სო­ნა­ჟე­ბის დე­კო­რა­ცი­ის მო­სამ­ზა­დებ­ლად გა­და­მუ­შა­ვე­ბა­დი ნარ­ჩე­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს, რა­მაც კი­დევ ერ­თხელ გა­უს­ვა ხა­ზი იმ ფაქტს, რომ ის, რი­სი გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა ით­ვ­ლე­ბო­დეს ნარ­ჩე­ნად და არ უნ­და ხვდე­ბო­დეს ნა­გავ­საყ­რელ­ზე, ამით თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ და­ბინ­ძუ­რე­ბას და დე­და­მი­წაც ამო­ი­სუნ­თ­ქავს.

ამ­რი­გად, გლო­ბა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბის დღე­ე­ბის კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა­ფე­რი ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლია. თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს და ცოცხალ არ­სე­ბას თა­ვი­სი თვი­სე­ბე­ბი აქვს. ჩვენ ყვე­ლას გვაქვს ად­გი­ლი ამ დე­და­მი­წა­ზე, ყვე­ლას გვჭირ­დე­ბა და გვმარ­თებს ვიზ­რუ­ნოთ და გა­ვუფ­რ­თხილ­დეთ მას.

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება