22 თებერვალი, შაბათი, 2025

გლობალური განათლების ჯილდო – მასწავლებლების შთაგონება და მომავლის განათლების ფორმირება

spot_imgspot_img

განათლება სამყაროს ცვლის, ხოლო მასწავლებლები – ამ ცვლილების მთავარი ძალაა. ხშირად ვამბობთ, რომ განათლება მომავლის საძირკველია, მაგრამ რეალურად, ის აწმყოში გადადგმულ ნაბიჯებზეა დამოკიდებული. დღეს მასწავლებლის პროფესია განსაკუთრებული დაფასებით სარგებლობს. საერთაშორისო ჯილდოები არა მხოლოდ საუკეთესო პედაგოგების ღვაწლის აღიარებაა, არამედ ახალი თაობისთვის შთაგონების წყაროც. ისინი ნათლად წარმოაჩენენ, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებლის როლს საზოგადოების განვითარებაში.

გლობალური განათლების აღიარება ნიშნავს, რომ ინოვაციები და საუკეთესო პრაქტიკები საზღვრებს სცდება, ცოდნა ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება და საერთო პროგრესს უწყობს ხელს.

Dubai Global Education Summit 2025 – საქართველოს აღიარება მსოფლიო არენაზე

2025 წლის 9 თებერვალს დუბაიმ AKS Education Awards-ის მიერ ორგანიზებულ გლობალური განათლების სამიტს უმასპინძლა, რომელიც აერთიანებს მასწავლებლებს, დირექტორებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის – ჩვენი ქვეყნის პედაგოგებმა 8 ნომინაციაში გაიმარჯვეს და საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ სარვეშ ჯაგდიშრაჯს (Sarvesh Jagdishraj) გაწეული შრომისთვის, მისი შრომა მართლაც დასაფასებელია. მე, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი, ბედნიერი და ამაყი ვარ ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენით.

გამარჯვებულები საქართველოდან ინდივიდუალურ კატეგორიაში:

  1. მადონა გეთია (ზუგდიდის №3 საჯარო სკოლა) – წლის გამორჩეული შემოქმედი მასწავლებელი;
  2. რუსუდან ნუცუბიძე (თბილისის №103 საჯარო სკოლა) – წლის გამორჩეული ტრენერ-მასწავლებელი;
  3. ირმა ბაბულაშვილი (ზესტაფონის №5 სკოლა) – წლის ინოვატორი მასწავლებელი;
  4. არჩილ ჩხეიძე (თბილისის №103 საჯარო სკოლა) – წლის შთამაგონებელი დირექტორი;
  5. ლელა მალუმაშვილი (გურჯაანის გურამ ჭილაშვილის სახ. №4 საჯარო სკოლა) – წლის გამორჩეული განმანათლებელი;
  6. ქეთევან ჩუბინიძე (მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №1 საჯარო სკოლა) – წლის დამსახურებული პედაგოგი ქალი;
  7. მარიამ მამაგულაშვილი (ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელ დვანის საჯარო სკოლა) – წლის საუკეთესო ხელოვნების მასწავლებელი;
  8. სსიპ თბილისის №103 საჯარო სკოლა – წლის საუკეთესო სკოლა.

საქართველოდან სამიტს ასევე ესწრებოდნენ დელეგატები:

ნათია დაბახიშვილი ისნის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ინგლისურის წრის პედაგოგი, რომელმაც საინტერესო აქტივობებით გაგვახალისა და AKS ის საერთაშორისო მნიშვნელოვანი სერტიფიკატით დაჯილდოვდა;

დავით შველიძე ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, რომელმაც ქართული ტრადიციული ცეკვით მოხიბლა დარბაზი. AKS ის საერთაშორისო მნიშვნელოვანი სერტიფიკატით დაჯილდოვდა;

ელენე შალამბერიძე სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. კვალითის მე-9 კლასის მოსწავლე. ახალგაზრდა ელჩი საქართველოდან, რომელმაც მოირგო თარჯიმნის როლი და შესანიშნავად წარდგა აუდიტორიის წინაშე. AKS ის საერთაშორისო მნიშვნელოვანი სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

ეს გამარჯვებები ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოს განათლების სისტემა მსოფლიო ასპარეზზე ღირსეულ ადგილს იკავებს.

გლობალური გავლენა – მასწავლებლობა, როგორც მისია

გლობალიზაციის ეპოქაში განათლების საზღვრები ნელ-ნელა იშლება. საერთაშორისო კონფერენციები, პანელური დისკუსიები და ქსელური შეხვედრები ქმნის იდეების გაცვლის პლატფორმას, სადაც ინოვაციები და საუკეთესო პრაქტიკები ერთმანეთს ერწყმის. დუბაის სამიტზე მნიშვნელოვანი იყო ბატონი ბეჟან შონიას მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს საელჩოს წარმომადგენელია აბუ-დაბიში (UAE). ეს მართლაც დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

სამიტზე გაიმართა პანელური დისკუსია განათლების თანამედროვე გამოწვევებზე, რომელშიც საქართველოდან მონაწილეობდნენ ქალბატონი ლელა მალუმაშვილი და ბატონი არჩილ ჩხაიძე. მათი გამოსვლა არა მხოლოდ განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს, არამედ სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებიც მოინიშნა.

განათლების ძალა – სამყარო უკეთესი მომავლისთვის

გლობალური განათლების ჯილდო არ არის მხოლოდ ცერემონია – ეს არის ახალი სტანდარტების დაწესება, შთაგონება და მომავლის განათლების ფორმირება. ის გვახსენებს, რომ განათლება არ არის მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა – ეს არის სამყაროს შეცვლის ძალა. დუბაის სამიტმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ მასწავლებლობა არა მხოლოდ პროფესია, არამედ მისიაა, რომელიც მომავალი თაობების ცხოვრებას ცვლის. განათლებას აქვს ძალა გარდაქმნას ჩვენი მომავალი – მოდი, ერთად ვაქციოთ ეს ძალა რეალობად!

ინგა ხარჩილავა

Teachers Community Georgia ჯგუფის დამფუძნებელი; კოლეჯის „კონსტრუქტ-2“ ლექტორი; ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლისა და სოფ. კვალითის საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და მეწარმეობის წამყვანი მასწავლებელი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Global Education Awards Dubai

AKS Education Awards Facebook Page

https://www.aksawards.com

Teachers Community Georgia Facebook Page

spot_img

მკითხველთა კლუბი

წიგ­ნი, რო­მე­ლიც ეძღ­ვ­ნე­ბა წიგ­ნებს

მაკა ლდოკონენი     რას იტყო­დით ისეთ წიგ­ნ­ზე, რო­მელ­შიც ერ­თად იქ­ნე­ბო­და თავ­მოყ­რი­ლი ამ­ბე­ბი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ, ამ წიგ­ნე­ბის და­წე­რი­სა და გა­მო­ცე­მის თავ­გა­და­სა­ვალ­საც მი­ა­დევ­ნებ­დით თვალს,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

ღირ­სე­უ­ლი თა­ნამ­გ­ზავ­რი და თა­ნამ­ზ­რახ­ვე­ლი

ოლღა გურამიშვილი ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი - ამ სა­ხე­ლი­სა და გვა­რის წარ­მოთ­ქ­მი­სას ან წა­კითხ­ვი­სას პირ­ვე­ლი, რაც მა­შინ­ვე გა­გი­ელ­ვებს თავ­ში - ილიაა, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, და ეს ბუ­ნებ­რი­ვია. ბუ­ნებ­რი­ვია...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები