23 ნოემბერი, შაბათი, 2024

გზა, რო­მე­ლიც გაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სამ­ყა­რო უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლო

spot_img

ვინ ირ­ჩევს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას? ამ კითხ­ვამ გა­ა­ჩი­ნა იდეა – სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნოთ ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ნათ­ლე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე აბა­რე­ბენ და მო­მა­ვალს პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­ში­რე­ბენ. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, პირ­ვე­ლი წე­რი­ლი იმ სტუ­დენ­ტე­ბის გაც­ნო­ბით დაგ­ვეწყო, რომ­ლე­ბიც, წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დ­მა თა­ვის სტი­პენ­დი­ან­ტე­ბად აქ­ცია. 6 რე­გი­ო­ნუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო  უნი­ვერ­სი­ტე­ტის 60 სტუ­დენ­ტი, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სწავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის გა­მო, ფონ­დის სტი­პენ­დი­ან­ტი გახ­და. კან­დი­დატ სტი­პენ­დი­ან­ტებს, თა­ვად უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი არ­ჩე­ვენ და წა­რუდ­გე­ნენ ფონდს, რო­მელ­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო­ებს ფონ­დი სტი­პენ­დი­ას უნიშ­ნავს. კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტე­ბის წარ­დ­გე­ნი­სას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ, გენ­დე­რუ­ლი ნი­შა­ნია – დღეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში მა­მა­კა­ცე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბა­ში არი­ან, არც მო­მა­ვალ მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის არი­ან ბევ­რ­ნი – 60 სტი­პენ­დი­ანტ სტუ­დენტს შო­რის მხო­ლოდ ორია.

 

ამ წე­რილ­ში სწო­რედ მათ შე­სა­ხებ მო­გიყ­ვე­ბით. თუმ­ცა, მა­ნამ­დე, ფონ­დის დი­რექ­ტო­რის, ზუ­რა კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის მცი­რე ინ­ტერ­ვი­უს შე­მოგ­თ­ვა­ზებთ, თუ რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა ფონ­დ­მა გა­ნათ­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის – მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის – მხარ­და­ჭე­რა.

 

☑️ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, ფონ­დი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბის­თ­ვის არა­ერთ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს, თუმ­ცა, მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა, ვფიქ­რობ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვაა.

🔘 ფონ­დის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რით, ხე­ლი შე­ვუწყოთ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის დო­ნის ამაღ­ლე­ბას და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. რო­ცა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე ვსა­უბ­რობთ, ცხა­დია, ამას ბევ­რი რამ გან­საზღ­ვ­რავს, თუმ­ცა, კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რგო­ლი აქ მას­წავ­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ, ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, და­ვიწყეთ „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლის მი­ზა­ნი, ერ­თი მხრივ, პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბაა, მე­ო­რე მხრივ, ღირ­სე­უ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც სა­ბედ­ნი­ე­როდ ბევ­რი გვყავს სის­ტე­მა­ში, წარ­მო­ჩე­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის გაც­ნო­ბა. აუცი­ლებ­ლად უნ­და იც­ნობ­დ­ნენ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მათ, ამ ადა­მი­ა­ნებს და­ფა­სე­ბა და მად­ლო­ბის თქმა სჭირ­დე­ბათ. ამი­ტო­მაც არის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს პრო­ექ­ტი. ამის გარ­და, ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კი­დევ ერ­თი მსგავ­სი პრო­ექ­ტი და­ვა­ფი­ნან­სეთ, უკ­ვე რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე, რო­ცა დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და. ესეც ზუს­ტად იმა­ვე მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, უბ­რა­ლოდ, რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე გვინ­დო­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის წარ­მო­ჩე­ნა.

ბო­ლო წლებ­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ძვრე­ბი მოხ­და სის­ტე­მა­ში, მა­გა­ლი­თად, თუნ­დაც ის, რომ, და­ახ­ლო­ე­ბით, 6 ათა­სი სა­პენ­სიო ასა­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი წა­ვი­და სის­ტე­მი­დან, ფუ­ლა­დი ჯილ­დოს სა­ნაც­ვ­ლოდ. ზო­გა­დად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა დი­დი ნა­წი­ლის სა­შუ­ა­ლო ასა­კი, სამ­წუ­ხა­როდ, ახ­ლო­საა სა­პენ­სიო ასაკ­თან. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ხვალ და ზეგ სის­ტე­მა, შე­იძ­ლე­ბა, კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ პრო­ფე­სი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბი უნ­და მო­ვი­ზი­დოთ. ერთ-ერ­თი კვლე­ვის თა­ნახ­მად, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში საკ­მა­ოდ და­ბა­ლი შე­დე­გე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი მი­დი­ან, ამ ყვე­ლა­ფერს კი, აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა შეც­ვ­ლა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. სწო­რედ ამ ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, თან­მიმ­დევ­რუ­ლე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას­თან ერ­თად, პრო­ფე­სი­ა­ში უფ­რო მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბი­სა და მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცი­ის ახალ­გაზ­რ­დე­ბის, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მო­ზიდ­ვის­თ­ვის შეგ­ვეწყო ხე­ლი. ვინ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ მას­წავ­ლებ­ლე­ბად მო­ი­აზ­რე­ბი­ან თუ არა გა­ნათ­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი. ამი­ტო­მაც შე­ვე­ცა­დეთ, მათ­თ­ვის სტი­პენ­დი­ე­ბის და­ნიშ­ვ­ნით, გარ­კ­ვე­უ­ლი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მი და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი შე­მოგ­ვე­ტა­ნა. რე­ა­ლუ­რად, ამით სტუ­დენ­ტე­ბი მარ­თ­ლა გახ­დ­ნენ უფ­რო მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი, კარ­გად ის­წავ­ლონ და მი­ი­ღონ ჩვე­ნი სტი­პენ­დია.

ვფიქ­რობ, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დღე­ვან­დე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც, ვინც ჯერ კი­დევ ფიქ­რობს და ორ­ჭო­ფობს წა­ვი­დეს თუ არა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში. ერ­თ­გ­ვა­რი ბიძ­გიც შეძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს ჩვე­ნი სტი­პენ­დია, რომ მათ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია აირ­ჩი­ონ. ამ­დე­ნად, ჩვე­ნი წა­ხა­ლი­სე­ბით, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა­საც ვუ­ჭერთ მხარს, რა­საც სხვა პრო­ექ­ტე­ბიც ემ­სა­ხუ­რე­ბა და მე­ო­რე მხრივ, იმა­საც, რომ მე­ტი კონ­კუ­რენ­ცია შე­იქ­მ­ნას გა­ნათ­ლე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე და სა­უ­კე­თე­სომ გა­დაწყ­ვი­ტოს ამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის სა­ერ­თო დო­ნის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რაც, თა­ვის მხრივ, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას. ასე შევ­კა­რით ერ­თ­გ­ვა­რი ჯაჭ­ვი და თან­მიმ­დევ­რუ­ლად და­ვი­ნა­ხეთ ეს პრო­ცე­სი. ვფიქ­რობთ, ეს კონ­კ­რე­ტუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ხელს შე­უწყობს მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო ნა­კა­დე­ბის გა­მოშ­ვე­ბას.

☑️ რამ­დენ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლობთ და გეგ­მავთ თუ არა პრო­ექ­ტის მას­შ­ტა­ბის ზრდას?

🔘 ეს პრო­ექ­ტი, 2020 წელს, სამ რე­გი­ო­ნულ სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით და­ვიწყეთ. შარ­შან კი­დევ სა­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვა­მა­ტეთ. დღეს, სა­ერ­თო ჯამ­ში, ჩვენს პრო­ექ­ტ­ში 6 სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტია ჩარ­თუ­ლი და თი­თო­ე­ულ­ში 10 სტი­პენ­დი­ან­ტი სტუ­დენ­დი გვყავს. ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, თვე­ში, სტი­პენ­დი­ის სა­ხით, 150 ლარს იღე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექ­ტის მას­შ­ტა­ბის ზრდას, ვფიქ­რობთ, აქ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ფონ­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ითა­ნამ­შ­რომ­ლებს სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თა­ნაც. მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი მა­ინც რე­გი­ო­ნებ­ში მდე­ბა­რე სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე გა­ვა­კე­თეთ. ჩვე­ნი აზ­რით, მათ მე­ტი ყუ­რადღე­ბა და მო­ტი­ვა­ცია სჭირ­დე­ბათ.

☑️ აუცი­ლებ­ლად მინ­და გკითხოთ, რო­გორ იმოქ­მე­და ამ ინი­ცი­ა­ტი­ვამ სტუ­დენ­ტ­თა მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე, რო­გო­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაა მა­თი მხრი­დან?

🔘 ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაა არა მხო­ლოდ სტუ­დენ­ტე­ბის­გან, არა­მედ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­გა­ნაც – რექ­ტო­რე­ბის, დე­კა­ნე­ბის მხრი­დან. აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მოთხოვ­ნაც გა­ი­ზარ­და ამ ფა­კულ­ტეტ­ზე და ერ­თ­გ­ვა­რი კონ­კუ­რენ­ცი­აც გაჩ­ნ­და სტუ­დენ­ტებს შო­რის, თუნ­დაც იმის გა­მო, ვინ და­იმ­სა­ხუ­რებს სტი­პენ­დი­ას – თა­ვის­თა­ვად, სტუ­დენ­ტი გარ­კ­ვე­ულ კრი­ტე­რი­უ­მებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს, რომ სტი­პენ­დია და­ე­ნიშ­ნოს.

აქ­ვე გეტყ­ვით იმა­საც, რომ სტი­პენ­დი­ის გარ­და, სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბაც წა­მო­ვიწყეთ. ჩვენს ინი­ცი­ა­ტი­ვას მხა­რი აუბეს იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, ვის­თა­ნაც ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ: ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა – „ათე­ულ­თა კლუ­ბის წევ­რებ­მა; „კო­ა­ლი­ცი­ამ – გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის“. სტუ­დენ­ტებს ჩა­უ­ტარ­დათ ტრე­ნინ­გე­ბი, ანუ ფუ­ლა­დი წა­ხა­ლი­სე­ბის გარ­და, მათ და­მა­ტე­ბი­თი სი­კე­თე­ე­ბიც მი­ი­ღეს. გა­მოც­დი­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი და ვორ­ქ­შო­პე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნ­და მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლე­ბი, პან­დე­მი­ის გა­მო, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, შეზღუ­დუ­ლე­ბი არი­ან, ად­გილ­ზე მი­ი­ღონ სტუ­დენ­ტე­ბი, თო­რემ, ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში ჩარ­თ­ვის მზად­ყოფ­ნა ბევ­რ­მა სკო­ლამ გა­მოთ­ქ­ვა.  მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რეს ასე­ვე „ლი­დე­რო­ბის კონ­კურ­ს­ში“ ჩარ­თულ­მა დი­რექ­ტო­რებ­მა და რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა, თუმ­ცა, რო­გორც გითხა­რით, პან­დე­მი­ის გა­მო, ჯერ­ჯე­რო­ბით, სტუ­დენ­ტე­ბის სკო­ლებ­ში შეს­ვ­ლა ვერ მო­ხერ­ხ­და. მას­წავ­ლებ­ლებ­მა კი ძა­ლი­ან ბევ­რი პრაქ­ტი­კუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, მა­გა­ლი­თად, სულ ცო­ტა ხნის წინ, სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, „ათე­ულ­თა კლუ­ბის“ წევ­რ­მა, ლე­ლა კო­ტო­რაშ­ვილ­მა გა­უ­ზი­ა­რა სტუ­დენ­ტებს სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა; მა­კა რაზ­მა­ძემ სა­ინ­ტე­რე­სო სე­მი­ნა­რი შეს­თა­ვა­ზა ჩვენს სტი­პენ­დი­ან­ტებს, ასე­ვე სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თა სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი.  სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ეს პრო­ფე­სი­უ­ლი კვე­თა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ერ­თ­ჯე­რა­დი არ არის და სის­ტე­მა­ტუ­რად იგეგ­მე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. აუცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ისიც, რომ მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლიც ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ფონ­დის სტი­პენ­დი­ან­ტე­ბის­თ­ვის და­გეგ­მი­ლი აქვთ მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ ხდე­ბა მათ ირ­გ­ვ­ლივ. დღეს სტი­პენ­დი­ან­ტებს უკ­ვე სტუ­დენ­ტუ­რი კლუ­ბიც აქვთ და სა­ერ­თო სივ­რ­ცე­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებს და ერ­თობ­ლი­ვად გეგ­მა­ვენ ახალ ტრე­ნინ­გებ­სა და სე­მი­ნა­რებს. ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში კი უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან ერ­თად ჩვე­ნი სხვა გრან­ტი­ო­რე­ბი და პარ­ტ­ნი­ო­რე­ბიც  ეხ­მა­რე­ბი­ან.

რო­გორც გითხა­რით, ამ­ჟა­მად, სულ 60 სტი­პენ­დი­ან­ტი გვყავს და მათ­გან მხო­ლოდ ორია  ბი­ჭი – ერ­თი გო­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს და მე­ო­რე — ბა­თუმ­ში. ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან, დი­დი სურ­ვი­ლი აქვთ, მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ში იყ­ვ­ნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი. რო­ცა ამას ვხე­დავთ, თა­ვის­თა­ვად, ჩვე­ნი მხრი­და­ნაც უფ­რო იზ­რ­დე­ბა ხელ­შეწყო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის მო­ტი­ვა­ცია.

♦♦♦

რო­გორც და­საწყის­ში გითხა­რით, ჩვე­ნი რუბ­რი­კის დღე­ვან­დე­ლი სტუმ­რე­ბი მო­მა­ვა­ლი მა­მა­კა­ცი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან, ბი­ჭე­ბი, რომ­ლებ­მაც პრო­ფე­სი­ად პე­და­გო­გო­ბა იმის­თ­ვის აირ­ჩი­ეს, რომ სურთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი მცი­რე­დით მა­ინც შეც­ვა­ლონ, და­ამ­ს­ხ­ვ­რი­ონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მავ­ნე სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და სამ­ყა­რო უკე­თე­სი გა­ხა­დონ.

 

გი­ორ­გი ელი­ა­უ­რი – გო­რის სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბული სა­ბა­კა­ლავ­რო-სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტი

 

ოსუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტი, რო­მელ­მაც პრო­ფე­სია მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის აღ­ზ­რ­დას და­უ­კავ­ში­რა, სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ის სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სი­ბე­ჯი­თით, ცდი­ლობს და­ამ­ტ­კი­ცოს, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა ის პრო­ფე­სიაა, რომ­ლის შეს­წავ­ლაც ნამ­დ­ვი­ლად ღირს. სწო­რედ ამ გა­მორ­ჩე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო გახ­და იგი გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის სტი­პენ­დი­ან­ტი.

გვიყ­ვე­ბა, რომ პე­და­გო­გო­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ბავ­შ­ვო­ბი­დან გა­უჩ­ნ­და. პა­ტა­რა­ო­ბა­ში მი­სი საყ­ვა­რე­ლი თა­მა­ში სწო­რედ „მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ნა“ იყო. უყ­ვარ­და, რო­დე­საც თა­ვის ძმას და მე­ზო­ბელ ბავ­შ­ვებს სა­ხა­ლი­სო გაკ­ვე­თი­ლებს უტა­რებ­და, თუმ­ცა სტე­რე­ო­ტი­პულ­მა ხედ­ვამ, რომ „მას­წავ­ლებ­ლო­ბა კა­ცე­ბის საქ­მე არაა“ და რჩე­ვებ­მა, რომ ეს ძა­ლი­ან და­უ­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სიაა, გი­ორ­გი­ზე დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვა­ნის მი­ღე­ბა გა­უ­ჭირ­და. და მა­ინც, იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბამ, რომ ვერც ერთ სხვა პრო­ფე­სი­ას­თან მას ისე­თი ძლი­ე­რი კავ­ში­რი ვერ ექ­ნე­ბო­და, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლო­ბას­თან, აბი­ტუ­რი­ენ­ტი ბი­ჭის ცხოვ­რე­ბა მა­ინც პე­და­გო­გო­ბას და­უ­კავ­ში­რა. გო­რის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბამ კი, სა­ბო­ლო­ოდ და­არ­წ­მუ­ნა, რომ ამ არ­ჩე­ვანს არა­სო­დეს ინა­ნებ­და.

გი­ორ­გი ეთ­ნი­კუ­რად ოსია, ცხინ­ვა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვილ­და­და­ნაა, თუმ­ცა, 2008 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი გორ­ში ცხოვ­რობს. ცდი­ლობს, ოსუ­რი ენა სხვებ­საც ას­წავ­ლოს, რის­თ­ვი­საც ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებს ატა­რებს. პა­რა­ლე­ლუ­რად კი, ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­საც ითავ­სებს: „2008 წელს დე­დამ მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა მშობ­ლი­უ­რი სო­ფე­ლი ვილ­და და წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით. ბევ­რ­მა რთულ­მა წელ­მა გან­ვ­ლო მას შემ­დეგ, უცხო მხა­რე­ში; თუმ­ცა, აი, მე აქ ვარ. ვარ სტუ­დენ­ტი, პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობ ჟურ­ნა­ლის­ტად. ში­და ქარ­თ­ლ­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რად ოსი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ვი­ღებთ ოსუ­რე­ნო­ვან რე­პორ­ტა­ჟებს, რაც ძა­ლი­ან დიდ მიღ­წე­ვად მი­მაჩ­ნია, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ჯა­როდ ის­მის ოსუ­რი სა­უ­ბა­რი. ასე­ვე, სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ ვას­წავ­ლი ოსურ ენას მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკო­ლა­ში ოსუ­რი არ მის­წავ­ლია,“ – ამ­ბობს გი­ორ­გი.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი თა­ვი­სუ­ფალ დრო­საც საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი – წერს მოთხ­რო­ბებს, ლექ­სებს, ჩა­ნა­ხა­ტებს; თარ­გ­მ­ნის ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის უც­ნობ ოსურ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებს; ძა­ლი­ან უყ­ვარს კითხ­ვა, მუ­სი­კის მოს­მე­ნა და ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა. მი­სი საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზაა: „არც ერ­თი დღე მე­ცა­დი­ნე­ო­ბის გა­რე­შე“, რო­მე­ლიც რო­მა­უ­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი­დან – „Nulla dies sine linea“ იღებს სა­თა­ვეს და გი­ორ­გიც ცდი­ლობს, ეს ფრა­ზა თა­ვის ცხოვ­რე­ბას მო­არ­გოს.

მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ­ბობს, რომ გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის სტი­პენ­დი­ან­ტო­ბამ კი­დევ უფ­რო და­არ­წ­მუ­ნა, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ფა­სე­ბუ­ლია და ეს ფაქ­ტო­რი მის­თ­ვის, რო­გორც მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გის­თ­ვის, მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ბევ­რად უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

 

გი­ორ­გი მოსიძე – შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო-სა­მა­გის­ტ­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტი

გი­ორ­გი მო­სი­ძე აჭა­რა­ში, ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ფე­რი­ა­ში არ­სე­ბულ მა­ტა­თა მო­ცი­ქუ­ლის გიმ­ნა­ზია-პან­სი­ონ­ში გა­ი­ზარ­და და სკო­ლის პირ­ვე­ლი 9 წე­ლი ამა­ვე პან­სი­ონ­ში გა­ი­ა­რა. გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლით იხ­სე­ნებს იმ სტე­რე­ო­ტი­პულ ფრა­ზებ­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც ხში­რად მო­უს­მე­ნია ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­ში გაზ­რ­დი­ლი სხვე­ბი­ვით წარ­მა­ტე­ბუ­ლი და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ვერ იქნე­ბო­და… ეს მის­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რიც კი გახ­და, თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბით და­ემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, რომ სცდე­ბოდ­ნენ – უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ჩა­ა­ბა­რა, წარ­მა­ტე­ბით სწავ­ლობს და გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის სტი­პენ­დი­ან­ტიც გახ­და.

„ხში­რად მსმე­ნია ასე­თი ფრა­ზე­ბი: „ეს ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­შია გაზ­რ­დი­ლი და არ იქ­ნე­ბა ნორ­მა­ლუ­რი“ ან „უი, რა სირ­ცხ­ვი­ლია, ბავ­შ­ვთა სახ­ლ­ში გა­ი­ზარ­დე?“ მინ­და, ეს სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და­ვარ­ღ­ვიო და ვთქვა, რომ სუ­ლაც არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, სად გა­იზ­რ­დე­ბი. ალ­ბათ, ყვე­ლას აკ­ლია ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც. და­მი­ჯე­რეთ, მე ბევ­რი რამ მაკ­ლ­და, მათ შო­რის ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ჩემ­გან შორს იყო, მაგ­რამ მად­ლი­ე­რი ვარ, რად­გან იქ, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე, ჩე­მი მე­ო­რე ოჯა­ხია. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხ­ვე­ვით და თი­თო­ე­ულს ამის­თ­ვის უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. სრულ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბა არა­ვის აქვს. ამი­ტო­მაც, იმით უნ­და დავ­კ­მა­ყო­ფილ­დეთ, რაც გვაქვს,“  – ამ­ბობს გი­ორ­გი.

მას­წავ­ლებ­ლო­ბა სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა მი­სი ბავ­შ­ვო­ბის ოც­ნე­ბა, ყო­ველ­თ­ვის სურ­და ექი­მი გამ­ხ­და­რი­ყო, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მო, ბავ­შ­ვო­ბა­ში, სწავ­ლი­სად­მი ნაკ­ლებ ინ­ტე­რესს იჩენ­და. შემ­დეგ მის ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­მოჩ­ნ­დ­ნენ, რომ­ლებ­მაც მი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლეს და დი­დი მო­ტი­ვა­ცი­აც გა­უ­ჩი­ნეს. სა­ბო­ლო­ოდ, პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნიც ამან გა­ნა­პი­რო­ბა:

„მახ­სოვს იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის ერ­თ­გუ­ლე­ბა და მხარ­და­ჭე­რა სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, რო­ცა ჩე­მი მო­მა­ვა­ლი ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­დი­ო­და. სწო­რედ ეს დამ­რ­ჩა მათ­გან და მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულს, ვინც ჩემ­ში და­ი­ნა­ხა პერ­ს­პექ­ტი­ვის ნა­პერ­წ­კა­ლი, რო­მე­ლიც არ ჩა­აქ­რო და იმა­თაც, ვინც ჩათ­ვა­ლა, რომ მო­მა­ვა­ლი არ მაქვს, რად­გან ამ აზ­რ­მა მე­ტი გამ­ბე­და­ო­ბა და შრო­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი შემ­ძი­ნა“.

გი­ორ­გი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სით­ბო­თი იხ­სე­ნებს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­მაც აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბი­სას სა­კუ­თა­რი გზის პოვ­ნა გა­უ­ად­ვი­ლა: „ჩე­მი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი იყო ჩე­მი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო სურ­მა­ნი­ძე, რო­მელ­მაც უზო­მოდ შე­მაყ­ვა­რა თა­ვიც და მას­წავ­ლებ­ლო­ბაც.“

ახალ­გაზ­რ­და სტი­პენ­დი­ან­ტი სკო­ლებ­ში დღემ­დე არ­სე­ბულ ხარ­ვე­ზებ­ზე სა­უ­ბარს თავს არ არი­დებს და ამ­ბობს, რომ ერთ-ერ­თი ფაქ­ტო­რი, რა­ტო­მაც აირ­ჩია მას­წავ­ლებ­ლო­ბა, სწო­რედ ამ ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის სურ­ვი­ლია:

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა საკ­მა­ოდ ნაჩ­ქა­რე­ვი იყო, თან­და­თან გა­ვი­აზ­რე, რომ ეს ის სფე­როა, რო­მელ­შიც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რ­ძ­ნობ­დი. ჩა­ვა­ბა­რე გა­ნათ­ლე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე, რად­გან მინ­და კარ­გად შე­ვიც­ნო და შე­ვის­წავ­ლო პე­და­გო­გის პრო­ფე­სია, სურ­ვი­ლი მაქვს, თუნ­დაც ოდ­ნავ მა­ინც, უკე­თე­სო­ბის­კენ შევ­ც­ვა­ლო არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა. ეს არის გზა, რო­მელ­შიც გეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­ნი თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რო მო­მავ­ლის ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბის­გა­ნაც იღებ უზო­მო სით­ბოს და მო­მავ­ლის იმედს“.

მას­წავ­ლებ­ლო­ბის გარ­და, გი­ორ­გის სხვა ინ­ტე­რე­სიც აქვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გა­მო­ნახ­ვა ხში­რად უჭირს, ცდი­ლობს ეს დრო და­უთ­მოს სიმ­ღე­რას, ხატ­ვას, ფილ­მებს. უკა­ნას­კ­ნელ პე­რი­ოდ­ში კი, გან­სა­კუთ­რე­ბით აინ­ტე­რე­სებს ფილ­მე­ბი მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე. ამას­თან ერ­თად, ცდი­ლობს მე­გობ­რე­ბის­თ­ვი­საც გა­მო­ძებ­ნოს დრო.

მის­თ­ვი­საც, გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის სტი­პენ­დი­ან­ტო­ბა დი­დი მო­ტი­ვა­ცი­ის მიმ­ცე­მი აღ­მოჩ­ნ­და – იყოს სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტი და, სა­ბო­ლო­ოდ, გახ­დეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი:

„ფონ­დის სტი­პენ­დი­ან­ტო­ბამ, მო­ტი­ვა­ცი­ის გარ­და, ასე­ვე, მომ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შევ­ხ­ვ­დე ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბულ პე­და­გო­გებს, რაც ჩვენ­თ­ვის, მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ჰა­ე­რი­ვით სა­ჭი­როა. ამის­თ­ვის ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ ფონ­დის. ისიც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს და მა­ბედ­ნი­ე­რებს, რომ, ფონ­დ­თან ერ­თად, წინ კი­დევ მრა­ვა­ლი პრო­ექ­ტი გვე­ლის.“

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები