21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ზოგადი უნარების გამოცდების პირველადი შედეგები

spot_img

გთავაზობთ გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ზოგადი უნარების  (სომხურად და აზერბაიჯანულად) გამოცდების პირველად შედეგებს.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შედეგების გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

გეოგრაფიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 59, მინიმალური გამსვლელი ქულა   – 15.

სამოქალაქო განათლების მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა -16 .

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მაქსიმალური ქულაა 70,  მინიმალური გამსვლელი ქულა  – 18.

ზოგადი უნარების მაქსიმალური ქულაა 80, მინიმალური გამსვლელი ქულა – 25. 

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის პირველადი შედეგის გამოქვეყნების დასრულების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად.

გამოცდები 2024 – ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები და შეფასების სქემები 

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები