26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა

spot_img
ლი­უ­სია სა­ლარ­ცორ­ცი­ანი
სსიპ წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. კი­ზილ­ქი­ლი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის და რუ­სუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ხში­რად ვი­ყე­ნებ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მებს, რაც მოს­წავ­ლე­ებს ძა­ლი­ან მოს­წონთ. მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ სწავ­ლე­ბას, ბევრ და­დე­ბით­თან ერ­თად (მოს­წავ­ლეს ვაძ­ლევთ არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას, ხდე­ბა მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა), ახ­ლავს გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბიც (ყვე­ლა მოს­წავ­ლის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბა, რე­სურ­სე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად დიდ დრო­ს სა­ჭი­რო­ე­ბს), რა მი­ზე­ზი­თაც მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა არ იყე­ნებს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის აღ­ნიშ­ნულ მე­თოდს სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კა­ში, რა­ზეც არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია კო­ლე­გებ­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჭი­როა, შე­ვის­წავ­ლოთ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა, დავ­ხ­ვე­წოთ კლას­ში სწავ­ლე­ბის ამ ფორ­მით მუ­შა­ო­ბა, გა­მო­ვავ­ლი­ნოთ მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ხარ­ვე­ზე­ბი, დავ­გეგ­მოთ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზე­ბი და კო­ლე­გებ­მა ერ­თ­მა­ნეთს გა­ვუ­ზი­ა­როთ გა­მოც­დი­ლე­ბა. ამი­ტომ, გა­დავ­წყ­ვი­ტე, უფ­რო ღრმად შე­მეს­წავ­ლა ეს სა­კითხი, მო­მე­ძებ­ნა პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბი და და­მე­ნერ­გა პრაქ­ტი­კა­ში.

რო­გორც ჩვენ­თ­ვის ცნო­ბი­ლია, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი თე­მის/სა­კითხის შეს­წავ­ლი­სას. მი­სი მი­ზა­ნია და­ად­გი­ნოს, რამ­დე­ნად კარ­გად გა­ი­გო/გა­ი­აზ­რა მოს­წავ­ლემ ესა თუ ის სა­კითხი. ეს მას­წავ­ლე­ბელს ეხ­მა­რე­ბა სწო­რად და­გეგ­მოს სწავ­ლე­ბა და მი­აღ­წი­ოს სას­წავ­ლო მიზ­ნებს.

გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის­გან, გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო თე­მა­ზე/სა­კითხ­ზე მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ. მი­სი მი­ზა­ნია და­ად­გი­ნოს, რო­გო­რია მოს­წავ­ლის შე­დე­გე­ბი სტან­დარ­ტით გან­საზღ­ვ­რულ მი­ზან­თან მი­მარ­თე­ბით და რა ქუ­ლას იმ­სა­ხუ­რებს იგი.

დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა კი, რო­მე­ლიც მჭიდ­რო კავ­შირ­შია გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას­თან, ნიშ­ნავს სწავ­ლე­ბის ტემ­პის, სირ­თუ­ლის ან მე­თო­დის ცვლას თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის, სწავ­ლის სტი­ლის ან ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით.

რო­გორ შე­ვუწყოთ ხე­ლი მოს­წავ­ლის სწავ­ლას და გან­ვი­თა­რე­ბას?

  1. ყვე­ლა მოს­წავ­ლე გრძნობს, რომ მას კარ­გად იც­ნო­ბენ და თბი­ლად ეპყ­რო­ბი­ან

მოს­წავ­ლეს­თან პო­ზი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად, სა­ჭი­როა, მას­წავ­ლე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობ­დეს სა­კუ­თა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის პი­როვ­ნულ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს, მათ ინ­ტე­რე­სებს, სწავ­ლის სტილს, ძლი­ერ და გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბელ მხა­რე­ებს.

2. მას­წავ­ლე­ბელს აქვს მა­ღა­ლი მო­ლო­დი­ნი თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ქცე­ვი­სა და სწავ­ლის მი­მართ

მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და მო­ე­ლო­დეს მოს­წავ­ლის­გან წარ­მა­ტე­ბას და, ამა­ვე დროს, ეხ­მა­რე­ბო­დეს მას სწავ­ლა­სა და სა­თა­ნა­დო ქცე­ვის გა­მოვ­ლე­ნა­ში. აუცი­ლე­ბე­ლია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მო­ი­ყე­ნოს წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბი და და­ეხ­მა­როს სწავ­ლა­ში თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს.

3. გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა მკა­ფიო და კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლია

მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ძ­რავს მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას, იძ­ლე­ვა სას­წავ­ლო თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოდ­ნის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ავი­თა­რებს სხვა­დას­ხ­ვა უნარს და, ამავ­დ­რო­უ­ლად, ზუს­ტად არის გათ­ვ­ლი­ლი თე­მის შეს­წავ­ლი­სა თუ კონ­კ­რე­ტუ­ლი უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო დრო.

4. სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი ცნო­ბი­ლია მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. ისი­ნი მკა­ფიო, კონ­კ­რე­ტუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა

სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი, გაკ­ვე­თი­ლის დაწყე­ბი­სას, მი­სი მიზ­ნის გან­მარ­ტე­ბა და სტან­დარ­ტით გან­საზღ­ვ­რუ­ლი მი­საღ­წე­ვი შე­დე­გის და­ფა­ზე და­წე­რა. იმის შე­სა­ფა­სებ­ლად, თუ რამ­დე­ნად ახ­ლოს არი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი სას­წავ­ლო მი­ზან­თან, შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­მა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი გა­მო­ი­ყე­ნოს.

5. სას­წავ­ლო გა­რე­მო პო­ზი­ტი­უ­რია, წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია მოს­წავ­ლის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და მე­ტის გა­გე­ბის სურ­ვი­ლი

მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ველ­თ­ვის მზად უნ­და იყოს, სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად, უპა­სუ­ხოს მოს­წავ­ლე­თა კითხ­ვებს ან მათ­თან ერ­თად მო­ი­ძი­ოს პა­სუ­ხე­ბი. ამავ­დ­რო­უ­ლად, ის თა­ვად უნ­და შე­ე­ცა­დოს, აღ­ძ­რას მათ­ში ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა.

თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებს ხში­რად აკ­რი­ტი­კებს ან კლას­ში ხში­რია ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, ეს არა­თუ ხელს უშ­ლის მოს­წავ­ლის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის ზრდას, არა­მედ მთლი­ა­ნად აქ­რობს მას­ში სწავ­ლის სურ­ვილს.

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა წარ­მო­ად­გენს მას­წავ­ლებ­ლის ძი­რი­თად ორი­ენ­ტირს, რა­თა გან­საზღ­ვ­როს, თუ რა შე­დე­გებს უნ­და მი­აღ­წი­ონ მოს­წავ­ლე­ებ­მა სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს.

მას შემ­დეგ, რაც შე­ირ­ჩე­ვა შე­სას­წავ­ლი თე­მა­ტუ­რი ერ­თე­უ­ლი და ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მი­ზა­ნი/მიზ­ნე­ბი, მას­წავ­ლე­ბელ­მა, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, უნ­და გან­საზღ­ვ­როს აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად სა­ჭი­რო გაკ­ვე­თი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და გა­წე­როს თი­თო­ე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლის მი­ზა­ნი/მიზ­ნე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ კი, მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და და­გეგ­მოს გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა.

ყო­ვე­ლი ახა­ლი სა­კითხის შეს­წავ­ლის წინ, უნ­და და­სა­ხოს სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად და­გეგ­მოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი.

თე­მა­ტუ­რი ერ­თე­უ­ლის, გაკ­ვე­თი­ლი­სა და შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბის მიზ­ნე­ბის გან­საზღ­ვ­რა­სა და მათ მიღ­წე­ვა­ში მას­წავ­ლე­ბელს შემ­დე­გი ეტა­პე­ბის გავ­ლა და­ეხ­მა­რე­ბა:

  1. შე­სა­ბა­მი­სი საგ­ნის სტან­დარ­ტის მი­მო­ხილ­ვა
  2. თე­მა­ტუ­რი ერ­თე­უ­ლის მიზ­ნის გან­საზღ­ვ­რა
  3. გაკ­ვე­თი­ლის მიზ­ნის გან­საზღ­ვ­რა

გა­ზომ­ვა­დი მიზ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მას­წავ­ლე­ბელს და­ეხ­მა­რე­ბა შემ­დეგ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა:

♦ რა ეცო­დი­ნე­ბა, რის გა­კე­თე­ბას შეძ­ლებს მოს­წავ­ლე?

♦ რა პი­რო­ბებ­ში გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნებს მოს­წავ­ლე ამ ცოდ­ნას/შეძ­ლებს ამის გა­კე­თე­ბას?

♦ რა იქ­ნე­ბა მიზ­ნის მიღ­წე­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (ინ­დი­კა­ტო­რი)?

  1. აქ­ტი­ვო­ბის მიზ­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა

შე­საძ­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა ყო­ველ­თ­ვის არ გა­წე­როს თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის მი­ზა­ნი, მაგ­რამ და­გეგ­მ­ვის ეტაპ­ზე, მა­თი შერ­ჩე­ვის დროს, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს, რომ ისი­ნი ლო­გი­კუ­რად უკავ­შირ­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლის მი­ზანს და თან­მიმ­დევ­რუ­ლად მიჰ­ყავს მოს­წავ­ლე­ე­ბი მის მიღ­წე­ვამ­დე.

სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის გან­საზღ­ვ­რა გა­დამ­წყ­ვე­ტი ეტა­პია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად და­გეგ­მ­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის დროს. რაც უფ­რო ზუს­ტად და გა­სა­გე­ბა­დაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მი­ზა­ნი, მით უფ­რო მარ­ტი­ვია იმის შე­ფა­სე­ბა, თუ რამ­დე­ნად მი­აღ­წი­ეს ამ მი­ზანს მოს­წავ­ლე­ებ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­ფა­სე­ბას, შე­ფა­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბელ­მა ზუს­ტად გან­საზღ­ვ­როს:

  1. რა უნ­და შე­ფას­დეს?

კარ­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მი­ზა­ნი მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, შე­ა­ფა­სოს ზუს­ტად ის, რის სწავ­ლე­ბა­საც გეგ­მავს.

  1. რა ჩა­ით­ვ­ლე­ბა მიზ­ნის მიღ­წე­ვის მაჩ­ვე­ნებ­ლად?

მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გან­საზღ­ვ­როს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც შე­ა­ფა­სებს მოს­წავ­ლე­ებს და და­ად­გენს, თუ რა დო­ნე­ზე მი­აღ­წია მი­ზანს თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა.

  1. რო­გორ მოხ­დე­ბა შე­ფა­სე­ბა?

მოს­წავ­ლე­თა შე­სა­ფა­სებ­ლად შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა.

  1. რო­გორ მოხ­დე­ბა შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა?

შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად და სწავ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­სა­გეგ­მად სა­ჭი­როა მო­ნა­ცე­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ვად მოს­წავ­ლის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ამა­ში მას, მას­წავ­ლებ­ლის უკუ­კავ­შირ­თან ერ­თად, მოს­წავ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ეხ­მა­რე­ბა.

გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბას, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მა­თი მიზ­ნი­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბას.

მა­გა­ლი­თის­თ­ვის გან­ვი­ხი­ლოთ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი „შუქ­ნი­შა­ნი“, რომ­ლის მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­თა მი­ერ სა­კითხის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის სწრა­ფად შე­ფა­სე­ბა და რო­მელ­საც ხში­რად ვი­ყე­ნებ სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კა­ში. ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის თა­ნახ­მად, მოს­წავ­ლე­ებს ვთხოვ, თუ მათ­თ­ვის სა­კითხი სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია, წი­ნას­წარ და­რი­გე­ბუ­ლი ფე­რა­დი ბა­რა­თე­ბი­დან, ამო­არ­ჩი­ონ მწვა­ნე და ას­წი­ონ ზე­მოთ, ყვი­თე­ლი – თუ კითხ­ვე­ბი დარ­ჩათ ან ბო­ლომ­დე არ არი­ან დარ­წ­მუ­ნე­ბულ­ნი რა­ი­მე­ში, ხო­ლო წი­თე­ლი – თუ გა­უ­ჭირ­დათ სა­კითხის გა­გე­ბა და სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა.

ასე­ვე, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი­დან, ძა­ლი­ან ხში­რად ვი­ყე­ნებ სას­წავ­ლო მე­ნი­უს, რომ­ლის არ­სი შემ­დ­გომ­ში მდგო­მა­რე­ობს:

მოს­წავ­ლეს ვაძ­ლევ სა­მი ტი­პის და­ვა­ლე­ბას, რო­მელ­თა სა­ხელ­წო­დე­ბებს მოს­წავ­ლე­თა ასა­კის მი­ხედ­ვით ვარ­ჩევ (უმ­ც­როს­კ­ლა­სე­ლებ­თან შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ შეც­ვ­ლი­ლი სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი, მაგ.: „მთა­ვა­რი კერ­ძი“, „სა­ლა­თე­ბი“ და „დე­სერ­ტი“):

  1. სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ანუ ძი­რი­თა­დი – მი­სი შეს­რუ­ლე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია;
  2. არ­ჩე­ვი­თი – მოს­წავ­ლემ აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­ას­რუ­ლოს ჩა­მოთ­ვ­ლილ­თა­გან ერ­თი, მის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი, და­ვა­ლე­ბა მა­ინც;
  3. არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო – მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია, შე­ას­რუ­ლოს ერ­თი, ერ­თ­ზე მე­ტი და­ვა­ლე­ბა ან არ შე­ას­რუ­ლოს არც ერ­თი.

ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სას­წავ­ლო მე­ნი­უს შე­თა­ვა­ზე­ბი­სას, ვაძ­ლევთ არ­ჩევ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რაც და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზე. ასე­თი ტი­პის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად, მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ნა­თე­ლი ხდე­ბა მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რაც ეხ­მა­რე­ბა მას თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­ზე მორ­გე­ბუ­ლი და უფ­რო ეფექ­ტი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვა­ში. ეს კი ხელს უწყობს სას­წავ­ლო მიზ­ნის მიღ­წე­ვას მოკ­ლე დრო­ში.

რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა ნიშ­ნავს სწავ­ლე­ბის ტემ­პის, სირ­თუ­ლის ან მე­თო­დის ცვლას თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის, სწავ­ლის სტი­ლის ან ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით. სა­ნამ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ გაკ­ვე­თილს დავ­გეგ­მავთ, აუცი­ლე­ბე­ლია, შე­ვაგ­რო­ვოთ ინ­ფორ­მა­ცია მოს­წავ­ლე­თა ნი­ჭის, ემო­ცი­ე­ბის, გა­მოც­დი­ლე­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სწავ­ლის სტი­ლის შე­სა­ხებ.

დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა იწყე­ბა უსაფ­რ­თხო და პრო­დუქ­ტი­უ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნით, სა­დაც თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია იკ­ვ­ლი­ოს და ის­წავ­ლოს. ამას თან ერ­თ­ვის მი­სი სწავ­ლის სტი­ლის, მზა­ო­ბი­სა და ინ­ტე­რე­სის მი­ხედ­ვით წი­ნას­წარ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია სას­წავ­ლო მა­სა­ლის ში­ნა­არ­სის, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის, ასე­ვე, იმ სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლემ ნას­წავ­ლის სა­დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ოდ უნ­და შექ­მ­ნას.

ამი­ტომ, სა­ჭი­როა მოს­წავ­ლე­თა დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა:

  1. სწავ­ლის სტი­ლის მი­ხედ­ვით

მოს­წავ­ლის სწავ­ლის სტი­ლი გუ­ლის­ხ­მობს მის მიდ­გო­მას სწავ­ლი­სად­მი, ასე­ვე იმას, თუ რო­გორ გა­და­ა­მუ­შა­ვებს ის აზ­რებს გო­ნე­ბა­ში.

გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია აზ­რი, რომ სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ზო­მოს მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის სტი­ლი, ტეს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, შემ­დეგ კი, ამის მი­ხედ­ვით შეს­თა­ვა­ზოს და­ვა­ლე­ბე­ბი. თუმ­ცა, რო­გორც კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ასე­თი იარ­ლი­ყე­ბის მი­წე­ბე­ბა სა­ზი­ა­ნო შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს, ხელს შე­უწყობს სტე­რე­ო­ტი­პის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მოს­წავ­ლეს, ძი­რი­თა­დად, მი­სი უპი­რა­ტე­სი სწავ­ლის სტი­ლის შე­სა­ბა­მი­სი და­ვა­ლე­ბე­ბი უნ­და შევ­თა­ვა­ზოთ.

სი­მარ­თ­ლე კი ისაა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც წე­სი, სხვა­დას­ხ­ვა გზით სწავ­ლო­ბენ. ამი­ტომ, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი გეგ­მავს ისეთ გაკ­ვე­თილს, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა სწავ­ლის სტილ­ზე მორ­გე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა, მოს­წავ­ლე­ე­ბი უკეთ სწავ­ლო­ბენ და იმახ­სოვ­რე­ბენ. ისი­ნი მით უფ­რო მე­ტად ვი­თარ­დე­ბი­ან, რაც უფ­რო მდი­და­რი სას­წავ­ლო მა­სა­ლა მი­ე­წო­დე­ბათ. მას­წავ­ლე­ბელ­მა ხე­ლი უნ­და შე­უწყოს მოს­წავ­ლეს, რომ მან, თა­ვის წამ­ყ­ვან სწავ­ლის სტილ­თან ერ­თად, გა­ნი­ვი­თა­როს სწავ­ლის სხვა­დას­ხ­ვა სტი­ლი.

  1. მზა­ო­ბის მი­ხედ­ვით

მზა­ო­ბის მი­ხედ­ვით დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხდე­ბა, თუ რამ­დე­ნად დაძ­ლი­ეს მოს­წავ­ლე­ებ­მა სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მას­წავ­ლე­ბე­ლი გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით იღებს.

მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ისე­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა „სას­წავ­ლო მე­ნიუ“ ან „სას­წავ­ლო გა­ჩე­რე­ბე­ბი“, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც ის შეძ­ლებს და­ვა­ლე­ბე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბას მოს­წავ­ლე­თა მზა­ო­ბის მი­ხედ­ვით.

სას­წავ­ლო მე­ნიუ მოს­წავ­ლე­ებს სთა­ვა­ზობს არ­ჩე­ვანს. მათ შე­უძ­ლი­ათ აირ­ჩი­ონ კონ­კ­რე­ტულ სას­წავ­ლო მი­ზან­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხის შეს­წავ­ლის ფორ­მა, და­ვა­ლე­ბის ტი­პი ან ამ და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად სა­ჭი­რო დრო. სას­წავ­ლო მე­ნი­უ­ში სას­წავ­ლო ამო­ცა­ნე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლის მზა­ო­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სწავ­ლის სტი­ლის მი­ხედ­ვით. სას­წავ­ლო მე­ნიუ ხში­რად მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. მა­გა­ლი­თად, კარ­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მე­ნიუ მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, მოს­წავ­ლე­თა მზა­ო­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით მო­ახ­დი­ნოს.

  1. ინ­ტე­რე­სის მი­ხედ­ვით

მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია გარ­კ­ვე­ულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში მოს­წავ­ლეს მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აირ­ჩი­ოს სას­წავ­ლო თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად აინ­ტე­რე­სებს (არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა). მოს­წავ­ლე­ებს შე­იძ­ლე­ბა ერ­თი და იგი­ვე სას­წავ­ლო მი­ზა­ნი ჰქონ­დეთ, მაგ­რამ მი­ე­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აირ­ჩი­ონ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის სტრა­ტე­გია ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა ემ­ყა­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლის რწმე­ნას, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია სწავ­ლა.

კავ­ში­რი გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბა­სა და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ სწავ­ლე­ბას შო­რის

მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის გზით მო­აგ­რო­ვებს ინ­ფორ­მა­ცი­ას მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა იმა­ზე, რომ და­გეგ­მოს სწავ­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლე­ებს სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში.

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის მსგავ­სად, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტია. მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც იყე­ნებს დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მებს, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი აქვს, თა­ვი­სი ძლი­ე­რი მხა­რე, ასე­ვე, სირ­თუ­ლე­ე­ბი. იგი ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გეგ­მავს სწავ­ლე­ბას. ამ­გ­ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლეს სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს და სწავ­ლა­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს.

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბაა, სწავ­ლე­ბის ან სწავ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით (Black & William, 2003). თუ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მა­შინ აუცი­ლე­ბე­ლია სწავ­ლე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა (Perrenoud 1991, p.89).

დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა ან/და რე­მე­დი­ა­ცია არის რე­ა­გი­რე­ბა მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. მას­წავ­ლებ­ლებს, გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თა და მის სა­ფუძ­ველ­ზე, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა შეგ­ვიძ­ლია. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის არ­სიც სწო­რედ ისაა, რომ მოს­წავ­ლე­ებს შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო გა­რე­მო შე­ვუქ­მ­ნათ.

რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა ხდე­ბა უშუ­ა­ლოდ სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ამის­თ­ვის უამ­რა­ვი სტრა­ტე­გია თუ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს მას­წავ­ლებ­ლებს, გან­ვ­საზღ­ვ­როთ, რა ცოდ­ნა მი­ი­ღო თი­თო­ე­ულ­მა მოს­წავ­ლემ გაკ­ვე­თი­ლის და­საწყი­სი­დან და­სას­რუ­ლამ­დე, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმის გან­საზღ­ვ­რა, თუ რამ­დე­ნად დი­ნა­მი­უ­რი და ტრან­ს­ფე­რუ­ლი იქ­ნე­ბა ეს ცოდ­ნა, ასე­ვე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა თუ არა შემ­დე­გი გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის.

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კა­ში ხში­რად გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტ­რუ­მენტს ვი­ყე­ნებ, მა­გა­ლი­თად, შე­სას­ვ­ლელ და გა­სას­ვ­ლელ ბი­ლე­თებს.

გაკ­ვე­თი­ლის და­სას­რულს მოს­წავ­ლე­ებს ვუ­რი­გებ წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბულ „გა­სას­ვ­ლელ ბი­ლე­თებს“, რო­მელ­საც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ავ­სე­ბენ. ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია იმის გა­სარ­კ­ვე­ვად, თუ რო­გორ გა­ი­გეს მოს­წავ­ლე­ებ­მა გაკ­ვე­თილ­ზე გან­ხი­ლუ­ლი სა­კითხე­ბი, რა ხარ­ვე­ზე­ბი დარ­ჩა და რა უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო შემ­დე­გი გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვი­სას. ასე­ვე, აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვამ­ზა­დებ შემ­დე­გი გაკ­ვე­თი­ლის „შე­სას­ვ­ლელ ბი­ლე­თებს“, რო­მელ­საც მომ­დევ­ნო გაკ­ვე­თი­ლის და­საწყის­ში ვუ­რი­გებ მოს­წავ­ლე­ებს. შე­სას­ვ­ლე­ლი ბი­ლე­თე­ბი მეხ­მა­რე­ბა იმის გან­საზღ­ვ­რა­ში, თუ რო­გორ მოხ­და წი­ნა გაკ­ვე­თილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა და მაძ­ლევს გაკ­ვე­თი­ლის წარ­მარ­თ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბებს, ანუ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ვახ­დენ გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მის მო­დი­ფი­ცი­რე­ბას.

შე­სას­ვ­ლე­ლი ბი­ლე­თე­ბის მი­ზა­ნია, გაკ­ვე­თი­ლის და­საწყის­ში, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა მოს­წავ­ლე­თა წი­ნა­რე ცოდ­ნის, ინ­ტე­რე­სე­ბის, მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის/და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა გაკ­ვე­თილ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ტა­ნად.

გა­სას­ვ­ლე­ლი ბი­ლე­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მას­წავ­ლე­ბელს ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს:

ა. მი­ი­ღოს შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია:

♦ მოს­წავ­ლე­თა მი­ერ სა­კითხის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის შე­სა­ხებ;

♦ მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ;

♦ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოს­წავ­ლე­თა მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

ბ. მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­ყე­ნოს მომ­დევ­ნო გაკ­ვე­თი­ლის და­სა­გეგ­მად მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა თუ ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

შე­სას­ვ­ლე­ლი და გა­სას­ვ­ლე­ლი ბი­ლე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მას­წავ­ლე­ბე­ლი, ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებს მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან. გარ­და ამი­სა, ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბა ერ­თ­გ­ვარ რუ­ტი­ნას უდებს სა­ფუძ­ველს – მოს­წავ­ლე­ებ­მა იცი­ან, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­იწყოს და დას­რულ­დეს გაკ­ვე­თი­ლი. შე­სას­ვ­ლე­ლი ბი­ლე­თი ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელს, გაკ­ვე­თი­ლის დაწყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან, მი­მარ­თოს მოს­წავ­ლე­თა ყუ­რადღე­ბა შე­სას­წავლ სა­კითხ­ზე და შექ­მ­ნას ეფექ­ტუ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მო; ხო­ლო გა­სას­ვ­ლე­ლი ბი­ლე­თე­ბის შევ­სე­ბის მო­ლო­დი­ნი ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­თა ყუ­რადღე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლომ­დე. საკ­ლა­სო რუ­ტი­ნის არ­სე­ბო­ბა კლა­სი­სა და დრო­ის მარ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბაა. შე­სას­ვ­ლე­ლი და გა­სას­ვ­ლე­ლი ბი­ლე­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა უბიძ­გებს მოს­წავ­ლე­ებს რეფ­ლექ­სი­ის­კენ, რაც ააქ­ტი­უ­რებს მა­ღა­ლი დო­ნის სა­აზ­როვ­ნო უნა­რებს, ზრდის მოს­წავ­ლე­თა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­სა და საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ხა­რისხს.

შე­სას­ვ­ლე­ლი ბი­ლე­თის ნი­მუ­ში:

სა­ხე­ლი და გვა­რი: ……………………………………………………………………………..

რა არის ჩემ­თ­ვის ცნო­ბი­ლი ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით?………………………………….

……………………………………………………………………………………………………

ერ­თი კითხ­ვა, რო­მელ­საც მინ­და, რომ პა­სუ­ხი გა­ე­ცეს: ………………………………………

……………………………………………………………………………………………………

რამ­დე­ნად დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ ჩემს ცოდ­ნა­ში, ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით:……………

……………………………………………………………………………………………………

რა არის ჩე­მი მი­ზა­ნი ამ გაკ­ვე­თილ­ზე? ………………………………………………………..

გა­სას­ვ­ლე­ლი ბი­ლე­თის ნი­მუ­ში:

დღე­ვან­დე­ლი გაკ­ვე­თი­ლის მი­ზა­ნი იყო ………………………………………………………

……………………………………………………………………………………………………

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ, რაც ამ გაკ­ვე­თი­ლი­დან და­მა­მახ­სოვ­რ­და:……………………

……………………………………………………………………………………………………

……………………………………………………………………………………………………

ამ გაკ­ვე­თილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბა ……………………

……………………………………………………………………………………………………

……………………………………………………………………………………………………

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა, მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ (ჩვე­უ­ლი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლის­გან) და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მო­ითხოვს შე­ფა­სე­ბი­სად­მი, კერ­ძოდ, შეც­დო­მის სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლას და მოს­წავ­ლის რო­ლის გა­და­ფა­სე­ბას.

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა მოს­წავ­ლის­თ­ვის უნ­და გა­მო­რიცხავ­დეს ყო­ველ­გ­ვარ საფ­რ­თხეს. ამი­ტომ, ცხა­დია, რომ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა მი­იღ­წე­ვა კლას­ში, სა­დაც ჯან­სა­ღი, ტო­ლე­რან­ტუ­ლი გა­რე­მოა.

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა მო­ი­ცავს არა მხო­ლოდ მოს­წავ­ლის­თ­ვის უკუ­კავ­ში­რის მი­წო­დე­ბას, მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, არა­მედ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დას­კ­ვ­ნე­ბის გა­კე­თე­ბა­საც, სწავ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით და სწავ­ლე­ბის მორ­გე­ბას მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე.

მარ­თ­ლაც, მოს­წავ­ლის­თ­ვის უკუ­კავ­ში­რის მი­წო­დე­ბის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ შეძ­ლებს ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მოფხ­ვ­რას, გან­სა­კუთ­რე­ბით დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე. ამი­ტომ, მას­წავ­ლე­ბელ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს წარ­მოქ­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბის მი­ზე­ზე­ბი, მი­აგ­ნოს მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ეფექ­ტუ­რი სწავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებს და აამოქ­მე­დოს ისი­ნი, რომ და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლეს.

მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია: დაკ­ვირ­ვე­ბა, ინ­ტერ­ვიუ და ტეს­ტი­რე­ბა, რო­მელ­თა­გან ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ ეფექ­ტი­ან დაკ­ვირ­ვე­ბას და ზუს­ტი დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნას.

დაკ­ვირ­ვე­ბა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის თვა­ლის მი­დევ­ნე­ბა და მა­თი მოს­მე­ნა, და ამის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა მა­თი სწავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. იმის მი­ხედ­ვით, რა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა სურს, მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დებს მი­მარ­თოს.

დაკ­ვირ­ვე­ბა მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას გუ­ლის­ხ­მობს სხვა­დას­ხ­ვა – სას­წავ­ლო თუ არა­სას­წავ­ლო (დას­ვე­ნე­ბებ­ზე, სპორ­ტულ მო­ედ­ნებ­ზე/დარ­ბაზ­ში და სხვ.) სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იმის მი­ხედ­ვით, თუ რა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა სურს მას­წავ­ლე­ბელს. დაკ­ვირ­ვე­ბამ­დე, უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს, რო­მელ მოს­წავ­ლეს/მოს­წავ­ლე­ებს ვაკ­ვირ­დე­ბით და რას, რო­მელ უნარ-ჩვე­ვას ვაკ­ვირ­დე­ბით (სას­წავ­ლო უნარ-ჩვე­ვებს, სა­აზ­როვ­ნო უნა­რებს, ძი­რი­თა­დად, გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, ვაკ­ვირ­დე­ბით, ხო­ლო სო­ცი­ა­ლურ უნარ-ჩვე­ვებს – გაკ­ვე­თილ­ზე წყვი­ლებ­სა თუ ჯგუ­ფებ­ში მუ­შა­ო­ბი­სას და არა­სას­წავ­ლო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში).

თუ მო­ნა­ცე­მე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი ით­ვი­სე­ბენ იმას, რა­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი ისა­ხავს მიზ­ნად სწავ­ლე­ბის ამ ეტაპ­ზე, მა­შინ ბუ­ნებ­რი­ვია დას­კ­ვ­ნა, რომ სწავ­ლე­ბა კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა არ არის სა­ჭი­რო და გაკ­ვე­თი­ლი შე­იძ­ლე­ბა გაგ­რ­ძელ­დეს, რო­გორც და­გეგ­მი­ლია, თუ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ში წარ­მო­ჩე­ნი­ლია, რომ: მოს­წავ­ლე­ე­ბი არას­წო­რად იგე­ბენ სა­კითხებს; ან შე­ფერ­ხე­ბე­ბი აქვთ, სა­სურ­ვე­ლი სის­წ­რა­ფით ვერ ით­ვი­სე­ბენ სას­წავ­ლო მა­სა­ლას, ანუ მა­თი გა­წაფ­ვის ტემ­პი მო­სა­ლოდ­ნელ­ზე და­ბა­ლია; ან მოს­წავ­ლე­ებ­მა, გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბის გარ­კ­ვე­ულ ეტაპ­ზე, უკ­ვე აით­ვი­სეს სას­წავ­ლო მა­სა­ლა და­გეგ­მილ დო­ნე­ზე და არ აქვთ არა­ნა­ი­რი შე­კითხ­ვა ან გა­უ­გებ­რო­ბა, რო­მელ­საც ელო­და მას­წავ­ლე­ბე­ლი და რე­ა­გი­რე­ბას აპი­რებ­და, მა­შინ კო­რექ­ტი­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია. დროა, მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მო­ი­ყე­ნოს სწავ­ლე­ბის გეგ­მა B, ან C, ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს წი­ნას­წარ უნ­და ჰქონ­დეს მზად.

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა არ არის ერ­თ­ჯე­რა­დი აქ­ტი, იგი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბი­სას, აუცი­ლე­ბე­ლია, გა­ვარ­კ­ვი­ოთ, რო­გო­რია მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვე­ბი სტან­დარ­ტ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და უკუ­კავ­ში­რის ფორ­მუ­ლი­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

თუ სას­წავ­ლო პრო­ცესს, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის, მოგ­ზა­უ­რო­ბად აღ­ვიქ­ვამთ, მა­შინ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რო­გორც მოგ­ზა­უ­რო­ბის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გე­ზის ჩვე­ნე­ბა. მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, მუდ­მი­ვი თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბით და მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მით, და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლეს, არ ას­ც­დეს გზას.

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა მოს­წავ­ლის სწავ­ლის პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი და მუდ­მი­ვი უკუ­კავ­ში­რი, რაც ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს სწავ­ლე­ბის, ხო­ლო მოს­წავ­ლე­ებს – სწავ­ლის პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლებს დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ საკ­ლა­სო ოთახ­შიც, სა­დაც ერ­თ­მა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მზა­ო­ბი­სა და მიღ­წე­ვე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი სხე­დან. რე­გუ­ლა­რუ­ლი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის, ანუ ათ­ვი­სე­ბის შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შე, მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ გა­ი­გებს, თუ რა სჭირ­დე­ბა თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს სტან­დარ­ტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად.

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად შე­იძ­ლე­ბა გა­მოდ­გეს ნე­ბის­მი­ერ სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, ამი­ტომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ყუ­რადღე­ბით უნ­და შე­ის­წავ­ლოს მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი, ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბი­სა და თვით­შე­ფა­სე­ბის ფურ­ც­ლე­ბი და სხვ. ეფექ­ტუ­რი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო სა­შუ­ა­ლე­ბაა იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა სწორ გეზს არ გა­და­უხ­ვი­ონ.

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის (მა­რი­ა­ნა ხუნ­ძა­ყიშ­ვი­ლი, სა­რა ბი­ვე­რი).

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები