? მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს – „საჯარო სკოლის 2021 წლის საუკეთესო დირექტორი“.
???? კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორს, რომელსაც აქვს დირექტორად მუშაობის, არანაკლებ, 6-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება იმ სკოლაში, რომელშიც მოქმედი დირექტორია, კონკურსის გამოცხადების მომენტში.
კონკურსში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს:
? საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორს, რომელიც ავსებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ ფორმას (იხ. დანართი);
? საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს;
? განათლების სფეროში მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
? საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
???? კონკურსში მონაწილე დირექტორმა განაცხადს თან უნდა დაურთოს ვიდეო (არაუმეტეს 5 წუთის ხანგრძლივობის), სახელწოდებით – „ჩემი სკოლის ყველაზე დიდი მიღწევა“.
⏩ საკონკურსო ვიდეოები გადმოგზავნილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: sauketesodirektori@gmail.com
‼ რეგისტრაციის ვადა: 2021 წლის 30 მაისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით
��� დამატებითი დეტალები იხილეთ ვებგვერდზე www.tpdc.ge