2022 წლის გამოცდების დამატებითი სესიები, საერთო სამაგისტრო გამოცდით, დღეს დასრულდება.
მაგისტრანტობის მსურველებმა გამოცდა 26 და 27 ივლისს ჩააბარეს, 4 და 5 აგვისტოს კი დამატებითი სესიები იმ გამოსაცდელებისათვის ჩაინიშნა, რომლებმაც დადასტურებული კოვიდ 19-ის გამო ვერ შეძლეს საერთო სამაგისტრო გამოცდის ძირითად სესიებზე დასწრება.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად წელს 9500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა, გამოცხადდა 81%-ზე მეტი აპლიკანტი, დაიგვიანა 7-მა გამოსაცდელმა.