დღეს აბიტურიენტებმა გეოგრაფიის გამოცდა ჩააბარეს. საგამოცდო ცენტრებში 85%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა, დაგვიანების 1 შემთხვევა იყო.
გუშინ სამოქალაქო განათლების გამოცდაზე დარეგისტრირებულთაგან საგამოცდო ცენტრში 90%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა. დაგვიანების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. პირველ სესიაზე მასწავლებლის გამოცდის მონაწილეებმა დაწყებითი საფეხურის გამოცდები ჩააბარეს. სულ გამოცხადდა 85%, დაიგვიანა 8 გამოსაცდელმა.
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება, ხოლო მასწავლებლის გამოცდებში მონაწილეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ასევე ისტორიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) გამოცდას ჩააბარებენ.
გისურვებთ წარმატებას!