გთავაზობთ საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 3 სექტემბერს ორგანიზებული გამოცდის შედეგებს.
შედეგების ნახვა შესაძლებელია პირადი ნომრითა და იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც ტესტირების დღეს გადაეცა აპლიკანტს.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულის) დაგროვებას.
შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64).