1 თებერვალი, შაბათი, 2025

გააგრძელე სწავლა საქართველოში – ინფორმაცია თანხის დაბრუნების თაობაზე

spot_imgspot_img
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად დაუბრუნდებათ თუ:
♦ პირი  რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა გამოცდაზე;
♦ გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება;
♦ არ გამოცხადდა გამოცდაზე.
თანხის დაბრუნების თაობაზე სტუდენტებმა უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით 13 ნოემბრის 18:00 საათამდე.
განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:
ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები (ბანკის კოდი, 22 სიმბოლოსგან შემდგარი ანგარიშის ნომერი და ანგარიშის მფლობელის გვარი და სახელი);
აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი.
განცხადება უნდა წარადგინოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.
თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება, განცხადებების მიღების დასრულებიდან, ერთი თვის განმავლობაში.
spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები