15 იანვარი, ოთხშაბათი, 2025

გააგრძელე სწავლა საქართველოში 2023 – შედეგები

spot_img

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველმა სტუდენტებმა, რომლებმაც რეგისტრაცია 20 იანვრის ჩათვლით გაიარეს, გამოცდა პირველ თებერვალს ჩააბარეს. გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო 100-ზე მეტი მსურველი, მათგან გამოცხადდა 97%-ზე მეტი.

გთავაზობთ საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ  ორგანიზებული გამოცდის შედეგებს. 

შედეგების ნახვა შესაძლებელია პირადი ნომრითა და იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც ტესტირების დღეს გადაეცა აპლიკანტს.

გამოცდის  წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულის) დაგროვებას.

შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან  ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64).

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები