18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის ერ­თი გაკ­ვე­თი­ლი, ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რი­სა და სწავ­ლა „კე­თე­ბით“ ჭრილ­ში

spot_img

სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად უაღ­რე­სად დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის ისე აგე­ბას, რომ მოს­წავ­ლეს თა­ვად გა­უჩ­ნ­დეს ცოდ­ნის მი­ღე­ბის მოთხოვ­ნი­ლე­ბა, თა­ვად იყოს სა­კუ­თა­რი სწავ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი სუ­ბი­ექ­ტი. სწო­რედ ასე­თი გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ში ვლინ­დე­ბა ნამ­დ­ვი­ლი პე­და­გო­გის ოს­ტა­ტო­ბა: მოს­წავ­ლე, ში­ნა­გა­ნი ინ­ტე­რე­სის სა­ფუძ­ველ­ზე, აღ­მო­ა­ჩენს საგ­ნე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის თვი­სე­ბებს და კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბებს, სწავ­ლის პრო­ცეს­ში მას ეტა­პობ­რი­ვად ეზ­რ­დე­ბა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის ხა­რის­ხი, რაც, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ცოდ­ნის­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ში გა­და­იზ­რ­დე­ბა. რო­ცა მოს­წავ­ლის მოქ­მე­დე­ბას, გა­რე­გა­ნის ნაც­ვ­ლად, ში­ნა­გა­ნი სტი­მუ­ლე­ბი მარ­თავს, იზ­რ­დე­ბა სას­წავ­ლო მა­სა­ლის გა­აზ­რე­ბუ­ლად და­მახ­სოვ­რე­ბის ხა­რის­ხი, ად­ვი­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა მი­სი კო­დი­რე­ბა, მარ­ტი­ვად ინა­ხე­ბა ხან­გ­რ­ძ­ლივ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში და ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რიც ეფექ­ტუ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მსგავს პე­და­გო­გი­ურ მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ჯონ დი­უ­ის პე­და­გო­გი­უ­რი კონ­ცეფ­ცი­აც, რომ­ლის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა­საც წარ­მო­ად­გენს „კე­თე­ბით სწავ­ლა“. ყუ­რადღე­ბას აღარ გა­ვა­მახ­ვი­ლებ დი­უ­ის პე­და­გო­გი­უ­რი კონ­ცეფ­ცი­ის ძი­რი­თა­დი პოს­ტუ­ლა­ტე­ბის მი­მო­ხილ­ვა­ზე. უბ­რა­ლოდ, ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კი­დან გან­ვი­ხი­ლავ ერთ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს, რო­მე­ლიც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, და­ემ­ყა­რა ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რის პრინ­ცი­პებ­სა და ჯონ დი­უ­ის კონ­ცეფ­ცი­ას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ვა­ტა­რე III კლას­ში, კერ­ძოდ, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში. თე­მა­ტი­კა შე­ე­ხე­ბო­და მზის სის­ტე­მას, მზის ოჯახ­ში შე­მა­ვალ პლა­ნე­ტებს. თე­მის შეს­წავ­ლის წინ, მოს­წავ­ლე­ებს, ინ­ტე­რე­სი­სა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გა­საღ­ვი­ვებ­ლად, დავ­პირ­დი, რომ მზის სის­ტე­მის შე­სა­ხებ გა­ეც­ნო­ბოდ­ნენ არა მხო­ლოდ სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტო, არა­მედ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­საც და, რაც მთა­ვა­რია, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მო­დათ, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, და­ემ­ზა­დე­ბი­ნათ „მზის ოჯა­ხის“ მა­კე­ტი, რო­მე­ლიც გან­თავ­ს­დე­ბო­და საკ­ლა­სო ოთა­ხის თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას, მი­ე­თი­თე­ბო­და მა­კე­ტის შემ­ქ­მ­ნელ­თა ვი­ნა­ო­ბა და მე, აღ­ნიშ­ნულ მა­კეტს გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი, რო­გორც რე­სურსს სხვა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ამა­ვე თე­მის ასახ­ს­ნე­ლად.

და­პი­რე­ბი­სა­მებრ, ვაჩ­ვე­ნე მზის სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფო­ტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა, ვთხო­ვე, კარ­გად გა­ე­აზ­რე­ბი­ნათ წიგ­ნ­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­ად­ვი­ლე­ბო­დათ მზის სის­ტე­მის მა­კე­ტის დამ­ზა­დე­ბა. სა­კუ­თარ სა­ამ­ქ­რო­ში და­ვამ­ზა­დე 9 ბურ­თუ­ლა და მე­ო­რე გაკ­ვე­თილ­ზე, მა­კე­ტის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი სხვა­დას­ხ­ვა აქ­სე­სუ­ა­რით, შე­ვუ­დე­ქით სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს. რამ­დე­ნი­მე საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის შემ­დეგ, და­ფა­ზე მა­კე­ტის ზო­გა­დი კონ­ს­ტ­რუქ­ცია დავ­ხა­ზე. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ მა­კე­ტის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში ჩე­მი ფუნ­ქ­ცია შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბო­და გე­ზის მი­ცე­მით და ისე­თი წვრილ­მა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით (ბურ­თუ­ლებ­ზე მცი­რე ნახ­ვ­რე­ტე­ბის გა­კე­თე­ბა, მავ­თუ­ლის წვე­რო­ე­ბის სი­მეტ­რი­უ­ლად მო­ღუნ­ვა…), რაც მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფ­რ­თხოს გახ­დი­და მე­სა­მეკ­ლა­სელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბას. სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვი იყო, რო­გორ გა­და­ი­ნა­წი­ლეს მოს­წავ­ლე­ებ­მა რო­ლე­ბი — ზო­გი, სხვა­დას­ხ­ვა ზო­მის მავ­თულს ჭრი­და ბრტყელ­ტუ­ჩა­თი, ზო­გი კი­დევ მზი­სა და პლა­ნე­ტე­ბის შე­ღებ­ვით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. დამ­ზად­და მა­კე­ტის­თ­ვის სა­ჭი­რო თი­თო­ე­უ­ლი ნა­წი­ლი. რე­სურ­სის შექ­მ­ნის წინ კვლავ დავ­ს­ვი რამ­დე­ნი­მე შე­კითხ­ვა, რომ­ლებ­ზე პა­სუ­ხიც მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოფ­და მა­კე­ტის სწო­რად დამ­ზა­დე­ბას. მა­კე­ტის ცენ­ტ­რ­ში ოქ­როს­ფ­რად მო­ელ­ვა­რე მზე გან­თავ­ს­და, რომ­ლის ღერ­ძ­ზეც 8 სხვა­დას­ხ­ვა ზო­მის მავ­თუ­ლი და­მაგ­რ­და და, თან­მიმ­დევ­რო­ბის სრუ­ლი დაც­ვით, თი­თო­ე­ულ მავ­თულ­ზე წა­მო­ე­გო შე­სა­ბა­მი­სი პლა­ნე­ტა. გაკ­ვე­თი­ლის მი­წუ­რულს „მზის ოჯა­ხის“ მა­კე­ტი უკ­ვე დამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო. და­პი­რე­ბი­სა­მებრ, დამ­ზა­დე­ბუ­ლი რე­სურ­სი, ბავ­შ­ვე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბით, საკ­ლა­სო ოთა­ხის თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას გან­თავ­ს­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბით მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლეს ცოდ­ნის მარ­ტი­ვი ტრან­ს­ფე­რი, თა­ვად ჩა­ერ­თ­ვ­ნენ რე­სურ­სის შექ­მ­ნის პრო­ცეს­ში და გა­ნიმ­ტ­კი­ცეს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა.

მოს­წავ­ლე­თა მო­ლო­დი­ნი სრუ­ლად გა­მარ­თ­ლ­და. ისი­ნი აღ­ტა­ცე­ბუ­ლი დარ­ჩ­ნენ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რით და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნაც, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გაჰ­ყ­ვე­ბათ. რო­ცა ცოდ­ნის შე­ძე­ნის პრო­ცესს ახ­ლავს ინ­ტე­რე­სი, მო­სა­ლოდ­ნე­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბით მოგ­ვ­რი­ლი სი­ხა­რუ­ლი, იმის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ორ­მა­გად სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი, იზ­რ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ნდო­ბა, ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა, რაც წარ­მა­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს რო­გორც მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი, ასე­ვე გრძელ­ვა­დი­ა­ნი სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას.

რო­მან აბა­ში­ძე

გა­ნათ­ლე­ბის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ხი­ჭა­უ­რის წმ. ტბელ აბუ­სე­რის­ძის სა­ხ. სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასოც. პრო­ფე­სო­რი; შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფ. ქი­ძი­ნი­ძე­ე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები