21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ბესო პაპასქუა – ჯა­ვა­ხეთ­მა ბევრ რა­მე­ზე და­მა­ფიქ­რა…

spot_img
„მად­ლო­ბა ჟურ­ნალ „მას­წავ­ლე­ბელს“, ჟი­უ­რის და მად­ლო­ბა სახ­ლის სხვენ­ში ნა­პოვნ მტვრი­ან აირ­წი­ნაღს, რო­მელ­საც ამ პან­დე­მი­ი­სას შემ­თხ­ვე­ვით გა­და­ვაწყ­დი“ – ეს სიტყ­ვე­ბი ბე­სო პა­პას­ქუ­ას ეკუთ­ვ­ნის, მას­წავ­ლე­ბელს ჯა­ვა­ხე­თი­დან, რო­მე­ლიც წლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სის „ვწერ მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გახ­და. მის­თ­ვის კონ­კურ­სის თე­მა იმ­დე­ნად ახ­ლო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რომ ბევ­რი ფიქ­რი­სა და გან­ს­ჯის გა­რე­შე და­იწყო მოთხ­რო­ბის წე­რა მას­წავ­ლე­ბელ­ზე, რო­მელ­შიც, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, პერ­სო­ნაჟს, სი­კე­თის­გან დაც­ლი­ლი სამ­ყა­როს პი­რის­პირ აღ­მო­ჩე­ნილ მეცხ­რეკ­ლა­სელ მოს­წავ­ლეს, ასა­კის­თ­ვის შე­უ­სა­ბა­მო ტვირ­თად და­წო­ლილ ფიქ­რებ­თან და საზ­რუ­ნავ­თან ერ­თად, თა­ვა­დაც ჩუ­მად აედევ­ნა და გაჰ­ყ­ვა იმ და­სას­რუ­ლამ­დე, რო­მელ­მაც დაკ­ვირ­ვე­ბულ მას­წავ­ლე­ბელ­სა და მე­ოც­ნე­ბე, თით­ქოს არაფ­რით გა­მორ­ჩე­ულ მოს­წავ­ლეს შო­რის ხი­დი ააშე­ნა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ხი­დი, რო­მე­ლიც ორი­ვე მხა­რის­თ­ვის ერთ მთლი­ა­ნო­ბას – სკო­ლას აერ­თი­ა­ნებს.

✔️🔷 რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

🔹 პირ­ველ რიგ­ში, ალ­ბათ, კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­მა­ღე­ბი­ნა სა­კონ­კურ­სო სტან­დარ­ტ­მა, თე­მამ, რო­მელ­ზეც უნ­და აგე­ბუ­ლი­ყო ნა­წარ­მო­ე­ბი – უნ­და დაგ­ვე­წე­რა მოთხ­რო­ბა სას­კო­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, მას­წავ­ლე­ბელ­ზე, იმ თა­ნა­მედ­რო­ვე სას­კო­ლო გა­რე­მო­ზე, რო­მელ­საც კარ­გად ვიც­ნობ და გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და სკო­ლა­ში ჩე­მი შვიდ­წ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბით. ეს იყო ძი­რი­თა­დი მო­ტი­ვა­ცია, რის გა­მოც ჩა­ვერ­თე კონ­კურ­ს­ში. ეს არ არის ჩე­მი პირ­ვე­ლი მოთხ­რო­ბა, რო­გორც მწე­რალ­საც მაქვს გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა – ვარ ორი მცი­რე რო­მა­ნის ავ­ტო­რი, ჩე­მი მოთხ­რო­ბე­ბი კი, პე­რი­ო­დუ­ლად, ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჟურ­ნა­ლებ­ში იბეჭ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, „არილ­ში“.

✔️🔷 რა­ტომ აირ­წი­ნა­ღი?

🔹 რაც შე­ე­ხე­ბა მოთხ­რო­ბას, ეს არის იმი­ტა­ცია ხი­დის, რო­მე­ლიც შენ­დე­ბა ძა­ლი­ან უიმე­დო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დ­ნილ მოს­წავ­ლე­სა და სკო­ლას შო­რის. მი­მაჩ­ნია, რომ კარგ მას­წავ­ლე­ბელს არა­ნა­ი­რი სირ­თუ­ლე არ აში­ნებს, ცდი­ლობს, ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნოს, მოს­წავ­ლე იხ­ს­ნას უიმე­დო­ბის­გან. რე­ა­ლუ­რად, მოთხ­რო­ბა­შიც მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან რთუ­ლი პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა. მოთხ­რო­ბის სი­უ­ჟე­ტი აღ­წერს ერთ მხა­რეს დარ­ჩე­ნი­ლი მე­ოც­ნე­ბე მეცხ­რეკ­ლა­სე­ლი ბავ­შ­ვის ამ­ბავს, რო­მე­ლიც მარ­ტოა სი­კე­თის­გან დაც­ლი­ლი სამ­ყა­როს პი­რის­პირ, თა­ვი­სი ასა­კის­თ­ვის შე­უ­სა­ბა­მო ფიქ­რე­ბით, საზ­რუ­ნა­ვით და მე­ო­რე მხა­რეს – მას­წავ­ლებ­ლის, რო­მელ­საც გა­მო­არ­ჩევს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბა (ჩემ­თ­ვი­საც ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბაა) – ის ძა­ლი­ან დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია. აკ­ვირ­დე­ბა, ერ­თი შე­ხედ­ვით, თა­ვის ნაკ­ლე­ბად გა­მორ­ჩე­ულ მოს­წავ­ლეს და მხედ­ვე­ლო­ბი­დან არ რჩე­ბა მის ირ­გ­ვ­ლივ არც ერ­თი წვრილ­მა­ნი და დე­ტა­ლი. ამი­ტომ ვამ­ბობ ხოლ­მე, რომ მოთხ­რო­ბით ვცა­დე ერ­თ­გ­ვა­რი იმი­ტა­ცია მათ შო­რის ხი­დის შე­ნე­ბის, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მოთხ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას აშენ­და უიმე­დო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დ­ნილ მოს­წავ­ლე­სა და სკო­ლას შო­რის. სა­ერ­თოდ, კარ­გი მას­წავ­ლებ­ლის მი­სი­აც ეს მგო­ნია, ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნოს იმის­თ­ვის, რომ ბავ­შ­ვე­ბი ხე­ლი­დან გა­მოს­ტა­ცოს ქუ­ჩას, ბო­რო­ტე­ბას და ყვე­ლა­ფერს ცუდს, რაც მათ თავს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს.

რა­ტომ აირ­წი­ნა­ღი? აირ­წი­ნა­ღი, პირ­ველ რიგ­ში, არის პან­დე­მი­ა­ზე მი­ნიშ­ნე­ბა, ანუ ნი­ღა­ბია, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის­გან გვი­ცავს. მოთხ­რო­ბა­ში პერ­სო­ნა­ჟი ბავ­შ­ვი სხვენ­ში ძველ ყუთ­ში ჩა­დე­ბულ აირ­წი­ნაღს იპო­ვის და ნიღ­ბად გა­მო­ი­ყე­ნებს იმი­ტომ, რომ ნი­ღა­ბი არ აქვს. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მია ახა­ლი დაწყე­ბუ­ლი იყო და ნიღ­ბის ტა­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და, ქუ­ჩა­ში მარ­თ­ლა გა­მოჩ­ნ­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი აირ­წი­ნა­ღით. და რაც მთა­ვა­რია, მე, სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით, სხვენ­ში მარ­თ­ლა ვი­პო­ვე აირ­წი­ნა­ღი. ეს აღ­მოჩ­ნ­და შთა­გო­ნე­ბა ჩემ­თ­ვის, რომ დავ­წერ­დი მოთხ­რო­ბას, რო­მელ­საც და­ვარ­ქ­მევ­დი „აირ­წი­ნაღს“. ამ ნა­წარ­მო­ე­ბით, მცდე­ლო­ბა მქონ­და, სამ­ყა­როს ცენ­ტ­რ­ში და­მე­ყე­ნე­ბი­ნა ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც იძუ­ლე­ბუ­ლი იყო ბევ­რი ეფიქ­რა და ეზ­რუ­ნა ისეთ დე­ტა­ლებ­ზე, რო­მელ­ზეც, წე­სით, მი­სი თა­ნა­ტო­ლე­ბი არ ზრუ­ნა­ვენ და არც ფიქ­რო­ბენ. თან მას, რო­გორც მოთხ­რო­ბის მთა­ვარ გმირს, მი­ვე­ცი შე­სა­ბა­მი­სი წიგ­ნი — ასე ვთქვათ, აღ­ვ­ჭურ­ვე და­სა­ცა­ვი იარა­ღით. ეს წიგ­ნი სხვა რა იქ­ნე­ბო­და, თუ არა ჰეკ­ლ­ბე­რი ფი­ნი, რო­მელ­თა­ნაც თა­ვად, რო­გორც პერ­სო­ნა­ჟი, ძა­ლი­ან ბევრ სა­ერ­თოს პო­უ­ლობს. რად­გან ასე­თი პერ­სო­ნა­ჟი სა­ინ­ტე­რე­სოდ მეჩ­ვე­ნე­ბო­და, მე­რე ფა­ბუ­ლა­შიც ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლად გა­იკ­ვა­ლა გზა, ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა და­მე­უფ­ლა, თით­ქოს მე მას ჩუ­მად ავე­დევ­ნე და და­სას­რუ­ლამ­დე უკან მივ­ყ­ვე­ბო­დი.

 

✔️🔷 ბე­სო, რას ას­წავ­ლით და, სა­ერ­თოდ, რო­გორ მიხ­ვე­დით მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში?

🔹 ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ და ჩე­მი, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­ე­რა პროგ­რა­მით „ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის“ და­იწყო, მა­შინ ასე ერ­ქ­ვა პროგ­რა­მას, ახ­ლა „ქარ­თუ­ლი რო­გორც მე­ო­რე ენა“ – ასე ჰქვია. ამ პროგ­რა­მის დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლად ვმუ­შა­ობ ჯა­ვა­ხეთ­ში. თავ­და­პირ­ვე­ლად, პროგ­რა­მით, გა­მაგ­ზავ­ნეს ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ერ­თი ულა­მა­ზე­სი ტბის პი­რას გა­შე­ნე­ბულ სო­ფელ­ში – ტა­ბაწყურ­ში, სა­დაც ეთ­ნი­კუ­რი სომ­ხე­ბი ცხოვ­რო­ბენ. მა­შინ, 25 წლის ასაკ­ში, ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, რად­გან ძა­ლი­ან მინ­დო­და სოფ­ლის სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლო­ბა, ქა­ლა­ქი არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. სულ ვფიქ­რობ­დი, თუ სკო­ლა­ში წა­ვი­დო­დი სა­მუ­შა­ოდ, ეს აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბო­და სოფ­ლის სკო­ლა. ამი­ტომ, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მი­ვი­ღე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და გა­მი­მარ­თ­ლა, რომ პროგ­რა­მა­ში ჩა­ვერ­თე. მოკ­ლედ, ბე­დი ვცა­დე და ტა­ბაწყურ­ში გა­მამ­წე­სეს, სა­დაც ერ­თი წე­ლი დავ­ყა­ვი. შემ­დეგ ნი­ნოწ­მინ­დის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი მას­წავ­ლებ­ლად და უკ­ვე 7 წე­ლია, რაც აქეთ ვარ. ჯა­ვა­ხეთ­ში ცხოვ­რე­ბამ და მუ­შა­ო­ბამ საკ­მა­ოდ დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა, პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნ­და, ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და გა­მი­ფარ­თო­ვა თვალ­სა­წი­ე­რი. ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ გა­რე­მო­ში მოვ­ხ­ვ­დი, იმას­თან შე­და­რე­ბით, ვიდ­რე მა­ნამ­დე ვცხოვ­რობ­დი. და­ახ­ლო­ე­ბით, 2000 მეტრ სი­მაღ­ლე­ზეა ზღვის დო­ნი­დან, მე კი­დევ მთა­ში ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც არ მქონ­და. ჩემ­თ­ვის პროგ­რა­მა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი აღ­მოჩ­ნ­და სხვა ფიქ­რე­ბის საწყი­სის, ზრდის პე­რი­ო­დი. რე­ა­ლუ­რად, ეს არის ეტა­პი, რო­მე­ლიც ორ ნა­წი­ლად ყოფს ჩემს ცხოვ­რე­ბას – ჯა­ვა­ხე­თამ­დე და ჯა­ვა­ხეთ­თან ერ­თად.

სა­ერ­თოდ, მას­წავ­ლებ­ლო­ბა იმი­ტომ მინ­დო­და, რომ ეს იყო ერ­თ­გ­ვა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­მეც­ვა­ლა ის, რაც არ მომ­წონ­და. რე­ა­ლუ­რად, ეს იყო ბიძ­გი სტან­დარ­ტის­გან გა­დახ­ვე­ვის, რა­ღაც სხვა, ახ­ლის შექ­მ­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის. არ ვი­ცი რამ­დე­ნად მო­ვა­ხერ­ხე, მაგ­რამ, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამის მცდე­ლო­ბა მქონ­და. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა, არას­დ­როს ის არ არის ცალ­მ­ხ­რი­ვი, თუნ­დაც ცოდ­ნის, გა­მოც­დი­ლე­ბის გაც­ვ­ლის და გა­ზი­ა­რე­ბის კუთხით. რა­ღაც­ნა­ი­­რი ცირ­კუ­ლა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს – რამ­დენ­საც გას­ცემ, ორ იმ­დენს იღებ მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან. ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან, ხან­და­ხან მათ­გან წას­ვ­ლა აღარ მინ­და ხოლ­მე, რა­ღაც­ნა­ი­რად მინ­და, მათ შე­ვა­ფა­რო თა­ვი. შემ­დეგ, კლა­სებ­ში დაგ­რო­ვი­ლი ენერ­გია ბევრ რა­მე­ში მშვე­ლის და მეხ­მა­რე­ბა, პრობ­ლე­მებს გა­ვუმ­კ­ლავ­დე. რაც მთა­ვა­რია (ყვე­ლა­ზე მთა­ვარ ღირ­სე­ბად მი­ვიჩ­ნევ ამას ჩემ­ში), ვა­ხერ­ხებ, გა­მომ­დის მათ­თან მე­გობ­რო­ბა. და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ეს მე­გობ­რო­ბა სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დე­გაც გრძელ­დე­ბა.

✔️🔷 სად და­ამ­თავ­რეთ სკო­ლა?

🔹 და­ვი­ბა­დე სო­ხუმ­ში, 5 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა იქა­უ­რო­ბა დავ­ტო­ვეთ და ძა­ლი­ან ბუნ­დოვ­ნად მახ­სენ­დე­ბა სო­ხუ­მუ­რი დღე­ე­ბი. თუმ­ცა, ის უპი­რა­ტე­სო­ბა მაქვს (თუ შე­იძ­ლე­ბა ამას უპი­რა­ტე­სო­ბა და­არ­ქ­ვა), და­ნარ­ჩე­ნი დევ­ნი­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ მე ვნა­ხე ომის შემ­დ­გო­მი გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი სო­ხუ­მი. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ჩა­ვე­დი ბე­ბი­ას და ბა­ბუ­ას სა­ნა­ხა­ვად, რომ­ლე­ბიც ომის შემ­დეგ არ გა­მო­სუ­ლან სო­ხუ­მი­დან, იქ გა­აგ­რ­ძე­ლეს ცხოვ­რე­ბა. 14-15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა აფხა­ზეთ­ში ჩას­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა. სო­ხუ­მი იყო უკაც­რი­ე­ლი და ძა­ლი­ან მოწყე­ნი­ლი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვერ და­ტო­ვა იმ ქა­ლა­ქის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­მელ­საც აღ­წერ­დ­ნენ ხოლ­მე და რო­გო­რიც ჩემს წარ­მო­სახ­ვა­ში იყო, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რაც იქ დამ­ხ­ვ­და, ჩე­მი ბე­ბია და ბა­ბუა იყ­ვ­ნენ. სა­ერ­თოდ, ომის შემ­დეგ, ჩე­მი ოჯა­ხი ფოთ­ში ცხოვ­რობ­და, დედ-მა­მა ახ­ლაც იქ მყავს. სკო­ლაც ფოთ­ში და­ვამ­თავ­რე. პრინ­ციპ­ში, ჩემს „აირ­წი­ნაღ­შიც“ სწო­რედ ის გა­რე­მოა მო­ცე­მუ­ლი, რო­მელ­საც მე ასე კარ­გად ვიც­ნობ — მოქ­მე­დე­ბა იქ ვი­თარ­დე­ბა. აი, ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, წა­ვე­დი სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ გა­რე­მო­ში. ჯა­ვა­ხე­თი, პირ­ველ რიგ­ში, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია მკაც­რი კლი­მა­ტით, ძა­ლი­ან ცი­ვი რე­გი­ო­ნია, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე ცი­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში; ზამ­თა­რი 6-7 თვე გრძელ­დე­ბა და სულ გი­წევს ამ მკაცრ კლი­მატ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ, თა­ვი და­აღ­წიო ცივ ჯა­ვა­ხურ ღა­მე­ებს. რაც შე­ე­ხე­ბა აქა­ურ ცხოვ­რე­ბის ტემპს, ესეც ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. მე მას ქარ­თულ ტი­ბეტ­საც კი ვე­ძა­ხი ხოლ­მე, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­და­რე­ბა ნამ­დ­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა. სულ სხვა რიტ­მია, სულ სხვა ტემ­პი, მდო­რე და ზან­ტი, იმ და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც ჯა­ვა­ხეთს მიღ­მა არ­სე­ბობს. უშუ­ა­ლოდ ნი­ნოწ­მინ­და ისე­თი ქა­ლა­ქია, სა­დაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა ერ­თ­მა­ნეთს იც­ნობს. ამა­სო­ბა­ში, მეც საკ­მა­ოდ კარ­გად ვარ ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი აქა­ურ გა­რე­მოს­თან. მცნო­ბენ ქუ­ჩა­შიც და, ძი­რი­თა­დად, ეს ნაც­ნო­ბო­ბა სკო­ლი­დან მო­დის – ან ჩე­მი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან, ან მა­თი მშობ­ლე­ბი, ან უშუ­ა­ლოდ ახ­ლან­დე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი. თავს კარ­გად ვგრძნობ მათ­თან, გავ­ში­ნა­ურ­დი. მე­ტიც, სა­ინ­ტე­რე­სოა აქ ყოფ­ნა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სი­თაც გა­ცი­ლე­ბით გა­მი­ფარ­თოვ­და თვალ­სა­წი­ე­რი, სხვაგ­ვა­რად ფიქ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა და ამ ფიქ­რის­თ­ვის – მე­ტი დრო.

ეს პრი­ზი ნამ­დ­ვი­ლად შე­მიძ­ლია ვთქვა, ჩემ­თან ერ­თად, გულ­წ­რ­ფე­ლად უხა­რი­ათ კო­ლე­გებს, მოს­წავ­ლე­ებს, თემს, ვინც მიც­ნობს. ყვე­ლა მქო­მა­გობ­და, მაქ­სი­მა­ლურ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ­დი კო­ლე­გე­ბის­გა­ნაც და ად­გი­ლობ­რი­ვი მაცხოვ­რებ­ლე­ბის­გა­ნაც.

✔️🔷 რა გან­ც­დაა ამ პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა – ფიქ­რობთ, რომ ქვეყ­ნის­თ­ვის და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თებთ?

ეს მარ­თ­ლა ასეა. ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მო იყო, ვიდ­რე პროგ­რა­მე­ბი შე­იქ­მ­ნე­ბო­და. ახ­ლა მარ­თ­ლა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა მდგო­მა­რე­ო­ბა, რა თქმა უნ­და, სა­სი­კე­თოდ. ჩემს ჯა­ვა­ხეთს რაც შე­ე­ხე­ბა, აქ, ჩემ გარ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია პროგ­რა­მით ჩა­მო­სუ­ლი, ასე­ვე, ას­წავ­ლი­ან ძა­ლი­ან კარ­გი ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რე­ბი. თუმ­ცა, ყუ­რადღე­ბას ჩა­მო­სულ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე იმი­ტომ ვა­მახ­ვი­ლებ, რომ მი­უჩ­ვე­ვე­ლი არი­ან გა­რე­მოს. ჩვე­ნი რო­ლი მარ­თ­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი საქ­მის კე­თე­ბის თვალ­საზ­რი­სით. კონ­კ­რე­ტუ­ლად ეს პროგ­რა­მა კი, ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღ­მოჩ­ნ­და თუნ­დაც იმის­თ­ვის, რომ ბიძ­გი მივ­ცეთ ად­გი­ლობ­რივ მოს­წავ­ლე­ებს, აქ­ვე, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­აგ­რ­ძე­ლონ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ეს მიდ­გო­მა, მა­თი მხრი­დან, ად­რე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო, თით­ქ­მის უმ­რავ­ლე­სო­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სომ­ხეთ­ში მი­დი­ო­და ან რუ­სე­თის­კენ ეჭი­რა თვა­ლი. ახ­ლა ცდი­ლო­ბენ, სწავ­ლა ჩვენს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­აგ­რ­ძე­ლონ. რაც მთა­ვა­რია, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა ჰქონ­დათ, პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, ახ­ლა, ამ თა­ო­ბა­ში ეს პრობ­ლე­მაც მეტ-ნაკ­ლე­ბად მოხ­ს­ნი­ლია. უკ­ვე ბევ­რი ჩე­მი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე აბა­რებს, თუნ­დაც, თბი­ლის­ში, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, იქ კი­დევ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად სწავ­ლო­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფო ენას და მე­რე თა­ვის რე­გი­ონს უბ­რუნ­დე­ბი­ან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბით.

ახალ­გაზ­რ­დებ­მა, მა­თი მშობ­ლე­ბის თა­ო­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, უკეთ იცი­ან სა­ხელ­მ­წი­ფო ენა და, რაც მთა­ვა­რია, გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვთ ამის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაც. წლე­ბის წინ, ამის თქმა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, აქ ქარ­თუ­ლი არა­ვინ იცო­და ან სა­ი­დან უნ­და ეს­წავ­ლათ, სა­ერ­თოდ იზო­ლი­რე­ბუ­ლია, თით­ქოს მოწყ­ვე­ტი­ლია რე­გი­ო­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს. ვფიქ­რობ, ამ პროგ­რა­მის უმ­თავ­რე­სი ღირ­სე­ბაც სწო­რედ ეს არის — ხე­ლი შე­უწყო ინ­ტეგ­რა­ცი­ას, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

✔️🔷 რად­გან უშუ­ა­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ეპი­ცენ­ტ­რ­ში ხართ და კარ­გად იც­ნობთ სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბას, მით უფ­რო რე­გი­ონ­ში, რას და­ა­სა­ხე­ლებთ ყვე­ლა­ზე მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად?

🔹 რო­გორ გითხ­რათ, გა­მოწ­ვე­ვა შე­იძ­ლე­ბა ბევ­რია ჩვენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, რე­ა­ლუ­რად სის­ტე­მა ჯერ კი­დევ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­შია, მუდ­მი­ვად რე­ფორ­მე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა, ამ პი­რო­ბებ­ში, ჩე­მი თვალ­თა­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვა მა­ინც პან­დე­მი­ას უკავ­შირ­დე­ბა. მოთხ­რო­ბა­შიც ხომ ამა­ზე ვა­კე­თებ აქ­ცენტს. ამ ვი­თა­რე­ბა­ში, ნო­მერ პირ­ველ პრობ­ლე­მად გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა – სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლას არ ჰქონ­და თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩარ­თუ­ლი­ყო დის­ტა­ნცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში. ბავ­შ­ვე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა დარ­ჩ­ნენ. არ ვი­ცი მა­თი რიცხ­ვი, მაგ­რამ ერ­თი რამ ვი­ცი, თუნ­დაც ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ რომ ვერ მო­ა­ხერ­ხოს თიმ­ს­ში ჩარ­თ­ვა, ეს უკ­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­კარ­გია ქვეყ­ნის­თ­ვის. ამი­ტომ, ამ ბო­ლო დროის ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვად მა­ინც ამას და­ვა­სა­ხე­ლებ, თან, რე­ა­ლუ­რად, ისევ ამ რე­ჟიმ­ში ვართ და, სამ­წუ­ხა­როდ, არც ის ვი­ცით რამ­დენ ხანს გაგ­რ­ძელ­დე­ბა ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა.

✔️🔷 ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი თვი­სე­ბა რა აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, რაც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია?

🔹 მას­წავ­ლე­ბელს, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და უყ­ვარ­დეს ბავ­შ­ვე­ბი. ეს პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია, რო­მელ­საც ის უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. პრინ­ციპ­ში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მიც ამა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა და ამ ნიშ­ნით უნ­და იღებ­დ­ნენ სკო­ლე­ბი მას­წავ­ლე­ბელს. არ ვი­ცი რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ამის გა­მოც­ნო­ბა, მაგ­რამ, ჩე­მი აზ­რით, ეს უპირ­ვე­ლე­სი თვი­სე­ბაა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს უნ­და ჰქონ­დეს.

✔️🔷 ჩვენს სა­ხელ­მ­წი­ფო­ში რა არის ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, რე­გი­ო­ნის ჭრილ­ში, რა ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბათ, მა­გა­ლი­თად, ჯა­ვა­ხე­თის ახალ­გაზ­რ­დებს?

🔹 მე მგო­ნი, ამ კუთხით  ბევ­რი სა­მუ­შაოა, რად­გან შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ძა­ლი­ან მწი­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით პე­რი­ფე­რი­ებ­ში, დიდ ქა­ლა­ქებ­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა მე­ტად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამას ვამ­ბობ თუნ­დაც ნი­ნოწ­მინ­დის კვა­ლო­ბა­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, აქ არა­ფე­რია იმის­თ­ვის, ახალ­გაზ­რ­დამ, სწავ­ლის გარ­და, იპო­ვოს სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით რე­ა­ლიზ­დეს ან სხვა სფე­რო­ში და­ი­ხარ­ჯოს, თუნ­დაც გა­ერ­თოს. სა­ხელ­მ­წი­ფო ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ახალ­გაზ­რ­დე­ბის ხელ­შეწყო­ბას ისე, რო­გორც უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს. თუმ­ცა, მცი­რე სი­კე­თე­ე­ბიც არის, რა­ღაც თით­ქოს კეთ­დე­ბა და იმე­დია, მდგო­მა­რე­ო­ბა ამ კუთხი­თაც გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

✔️🔷 რაიმეს დამატება ხომ არ გსურთ?

🔹 პირ­ველ რიგ­ში, ჩემს მოს­წავ­ლე­ებს და სა­ერ­თოდ ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ვუ­სურ­ვებ დიდ წარ­მა­ტე­ბას. სულ ვცდი­ლობ, მათ შე­მარ­თე­ბა გა­ვუ­ათ­კე­ცო, და­ვეხ­მა­რო იმა­ში, რომ მე­ტად იყ­ვ­ნენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სწავ­ლა­ზე, წინ­ს­ვ­ლა­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს რა სფე­რო იქ­ნე­ბა. ზო­გი­ერ­თი მოს­წავ­ლე ჩე­მი საგ­ნის მი­მართ იჩენს გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს, ნა­წი­ლი — სხვა საგ­ნე­ბის ან სპორ­ტის მი­მართ. ეს მა­თი ას­პა­რე­ზია და ვურ­ჩევ ამ ას­პა­რეზ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ხარ­ჯონ იმის­თ­ვის, რომ იყ­ვ­ნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი.

✔️🔷 თა­ვი­დან რომ იწყებ­დეთ, წახ­ვი­დო­დით ჯა­ვა­ხეთ­ში და შე­უდ­გე­ბო­დით ამ რთულ პრო­ფე­სი­ას რთულ რე­გი­ონ­ში?

აუცი­ლებ­ლად, და­უ­ფიქ­რებ­ლად ავირ­ჩევ­დი იმა­ვე გზას, რად­გან ჯა­ვა­ხეთ­მა დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა და ბევრ რა­მე­ზე და­მა­ფიქ­რა.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები