23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ბავ­შ­ვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი

spot_img

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯი „ილია“ (დირექტორი – იოსებ მატიაშვილი) სა­გა­რე­ჯო­ში 2000 წლის 25 დე­კემ­ბ­რი­დან ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს. მათ შო­რი­საა სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის პე­და­გო­გის მი­მარ­თუ­ლე­ბაც. 2019 წლი­დან კო­ლეჯ­ში ეს პროგ­რა­მა მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის სამ­თ­ვი­ან კურსს მო­ი­ცავ­და. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით ამ პო­ზი­ცი­ა­ზე, ძი­რი­თა­დად, არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ, გა­სა­გე­ბია, რა­ტო­მაც და­ფი­ნან­ს­და სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ (რამ­დე­ნი­მე სხვა პროგ­რა­მას­თან ერ­თად) სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დე­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა 2021 წლი­დან. ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა სწო­რედ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის ზრდა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა.

ამ­ჟა­მად ამ პროგ­რა­მას კო­ლეჯ­ში 11 პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტი ეუფ­ლე­ბა, ამ­დე­ნი­ვემ შარ­შან და­ამ­თავ­რა და თით­ქ­მის ყვე­ლა და­საქ­მე­ბუ­ლია. მა­რეხ ღვი­ნაშ­ვი­ლი მე­ო­რე­კურ­სე­ლია, პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ით მედ­დაა, მაგ­რამ მხო­ლოდ ცო­ტა ხა­ნი იმუ­შა­ვა სპე­ცი­ა­ლო­ბით, მიხ­ვ­და, მთლად მი­სი საქ­მე რომ არ იყო და, 7-წლი­ა­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის წყა­ლო­ბით, სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში და­იწყო მუ­შა­ო­ბა მუ­სი­კის მას­წავ­ლებ­ლად. სწო­რედ აქ, ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მი­სი ად­გი­ლი სა­ბავ­შ­ვო ბაღ­შია და ერ­თი წლის წინ სტუ­დენ­ტიც გახ­და. თე­ო­რი­უ­ლი კურ­სი უკ­ვე გა­ი­ა­რეს, დე­კემ­ბ­რი­დან გრძელ­ვ­დი­ა­ნი, 6-კრე­დი­ტი­ა­ნი პრაქ­ტი­კუ­ლი პრო­ექ­ტი და­იწყე­ბა და კო­ლეჯ­ში ნას­წავ­ლით უკ­ვე სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში გა­მოს­ც­დი­ან სა­კუ­თარ თავს. „ყვე­ლა­ფე­რი, რაც აქ ვის­წავ­ლე, ჩემ­თ­ვის ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო: პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კა სკო­ლამ­დელ აღ­ზ­რ­და­სა და გა­ნათ­ლე­ბა­ში, კო­მუ­ნი­კა­ცია, ენა და მეტყ­ვე­ლე­ბა, ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის კვლე­ვე­ბი, კუ­რი­კუ­ლუ­მი (გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უნ­და ვი­მუ­შა­ოთ სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში) – ეს ის მო­დუ­ლე­ბია, რომ­ლე­ბიც უკ­ვე ვის­წავ­ლეთ და ჩავ­თ­ვა­ლეთ კი­დეც. გარ­და ამი­სა, გა­ვი­ა­რეთ ზო­გა­დი კურ­სიც – ინ­გ­ლი­სუ­რი ენა, მე­წარ­მე­ო­ბა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. და­მე­თან­ხ­მე­ბით, სა­მი­ვე ერ­თ­ნა­ი­რად სა­ჭი­როა თა­ნა­მედ­რო­ვე პე­და­გო­გის­თ­ვის. ვე­ლო­დე­ბი პრაქ­ტი­კის დაწყე­ბას, სა­დაც გარ­და იმი­სა, რომ სა­კუ­თარ თავს გა­მოვ­ც­დი საქ­მე­ში, იმ აქ­ტი­ვო­ბებ­საც გა­ვეც­ნო­ბი, რომ­ლებ­საც მო­მა­ვალ­ში გა­მო­ვი­ყე­ნებ, რო­გორც აღ­მ­ზ­რ­დე­ლი“.

თა­მარ სამ­ხა­რა­უ­ლი და მა­რე­ხი კურ­სე­ლე­ბი არი­ან. თა­მარ­მა უფ­რო მოკ­ლე გზა გა­ი­ა­რა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვამ­დე, მას სხვა გა­ტა­ცე­ბა არც ჰქო­ნია, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბი­სას უკ­ვე იცო­და, სად გა­აგ­რ­ძე­ლებ­და სწავ­ლას – რა­კი ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უყ­ვარს და გა­მოს­დის კი­დეც, აღ­მ­ზ­რ­დე­ლის პრო­ფე­სი­ა­ზე უყოყ­მა­ნოდ გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი. ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია, სა­ინ­ტე­რე­სო მო­დუ­ლე­ბი გა­ი­ა­რეს და ბევ­რი რამ ის­წავ­ლა. ორი­ვე­ნი მა­რი­ამ კოხ­ტაშ­ვი­ლის მად­ლი­ე­რე­ბი არი­ან, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის სპე­ცი­ა­ლის­ტის, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლო­ბას უკითხავს სტუ­დენ­ტებს. ამ­ბობს, რომ, რო­ცა კურსს და­ას­რუ­ლებს, აუცი­ლებ­ლად აღ­მ­ზ­რ­დე­ლად იმუ­შა­ვებს, თუმ­ცა კი­დევ ერ­თი პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლა აქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი. „აქ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ას­წავ­ლი­ან, ყვე­ლა პი­რო­ბა გვაქვს, რა­საც ავირ­ჩევთ სრულ­ყო­ფი­ლად და­ვე­უფ­ლოთ, მინ­და ვი­სარ­გებ­ლო ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბით და ბუ­ღალ­ტ­რუ­ლი აღ­რიცხ­ვა შე­ვის­წავ­ლო,“ – ამ­ბობს თა­მა­რი.

ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ა­მიც ადას­ტუ­რებს, რომ ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი არც ისე იშ­ვი­ა­თია, ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი და ინ­ტე­რე­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ან, ზო­გი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­თაც, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზი­თა და მო­ტი­ვა­ცი­ით, „არ­ჩე­ვა­ნიც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქვს ჩვენს კო­ლეჯს და და­საქ­მე­ბის გა­რან­ტი­აც აქვთ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს. ერ­თი შარ­შან­დე­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის­თ­ვის „სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის აღ­მ­ზ­რ­დე­ლი“ მე­ო­რე პრო­ფე­სია იყო, ფარ­მა­ცი­ის კურ­სი ჰქონ­და გავ­ლი­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი სტუ­დენ­ტი იყო, ახ­ლა ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბა­ღის მე­ნე­ჯე­რია,“ – გვითხ­რა მა­რი­ამ კოხ­ტაშ­ვილ­მა.

და­საქ­მე­ბის ფაქ­ტო­რი, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 38 სა­ბავ­შ­ვო ბა­ღია და აღ­მ­ზ­რ­დე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მოთხოვ­ნა თით­ქ­მის ყველ­გა­ნაა. კო­ლე­ჯის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც სულ რა­ღაც 2 წე­ლი­წად­ში ეუფ­ლე­ბი­ან პრო­ფე­სი­ას, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი და­საქ­მე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ტი­ვა­ციაა. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხიბ­ლიც ხომ ესაა – მოკ­ლე ვა­და­ში სა­სურ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლა და და­საქ­მე­ბა.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები