კონკურსის გამარჯვებულები არიან:
„ჟიურის რჩეული“ – მარიამ ჩაჩანიძე გამომცემლობა „ინტელექტისგან“ მიიღებს წიგნების 200-ლარიან ვაუჩერს;
„ვებგვერდის ლიდერი ნოველა“ – მიხეილ სარუხანიანი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან“ მიიღებს წიგნების 200-ლარიან ვაუჩერს;
„Facebook ლიდერი ნოველა“ – თამარ აქუბარდია გამომცემლობა „არტანუჯისგან“ მიიღებს წიგნების 200-ლარიან ვაუჩერს.
სპეციალური პრიზები:
„ახალი განათლების“ რჩეული – ასლან შაინიძე მიიღებს 100 ლარს;
მეორე რჩეული – მალხაზ გულბანი საჩუქრად მიიღებს „საქართველოს ისტორიის ატლასს“;
გამომცემლობა „აგორას“ რჩეულს – სოფიკო ხერგიანს გადაეცემა წიგნების სასაჩუქრე ნაკრები;
გამომცემლობა „გლოსას“ რჩეულს – მეგი ჩხეტიანს გადეცემა სასაჩუქრე ნაკრები.
⇒ 10-ივე ფინალისტი, კონკურსში მონაწილეობისთვის, სერტიფიკატებით დაჯილდოვდება.
⇒ სამი გამარჯვებული მოსწავლის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა საჩუქრად მიიღებს გაზეთ „ახალი განათლების“ 2022 წლის ერთწლიან ხელმოწერას.
⇒ კონკურსის ფინალისტი ათი ნოველა „ახალი განათლების“ ამ წლის ბოლო ნომერში (№39-40 – 20 დეკემბერი) დაიბეჭდება.
მადლობას ვუხდით მხარდამჭერებს პრიზების დაწესებისთვის, რომელსაც გამარჯვებულ მოსწავლეებს მომდევნო კვირაში გადავცემთ.
გემშვიდობებით მომავალ კონკურსამდე!