სკოლის დირექტორთა ტესტის მაქსიმალურ ქულათა ჯამი შეადგენს 80 ქულას, რომელიც შედგება შემდეგი ორი ნაწილისაგან:
☑️ 1-ელი ნაწილი: საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოიცავს დახურულ კითხვებს (მაქსიმალურ ქულათა ჯამი 20 ქულა).
☑️ მე-2 ნაწილი: პროფესიული უნარები, რომელიც მოიცავს ღია კითხვებს (მაქსიმალურ ქულათა ჯამი 60 ქულა).
🔹 რადგან წილობრივი თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია საგამოცდო ტესტის მე-2 ნაწილი, ამიტომ „ახალი განათლების“ ტრენინგ-კურსი უმეტესად ორიენტირებულია ღია კითხვებზე, ხოლო დახურულ კითხვებზე გაიცემა რეკომენდაციები.
🔹პროფესიული უნარები, რომელიც მოიცავს ღია კითხვებს შემდეგ საკითხებზე: ა) სკოლის მისია და განვითარების ხედვა, დაგეგმვა და სტრატეგიული განვითარება; ბ) სასკოლო კურიკულუმის განვითარება: დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი და შეფასება; გ) სასკოლო კულტურის ფორმირება; დ) ადამიანური კაპიტალის მართვა და განვითარება; ე) პროცესების მართვა და განვითარება; ვ) რესურსების (მატერიალური, ფინანსური და საინფორმაციო) მართვა და განვითარება; ზ) ადამიანების და პროცესების უსაფრთხოება; თ) მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერა.
🔹 ტრენინგ-კურსი წარიმართება ყოველ ხუთშაბათს, 16 საათზე თიმსის პლატფორმით. ყველა შეხვედრა ჩაიწერება და მასზე წვდომა ექნება გუნდის წევრებს (დირექტორის კანდიდატებს) გამოცდის დასრულებამდე. სატრენინგო მასალები გაზიარდება თიმსის საშუალებით.
ასევე შემოგთავაზებთ:
🔎 ღიადაბოლოებიანი კითხვების რამდენიმე ვარიანტს;
🔎 „ახალი განათლების“ ვებ-გვერდის საშუალებით ექსპერტიზებული, საუკეთესო პასუხების გამოქვეყნების შესაძლებლობას;
🔎 გუნდურ და პერსონალურ რეკომენდაციებს საგამოცდო საკითხებზე;
☑️ ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ჯგუფის წევრების ინტერესებიდან გამომდინარე.
კურსს წარმართავს ესგ-ისა და ავტორიზაციის ექსპერტი, მენტორი მასწავლებელი როლანდ ხოჯანაშვილი, რომლის ხელმძღვანელობითაც წინამორბედი გამოცდა ასეულობით ადამიანმა წარმატებით ჩააბარა.
მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 593 36 42 40