„ახალი განათლება“ ხელმომწერი სკოლების მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურსს „შექმენი ილუსტრირებული ტექსტი“.
პროექტის ამოცანაა სკოლების მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა არაფორმალური განათლების კუთხით.
☑️კონკურსის იდეური მხარდამჭერი: ეროვნული სასწავლო გეგმისა და ავტორიზაციის ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი
☑️ კონკურსის ფინანსური მხარდამჭერი: მარინე ჯღარკავა, სსიპ ხობის №1 სკოლისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის №2 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი
განხორციელების დრო: 2024 წლის მარტი-აპრილი
პროექტის მიზანი: მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება
🔎კონკურსს ეყოლება 5 პრიზიორი. პრიზი განისაზღვრება 50-50 ლარის ოდენობით.
🔎 შემოსული ნამუშევრებიდან შეირჩევა 10 საუკეთესო და აიტვირთება ვებგვერდზე. გამარჯვებული ხუთეული გამოვლინდება ვებგვერდზე www.akhaliganatleba.ge მოწონების მიხედვით. პრიზიორების ნამუშევრები დაიბეჭდება გაზეთ „ახალ განათლებაში“.
წარმოდგენილი საკონკურსო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს:
🔎 საყრდენი ტექსტი: სულხან-საბა ორბელიანის ერთი იგავ-არაკი
ჟანრი: ილუსტრირებული ტექსტი (ხელნაწერ ტექსტს ერთვის ნახატი)
ნაშრომის მოცულობა: 1 გვერდი
√ ნაშრომი არ ექვემდებარება ჟიურის შეფასებას. მაისის ბოლოს, ვებგვერდზე მოწონების რაოდენობის მიხედვით, გამოვლინდება გამარჯვებულები.
აუცილებელი პირობა: ნაშრომს უნდა მიეთითოს ავტორის სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, საკონტაქტო ინფორმაცია (ეს უკანასკნელი არ აისახება ვებგვერდზე).
მონაწილეობის მსურველი მოსწავლე, 30 აპრილის ჩათვლით, საკონკურსო მასალას და ფოტოს აგზავნის ელექტრონულ ფოსტაზე: konkursiganatleba@gmail.com
მასალის მიღება დადასტურდება 72 საათის განმავლობაში, სიტყვით – „მიღებულია“.