26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 14,9 მლნ. ლარით გაიზარდა

spot_img

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასა და 2024 წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 14,9 მლნ. ლარით გაიზარდა და 132 მლნ. ლარი შეადგინა. მის ფარგლებში, აშენდება ახალი საგანმანათლებლო სივრცეები, გაგრძელდება სტუდენტთა და პედაგოგთა მხარდამჭერი პროგრამები.

ასევე, იზრდება სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულებების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი, დაიწყება დამატებითი სასწავლო შენობებისა და სტუდენტთა საცხოვრებელი კამპუსების მშენებლობა. 1500 სტუდენტი დაფინანსდება სტუდენტთა დახმარების, საზღვარგარეთ სწავლების და სტაჟირების პროგრამით.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი 37 მლნ ლარი იქნება, რომლის ფარგლებშიც, 95 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება, მათ შორის, ბათუმში 9 საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობა აშენდება.

სამუშაო შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ასევე, აჭარის მთავრობის, სამინისტროს და საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები