23 ნოემბერი, შაბათი, 2024

აღი­ა­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თ­ვის

spot_img

გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მრჩე­ვე­ლი ანა აბე­სა­ძე გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს, GESS Education Award-ის 13 ფი­ნა­ლისტს შო­რის და­სა­ხელ­და, რო­მელ­შიც 60 ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს 900-ზე მე­ტი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მან აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა კა­ტე­გო­რი­ა­ში – „გა­ნათ­ლე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თ­ვის“.

GESS გა­ნათ­ლე­ბის ჯილ­დო­სა და და­ჯილ­დო­ე­ბის გა­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 31 ოქ­ტომ­ბერს, დუ­ბა­ი­ში,  გა­ი­მარ­თა, ანა აბე­სა­ძე გვე­სა­უბ­რა.

 

ანა, გი­ლო­ცავთ GESS-ის გა­ნათ­ლე­ბის ჯილ­დოს 13 ფი­ნა­ლისტს შო­რის და­სა­ხე­ლე­ბას. შე­გიძ­ლი­ათ გაგ­ვი­ზი­ა­როთ თქვე­ნი თავ­და­პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია და ემო­ცი­ე­ბი, რო­დე­საც შე­იტყ­ვეთ ამ პრეს­ტი­ჟუ­ლი აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ?

დი­დი მად­ლო­ბა, ჩემ­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად დი­დი პა­ტი­ვია, ვი­ყო ამ პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დოს ფი­ნა­ლის­ტი. რო­ცა შეტყო­ბი­ნე­ბა მი­ვი­ღე, GESS გა­ნათ­ლე­ბის ჯილ­დოს ფი­ნა­ლის­ტად და­სა­ხე­ლე­ბის შე­სა­ხებ, პას­პორ­ტის კონ­ტ­როლს გავ­დი­ო­დი კვიპ­როს­ში, საქ­მი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს. უნ­და ვა­ღი­ა­რო, მად­ლი­ე­რე­ბას­თან და სი­ხა­რულ­თან ერ­თად, დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ვიგ­რ­ძე­ნი.

მად­ლო­ბე­ლი ვარ, რად­გან ვერ მი­ვაღ­წევ­დი ამ აღი­ა­რე­ბას გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, ბა­ტო­ნი მა­მუ­კა თავ­ხე­ლი­ძი­სა და ჩე­მი ერ­თ­გუ­ლი კო­ლე­გე­ბის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე. ეს რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბაა, ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მო­მა­ვა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თ­ვის.

აღ­ნიშ­ნულ­მა უფ­რო დი­დი სტი­მუ­ლი და, ამას­თა­ნა­ვე, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა შემ­მა­ტა, რა­თა ფე­ხი ავუწყოთ გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დენ­ცი­ებს და შევ­ქ­მ­ნათ გა­რე­მო, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით გა­უმ­კ­ლავ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე, გლო­ბა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებს და ჩვენს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს აღ­ჭუ­რავს სა­უ­კე­თე­სო ცოდ­ნი­თა და უნა­რე­ბით.

რას წარ­მო­ად­გენს GESS Education Award და სა­ი­დან მი­ი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს შე­სა­ხებ?

GESS Education Award გა­ნათ­ლე­ბის ინ­დუს­ტ­რი­ა­ში მსოფ­ლი­ოს ერთ-ერ­თი წამ­ყ­ვა­ნი ჯილ­დოა, რომ­ლის გა­ლა სა­ღა­მო ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იმარ­თე­ბა დუ­ბა­ი­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს მი­ზა­ნია, გა­მო­ავ­ლი­ნოს და წა­ა­ხა­ლი­სოს გა­ნათ­ლე­ბის ინ­დუს­ტ­რი­ის ლი­დე­რე­ბი, ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­დუქ­ტე­ბი. GESS Education Award-ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­ფე­სი­ულ სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა ლინ­ქ­დინ­ზე გა­და­ვაწყ­დი, სა­დაც შეტყო­ბი­ნე­ბა მი­ვი­ღე აღ­ნიშ­ნულ ჯილ­დო­ზე.

რა იყო GESS Education-ის გა­ლა სა­ღა­მოს მთა­ვა­რი მე­სი­ჯი?

სა­ღა­მო­ზე, რო­მე­ლიც ნამ­დ­ვი­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო, არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სპი­კე­რი გა­მო­ვი­და, რომ­ლებ­მაც ხა­ზი გა­უს­ვეს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. GESS Education-ის გა­ლა სა­ღა­მოს ეს­წ­რე­ბოდ­ნენ გა­ნათ­ლე­ბის ინ­დუს­ტ­რი­ის ლი­დე­რე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბამ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა, ახა­ლი კავ­ში­რე­ბი და­მემ­ყა­რე­ბი­ნა გა­ნათ­ლე­ბის წამ­ყ­ვან ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­თან სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის და ახა­ლი მე­მო­რან­დუ­მე­ბიც გა­მე­ფორ­მე­ბი­ნა.

ანა, რო­გორ ფიქ­რობთ, რო­მელ­მა ინი­ცი­ა­ტი­ვამ ითა­მა­შა გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი, ამ ნო­მი­ნა­ცი­ის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლად თქვენ რომ და­სა­ხელ­დით?

ვფიქ­რობ, ჩე­მი და­სა­ხე­ლე­ბა ჯილ­დოს ფი­ნა­ლის­ტად შე­იძ­ლე­ბა მი­ვა­წე­როთ რიგ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინი­ცი­ა­ტი­ვებს წი­ნა აკა­დე­მი­უ­რი წლი­დან, რო­მელ­თა­გან შემ­დეგს გა­მოვ­ყოფ: ვი­ნა­ი­დან გრუ­ნის ამ­ბი­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა, ვცდი­ლობთ, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი საზღ­ვ­რე­ბი გა­ვარ­ღ­ვი­ოთ და სტუ­დენ­ტე­ბი გლო­ბა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან და­ვა­კავ­ში­როთ. ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი წა­მოწყე­ბა, რა­მაც დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა სტუ­დენ­ტებ­ზე, ახალ­გაზ­რ­დულ ასო­ცი­ა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, სტუ­დენ­ტე­ბის ევ­რო­კავ­ში­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო სე­მი­ნა­რებ­ზე გაშ­ვე­ბაა ევ­რო­პა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არა მარ­ტო პრო­ფე­სი­უ­ლი კუთხით ზრდის ახალ­გაზ­რ­დებს, არა­მედ სძენს მულ­ტი­კულ­ტუ­რულ გა­მოც­დი­ლე­ბას და ეხ­მა­რე­ბა ენის ცოდ­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. ბო­ლო კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბა და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს სტუ­დენ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბა­სა და სწავ­ლის სა­ერ­თო შე­დე­გებ­ზე.

ამას­თა­ნა­ვე, აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ უცხო­ურ კომ­პა­ნი­ებ­თან, რა­თა სტუ­დენ­ტე­ბი პირ­და­პირ კავ­შირ­ზე გა­ვიყ­ვა­ნოთ და მივ­ცეთ ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სტა­ჟი­რე­ბე­ბის გავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მთავ­რო­ბის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით, ასე­ვე, სტუ­დენ­ტებს ლო­კა­ლუ­რად ვა­კავ­ში­რებთ მენ­ტო­რებ­თან, რომ­ლებ­საც გა­ნათ­ლე­ბა ამე­რი­კა­ში ან ევ­რო­პა­ში აქვთ მი­ღე­ბუ­ლი. მენ­ტო­რო­ბის პროგ­რა­მა გუ­ლის­ხ­მობს მენ­ტო­რის, მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას მი­სი­ვე სპე­ცი­ა­ლო­ბის სტუ­დენ­ტ­თან, ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ას, დახ­მა­რე­ბას პრო­ფე­სი­ულ და­ოს­ტა­ტე­ბა­ში, პი­როვ­ნუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­სა და კა­რი­ე­რის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა­ში.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბას მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით, ვცდი­ლობთ, მათ­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლოთ. მა­გა­ლი­თად, უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­გორც პარ­ტ­ნი­ო­რი, წარ­მა­ტე­ბით თა­ნამ­შ­რომ­ლობს ტე­ხას ა&მ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, პროგ­რა­მის Paths to Publication ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს კვლე­ვას­თან, სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის მომ­ზა­დე­ბას­თან, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­სა და გრან­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სე­მი­ნა­რებს, რო­მელ­საც მას­პინ­ძ­ლობს ტე­ხას ა&მ უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის სკო­ლა. სე­მი­ნა­რე­ბის სე­რია გან­კუთ­ვ­ნი­ლია აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი­სა და ახალ­გაზ­რ­და მკვლევ­რე­ბის­თ­ვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახ­ლა­ხან Wall Street Journal-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ტე­ხას ა&მ უნი­ვერ­სი­ტე­ტი პირ­ველ უნი­ვერ­სი­ტე­ტად და­სა­ხელ­და ტე­ხა­სის შტატ­ში, ხო­ლო მე­ექ­ვ­სე სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტად – აშშ-ში. ასე­ვე, აშშ-ის სა­ელ­ჩოს მხარ­და­ჭე­რით, უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია, ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტს მი­ე­მაგ­რა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ექ­ს­პერ­ტი, რო­მე­ლიც პროგ­რა­მის „English Language Fellow“ ფარ­გ­ლებ­ში, ერთ წელს იმუ­შა­ვებს, ასე­ვე, აშშ-ის სა­ელ­ჩოს სპე­ცი­ა­ლის­ტის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, აკა­დე­მი­ურ პერ­სო­ნალ­სა და სტუ­დენ­ტებს ამე­რი­კე­ლი პრო­ფე­სო­რი და­ატ­რე­ნინ­გებს.

ბო­ლოს, მინ­და გა­მოვ­ყო TESOL პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც გრუ­ნიმ 30-მდე ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა და­ა­ფი­ნან­სა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით და აქ­ტი­უ­რად აგ­რ­ძე­ლებს ამ საქ­მი­ა­ნო­ბას, რაც ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი გრუ­ნის კი­დევ ერ­თი უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. 3-თვი­ა­ნი TESOL პროგ­რა­მა, რო­მელ­საც ტე­ხას ა&მ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი უწევს ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას, იმის­თ­ვის შე­იქ­მ­ნა, რომ და­ეხ­მა­როს ქარ­თ­ველ ლექ­ტო­რებს/მას­წავ­ლებ­ლებს, გა­ნა­ახ­ლონ ცოდ­ნა სწავ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დე­ბი­სა და პრაქ­ტი­კის გაც­ნო­ბით და შე­ი­ძი­ნონ ის უნარ-ჩვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ და­ეხ­მა­რე­ბა, ას­წავ­ლონ ინ­გ­ლი­სუ­რი ენა მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე ვირ­ტუ­ა­ლუ­რად. პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სერ­ტი­ფი­კატს იღე­ბენ. მათ, ასე­ვე, ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა უან­გა­როდ გა­დას­ცენ ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებს, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მოს­წავ­ლე­ებს, რა­თა ხე­ლი შე­ვუწყოთ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნას.

რას ნიშ­ნავს თქვენ­თ­ვის ეს აღი­ა­რე­ბა?

ჩემ­თ­ვის ეს აღი­ა­რე­ბა ნიშ­ნავს კი­დევ ერთ დას­ტურს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი იყო, აშშ-ში 3-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ. აშშ-ის შტა­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის გრან­ტე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, რა­მაც ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში უფა­სო სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა, ნამ­დ­ვი­ლად დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და­მე­კის­რა. ამ ინ­ს­ტი­ტუ­ტებს ღრმად სჯე­რო­დათ, რომ ჩემ­ნა­ირ ახალ­გაზ­რ­დებ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ით, ისი­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვალს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ექვს ქვე­ყა­ნა­ში სწავ­ლი­სა და მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ვუბ­რუნ­დი დი­დი მო­ტი­ვა­ცი­ით, რომ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბა აქ მო­მეხ­დი­ნა, ხო­ლო ეს აღი­ა­რე­ბა კი დას­ტუ­რია იმი­სა, რომ სწო­რი გზით მივ­დი­ვარ.

GESS-ის გა­ნათ­ლე­ბის ჯილ­დო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, თქვენ გარ­და, სხვა ინ­დი­ვიდს ან ინ­ს­ტი­ტუტს თუ აქვს მი­ღე­ბუ­ლი?

სამ­წუ­ხა­როდ, აღ­ნიშ­ნულ­ზე არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია. მინ­და, ამ ჯილ­დოს შე­სა­ხებ ბევ­რ­მა ქარ­თ­ველ­მა კო­ლე­გამ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ს­ტი­ტუტ­მა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­ი­გოს. ეს დი­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა არა მარ­ტო აღი­ა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, არა­მედ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში სა­უ­კე­თე­სო პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის შე­სა­ძე­ნად, სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კე­ბის გა­საც­ვ­ლე­ლად და ისე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნებ­თან იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში.

შე­გიძ­ლი­ათ გვითხ­რათ, ვინ ან რამ მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა თქვენს კა­რი­ე­რა­ზე და იმა­ზე, თუ რო­გორ უდ­გე­ბით თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას?

მყავს ბევ­რი მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნი, მენ­ტო­რი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით. კონ­კ­რე­ტუ­ლად გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი, პირ­ვე­ლი მახ­სენ­დე­ბა ბა­ტო­ნი მა­მუ­კა თავ­ხე­ლი­ძე. გან­სა­კუთ­რე­ბით რა­საც ვა­ფა­სებ, არის მი­სი თავ­მ­დაბ­ლო­ბა, ამ­დე­ნი რე­გა­ლი­ის მი­უ­ხე­და­ვად და სტუ­დენ­ტე­ბი­სად­მი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი და თავ­გან­წირ­ვა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში დებს ინ­ვეს­ტი­ცი­ას, თუ სჯე­რა რომ ის ერ­თი სტუ­დენ­ტის ცხოვ­რე­ბა­ზე მა­ინც მო­ახ­დენს და­დე­ბით ცვლი­ლე­ბას. ალ­ბათ, გან­სა­კუთ­რე­ბით ამის გა­მო, ჩვე­ნი ხედ­ვე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ემ­თხ­ვე­ვა და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ, უკ­ვე მე­სა­მე წე­ლია.

რას ურჩე­ვდით, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ მი­ის­წ­რაფ­ვი­ან?

რაც არ უნ­და ბა­ნა­ლუ­რად ჟღერ­დეს, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ადაპ­ტა­ცი­ის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა ახა­ლი იდე­ე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბი­სა და სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის მი­მართ, რად­გან გა­ნათ­ლე­ბა მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­დი სფე­როა და აუცი­ლე­ბე­ლია ფე­ხის აწყო­ბა. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო მუ­შა­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­ვე, არ­სე­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სტუ­დენ­ტებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას და მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის პირ­ველ ად­გილ­ზე და­ყე­ნე­ბას. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე. გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­ნათ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან და ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­თან გა­ზი­ა­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი და პრო­ექ­ტე­ბის იდე­ე­ბი და­ბა­დოს.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები