პროგრამის მიზანია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ჩარიცხული აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების წახალისება/დაჯილდოება.
სტუდენტებმა სამინისტროში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1) განცხადება;
2) პირადობის მოწმობის ასლი;
3) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4) ცნობა 2025 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თაობაზე.
დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მის: (დ.უზნაძის 68)
განაცხადების მიღება: 25 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: 143