23 ნოემბერი, შაბათი, 2024

აუცი­ლებ­ლად მო­ვუს­მი­ნოთ ბავ­შ­ვებს

spot_img

 

 

ლე­ლა ბო­შაშ­ვი­ლი

სსიპ თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის იყალ­თოს სა­ჯა­რო სკო­ლის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

📌უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი სა­განს „ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა“, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევ­და ჩემ­ში, ეს კი ჩე­მი ლექ­ტო­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაც იყო. ვეც­ნო­ბო­დი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პებს, გან­ვი­თა­რე­ბის სხვადას­ხ­ვა დარ­ღ­ვე­ვას და მათ­თან მუ­შა­ო­ბის მე­თო­დებს. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პრაქ­ტი­კის პე­რი­ოდ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, მათ­თ­ვის ვქმნი­დი ძა­ლი­ან ბევრ რე­სურსს და ვეხ­მა­რე­ბო­დი მას­წავ­ლე­ბელს, რომ სწავ­ლის სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვი ჩარ­თუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ და­მარ­წ­მუ­ნა, რომ ეს ის საქ­მე იყო, რო­მელ­შიც მინ­დო­და ჩა­მექ­სო­ვა ჩე­მი ცოდ­ნა და სიყ­ვა­რუ­ლი. გა­დავ­წყ­ვი­ტე, გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ასე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი სკო­ლა­ში სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლად.

📌 ჩემ­თ­ვის, რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ყო­ვე­ლი დღე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და დატ­ვირ­თუ­ლია. ზოგ­ჯერ ვერც კი ვხვდე­ბი, რო­გორ გა­დის დრო და სრულ­დე­ბა სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, ვიწყებ ბავ­შ­ვე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბით, არი­ან თუ არა „ჩე­მი ბავ­შ­ვე­ბი“ სკო­ლა­ში. შემ­დეგ კი მივ­ყ­ვე­ბი გეგ­მას, თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა ის შე­იც­ვა­ლოს. ვიწყებ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­რი­გით გან­საზღ­ვ­რულ მე­ცა­დი­ნე­ო­ბას, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად/წყვილ­ში, რე­სურ­სო­თახ­ში. სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ ვუ­წევ ასის­ტი­რე­ბას გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლეს. მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, ვგეგ­მავ მომ­დევ­ნო გაკ­ვე­თილს, ვეხ­მა­რე­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბის მო­ფიქ­რე­ბა­ში ან, უბ­რა­ლოდ, ვსა­უბ­რობთ სირ­თუ­ლე­ებ­ზე, გან­ვი­ხი­ლავთ სი­ტუ­ა­ცი­ებს, რომ­ლებ­ზეც ვაძ­ლევ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, ასე­ვე ვსა­უბ­რობთ მიღ­წე­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც გვაქვს სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში. ვამ­ზა­დებ რე­სურ­სებს რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის­თ­ვის, ასე­ვე თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნი­სა და თე­მის­თ­ვის. რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. ამ დროს არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ აუცი­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. ვხვდე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლებს, ვმარ­თავ ისგ ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რებს, ვწერ ოქ­მებს, ასე­ვე, ვგეგ­მავ და ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ბავ­შ­ვებ­თან და ვა­ტა­რებ სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბას: დე­დის დღის, და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მსოფ­ლიო დღის აღ­ნიშ­ვ­ნა და ა.შ. ვფიქ­რობ, მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მე­ტად აახ­ლო­ვებს და აერ­თი­ა­ნებს სკო­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

📌 ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან თბი­ლე­ბი, მხი­ა­რუ­ლე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბი არი­ან. ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ინ­ტე­რე­სე­ბი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს, ვფიქ­რობ, მა­თაც მოს­წონთ ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იმი­ტომ, რომ ხში­რად მი­ზი­ა­რე­ბენ თა­ვი­ანთ გრძნო­ბებს, ემო­ცი­ებს, მომ­ხ­დარ ამ­ბებს, სი­ხა­რულ­სა თუ წყე­ნას, მომ­მარ­თა­ვენ და­სახ­მა­რებ­ლად. მათ­თან ვი­ყე­ნებ მულ­ტი­მო­და­ლურ მიდ­გო­მას, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ყვე­ლა შეგ­რ­ძ­ნე­ბის ორ­გა­ნოს მაქ­სი­მა­ლურ გა­მო­ყე­ნე­ბას სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. ასე­ვე მოს­წონთ, რო­დე­საც ერ­თად ვქმნით რე­სურსს და შემ­დეგ ვი­ყე­ნებთ მე­ცა­დი­ნე­ო­ბებ­ზე, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ან უზი­ა­რე­ბენ კლა­სე­ლებს, ამ დროს მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მოს­წონთ ცდე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბის წარ­მარ­თ­ვა. უფ­რო ად­ვი­ლად იმახ­სოვ­რე­ბენ, იგე­ბენ, ით­ვი­სე­ბენ მა­სა­ლას და ივი­თა­რე­ბენ სა­ჭი­რო უნა­რებს.

📌 ჩემ­მა პე­და­გო­გი­ურ­მა პრაქ­ტი­კამ მიჩ­ვე­ნა, რომ აუცი­ლებ­ლად უნ­და მო­ვუს­მი­ნოთ ბავ­შ­ვებს. „მე მეს­მის შე­ნი და მე შენ გვერ­დით ვარ“ — ასე­თი მე­სი­ჯის გაგ­ზავ­ნის დროს ბავ­შ­ვი მარ­ტო აღარ გრძნობს თავს და იცის, რომ ყვე­ლა სირ­თუ­ლეს დაძ­ლევს, მე­ტად თა­მა­მი და გა­ბე­დუ­ლი ხდე­ბა. ასე­ვე ხში­რად მი­წევს, მოს­წავ­ლის გრძნო­ბე­ბის, ემო­ცი­ე­ბის ამოც­ნო­ბა და გა­სიტყ­ვე­ბა, ვას­წავ­ლი სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის სა­ხელ­დე­ბას და გა­მო­ხატ­ვას, თუ რას გრძნობს კონ­კ­რე­ტულ მო­მენ­ტ­ში. რო­გორც უარ­ყო­ფი­თი, ასე­ვე და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა ბევრ პრობ­ლე­მას აგ­ვა­რებს. ვი­ყე­ნებ ხოლ­მე ემო­ცი­ე­ბის ამ­სახ­ველ ბა­რა­თებს, სო­ცი­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებს და ვსა­უბ­რობთ. ჩე­მი აზ­რით, ემო­ცი­ე­ბის რე­გუ­ლა­ცია მათ ეხ­მა­რე­ბა, მო­ემ­ზა­დონ მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის.

📌 ჩემს კო­ლე­გებს ვურ­ჩევ­დი, გა­იც­ნონ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ან შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე. გა­იც­ნონ მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი, ინ­ტე­რე­სე­ბი და აუცი­ლებ­ლად მო­უს­მი­ნონ, აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნონ, რომ მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

📌 ვფიქ­რობ, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ხდე­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნეც ნელ-ნე­ლა მაღ­ლ­დე­ბა, რა­საც ხე­ლი შე­უწყო სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის შექ­მ­ნამ, მის­მა ჩარ­თ­ვამ სქე­მა­ში, კონ­კურ­სებ­მა, რომ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, ეს პრო­ფე­სია მოთხოვ­ნა­დი და პრეს­ტი­ჟუ­ლი იქ­ნე­ბა.

📌 კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ზე აუცი­ლებ­ლად ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლუ­რმა მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და იზ­რუ­ნოს. მე ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მაქვს გა­მოც­და და ვა­ტა­რებ უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს. ვემ­ზა­დე­ბი წამ­ყ­ვა­ნის გა­მოც­დის­თ­ვის. ვმო­ნა­წი­ლე­ო­ბდი კონ­კურ­ს­ში „სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი 2022“, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, მოვ­ხ­ვ­დი სა­მე­ულ­ში. ასე­ვე ვმო­ნა­წი­ლე­ობ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, გა­სულ წელს ვი­ყა­ვი ეროვ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე. რაც შე­ე­ხე­ბა რჩე­ვას, აუცი­ლებ­ლად ვურ­ჩევ­დი სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებს, წა­ი­კითხონ მა­სა­ლე­ბი, მე­ტი იმუ­შა­ონ სა­კუ­თარ თავ­ზე და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ კონ­კურ­სებ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში. ძა­ლი­ან ბევ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ­ს­ და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მა­თი შრო­მის შე­დე­გე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის – თუ მე შევ­ძე­ლი, თქვენც შეძ­ლებთ.

📌 რო­დე­საც ხარ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, გჭირ­დე­ბა გუნ­დი, ყვე­ლამ მოს­წავ­ლის­კენ უნ­და მივ­მარ­თოთ მთე­ლი ძა­ლე­ბი. დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა ურ­თი­ერ­თო­ბა მშო­ბელ­თან, რო­მე­ლიც არ იც­ნობს თა­ვის შვილს. ჩვენ გვი­წევს, ერ­თ­მა­ნეთ­თან და­ვა­ახ­ლო­ვოთ ბავ­შ­ვი და მშო­ბე­ლი, მშო­ბე­ლი და ბავ­შ­ვი, ვას­წავ­ლოთ, მივ­ცეთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ხში­რად მა­ინც არ გვაქვს შე­დე­გი. ვი­სურ­ვებ­დი, კი­დევ უფ­რო დი­დი ჩარ­თუ­ლო­ბა ყო­ფი­ლი­ყო მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან და მა­თი ისე გა­დამ­ზა­დე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში, რომ შევ­ძ­ლოთ სა­ერ­თო ენა­ზე სა­უ­ბა­რი.

📌 ჩვე­ნი სკო­ლა ჩარ­თუ­ლი იყო ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში გვყავ­და ტრე­ნე­რი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ვგეგ­მავ­დით გაკ­ვე­თი­ლებს ან ჩვენ და­გეგ­მილს ვუ­ზი­ა­რებ­დით და ვი­ღებ­დით უკუ­კავ­შირს, ვსა­უბ­რობ­დით სირ­თუ­ლე­ებ­ზე, რა­ზეც გვეძ­ლე­ო­და უკუ­კავ­ში­რი, გან­ვი­ხი­ლავ­დით ჩვენს მიღ­წე­ვებ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას. მე ეს პრაქ­ტი­კა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და ვი­სურ­ვებ­დი სა­მი­ნის­ტ­როს­გან კონ­სულ­ტანტს, რო­მე­ლიც, რე­გი­ო­ნე­ბის ან რა­ი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გაგ­ვი­წევ­და კონ­სულ­ტა­ცი­ებს და იზ­რუ­ნებ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე.

კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ყვე­ლა სკო­ლას ჰყო­ლო­და ფსი­ქო­ლო­გი, ძა­ლი­ან ხში­რად გვჭირ­დე­ბა ხოლ­მე მი­სი ჩარ­თუ­ლო­ბა.

📌 სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძა­ლი­ან რთულ და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბით, ყო­ველ­დღი­უ­რად გვჭირ­დე­ბა ძა­ლის­ხ­მე­ვა, მოთ­მი­ნე­ბა, ხში­რად გვი­წევს ბავ­შ­ვე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბა, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო­ფი­თი მა­შინ ქრე­ბა, რო­დე­საც შე­ნი მოს­წავ­ლე ძა­ლი­ან მაგ­რად ჩა­გე­ხუ­ტე­ბა, ხე­დავ მის ბედ­ნი­ერ სა­ხეს, რო­დე­საც სირ­თუ­ლეს გა­და­ლა­ხავ და მი­აღ­წევ შე­დეგს, შე­დეგს, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდ­ხანს ელო­დი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი გაძ­ლევს ძა­ლას, მო­ტი­ვა­ცი­ას, უფ­რო და უფ­რო წინ იარო, აიმაღ­ლო კვა­ლი­ფი­კა­ცია და გახ­დე მი­სა­ბა­ძი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ისე­თი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს გა­უ­ჩენს სურ­ვილს, პრო­ფე­სი­ად სწო­რედ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლო­ბა აირ­ჩი­ოს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები