ნინო ტყეშელაშვილი
სსიპ თბილისის დავით სარაჯიშვილის სახელობის №16 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
წინამდებარე წერილი შეეხება ასომთავრული ანბანის რიცხვითი მნიშვნელობის გათვალისწინებით შეთხზულ ძველქართულ სახელებს. ამ კუთხით ტერმინების განხილვა გვაფიქრებინებს, რომ დამწერლობა შექმნილია წარმართი ქურუმების მიერ. ეს სახელები, კერძოდ, დღეთა სახელები, იხმარებოდა IV საუკუნემდე, ებრაული ტერმინებით ჩანაცვლებამდე.
ქართული ასომთავრული ანბანის რიცხვითი მნიშვნელობების გათვალისწინებით, შესაძლებელია დადგინდეს ძველქართული დღეების, ციფრების, თვეებისა და ზოდიაქოს ნიშნების სახელდების პრინციპი, ტერმინოლოგიური სიტყვათქმნადობის ამოსავალი ნორმა.
დღეთა ძველქართული სახელები შემოღებულია ქართველთა შორეული წინაპრების – ქალდეველთა მიერ. სახელწოდებათა რიგის აღმნიშვნელი ციფრი და შემადგენელ ასო-ნიშანთა რიცხვითი მნიშვნელობების ჯამი ერთი და იგივეა.
ძველქართული კვირის დღეები:
- მზ 4+7+8=19=1+9=10=1+0=1
- მთვარ 4+9+6+1+1+8=29=2+9+11=1+1=2
- თარხონი 9+1+1+6+7+5+1=30=3+0=3
- ჯიმაღი 8+1+4+1+7+1=22=2+2=4
- აფროდიტი 1+5+1+7+4+1+3+1=23=2+3=5
- დია 4+1+1=6
- კრონოსი 2+1+7+5+7+2+1=25=2+5=7
ძალზე საინტერესო და ჭრელ სურათს იძლევა ციფრთა სახელები:
- ერთი 1+9=10=1+0=1 რთ
- ორ(რ)ი 1+1=2 რრ
- სამი 2+1=3 სა
- ოთხი 7+9+6=22=2+2=4 ოთხ
- ხუთი 4+1=5 უი ?
- ექუსი 600=6 ქ
- შვიდი 9+6+1=16=1+1=7 შვი
- რვა 1+6+1=8 რვა
- ცხრა 2+6+1=9 ცხრ
- ათი 1+9=10 ათ
როგორც ხედავთ, გაითვლება ერთი, ორი ან სამი ასო-ნიშანი, ზოგან — მხოლოდ თანხმოვნები, „ხუთის“ შემთხვევაში – მხოლოდ ხმოვნები. რაც შეეხება 2-ს, რადგან უარყოფა ქართულში არრა, არრარა ნაცვალსახელებით გამოიხატება, ორი, სავარაუდოდ, გამოითქმებოდა და იწერებოდა როგორც ორრი (პითაგორელები ორს უარყოფით რიცხვად თვლიდნენ).
იოანე პეტრიწი მიუთითებდა ქართული სიმღერის სამხმოვანებაზე. იგი ერთიანია და მთლიანი, მაგრამ სამი ხმისაგან შედგება: მზახრ, ჟირ, ბამ.
- მზახრ 4+7+1+6+1=19=1+9=10+1+0=1
- ჟირ 9+1+1=11+1+1=2
- ბამ 2+1=3 ბა
მ ასობგერა იწყებს და ამთავრებს ზემოთ მოყვანილ ტერმინებს; პირველში შეიკრიბა, მეორეში გამოირიცხა.
ყოველ ცას ჰქონდა თავისი სახელი: კოჭიმელი, ჭირანო, ჭიმჭიმელი, ცორანო, მელტარო, კიმკიმელი, კრონოსი. აქედან მხოლოდ პირველი ორი და მეშვიდე ცის სახელწოდება არის შედგენილი ყველა ასო-ნიშნის რიცხვითი მნიშვნელობის გათვალისწინებით. დანარჩენ სახელწოდებებში ჯამური რაოდენობა აცდენილია ± ერთი ერთეულით. შესაძლოა, მომხდარია ფონეტიკური ცვლილებები ან აღრეულია თანმიმდევრობა.
- კოჭიმელი 2+7+5+1+4+5+3+1=28+2+8=10=1+0=1
- ჭირანო 5+1+1+1+5+7=20=2+0=2
- ჭიმჭიმელი 5+1+4+5+1+4+5+3+1=29=2+9=11=1+1=2
- ცორანო 2+7+1+1+5+7=23=2+3=5
- მელტარო 4+5+3+3+1+1+7=24=2+4=6
- კიმკიმელი 2+1+4+2+1+4+5+3+1=23=2+3=5
- კრონოსი 2+1+7+5+7+2+1=25=2+5=7
თვეთა ძველქართულ სახელებზე დაკვირვებისას სხვა კანონზომიერება შეინიშნება. ზოგ სახელში გათვალისწინებულია პირველი ასოები, ზოგში – თანხმოვანთა რიცხვითი მნიშვნელობანი; რამდენიმე სახელწოდებაში გაითვლება რ ასო-ნიშნის და მასთან ახლო მდგომი ასოების რიცხვითი მნიშვნელობანი.
- აპანი ა-1
- სურწყუნისი ს-2
- მირკანი რკ-1+2=3
- იგრიკა გრ-3+1=4
- ვარდობისა რდ-1+4=5
- მარიალისა რიალ-1+1+1+3=6
- თიბისა 9+1+2+1+2+1=16=1+6=7
- ქველთობისა ქვე 6+6+5=17=1+7=8
- ახალწლისა ხლ 6+3=9 წლს 4+3+2=9 ხლწლს 6+3+4+3+2=18=1+8=9
- სთვლისა ?
- ტირისკონი ?
- ტირისდენი ?
(წელიწადის ათვლა ახალწლიდან რომ დავიწყოთ, ა=1, ს=2, ტ=3)
ზოდიაქოს ნიშნების აღმნიშვნელ ტერმინებში მნიშვნელოვანია თითო, ორი ან სამი ასო-ნიშანი. „სასწორის“ შემთხვევაში სათვალავში არ შედის თავსართი სა-, „საქანელშიც“ ანალოგიური მდგომარეობაა.
- ვერძი რ-1
- კურო კ-2
- ტყუპები ტ-3
- კირჩხიბი კრჩ-2+1+1=4
- ლომი ლომ-3+7+4=14=1+4=5
- ქალწული ქ-6
- სასწორი სწრ-2+4+1=7
- ღრიანკალი ღრ-7+1=8
- მშვილდოსანი შ-9
- თხის რქა თრ-9+1=10
- მერწყული მრწყლ-4+1+4+8+3=20=2+0+2 (წყლის საქანელი ქნ=11=1+1=2)
- ლასის თვე ლთ-3+9=12
ცხადად ჩანს, რომ „თხის რქის“ პირველი ასოების დაჯგუფება მართებულია – რიგის ნომერი – 10, რიცხვების ჯამი – 10; „ლასის თვე“ – რიგის ნომერი – 12, ჯამიც – 12; „მერწყულთან“ გაითვალა ყველა თანხმოვანი.
მიუხედავად იმისა, რომ გამის საფეხურების აღმნიშვნელი ტერმინები ქართული წარმოშობის არაა, ინტერესს იწვევს ის გარემოება, რომ მათში გამოკვეთილია რ-სთან მეზობლობის მომენტი, როგორც „მირკანი“, „იგრიკა“ სახელებშია.
- პრიმა prima რ-1 r-1
- სეკუნდა secunda ს-2 s-2
- ტერცია terzia ტ-3 t-3
- კვარტა quarta რტ-4 rt-4
- კვინტა quinta ნ-5 n-5
- სექსტა sexta ქ-6
- სეპტიმა septima სე-7(ტმ-7) tm-7
- ოქტავა oktava tv-8
ძველქართულ სახელებზე დაკვირვებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ისინი ხელოვნურადაა შექმნილი და ასომთავრული ანბანი არსებობდა ჯერ კიდევ წარმართობის ხანაში, ქრისტიანობის წარმოშობამდე.
(იბეჭდება შემოკლებით)