14 მარტი, პარასკევი, 2025

არჩილ ბადრიაშვილის სახელობის მოლაშქრეთა კლუბი სპორტის უნივერსიტეტში

spot_imgspot_img

სპორტის უნივერსიტეტში არჩილ ბადრიაშვილის სახელობის მოლაშქრეთა კლუბი გაიხსნა. არჩილ ბადრიაშვილი იყო მთამსვლელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის გამგეობის წევრი, ფედერაციის მთამსვლელობის სკოლის ხელმძღვანელი, მთის გიდი, მთის დოკუმენტალისტი, დიპლომირებული მედიკოსი, ადიქციის კვლევების მაგისტრი.

არჩილმა მეკლდეურობა 7 წლის ასაკში დაიწყო. მის სახელს უკავშირდება უამრავი საინტერესო თავგადასავალი კავკასიონის ურთულეს და უმაღლეს მწვერვალებზე, ისევე როგორც ჰიმალაებში, ყარაყორუმში, პამირში, ტიან-შანში, ალპებში, ჰინდი კუშში.

სამწუხაროდ, 2024 წლის ზაფხულში, მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად, 34 წლის ასაკში, ახალგაზრდა ალპინისტი ტრაგიკულად დაიღუპა. მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ალპინიზმის ისტორიაში.

12 მარტს, სპორტის უნივერსიტეტში, გაიმართა არჩილ ბადრიაშვილის სახელობის მოლაშქრეთა კლუბის პირველი ოფიციალური შეხვედრა.

კლუბი მიზნად ისახავს მოლაშქრეთა საზოგადოებრივი კულტურის განვითარებას, სტუდენტებში ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალი ტურისტული მარშრუტების აღმოჩენას და თავგადასავლებით სავსე ლაშქრობების ორგანიზებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ: არჩილ ბადრიაშვილის ოჯახის წევრები; სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტები; სტუდენტთა კარიერული განვითარების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები; მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანი ირაკლი დოლაბერიძე; სპორტული კლუბის „სპორტუნი“პრეზიდენტი ლევან მგელაძე;

სტუდენტური თვითმმართველობის წევრები.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება