25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

არის თუ არა  სის­ტე­მა მზად სას­წავ­ლო წლის და­საწყე­ბად? – ინტერვიუ მარიამ ჩიქობავასთან

spot_img
ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი სკო­ლებ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ რე­ჟიმ­სა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ფორ­მატ­ში გა­ნახ­ლ­დე­ბა – სკო­ლე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვად ირ­ჩე­ვენ სწავ­ლე­ბის მო­დელს. სწავ­ლის დაწყე­ბის დღედ 15 სექ­ტემ­ბე­რი გა­მოცხად­და. ჯან­დაც­ვი­სა და  გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნიტ­რო­ებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ელთა დაც­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ყვე­ლა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის და თუ რო­მე­ლი­მე სკო­ლა, წი­ნას­წა­რი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, ამ მოთხოვ­ნებს ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, სწავ­ლა 15 სექ­ტემ­ბერს არ გა­ნახ­ლ­დე­ბა.
არის თუ არა  სის­ტე­მა მზად საკ­მა­ოდ რთუ­ლი სას­წავ­ლო წლის გა­სა­ახ­ლებ­ლად და რა სიახლეებს უნ­და ვე­ლო­დოთ 2020-21 სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში – ამ თე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შე­ფა­სე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვა.

–  რო­გორ ემ­ზა­დე­ბით ახა­ლი სას­წავ­ლო წლის და­საწყე­ბად და რა ძი­რე­ულ ცვლი­ლე­ბებს უნ­და ვე­ლო­დეთ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო წლი­დან?

– მთე­ლი ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მი­ნის­ტ­რო ემ­ზა­დე­ბო­და და კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­დი­ო­და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს­თან, რა­თა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი  რაც შე­იძ­ლე­ბა უსაფ­რ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ნორ­მის დაც­ვით და­ვიწყოთ  და მოს­წავ­ლე­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყ­ვ­ნენ და­ცულ­ნი. ამი­ტომ, ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო მი­ნი­მუ­მა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რაც სკო­ლებს შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეთ ამ ნორ­მე­ბის და­სა­ცა­ვად, ცხა­დია, შეს­ყი­დუ­ლია და  ყვე­ლა სკო­ლას მი­ე­წო­დე­ბა სწავ­ლის დაწყე­ბამ­დე, მა­გა­ლი­თად, თერ­მოს­კ­რი­ნინ­გის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი აპა­რა­ტე­ბი, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბი, დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბი და სხვა. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია დიდ და მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. მივ­ყ­ვე­ბით და ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ჯან­დაც­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ებს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვაძ­ლევთ სკო­ლებს და­მა­ტე­ბით კონ­კ­რე­ტულ მი­თი­თე­ბებს. მა­გა­ლი­თად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ერ­თ­მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა. სკო­ლებ­მა ისე უნ­და და­გეგ­მონ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, რომ მცი­რე სივ­რ­ცე­ში, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ბევ­რი მოს­წავ­ლე არ იყოს. ამის­თ­ვის, მათ მე­ტი მოქ­ნი­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ვე­ცით — სწავ­ლის დაწყე­ბის დრო სკო­ლებს შე­უძ­ლი­ათ თვი­თონ აირ­ჩი­ონ, მა­გა­ლი­თად, არა 9 სა­ათ­ზე, რო­გორც აქამ­დე ხდე­ბო­და, არა­მედ უფ­რო ად­რე და შე­უძ­ლი­ათ, სას­წავ­ლო დღე სწავ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით სხვა­დას­ხ­გ­ვა­რად და­გე­გმონ; ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ შე­ამ­ცი­რონ სა­გაკ­ვე­თი­ლო დატ­ვირ­თ­ვა კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, თუმ­ცა გაკ­ვე­თი­ლი 30 წუთ­ზე ნაკ­ლე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს. ერ­თა­დერ­თი მკაც­რი რე­კო­მენ­და­ციაა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ისე და­ა­რე­გუ­ლი­რონ, რომ  I-IV კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მა სრუ­ლად იარონ სკო­ლა­ში, მათ­თ­ვის არც ერ­თი დღე არ იყოს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა.  მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ ასაკ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით  I-II კლა­სე­ლე­ბის­თ­ვის. სწო­რედ ამ ასაკ­ში ეჩ­ვე­ვა და სწავ­ლობს ბავ­შ­ვი თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს, თა­ნაკ­ლა­სელებ­თან შე­დის კონ­ტაქ­ტ­ში, ზო­გა­დად, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბას ერ­გე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ზე­და კლა­სებს, თუ სკო­ლას არ აქვს შე­სა­ბა­მი­სი ფარ­თი, შე­უძ­ლია ერ­თი ან ორი დღე დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვი­დეს, ანუ ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლი აირ­ჩი­ოს. მა­გა­ლი­თად, მეშ­ვი­დე კლა­სი კვი­რა­ში ერ­თი დღე, პი­რო­ბი­თად, ოთხ­შა­ბა­თი, სკო­ლამ შე­იძ­ლე­ბა მთლი­ა­ნად დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­და­იყ­ვა­ნოს და ა.შ. სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე კი­დევ უფ­რო მე­ტად შე­იძ­ლე­ბა შე­რე­ულ მო­დელ­ზე ფიქ­რი, შე­საძ­ლოა კვი­რა­ში ორი დღეც და­ი­გეგ­მოს დის­ტან­ცი­უ­რად.  ან სკო­ლამ ონლა­ინ სწავ­ლე­ბა  შე­იძ­ლე­ბა და­გეგ­მოს საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მაგ. კვი­რე­უ­ლი 5 სა­ა­თი­დან ერ­თი ან ორი სა­ა­თი ჩა­ა­ტა­როს დის­ტან­ცი­უ­რად, შე­იძ­ლე­ბა შა­ბა­თი დღეც გა­მო­ი­ყე­ნოს მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის გან­სატ­ვირ­თად. სკო­ლამ სა­ჭი­რო­ე­ბი­დან, ადა­მი­ა­ნუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თვი­თონ უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს, რო­მელ მო­დელს მო­ირ­გებს და რო­გორ და­ა­ორ­გა­ნი­ზებს სას­წავ­ლო პრო­ცესს.

მე­ტი დაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბის­თ­ვის შე­ვი­მუ­შა­ვეთ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის წე­სი, რო­მე­ლიც მზა­დაა და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ამ წეს­ში შე­ვი­და, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებ­თან ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რე­ბის დროს და­მუ­შავ­და. მა­თი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ, რად­გან უშუ­ა­ლო კავ­შირ­ში არი­ან სკო­ლებ­თან და იცი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის სპე­ცი­ფი­კა. დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი წე­სი სკო­ლებს და­ეგ­ზავ­ნე­ბა, თუმ­ცა ისი­ნი უკ­ვე მუ­შა­ო­ბენ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა­ზე და, პრინ­ციპ­ში, ყვე­ლა სკო­ლას მზად აქვს სა­კუ­თა­რი გეგ­მა.

–  სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში ხომ არ არის რა­ი­მე ტი­პის ცვლი­ლე­ბა?

– ამ თვალ­საზ­რი­სით, მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლია, სა­ვალ­დე­ბუ­ლო მოთხოვ­ნე­ბი საგ­ნობ­რი­ვი ცნე­ბე­ბი­სა და მსხვი­ლი თე­მე­ბის/კონ­ტექ­ს­ტე­ბის დო­ნე­ზეა გაშ­ლი­ლი და არა კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხე­ბის დო­ნე­ზე. ამ­დე­ნად, მას­წავ­ლე­ბე­ლი იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლი სა­კითხით გა­ვი­დეს შე­დე­გებ­ზე; მაგ. არ არის აუცი­ლებ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი 50 ტექ­ს­ტი­დან 50-ვე გა­ი­ა­როს, მთა­ვა­რია, რა ტექ­ს­ტ­საც გა­ივ­ლის, გა­ი­აზ­როს, სიღ­რ­მი­სე­უ­ლად და­ა­მუ­შა­ოს. ცხა­დია, სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე ჩავ­დეთ ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო მი­ნი­მუ­მი, კლა­სი­კა, რაც დრო­შიც გა­მოც­დი­ლია და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­აჩ­ნია, მაგ­რამ და­ნარ­ჩენს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რე­ბი ამა­ტე­ბენ ან შე­უძ­ლი­ათ თა­ვად პე­და­გო­გებ­მა და­ა­მა­ტონ, თა­ვი­ან­თი გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით. ეროვ­ნული სას­წავ­ლო გეგ­მა გან­საზღ­ვ­რავს მთა­ვარ ორი­ენ­ტი­რებს, რა უნ­და იცო­დეს მოს­წავ­ლემ კონ­კ­რე­ტულ სა­გან­ში, რა უნ­და შე­ეძ­ლოს მას და რა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი უნ­და ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს, ხო­ლო სკო­ლამ თა­ვად უნ­და გან­საზღ­ვ­როს ის კონ­კ­რე­ტუ­ლი გზა, რომ­ლი­თაც მი­იყ­ვანს ამ მიზ­ნე­ბამ­დე.

ეს კი ხდე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის, კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბისა და რე­სურ­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებს გან­საზღ­ვ­რავს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა,  წლი­უ­რ სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მას კი უნ­და ად­გენ­დეს სკო­ლა. ამ მხრივ მათ სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვთ.

– არის თუ არა მზად სის­ტე­მა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისევ გა­და­ვი­დეს სრუ­ლად დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე?

– ამის­თ­ვის სა­ჭი­როა გა­მარ­თუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა. იცით, რომ სა­მი­ნის­ტ­რო იყე­ნებს Microsoft-ის პლატ­ფორ­მას, სა­დაც ყვე­ლა მოს­წავ­ლე და მას­წავ­ლე­ბე­ლი და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლია და ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ლუ­რი ან­გა­რი­ში, ე.წ. ექა­უნ­თი. სხვა­თა შო­რის, რო­გორც კი და­იწყო პან­დე­მია და და­ი­ხუ­რა სკო­ლე­ბი, მა­შინ­ვე  და­იწყეს მას­წავ­ლებ­ლებ­მა და მოს­წავ­ლე­ებ­მა ამ ექა­უნ­თე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. სა­მი­ნის­ტ­როს ეს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა უკ­ვე ჰქონ­და, უბ­რა­ლოდ სკო­ლე­ბი არ იყე­ნებ­დ­ნენ, რად­გან ნაკ­ლე­ბად ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბით. ახ­ლა ყვე­ლა სკო­ლამ, მას­წავ­ლე­ბელ­მა და მოს­წავ­ლემ იცის, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­გორ გა­და­ვი­დეს ონლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე. სხვა სა­კითხია, რამ­დე­ნად აქვს ყვე­ლა მოს­წავ­ლეს და მას­წავ­ლე­ბელს შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბა, რომ ჩა­ერ­თოს პრო­ცეს­ში. ყვე­ლა რე­სურ­ს­ცენტრს ჰქონ­და და­ვა­ლე­ბუ­ლი იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ვი­საც არ აქვს ტექ­ნი­კუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბა ან ინ­ტერ­ნე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმის­თ­ვის, რომ მოხ­დეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა და მოს­წავ­ლე­ე­ბი არ დარ­ჩ­ნენ პრო­ცე­სებს მიღ­მა. ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბის­თ­ვის კვლავ იქ­ნე­ბა ტე­ლეს­კო­ლა. თუმ­ცა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გაკ­ვე­თი­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით დახ­ვე­წილ ფორ­მატ­ში გაგ­რ­ძელ­დე­ბა. მთე­ლი ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­წე­რა და სექ­ტემ­ბ­რის­თ­ვის გა­ნახ­ლე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებს შევ­თა­ვა­ზებთ და ესეც და­ეხ­მა­რე­ბა არა მხო­ლოდ მათ, ვი­საც არა აქვს წვდო­მა ონლა­ინ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, არა­მედ ზო­გა­დად მოს­წავ­ლე­ებს და პე­და­გო­გებს.

– რას გეგ­მავთ იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ვი­საც არ აქვს დი­ვა­ი­სე­ბი დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში ჩა­სარ­თა­ვად? რას სთა­ვა­ზობთ მათ? ხომ არ აპი­რებს სა­მი­ნის­ტ­რო ამ კუთხით მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას?

– ძა­ლი­ან რთუ­ლია, თვი­თონ სა­მი­ნის­ტ­რომ და­იწყოს პერ­სო­ნა­ლუ­რად ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. სკო­ლებს ეძ­ლე­ვათ რე­კო­მენ­და­ცია, თუ ნა­წი­ლობ­რივ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დავ­ლენ და რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლეს ამ მხრივ პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უწყონ ხე­ლი, რომ ჩარ­თონ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. მა­გა­ლი­თად, ასეთ მოს­წავ­ლეს უფ­რო მე­ტად უნ­და მი­ე­ცეს ად­გილ­ზე დას­წ­რე­ბის ან სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.  იგი­ვე ეხე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­საც, თუ მას არ აქვს სახ­ლი­დან ჩარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მა­შინ სკო­ლამ უნ­და და­უთ­მოს სივ­რ­ცე  და ხე­ლი შე­უწყოს, რომ გაკ­ვე­თი­ლი  დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ა­ტა­როს. შე­იძ­ლე­ბა სახ­ლ­შიც გა­ა­ტა­ნოს ლეპ­ტო­პი, რო­მე­ლიც სკო­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია. ამ კუთხი­თაც, სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლებ­მა თვი­თონ უნ­და მი­ი­ღონ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა.

– სა­მი­ნის­ტ­რომ გა­ავ­რ­ცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სას­წავ­ლო წე­ლი არ და­იწყე­ბა, თუ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­ს­პექ­ცია არ შე­ა­მოწ­მებს ყვე­ლა სკო­ლას და თუ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მოთხოვ­ნებს, იმ სკო­ლა­ში, შე­იძ­ლე­ბა, სწავ­ლა 15 სექ­ტემ­ბერს არ გა­ნახ­ლ­დეს.

– დი­ახ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან სკო­ლებ­ში და­ცუ­ლი უნ­და იყოს სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი. ეს ეხე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სა­პირ­ფა­რე­შო­ებს. ცხა­დია, მოს­წავ­ლე­ე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას რის­კის ქვეშ ვერ და­ვა­ყე­ნებთ. ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სია, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლე­ბი სრუ­ლად გა­და­ვიდ­ნენ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე. ძა­ლი­ან დი­დი იმე­დი მაქვს, რომ ეს ბევრ სკო­ლას არ დას­ჭირ­დე­ბა, რად­გან ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბიც იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის სა­კითხებ­ში და მთე­ლი ზაფხუ­ლი მუ­შა­ობ­დ­ნენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

– ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ამ, სა­ინ­ტე­რე­სოა რას გეგ­მავს სა­მი­ნის­ტ­რო იმ ჩა­ვარ­დ­ნე­ბის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობ­და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. გვყავ­დ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სე­ბს მიღ­მა. ხომ არ იგეგ­მე­ბა მათ­თ­ვის მიზ­ნობ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და პროგ­რა­მე­ბი, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რის მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ?

– ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად ასე­თი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა, მაგ­რამ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებ­თან შეხ­ვედ­რებ­ზე მუდ­მი­ვად გან­ვი­ხი­ლავ­დით ამ სა­კითხს, რომ თვი­თონ სკო­ლებ­მა მო­ახ­დი­ნონ ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ სკო­ლას ჰყავ­და გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მოს­წავ­ლე, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ტე­ლე­გაკ­ვე­თი­ლე­ბის ამა­რა იყ­ვ­ნენ დარ­ჩე­ნილი და ვერ ერ­თ­ვე­ბოდ­ნენ ონლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებ­ში, საგ­ნობ­რივმა პე­და­გო­გებმა მათ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა იმუ­შა­ონ, რომ და­ა­წი­ონ პროგ­რა­მას. ეს მოს­წავ­ლე­ე­ბი იმა­ვე სას­ტარ­ტო პი­რო­ბებ­ში უნდა აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ, ახალ სას­წავ­ლო წელს, რო­გორც მა­თი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი. ცხა­დია, პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლის დო­ნე­ზე, სწო­რედ ასეთ მოს­წავ­ლე­ებ­ზე უნ­და გა­ათ­მაგ­დეს ყუ­რადღე­ბა, ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა ეფექ­ტუ­რად ვერ მოხ­დე­ბა.

– გა­და­ვი­დეთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ზე. რო­გორ წა­რი­მარ­თა წელს გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი და რა ხარ­ვე­ზებ­მა იჩი­ნა თა­ვი?

– წელს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ გაზ­რ­დი­ლი ბა­რი­ე­რით (გა­და­სა­ლახ­მა ბა­რი­ერ­მა 90%-მდე აიწია) წა­რი­მარ­თა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, მოთხოვ­ნე­ბი იყო გამ­კაც­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ავ­ტო­რებს მე­ტი ხელ­შეწყო­ბაც ჰქონ­დათ: გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სის მე­ო­რე ეტაპ­ზე, ბარიერგა­და­ლა­ხუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი და შემ­ფა­სებ­ლე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს და დარ­ჩე­ნილ შე­ნიშ­ვ­ნებს პი­რის­პირ გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ, ერ­თ­თ­ვი­ან ვა­და­ში გა­მო­სას­წო­რე­ბელ ნი­უ­ან­სებ­ზე თან­ხ­მ­დე­ბოდ­ნენ. ცხა­დია, ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს კი­დევ უფ­რო დახ­ვე­წას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. გარ­და ამი­სა, გა­ორ­მაგ­და ჰო­ნო­რა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის­თ­ვის. სა­ერ­თო ჯამ­ში, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ პრო­ცეს­მა ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმა­საც, რომ რო­გორც კი გა­და­ე­ცათ სა­ხელ­მ­ძღვა­ნე­ლო­ე­ბი შე­სა­ფა­სებ­ლად, მა­შინ­ვე ჩა­ი­კე­ტა ყვე­ლა­ფე­რი და პრო­ცე­სე­ბი სრუ­ლად გა­და­ვი­და ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში (სახე­ლმ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის­ სშე­ფა­სე­ბა ისე­დაც ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და), საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის გან­ხილ­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, სა­ა­პე­ლა­ციო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ზე პან­დე­მი­ამ გავ­ლე­ნა ვერ მო­ახ­დი­ნა  და ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლის მი­ხედ­ვით წა­რი­მარ­თა..

უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია, რაც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის გუნ­დი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის პრო­ცესს, ორი წე­ლია ვა­ა­ნა­ლი­ზებთ გან­ვ­ლილ პრო­ცესს და ვცდი­ლობთ ტექ­ნი­კუ­რი თუ ში­ნა­არ­სობ­რი­ვი კუთხით პრო­ცე­სე­ბის დახ­ვე­წას. ვფიქ­რობთ,  გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის­თ­ვის კი­დევ უფ­რო მო­სა­ხერ­ხე­ბელ პი­რო­ბებს შევ­ქ­მ­ნით, რად­გან ორი­ვე მხა­რეს — სა­მი­ნის­ტ­რო­საც და გა­მომ­ცემ­ლებ­საც/ავ­ტო­რებ­საც ერ­თი მი­ზა­ნი გვაქვს — მი­ვი­ღოთ ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი.

– მერ­ვე კლა­სის რო­მელ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­მა ვერ გა­ი­ა­რა წელს გრი­ფი­რე­ბა და თუ შე­ირ­ჩა შარ­შან ჩა­ვარ­დ­ნი­ლი მეშ­ვი­დე კლა­სის რამ­დე­ნი­მე საგ­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო?

– მე-7 კლას­ში რუ­სულ­ში გვაქვს უკ­ვე გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, ხო­ლო მე-8 კლას­ში ჩაგ­ვი­ვარ­და რუ­სუ­ლი და გე­ოგ­რა­ფია. გე­ოგ­რა­ფი­ის სა­მი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შე­მო­ვი­და კონ­კურ­ს­ზე და სა­მი­ვე ჩა­ვარ­და, რე­ა­ლუ­რად დავ­რ­ჩით ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­რე­შე. ამი­ტომ, ეს წე­ლი ძვე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი სარ­გებ­ლო­ბა მოგ­ვი­წევს. მე-9 კლას­თან ერ­თად კვლავ გა­მოცხად­დე­ბა გრი­ფი­რე­ბის კონ­კურ­სი გე­ოგ­რა­ფი­ა­სა და რუ­სულ­ში.  ასე­ვე არა­ვინ შე­მო­ი­ტა­ნა შე­სა­ფა­სებ­ლად ფრან­გუ­ლი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. ამი­ტომ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, წა­ვე­დით ად­გი­ლობ­რივ და უცხო­ურ გა­მომ­ცემ­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით და ტენ­დე­რის მეშ­ვე­ო­ბით შე­ირ­ჩა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან ახ­ლოს მდგო­მი, უცხო­უ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბის მი­ერ უკ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი.

– სა­უ­ბა­რი იყო ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნა­ზეც, თუ და­იწყო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა და რო­დის უნ­და ვე­ლო­დოთ გა­ციფ­რე­ბულ წიგ­ნებს?

– ცხა­დია, ასეთ რე­ჟიმ­ში, რო­ცა დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გი­წევს გა­დას­ვ­ლა, თა­ვის­თა­ვად დგე­ბა დღის წეს­რიგ­ში ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სის შექ­მ­ნა. პრინ­ციპ­ში, ეს სა­კითხი ად­რეც იდ­გა, მაგ­რამ ახ­ლა რე­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა გახ­და, გვქონ­დეს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და, გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში, სწო­რედ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ მივ­დი­ვართ.  მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ციფ­რუ­ლი სას­წავ­ლო რე­სურ­სის შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ინ­ტე­რაქ­ტი­ულ და მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო რე­ჟიმ­ში წარ­მარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.  თუმ­ცა, ბევ­რი რამ გა­და­საწყ­ვე­ტია და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. თუნ­დაც ის, თუ რამ­დე­ნად დაძ­ლე­ვა­დია ასე­თი რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის მი­ერ. პრინ­ციპ­ში, ზო­გი­ერ­თ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გვაჩ­ვე­ნა, რომ უკ­ვე მუ­შა­ობს სხ­ვა­დას­ხ­ვა სას­წავ­ლო რე­სურ­სის გა­ციფ­რუ­ლე­ბა­ზე. ახ­ლა სა­ჭი­როა გრძელ­ვა­დი­ა­ნი და­გეგ­მ­ვა, შე­სა­ბა­მი­სი ბი­უ­ჯე­ტით.  არ შე­იძ­ლე­ბა და­იწყო ერ­თი კლა­სით და მე­რე გა­ჩერ­დე. ასე­ვე, გა­და­საწყ­ვე­ტია, რა რე­სურ­სი გა­ციფ­რულ­დეს — რო­მე­ლი­მე გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო თუ სტან­დარ­ტით გან­საზღ­ვ­რუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თო თე­მე­ბი და სა­კითხე­ბი. მიმ­დი­ნა­რე­ობს წი­ნა­რე სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის კვლე­ვა, რო­მე­ლიც ამ პრო­ცე­სებს შე­ის­წავ­ლის (ხარ­ჯ­თაღ­რიცხ­ვის შეს­წავ­ლა მოხ­დე­ბა) და ამის მი­ხედ­ვით და­იგეგ­მ­ება, თუმ­ცა ეს მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლის პერ­ს­პექ­ტი­ვაა.

– შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სა­ხით, ბეჭ­დურ წიგ­ნებს კონ­კუ­რენ­ტი გა­მო­უჩ­ნ­დეს?

– ცხა­დია, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი მხო­ლოდ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის­თ­ვის არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სას­წავ­ლო რე­ჟი­მის დრო­საც  თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ ახ­ლა პე­და­გო­გე­ბი ცალ­კე­ულ ვი­დე­ო­ებს იყე­ნე­ბენ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, ამ რე­სურ­სის სა­ხით, მათ თავ­მოყ­რი­ლი და გამ­ზა­დე­ბუ­ლი სრულ­ყო­ფი­ლი მა­სა­ლა ექ­ნე­ბათ და აღარ მო­უ­წევთ და­მა­ტე­ბი­თი დრო­ის და­ხარ­ჯ­ვა მათ მო­ძი­ე­ბა-შექ­მ­ნა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს კითხ­ვას, შე­იძ­ლე­ბა ასეც ით­ქ­ვას, თუმ­ცა, მე ამას ვუ­ყუ­რებ, რო­გორც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და უფ­რო მე­ტად მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის რე­სურსს. ბეჭ­დუ­რი წიგ­ნე­ბი რომ სრუ­ლად ჩა­ნაც­ვ­ლ­დეს, ასე­თი სა­კითხი დღის წეს­რიგ­ში არ დგას, მაგ­რამ ციფ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით აუცი­ლებ­ლად უნ­და გან­ვ­ვი­თარ­დეთ და ასე­თი ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბიც გა­ვა­ჩი­ნოთ.

– რა იყო დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხარ­ვე­ზი, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც აუცი­ლებ­ლად მო­გი­წევთ?

– ეს, პირ­ველ რიგ­ში, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვას ეხე­ბა. ცხა­დია, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა­ზე გა­დარ­თ­ვა და საკ­მა­ოდ დიდ ძა­ლის­ხ­მე­ვა­საც მო­ითხოვ­და. თუმ­ცა, მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ ძა­ლი­ან კარ­გად გა­არ­თ­ვა თა­ვი და  პრო­ცე­სი მეტ-ნაკ­ლე­ბად შედ­გა. ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­ზე მე­ტად, პრობ­ლე­მა და­გეგ­მ­ვის პრო­ცეს­ში იმი­ტომ გაჩ­ნ­და, რომ პე­და­გო­გე­ბი და­იბ­ნენ, გა­უ­ჭირ­დათ გა­დაწყ­ვე­ტა — რა იყო ის აუცი­ლე­ბე­ლი და საგ­ნის­თ­ვის არ­სე­ბი­თი, რაც უნ­და ეს­წავ­ლე­ბი­ნათ, ასე­ვე რო­გორ ეს­წავ­ლე­ბი­ნათ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ფორ­მატ­ში,  ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან, ამას უფ­რო გა­აზ­რე­ბუ­ლად და და­გეგ­მი­ლად შეხ­ვ­დე­ბი­ან, რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, შე­იქ­მ­ნა ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­მუ­ში. ეს არის პრო­ექ­ტუ­ლი ტი­პის და­ვა­ლე­ბა, სა­დაც მოს­წავ­ლემ თვი­თონ უნ­და შექ­მ­ნას შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­დუქ­ტი და ამით თე­ო­რი­უ­ლი და პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნა პრაქ­ტი­კა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, ტრან­ს­ფე­რი გა­ა­კე­თოს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მა­გა­ლი­თებ­ში, ეს არის „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ მთა­ვა­რი მოთხოვ­ნაც. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის უამ­რა­ვი ნი­მუ­ში შე­იქ­მ­ნა თბი­ლი­სის და რუს­თა­ვის სკო­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბის დახ­მა­რე­ბით, ასე­ვე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვა „კო­ა­ლი­ცი­ამ გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის“, მათ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა შექ­მ­ნეს, რო­მე­ლიც ღიაა და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თ­ვის.

– პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის გა­ნათ­ლე­ბის მთა­ვარ ხარ­ვე­ზად სა­ხელ­დე­ბო­და ის, რომ სა­მი­ნის­ტ­რომ შექ­მ­ნა რე­სურ­სი,  მაგ­რამ მი­სი  სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და და­ნერ­გ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად იმუ­შა­ვა. ამ კუთხით ხომ არ აპი­რებთ გა­აქ­ტი­უ­რე­ბას?

– გე­თან­ხ­მე­ბით. თქვენ იცით, იდე­ა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბის გა­კე­თე­ბა სკო­ლა­ში და ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს იყოს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა. ასე­თი მოთხოვ­ნა ად­რეც იყო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, მეტ­წი­ლად, ვერ ინერ­გე­ბო­და. თუმ­ცა, არც ამ­დე­ნი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ნი­მუ­ში არ მიგ­ვი­წო­დე­ბია არას­დ­როს მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“, რო­გორც გითხა­რით, მთა­ვა­რი სიტყ­ვა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბაა. სექ­ტემ­ბ­რი­დან 315 სკო­ლა ერ­თ­ვე­ბა პრო­ექ­ტ­ში, მაგ­რამ აქ არის ერ­თი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი— სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გვაქვს 24 ად­გი­ლი, სა­დაც იქ­ნე­ბი­ან გან­თავ­სე­ბულ­ი საგ­ნობ­რივ ექ­ს­პ­რეტ­თა ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ 315 სკო­ლას, ყო­ველ­დღი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის რე­ჟიმ­ში, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით და­ეხ­მა­რე­ბი­ან სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის შედ­გე­ნა­ში, ანუ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა­ში, და­ნერ­გ­ვა­სა და შემ­დეგ პრო­ცე­სე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა­ში. მაგ­რამ, ცხა­დია, 315 სკო­ლის გარ­და, კი­დევ ბევ­რი სკო­ლაა ქვე­ყა­ნა­ში. თი­თო­ე­ულ ასეთ ჯგუფს და­ვა­ლე­ბუ­ლი აქვს, მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ახ­ლომ­დე­ბა­რე სკო­ლებ­თან და­ამ­ყა­როს ურ­თი­ერ­თო­ბა და თუნ­დაც პა­სი­ურ რე­ჟიმ­ში გა­უ­წი­ოს მათ პე­და­გო­გებს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. ახ­ლა დი­რექ­ტო­რებ­თან ვიწყებთ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, რომ გა­მო­ყონ ე.წ. ცვლი­ლე­ბე­ბის აგენ­ტე­ბი სკო­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც იმუ­შა­ვე­ბენ საგ­ნობ­რივ ექ­ს­პერ­ტებ­თან და ამით, ერ­თ­გ­ვა­რად,  სა­ფუძ­ველს მო­ამ­ზა­დე­ბენ პრო­ექ­ტის და­სა­ნერ­გად. მო­მა­ვა­ლი წლი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 450 სკო­ლა და­ე­მა­ტე­ბა, შემ­დეგ კი­დევ 450 და 2024 წლამ­დე ყვე­ლა სკო­ლა­ში შე­ვალთ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“, ანუ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვით.

– რე­ა­ლუ­რად რა შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პი­ლო­ტი­რე­ბამ?

– პრო­ექ­ტის დაწყე­ბის დღი­დან ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პი­ლო­ტი­რე­ბა, ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის დახ­ვე­წა. ვამ­ბობთ, რომ ეს არის საკ­ლა­სო ოთა­ხი­დან დაწყე­ბუ­ლი რე­ფორ­მა, ამი­ტომ ის გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი, რაც ამ­ჟა­მად გვაქვს ყვე­ლა სა­გან­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 4000-მდე მას­წავ­ლებ­ლის უკუ­კავ­ში­რის სა­ფუძ­ველ­ზე არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი. და­იხ­ვე­წა არა მხო­ლოდ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, შევ­ც­ვა­ლეთ მიდ­გო­მე­ბიც. თუ მა­ნამ­დე ერთ სკო­ლა­ში ვაგ­ზავ­ნი­დით მხარ­დამ­ჭერ ჯგუფს, ახ­ლა მთე­ლი ქსე­ლი შე­იქ­მ­ნე­ბა. რო­გორც ზე­მო­თაც აღ­ვ­ნიშ­ნე, 24 ად­გილ­ზე გვე­ყო­ლე­ბა კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბის­გან, საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბის­გან, ასე­ვე ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ლი­დე­რო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან შემ­დ­გა­რი მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც მჭიდ­რო კავ­შირ­ში იქ­ნე­ბა რო­გორც სკო­ლებ­თან, ასე­ვე რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­თან. მო­ნი­ტო­რინ­გ­მა რაც აჩ­ვე­ნა, ზო­გა­დად, თა­ვი­დან ძნე­ლად მი­დის პრო­ცე­სი, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­გორც კი ალ­ღოს უღე­ბენ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შექ­მ­ნას და გა­მოც­დი­ან კლას­ში, ხე­და­ვენ რო­გო­რი ჩარ­თუ­ლე­ბი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი,  მე­რე ყვე­ლა­ფე­რი უმარ­ტივ­დე­ბათ. რაც მთა­ვა­რია, არც ერ­თი ბავ­შ­ვი არ რჩე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა, ყვე­ლა ქმნის შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­დუქტს. ამი­ტომ, რო­გორც კი ერთ ან ორ და­ვა­ლე­ბას შე­ას­რუ­ლე­ბენ, ყო­ველ­გ­ვა­რი ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე, აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი და, შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი.

სექ­ტემ­ბერ­ში ვგეგ­მავთ შე­ფა­სე­ბას, გვინ­და გავ­ზო­მოთ პროგ­რა­მის პროგ­რე­სი — რა მი­ვი­ღეთ, რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა უფ­რო გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლი და ა.შ. თუმ­ცა, მო­ნი­ტო­რინგს მუდ­მი­ვად აწარ­მო­ებ­დ­ნენ ჩვე­ნი ექ­ს­პერ­ტე­ბი, იმის­თ­ვის, რომ დაგ­ვე­ნა­ხა, სად უჭირ­და სკო­ლას და სად სჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა. შემ­დეგ, ჩვე­ნი გუნ­დი მათ ად­გილ­ზე ეხ­მა­რე­ბო­და. პოს­ტ­შე­ფა­სე­ბა კი­დევ უფ­რო ზუსტ სუ­რათს მოგ­ვ­ცემს — სად ვი­ყა­ვით და ახ­ლა სად ვართ.

– ხომ არ არის იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ,  უშუ­ა­ლოდ თქვე­ნი ქო­უ­ჩე­ბი­სა და მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფე­ბის გა­რე­შე, ეს მო­დე­ლი შე­ნელ­დეს ან შე­ჩერ­დეს. შეძ­ლე­ბენ თუ არა და­მო­უ­კი­დებ­ლად გაგ­რ­ძე­ლე­ბას? შემ­დ­გომ­შიც გა­აგ­რ­ძე­ლებთ მო­ნი­ტო­რინგს?

– ამის სა­შიშ­რო­ე­ბას ნამ­დ­ვი­ლად ვერ ვხე­დავთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 315 სკო­ლა­ში მხო­ლოდ ერ­თი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­შია და­გეგ­მი­ლი  ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ გა­ზაფხუ­ლი­დან მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას შევ­წყ­ვეტთ. სწო­რედ ამის­თ­ვის შევ­ქ­მე­ნით რე­გი­ო­ნუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად კავ­შირ­ში იქ­ნე­ბი­ან სკო­ლებ­თან. მე ვიტყო­დი, რომ ეს არის გზა რე­ა­ლუ­რი დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის­კენ, რო­ცა სკო­ლას აქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბა თა­ვად გან­საზღ­ვ­როს მი­სი სა­ვა­ლი გზა, ხო­ლო მის გვერ­დით კი არ­სე­ბობს  ძლი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ად­გილ­ზე გა­უ­წი­ოს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ.

მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფე­ბი, ამ­ჟა­მად, პროგ­რა­მი­დან ფი­ნან­ს­დე­ბი­ან, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გვინ­და, რომ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ბა­ზა­ზე იფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რონ.

რაც შე­ე­ხე­ბა მონ­ტო­რინგს გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში,  ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ ნა­ეკ­თან და ვგეგ­მავთ მე­ოთხე, მე­ექ­ვ­სე და მეცხ­რე კლა­სებ­ში ყო­ველ­წ­ლი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, მოს­წავ­ლე­ე­ბის აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვის პროგ­რე­სი­სა და სას­კო­ლო კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ნა­ხა­ვად.

– ერ­თი წი­ნა­და­დე­ბით რომ გვითხ­რათ, ახ­ლი სკო­ლის მო­დე­ლი რა არის სკო­ლის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და მოს­წავ­ლის­თ­ვის?

– ეს არის სკო­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი მო­დე­ლი, რომ მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­უ­კე­თე­სოდ და­გეგ­მოს სა­კუ­თა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზა, და­გეგ­მოს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი ისე, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შე­იქ­მ­ნას პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მო, სა­დაც ყვე­ლა ბავ­შ­ვი იგ­რ­ძ­ნობს თავს მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად და შეძ­ლებს სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას.

– რო­გორც ცნო­ბი­ლია, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის და­ნერ­გ­ვის მიზ­ნით, მზად­დე­ბა ბი­ლინ­გ­ვუ­რი პრო­ექ­ტი. რო­დის და­იწყე­ბა პი­ლო­ტი­რე­ბა და რას გუ­ლის­ხ­მობს ეს პრო­ექ­ტი?

– სექ­ტებ­რი­დან ვიწყებთ პი­ლო­ტი­რე­ბას. ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ვფიქ­რობთ, გარ­კ­ვე­უ­ლი საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა ქარ­თულ ენა­ზე შე­ვი­დეს, რაც სა­ხელ­მ­წი­ფო ენის რე­ა­ლუ­რად გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში. ამ მოს­წავ­ლე­ებ­მა, მშობ­ლი­ურ ენას­თან ერ­თად, ასე­ვე სრულ­ყო­ფი­ლად უნ­და აით­ვი­სონ სა­ხელ­მ­წი­ფო ენა, წიგ­ნი­ერ დო­ნე­ზე, რომ აღარ ჰქონ­დეთ პრობ­ლე­მა შემ­დ­გო­მი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის, ან და­საქ­მე­ბის კუთხით. ქარ­თულ ენა­ზე შე­სას­წავ­ლი საგ­ნე­ბი სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის  გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­ირ­ჩე­ვა, მა­გა­ლი­თად, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ხე­ლოვ­ნე­ბა მე­ო­რე კლას­ში­, თუ­კი სკო­ლას ჰყავს ხე­ლოვ­ნე­ბის  მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც კარ­გად იცის რო­გორც ქარ­თუ­ლი ენა, ასე­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლი­უ­რი ენა. გარ­და ამი­სა, მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და იცო­დეს  ასეთ გა­რე­მო­ში რო­გორ წარ­მარ­თოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. სექ­ტემ­ბ­რი­დან, ექვს სკო­ლა­ში ვიწყებთ პი­ლო­ტი­რე­ბას (სა­მი სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი და სა­მი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლა). პირ­ველ ეტაპ­ზე  გა­მო­იც­დე­ბა სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი და მომ­ზად­დე­ბი­ან მას­წავ­ლე­ბლები.

პი­ლო­ტი­რე­ბა იმას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“, სა­ბო­ლო­ოდ, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­შიც შე­ვი­დეს, უბ­რა­ლოდ, პრო­ცესს ბი­ლინ­გ­ვუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა ემა­ტე­ბა.

– და­ბო­ლოს, რას ეტყო­დით მას­წავ­ლებ­ლებს ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ისევ რთუ­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის წინ?

– ჩვენ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა ღირ­სე­უ­ლად  მი­ი­ღეს გა­მოწ­ვე­ვა და ისე­თი უნა­რე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს, რომ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამის შემ­დეგ არა­ნა­ი­რი სირ­თუ­ლის აღარ შე­ე­შინ­დე­ბათ. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ამ შე­მარ­თე­ბით გა­აგ­რ­ძე­ლონ ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლიც და ვუ­სურ­ვებ მათ წარ­მა­ტე­ბებს.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები