18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­თა მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნის ხელ­შე­საწყო­ბად

spot_img

ირინე კუჭავა
სსიპ მალ­ხაზ აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის  ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩა­ის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

21-ე სა­უ­კუ­ნე ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და მიღ­წე­ვე­ბის ეპო­ქაა. შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ანს გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თვით­დამ­კ­ვიდ­რე­ბი­სა და რე­ა­ლი­ზე­ბი­სათ­ვის სჭირ­დე­ბა ანა­ლი­ტი­კუ­რი/კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბის, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის, ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, პრე­ზენ­ტა­ცი­ის, ჯან­სა­ღი დის­კუ­სი­ის, სო­ცი­ა­ლუ­რი და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი უნა­რე­ბი. ამი­ტო­მაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლებ­ლებ­მა ხე­ლი შე­ვუწყოთ მოს­წავ­ლე­ებ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მოვ­ლე­ნას რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი, ისე არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. მა­ინც რა არის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა? არის თუ არა ამ გზით მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რი შე­დე­გის მომ­ტა­ნი?

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ცოდ­ნის მი­ღე­ბის ისე­თი­ვე აღი­ა­რე­ბუ­ლი ფორ­მაა, რო­გო­რიც ფორ­მა­ლუ­რი. ის მიზ­ნად ისა­ხავს ბავ­შ­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბის, კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას არა­ფორ­მა­ლურ, ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში, სა­დაც ბავ­შ­ვებს ექ­მ­ნე­ბათ მო­ტი­ვა­ცია იმოქ­მე­დონ და ის­წავ­ლონ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბი იყე­ნე­ბენ, ივი­თა­რე­ბენ და იღ­რ­მა­ვე­ბენ ფორ­მა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მო­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნას. იგი იძ­ლე­ვა არა მხო­ლოდ ცოდ­ნას, არა­მედ ისეთ უნა­რებს, რაც ცხოვ­რე­ბის გზა­ზე მრა­ვალ­მ­ხ­რივ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და და­ეხ­მა­რე­ბა მათ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში.

მოს­წავ­ლე­ებს ხში­რად უჭირთ გა­მო­ავ­ლი­ნონ ში­ნა­გა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, აწუ­ხებთ და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ში­ში, ქცე­ვა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლილ პრობ­ლე­მებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა­ში ბავ­შ­ვებს ნაკ­ლე­ბად ეხ­მა­რე­ბა ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი და მო­უქ­ნე­ლი სას­კო­ლო გა­რე­მო. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ფორ­მა­ლურ სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ზე, არა­მედ ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­სურ­ვე­ლია, რე­ა­ლიზ­დე­ბო­დეს არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში.

ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ხელს უწყობს ფორ­მა­ლურ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­საც. ავი­თა­რებს ისეთ უნა­რებს, რაც ფორ­მა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. სა­კო­მუ­ნი­კა­ციო უნა­რე­ბი, ში­და მო­ტი­ვა­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და მო­ტი­ვა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, სხარ­ტი აზ­როვ­ნე­ბა, თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბა, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა წარ­მო­ად­გენს დამ­ხ­მა­რე სა­შუ­ა­ლე­ბებს ფორ­მა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში მო­ზარ­დის უკეთ ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სათ­ვის. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ერთ-ერ­თი ხერ­ხია კლუ­ბუ­რი მუ­შა­ო­ბა, რომ­ლის სარ­გე­ბელ­ზეც მინ­და გი­ამ­ბოთ.

სკო­ლა­ში, ჩე­მი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბი. შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის. მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, და­ფიქ­რ­დ­ნენ წა­კითხულ­ზე და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა რე­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­ი­ყე­ნონ. აქ­ტი­ვო­ბებ­ში თა­ნა­ბა­რი ინ­ტე­რე­სით არი­ან ჩარ­თუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი, ისი­ნი კრი­ტი­კუ­ლად გა­ნი­ხი­ლა­ვენ, აფა­სე­ბენ წა­კითხულს და სა­უბ­რო­ბენ სა­კუ­თა­რი, მკითხ­ვე­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან. წე­რენ ესე­ებს, ჩა­ნა­ხა­ტებს, ქმნი­ან ილუს­ტ­რი­რე­ბულ ტექ­ს­ტებს.

მინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ კლუ­ბუ­რი მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში შექ­მ­ნი­ლი მოს­წავ­ლე­თა ნა­მუ­შევ­რე­ბი, სა­დაც მათ ნა­წერ­სა თუ ნა­ხატ­ში მა­თი­ვე თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნია გა­მოყ­ვა­ნი­ლი. რო­დე­საც ლი­ტე­რა­ტუ­რულ კლუბ­ში ალ­ბერ კა­მი­უს რო­მანს „უცხო“ გან­ვი­ხი­ლავ­დით, იქ­ვე გაჩ­ნ­და იდეა, რომ და­ე­ხა­ტათ ვის რო­გო­რი წარ­მო­ედ­გი­ნა თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხე. მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბა და მო­ტი­ვა­ცია მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და, რად­გან მოს­წავ­ლე­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ირ­ჩევ­დ­ნენ სა­მუ­შა­ოს და ნაშ­რო­მე­ბიც ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­მო­უ­ვი­დათ.

 

✍️იბ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა

თა­ვი­სუფ­ლე­ბის ცნე­ბა იმ­დე­ნად ფარ­თოა, რომ რთუ­ლია მას­ზე სა­უ­ბა­რი, მი­სი აზ­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი ხომ თა­ვად ლი­ტე­რა­ტუ­რაა. ამა­ზე ფიქ­რი ათას სიტყ­ვა­სა და კითხ­ვის ნი­შანს მი­ჩენს. დიდ­ხანს ვე­ცა­დე ამ სიტყ­ვე­ბის გო­ნე­ბა­ში და­ლა­გე­ბას და რო­ცა სკო­ლა­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რულ კლუბ­ში გან­ვი­ხი­ლავ­დით ალ­ბერ კა­მი­უს რო­მანს „უცხო“, მივ­ხ­ვ­დი, რომ მერ­სო იყო ის პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­მეხ­მა­რე­ბო­და ჩე­მი ფიქ­რე­ბი, გრძნო­ბე­ბი, ემო­ცი­ე­ბი და გან­ც­დე­ბი სხვე­ბის­თ­ვი­საც გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა.

რო­გო­რია თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი და რო­გო­რი მინ­და ვი­ყო მე.

სი­ცოცხ­ლე თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. მაშ, სიკ­ვ­დი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­სას­რუ­ლია? რო­მა­ნის „უცხო“ პერ­სო­ნა­ჟის, მერ­სოს, სიკ­ვ­დი­ლი სი­ცოცხ­ლის გზის და­სას­რუ­ლია. აქ­ვე მახ­სენ­დე­ბა დას­ჯამ­დე მერ­სოს სიტყ­ვე­ბიც: „სიკ­ვ­დილ­თან მი­ახ­ლო­ე­ბი­სას დე­და თავს, ალ­ბათ, თა­ვი­სუფ­ლად გრძნობ­და. ამი­ტომ და­იწყო, ალ­ბათ, დე­დამ სიკ­ვ­დი­ლის მო­ლო­დინ­ში თა­ვი­დან სი­ცოცხ­ლე. რად­გან… იქ, იმ თავ­შე­საფ­რის გარ­შე­მო, სა­დაც სი­ცოცხ­ლე ქრე­ბო­და, სა­ღა­მო მე­ლან­ქო­ლი­ურ ამო­სუნ­თ­ქ­ვას ჰგავ­და“. მერ­სოს თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა სხვა­ნა­ი­რია, სხვა­ნა­ი­რია მერ­სოც, რო­მელ­საც ვე­რა­ვინ უგებს, თვით უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი. ის სხვაგ­ვა­რად აფა­სებს მოვ­ლე­ნებს, არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სო­ცი­უ­მის კა­ნო­ნებს და არ იქ­ცე­ვა ისე, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ითხოვს, ის თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნია. მერ­სო წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც გა­ყი­ნუ­ლი სუ­ლი აქვს და ვერც ერ­თ­მა სუ­ლი­ერ­მა ვერ მის­ცა მას ის სით­ბო, რო­მე­ლიც მას და­ად­ნობ­და (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასე ფიქ­რობ­დ­ნენ მის გარ­შე­მო მყოფ­ნი). ვე­რა­ვინ ხვდე­ბო­და, რომ ამ სი­ცი­ვის, გულ­გ­რი­ლო­ბის უკან იყო უდი­დე­სი ჰუ­მა­ნის­ტი. ამი­ტომ არ და­ი­ტი­რა დე­და, მო­წია სი­გა­რე­ტი და და­ლია ყა­ვა დე­დის დაკ­რ­ძალ­ვა­ზე. მო­ი­ხა­და თა­ვი­სი ვა­ლი. მე­ო­რე დღეს კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის ფილ­მის სა­ყუ­რებ­ლად წა­ვი­და. სიკ­ვ­დი­ლის წინ კი ფიქ­რობ­და… რა­ზე?

თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის მებ­რ­ძოლ ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­თ­ვის ძვი­რად უჯ­დე­ბო­დათ ეს ბრძო­ლა, ზოგ­ჯერ სი­ცოცხ­ლის ფა­სა­დაც კი. გა­ნა ეს საზღა­უ­რი ზედ­მე­ტად ძვი­რი არ არის? რას ფიქ­რობ­და იგი, რო­ცა დი­დი და­ძი­ნე­ბის ქა­რაფ­ზე ადი­ო­და (ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის „იგი“)? რა მოხ­დე­ბო­და, უკან რომ არ მო­ე­ხე­და და გა­მარ­თუ­ლი ზუ არ და­ე­ნა­ხა? ან კი­დევ რა აზ­რი აქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბას სიკ­ვ­დი­ლის მე­რე? რა? მკვდარს რად უნ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბა? ის ფრთებს ვერ გაშ­ლის და მწვერ­ვა­ლე­ბამ­დე ვერ გა­ი­ნა­ვარ­დებს, რო­გორც რი­ჩარდ ბა­ხის ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­ულ­მა თო­ლია ჯო­ნა­თან ლი­ვინ­გ­ს­ტონ­მა შეძ­ლო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით იცო­და თუ რა მო­ე­ლო­და – გა­რიყ­ვა, გა­კიცხ­ვა, მარ­ტო­ო­ბა.

მერ­სო­სა და იგის შო­რის ერ­თი დი­დი, რთუ­ლად შე­სამ­ჩ­ნე­ვი მსგავ­სე­ბაა. ეს მა­შინ და­ვი­ნა­ხე, რო­დე­საც ლი­ტე­რა­ტუ­ლურ კლუბ­ში გა­მარ­თულ დის­კუ­სი­ა­ზე („ვინ ვარ მე“ და „მერ­სო – სიმ­ბო­ლო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“) აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა. ამ დროს შე­ვამ­ჩ­ნიე, რომ ამ ორი პერ­სო­ნა­ჟის სიკ­ვ­დილს, ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, საკ­მა­ოდ და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და, მე­ო­რე მხრივ, და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი, უმეტყ­ვე­ლო, გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ბრბო უყუ­რებს და ზე­ი­მობს. რას ზე­ი­მო­ბენ თა­ვა­დაც არ იცი­ან, ადა­მი­ა­ნის სიკ­ვ­დილს? სიკ­ვ­დი­ლის მი­ზე­ზი თუ იცი­ან? თუმ­ცა მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა მა­თაც კი არ იცი­ან, ვი­საც სულ მა­ლე ფეხ­ქ­ვეშ მი­წა გა­მო­ეც­ლე­ბა და თა­ვი მხრე­ბის­გან გა­ნუ­ცალ­კავ­დე­ბა, მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა არა, მაგ­რამ მი­ზა­ნი კი ცნო­ბი­ლია. მათ­გან დარ­ჩა რა­ღაც… „არა სხე­უ­ლის, არა­მედ სუ­ლის სა­ჭუ­რი­სო­ბას ნიშ­ნავს მო­ნო­ბა“ – ყუ­რებ­ში ჩა­მეს­მის კრუს ხი­მე­ნე­სის ეს სიტყ­ვე­ბი და კი­დევ უფ­რო მი­ორ­კე­ცებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვის ჟინს (ოთარ ჭი­ლა­ძე „ადა­მი­ა­ნი გა­ზე­თის სვეტ­ში“) და რაც მო­ნო­ბაა, ის არის წარ­მ­წყ­მე­დი ყო­ვე­ლი სი­ნათ­ლის, სით­ბო­სა და აზ­რის, რო­მე­ლიც შიგ­ნი­დან ჭამს ადა­მი­ანს, ძვლებს უღ­რ­ღ­ნის, სა­ნამ ბო­ლომ­დე არ მო­იდ­რეკს ის ქედს, მაქ­სი­მა­ლუ­რად არ მო­იხ­რე­ბა და შუბ­ლით მი­წას არ და­ხე­დავს, რა­თა აღარ მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა ახე­დოს მზე­სა და ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს, იცუ­რა­ოს ტბა­ში საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად, წა­ვი­დეს კი­ნო­ში და არ და­ი­ტი­როს დე­და, არ მოჭ­რას მარ­ჯ­ვე­ნა მტერს და და­უ­პი­რის­პირ­დეს ტომს, თა­ნა­მოძ­მე­ებს, სა­სა­მარ­თ­ლოს, თემ­სა და მის კა­ნო­ნებს. „მტერს მოვ­კ­ლავ, კი­დევ არ მოვ­ს­ჭ­რი მარ­ჯ­ვე­ნას მა­გათ ჯაბ­რი­თა… ვაი ეგე­თას სა­მარ­თალს, მო­ნათ­ლულს ცოდ­ვა-ბრა­ლი­თა“ (ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პო­ე­მა „ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი“). ალუ­დას ფე­რიც­ვა­ლე­ბაც ამა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. სა­კუ­თარ თავ­თან ჭი­დილ­სა და ას­წ­ლე­უ­ლო­ვან ტრა­დი­ცი­ებ­თან შე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბის შემ­დეგ გა­მო­ა­ნა­თა მან ის შუ­ქი, რო­მე­ლიც მის სხე­ულ­ში, სულ­ში, გულ­სა და გო­ნე­ბა­ში ბუ­დობ­და. ამ სი­ნათ­ლემ კი ისე და­აბ­რ­მა­ვა სხვე­ბი, რომ მათ­თ­ვის მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნი და მე­ო­მა­რი, სიტყ­ვაწყ­ლი­ა­ნი და ბრძე­ნი, პა­ტივ­ცე­მუ­ლი ალუ­და სოფ­ლი­დან გა­ა­ძე­ვეს. მე მა­ინც ვფიქ­რობ, ალუ­დამ ჩათ­ვა­ლა, რომ სხვე­ბი არ იყ­ვ­ნენ მზად ამ სი­მარ­თ­ლის მი­სა­ღე­ბად და ვერ აღიქ­ვამ­დ­ნენ მათ თა­ვი­სუფ­ლად მო­აზ­როვ­ნე, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი აზ­რის და­სა­ცა­ვად მებ­რ­ძოლ ადა­მი­ა­ნე­ბად. „და ვინც სხვას არ­თ­მევს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მო­ნაა ისიც“ („ადა­მი­ა­ნი გა­ზე­თის სვეტ­ში“). სწო­რედ ეს არის მთა­ვა­რი ძა­ლა, რო­მელ­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვა­ნი­ჭებს ადა­მი­ა­ნებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი, იგი, მერ­სო, თო­ლია ჯო­ნა­თან ლი­ვინ­გ­ს­ტო­ნი, კრუს ხი­მე­ნე­სი, და­ბო­ლოს, მე და შენ.

არ ვი­ცი რამ­დე­ნად შევ­ძე­ლი ზუს­ტად გა­მო­მეყ­ვა­ნა ჩე­მი სხე­უ­ლი­დან და გად­მო­მე­ტა­ნა ფურ­ცელ­ზე ისე­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­გო­რიც წარ­მო­ვიდ­გი­ნე, თუმ­ცა ერთ რა­მეს და­ვა­კონ­კ­რე­ტებ, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ აქვს გან­მარ­ტე­ბა, ის შენ­შია, უნ­და წარ­მო­ა­ჩი­ნო და ყვე­ლა დაბ­რ­კო­ლე­ბას და­უხ­ვედ­რო წინ. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ხომ „ნა­ზია რო­გორც დე­მო­ნის ფრთე­ბის შე­ხე­ბა“, მაგ­რამ ზოგს ეს შე­ხე­ბა ძლი­ერ წვავს და სა­მა­რა­დი­სო შრამს უტო­ვებს, ის ტო­ვებს ნაკ­ვა­ლევს, რო­მელ­საც სიკ­ვ­დი­ლიც ვერ წაშ­ლის. ვერც წვი­მა გა­აქ­რობს და იქ­ნე­ბა რო­გორც ამო­უვ­სე­ბი ნაპ­რა­ლი, გა­მარ­თუ­ლი ზუ, თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი… „იგის­გან სწო­რედ ის დარ­ჩა, რაც იგი­ში იგი იყო“ და ვინ ვარ მე, სწო­რედ ის, რაც ჩემ­შია.

ნა­თია ქა­რო­სა­ნი­ძე, მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე

 

✍️რა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ჩემ­თ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა? ეს, რა თქმა უნ­და, არ გუ­ლის­ხ­მობს აკე­თო მხო­ლოდ ის, რაც მო­გინ­დე­ბა, არა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმ­დე­ნად ფარ­თო ცნე­ბაა, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ზუს­ტად გან­საზღ­ვ­რო მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­ში ის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ხით, ხიბ­ლი­თა და ფორ­მით არ­სე­ბობს. პი­რა­დად მე, თა­ვი­სუფ­ლე­ბას ხატ­ვა მა­ნი­ჭებს, სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე ჩე­მი ფიქ­რე­ბი ამ სა­ხით მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა თქვენ­თ­ვის. აი, სა­ხე თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი­სა… და ვარ თუ არა ის მე.

ლი­ზი ქა­რო­სა­ნი­ძე, მე-8 კლა­სის მოს­წავ­ლე

 

✍️ეს კი ანას­ტა­სი­ას თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხე-სიმ­ბო­ლოა

ანას­ტა­სია ფუტ­კა­რა­ძე,

მე-8 კლა­სის მოს­წავ­ლე

 

 

 

ამ­გ­ვა­რად, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ფორ­მა­ლუ­რი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა. სკო­ლებ­ში საგ­ნობ­რი­ვი კლუ­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­თა კმა­ყო­ფი­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სწავ­ლის შე­დე­გე­ბით, ზრდის მათ მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას, თავს გრძნო­ბენ რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლად, რაც, სა­ბო­ლო­ოდ, აყა­ლი­ბებს ჯან­სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ახალ­გაზ­რ­და პი­როვ­ნე­ბებს, რო­მელ­თაც აქვთ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მა გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვის პრო­ცეს­ში და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

https://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/project-result-content/6fabb42c-b2d0-4c35-93cb-c7953c44e01d/Research_in_Georgia__GEO_.pdf

https://mastsavlebeli.ge/?p=34187

https://mastsavlebeli.ge/?p=29043

https://lelabubashvili.blogspot.com/p/blog-page_49.html

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები