3 თებერვალი, ორშაბათი, 2025

არა­სო­დეს ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის „მოღ­ვა­წე­ო­ბა“ არ და­მირ­ქ­მე­ვია

spot_imgspot_img

თა­მარ კვი­ნი­კა­ძე

სე­რო­ფე ბენ­გო­ან-ლე­ვო­ნი­ა­ნის „ჯი­ვა­ნის“ სა­ხე­ლო­ბის ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კარ­წა­ხის ს/სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი სი­ტუ­ა­ციაა, ცო­ტა არ იყოს, ჩემს თავ­ზე სა­უ­ბა­რი მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა, თუმ­ცა, რო­დე­საც შე­ნით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­ზე­თი, რო­გო­რი­ცაა „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“, მი­ნი­მუმ, მად­ლი­ე­რე­ბით უნ­და მი­ი­ღო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, კი­დევ ერ­თხელ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დო უფალს, რომ ხარ ზუს­ტად იქ, სა­დაც ხარ და და­ფიქ­რ­დე, რა არის ის, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა მო­ი­წო­ნო თა­ვი, რა არის ის, რაც გიქ­მ­ნის სირ­თუ­ლეს, რა გინ­და სა­მო­მავ­ლოდ და ა.შ.

არა­სო­დეს ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის „მოღ­ვა­წე­ო­ბა“ არ და­მირ­ქ­მე­ვია, რა­ტომ­ღაც, ვფიქ­რობ, რომ მოღ­ვა­წე ცო­ტა სხვა კა­ტე­გო­რიაა… ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას ჰქვია საყ­ვა­რე­ლი საქ­მის ერ­თ­გუ­ლე­ბა, თავ­და­დე­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­თა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბით პა­ტი­ვის­ცე­მის მო­პო­ვე­ბა, რაც შემ­დ­გომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის გა­რან­ტი გახ­და.

რას ვიტყ­ვი ახალს ჩემ­ზე?

წი­ნა ნო­მერ­ში ვი­სა­უბ­რე იმ სირ­თუ­ლე­ე­ბის, ბა­რი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ, რა იყო ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. თუმ­ცა, რო­დე­საც გიყ­ვარს შე­ნი საქ­მე, ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თ­ვი­საც მუ­შა­ობ, რო­დე­საც ერ­თ­ნა­ი­რად იღებ შე­ქე­ბა­საც და შე­ნიშ­ვ­ნა­საც, ზრდაც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია და ზრდას მოჰ­ყ­ვე­ბა სწო­რედ, ბა­რი­ე­რე­ბის დაძ­ლე­ვაც. ასე დავ­ძ­ლი­ეთ მე და ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი და არა მარ­ტო ენობ­რი­ვი, გავ­ხ­დით მე­გობ­რე­ბი… მათ იცი­ან, რომ ჩე­მი იმე­დი ყო­ველ­თ­ვის შე­უძ­ლი­ათ ჰქონ­დეთ ისე, რო­გორც მე მა­თი.

 

თუმ­ცა, ყო­ველ­თ­ვის არის ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ისე­თი რამ, რაც სირ­თუ­ლეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და რა­ტომ­ღაც, ვი­ფიქ­რე, რომ ამის დაძ­ლე­ვის ძა­ლა არ მაქვს, ეს უკ­ვე აღე­მა­ტე­ბა ჩემს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მაგ­რამ…

ოც­ნე­ბად (არ ვი­ცი, ვის­თ­ვის რო­გორ აღიქ­მე­ბა ეს) მქონ­და გა­დაქ­ცე­უ­ლი პირ­ველ კლას­ში ან­ბა­ნის შე­მობ­რ­ძა­ნე­ბა ცო­ტა მე­ტად გრან­დი­ო­ზუ­ლად აღ­მე­ნიშ­ნა, რო­გორც ამას ქარ­თულ სკო­ლებ­ში აკე­თე­ბენ, რა­თა, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის თა­ვი­დან­ვე მეს­წავ­ლე­ბი­ნა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, მაგ­რამ ვერ ვბე­დავ­დი, ვფიქ­რობ­დი, ისე ვერ მო­ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ მსგავ­სი ტი­პის გაკ­ვე­თი­ლი ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა. თუმ­ცა, აქაც ჩე­მი კო­ლე­გე­ბის, კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და­მეხ­მა­რა, რომ ეს საქ­მე გა­მე­მარ­ტი­ვე­ბი­ნა. რო­დე­საც მო­ვუს­მი­ნე მათ გაკ­ვე­თი­ლებს, გა­ო­ცე­ბუ­ლი და აღ­ტა­ცე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი და ჩავ­თ­ვა­ლე, რომ, თურ­მე, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია და შე­ვე­ჭი­დე ამ საქ­მეს. შე­დეგ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ჩე­მი პა­ტა­რე­ბი ისე­თი მონ­დო­მე­ბით მომ­ყ­ვე­ბოდ­ნენ, რომ გაკ­ვე­თილ­ზე, რო­დე­საც „ანი ბა­ნი, გა­ნი“-ს მღე­როდ­ნენ, ემო­ცი­ებს ძლივს ვი­კა­ვებ­დი. სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლი მომ­დი­ო­და, რომ ამ პა­ტა­რა, არა­ქარ­თულ სო­ფელ­ში, არა­ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ მხო­ლოდ 6 წლის არი­ან, ქარ­თუ­ლად მღე­რი­ან, ქარ­თულ სიტყ­ვებს სწავ­ლო­ბენ და უხა­რი­ათ, რო­დე­საც წი­ნა­და­დე­ბის გა­მარ­თუ­ლად თქმის­თ­ვის ჩემ­გან შე­ქე­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ… ამას­თან, მიყ­ვე­ბი­ან მათ მშობ­ლი­ურ ენა­ზე, რო­გორ მონ­დო­მე­ბით მე­ცა­დი­ნე­ო­ბენ სახ­ლ­ში… ზო­გი მა­თი ნათ­ქ­ვა­მი მეს­მის, ზო­გი არა… თუმ­ცა, მა­თი თვა­ლე­ბი მეტს ამ­ბობს და ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ.

სა­სი­ხა­რუ­ლოა და სა­ა­მა­ყო, რომ დაბ­რ­კო­ლე­ბას აღარ წარ­მო­ად­გენს უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა, რაც ად­რე რთუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და. ახ­ლა თვი­თონ მთა­ვა­ზო­ბენ რა­ღაც ახა­ლი დავ­გეგ­მოთ, გა­ვა­კე­თოთ, ჩემ­გა­ნაც უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რას იღე­ბენ და მე ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ. ერ­თად ვუ­ფე­რა­დებთ დღე­ებს ერ­თ­მა­ნეთს.

ოც­ნე­ბა მა­ინც დამ­რ­ჩა…

ჩე­მი ოთა­ხი, სა­დაც მექ­ნე­ბა, წიგ­ნე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რი ინ­ტერ­ნეტ­ში ჩარ­თუ­ლი, გა­ნა­თე­ბა და რაც მთა­ვა­რია, სიმ­შ­ვი­დის ფე­რი, მწვა­ნე ფე­რი…

იმე­დია, ეს ოც­ნე­ბაც ამიხ­დე­ბა, ამ­ბო­ბენ, რაც ძა­ლი­ან გინ­და, აუცი­ლებ­ლად აგის­რულ­დე­ბაო…

ხო­და, ვე­ლო­დე­ბი, ამიხ­დეს ეს ოც­ნე­ბაც…

 

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები