21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

არა მხო­ლოდ ერთ სა­გან­სა და სფე­რო­ზე მორ­გე­ბუ­ლი, არა­მედ უფ­რო ღია და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი უნ­და იყო

spot_img

თა­მარ ზა­კა­ლაშ­ვი­ლი

📌პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი მხო­ლოდ ჩემს პი­რად ხედ­ვებ­სა და აზ­რებს უკავ­შირ­დე­ბა

დაწყე­ბი­თი კლა­სებ­ში სკო­ლა-გიმ­ნა­ზია „გორ­და­ში“ ვსწავ­ლობ­დი. ძა­ლი­ან პა­ტა­რა სკო­ლა გვქონ­და, სულ 80 მოს­წავ­ლით. ამი­ტომ ყვე­ლა კარ­გად ვიც­ნობ­დით ერ­თ­მა­ნეთს, რო­გორც პა­ტა­რა ოჯა­ხი, ისე ვი­ყა­ვით. მყავ­და ძა­ლი­ან კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­დ­ნენ ჩვენ­თ­ვის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მო­ე­ცათ.

სამ­წუ­ხა­როდ, რამ­დე­ნი­მე წელ­ში, სკო­ლამ აკ­რე­დი­ტა­ცია ვერ გა­ი­ა­რა, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო და სწავ­ლა კერ­ძო სკო­ლა „თამა­რი­ონ­ში“ გა­ვაგ­რ­ძე­ლე. სა­ინ­ტე­რე­სო საგ­ნებს ვსწავ­ლობ­დი, მყავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ის­ტო­რი­ა­ში, ქარ­თულ­ში, ბი­ო­ლო­გი­ა­ში, ქი­მი­ა­სა და სხვა საგ­ნებ­ში, მათ­თან დღემ­დე ვმე­გობ­რობ და მი­ხა­რია, რომ ჩემს გა­ნათ­ლე­ბა­ში წვლი­ლი მი­უძღ­ვით. სკო­ლა და­მეხ­მა­რა, მი­მე­ღო გა­ნათ­ლე­ბა თით­ქ­მის ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გან­ში. რა თქმა უნ­და, მქონ­და ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბიც, რა­საც ალ­ბათ, ყვე­ლა თუ არა, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა მა­ინც გა­დის, თუმ­ცა ამ უარ­ყო­ფით­მა მხა­რე­მაც იქო­ნია ჩე­მი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში უდი­დე­სი რო­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ულ მო­მა­ვალს, ეს მხო­ლოდ ჩემს პი­რად ხედ­ვებ­სა და აზ­რებ­ზე იდ­გა და სკო­ლას ვერ და­ვუ­კავ­ში­რებ.

📌ჯან­საღ და მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნად კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძის კამ­პუს­მა ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბა

პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი პა­პას უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც გურ­ჯა­ა­ნი­დან იყო, თუმ­ცა, ახალ­გაზ­რ­დო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ბო­ლომ­დე თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და. მე, დე­დას­თან ერ­თად, ბე­ბომ და პა­პამ გამ­ზარ­დეს და ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მათ ძა­ლი­ან დი­დი რო­ლი მი­უძღ­ვით. მახ­სოვს, მერ­ვე სარ­თულ­ზე, პა­პა ყურ­ძენს რომ და­წუ­რავ­და თა­ვი­სი­ვე ხე­ლით მა­დუ­ღარ ტკბილ მა­ჭარს ჩუ­მად მას­მევ­და, ის გე­მო, ალ­ბათ, ცხოვ­რე­ბა­ში აღარ გან­მე­ორ­დე­ბა…
აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბავ­შ­ვო­ბი­დან მქონ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მეღ­ვი­ნე. ამის შემ­დეგ, ჩემ­მა დამ, თეკ­ლემ, რო­მე­ლიც ჩემ­ზე 3 წლით უფ­რო­სია, აგ­რა­რულ­ში ჩა­ა­ბა­რა. მის­გან სულ მეს­მო­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რი­ე­ბი მის ჯგუ­ფე­ლებ­ზე, აწ უკ­ვე მე­გობ­რებ­სა და მეღ­ვი­ნე­ებ­ზე, ლექ­ტო­რებ­ზე, კუ­რი­კუ­ლუმ­ზე, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­ზე, გა­ი­ზენ­ჰა­ი­მის გაც­ვ­ლით პროგ­რა­მა­ზე (სა­დაც ისიც სწავ­ლობ­და) და სხვა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­მეჩ­ვე­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი და გა­დავ­წყ­ვი­ტე, მეც აქ ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა და ვფიქ­რობ, სა­უ­კე­თე­სო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ვე­რა­ფერს შე­ვა­და­რებ აგ­რა­რულ­ში მი­ღე­ბულ გა­ნათ­ლე­ბას, გა­მოც­დი­ლე­ბას, უნარ-ჩვე­ვებს. მე იმ ადა­მი­ა­ნად, რო­მე­ლიც აზ­როვ­ნებს და ჯან­სა­ღი ხალ­ხის გა­რე­მოც­ვა­შია, სწო­რედ კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძის კამ­პუს­ში ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს დას, თეკ­ლეს, ახ­ლა ის ერთ-ერ­თი წამ­ყ­ვა­ნი მე­ვე­ნა­ხეა და ჩე­მი ლექ­ტო­რიც კი იყო აგ­რა­რულ­ში… ალ­ბათ ნათ­ლად ჩანს, თუ რამ­ხე­ლა ად­გი­ლი უჭი­რავს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ამ უნი­ვერ­სი­ტეტს, ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ მი­სი.

📌 გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა – ღვი­ნის ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­ი­ზენ­ჰა­ი­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში

გა­ი­ზენ­ჰა­ი­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ერას­მუ­სის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მით ვსწავ­ლობ­დი, მა­შინ საკ­მა­ოდ გა­მო­უც­დე­ლი და „პა­ტა­რა“ ვი­ყა­ვი. ახ­ლაც მახ­სოვს, რო­გო­რი უცხო იყო ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი. აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი გერ­მა­ნი­ით, ხალ­ხის შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბით, ცოდ­ნით, ღვი­ნო­ე­ბით, უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ლექ­ტო­რე­ბი მყავ­და, სწო­რედ აქე­დან და­იწყო ჩე­მი ინ­ტე­რე­სი არა მხო­ლოდ მეღ­ვი­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­მედ ღვი­ნის ბიზ­ნე­სი­სა და ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.
ვფიქ­რობ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ღვი­ნის ტუ­რიზ­მი ძა­ლი­ან პერ­ს­პექ­ტი­უ­ლია, 8000-წლი­ა­ნი კულ­ტუ­რა გვაქვს და მთე­ლი მსოფ­ლიო გვიც­ნობს, რო­გორც ღვი­ნის სამ­შობ­ლოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­ცა გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­გებ­დ­ნენ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ვი­ყა­ვი, „Oh,cradle of wine“ (ღვი­ნის სამ­შობ­ლო) — ასე მომ­მარ­თავ­დ­ნენ და ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და. ძა­ლი­ან ბევ­რი ტუ­რის­ტია, ვინც ჩვე­ნი ის­ტო­რი­ით, ღვი­ნით ინ­ტე­რეს­დე­ბა, ღვი­ნო კი ძა­ლი­ან კომ­პ­ლექ­სუ­რი თე­მაა ჩემ­თ­ვის, დაწყე­ბუ­ლი ვე­ნა­ხი­თა და რთვე­ლით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ღვი­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ი­თა და დე­გუს­ტა­ცი­ით; ძა­ლი­ან კარ­გი მწარ­მო­ებ­ლე­ბი გვყავს, რო­გორც დი­დი, ისე პა­ტა­რა მარ­ნე­ბი. მარ­თა­ლია, სტუმ­რი­ა­ნო­ბა არ გვაკ­ლია, მაგ­რამ, ვფიქრობ, ბევ­რი სა­კითხია, რა­საც ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა დახ­ვე­წა. იმე­დი მაქვს, მეც შე­ვი­ტან წვლილს ზო­გი რა­მის გა­მოს­წო­რე­ბა­სა თუ შეც­ვ­ლა­ში.

📌 Erasmus Mundus Joint Master Scholarship – სა­მა­გის­ტ­რო სტი­პენ­დია და არ­ჩე­ვა­ნი ევ­რო­პულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე

ამ პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლა ყო­ველ­თ­ვის მინ­დო­და, რად­გან დატ­ვირ­თუ­ლია ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო საგ­ნით და აერ­თი­ა­ნებს ყვე­ლა­ფერს – მეღ­ვი­ნე­ო­ბას, ტუ­რიზმს, ბიზ­ნესს, ასე­ვე, აქვს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გას­ვ­ლი­თი ტუ­რე­ბი მეღ­ვი­ნე­ო­ბის სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლა­ქებ­ში, რი­თაც დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე და რა­საც, ფი­ნან­სე­ბის გა­მო, ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, რა­ტომ­ღაც, შე­უძ­ლებ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და ამ პროგ­რა­მა­ზე მოხ­ვედ­რა, რად­გან ძა­ლი­ან დი­დი კონ­კურ­სია, და­ახ­ლო­ე­ბით, 400 კა­ცი­დან ამარ­ჩი­ეს და ამ­ჟა­მად 26 არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ან­თან ერ­თად ვსწავ­ლობ.
უცხო­ეთ­ში სწავ­ლა იმი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე რომ, კი­დევ ერ­თხელ მი­მე­ღო ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა შე­მეგ­რ­ძ­ნო აქ ცხოვ­რე­ბის ხიბ­ლი და ემო­ცი­ე­ბი. მახ­სოვს, პირ­ვე­ლად რომ წა­ვე­დი გაც­ვ­ლით პროგ­რა­მა­ზე, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ნა­ი­რად ჯან­სა­ღად ვგრძნობ­დი თავს, ფი­ზი­კუ­რად და ემო­ცი­უ­რად, თან, რო­გორც გითხა­რით, იშ­ვი­ა­თი შან­სია ამ­დე­ნი ად­გი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, ამ­დე­ნი საგ­ნის შეს­წავ­ლა სრუ­ლი­ად უფა­სოდ.

📌 სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და პრაქ­ტი­კა ევ­რო­პის ქვე­ყა­ნა­ში

პროგ­რა­მაWintour- International Master on Wine Tourism Tranzition and Innovations ისეთ საგ­ნებს მო­ი­ცავს, რო­გო­რი­ცაა: ენო­ლო­გია, ცქრი­ა­ლა ღვი­ნის ტექ­ნო­ლო­გია, ტკბი­ლი და შე­მაგ­რე­ბუ­ლი ღვი­ნის ტექ­ნო­ლო­გია, ღვი­ნის მარ­კე­ტინ­გი, ღვი­ნის ტუ­რიზ­მი, ღვი­ნის ის­ტო­რია და ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ეკო­ნო­მი­კა და სხვა.
ამ­ჟა­მად ვსწავ­ლობ ეს­პა­ნეთ­ში, ტა­რა­გო­ნა­ში (universitat rovira i virgili), თე­ბერ­ვ­ლი­დან სწავ­ლას ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (universitღ de bordeaux) გა­ვაგ­რ­ძე­ლებ, ივ­ნი­სი­დან სექ­ტემ­ბ­რამ­დე კი, ორი პრაქ­ტი­კა მექ­ნე­ბა: ერ­თი – ღვი­ნის ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით (კერ­ძო და სა­ჯა­რო კომ­პა­ნი­ე­ბის სი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნის, თუმ­ცა, ჩე­მი­თაც შე­მიძ­ლია მო­ვი­ძიო. მთა­ვა­რია, ღვი­ნის ტუ­რიზ­მ­ში გა­ვიღ­რ­მაო ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა); მე­ო­რე კი, მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ში მუ­შა­ო­ბას და რთველს უკავ­შირ­დე­ბა, რაც აქამ­დეც გა­მი­კე­თე­ბია და მი­ხა­რია, კი­დევ ერ­თხელ რომ მო­მე­ცე­მა რთველ­ში მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ქვეყ­ნებს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს კომ­პა­ნი­ე­ბი ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­შია, შე­მიძ­ლია ავირ­ჩიო იტა­ლია, გერ­მა­ნია, ხორ­ვა­ტია, ლუქ­სემ­ბურ­გი და სხვა, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ მი­მი­ღია.
2026 წლის ოქ­ტომ­ბ­რი­დან, ბო­ლო სე­მესტრს პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, პორ­ტო­ში(University of Porto) ვის­წავ­ლი და, სა­ბო­ლო­ოდ, მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხის დაც­ვით, და­ვამ­თავ­რებ. აქაც შე­მიძ­ლია ავირ­ჩიო ის ქვე­ყა­ნა და კომ­პა­ნია ან მეღ­ვი­ნე­ო­ბა, რო­მელ­საც და­ვუ­კავ­ში­რებ ჩემს Masters Thesis-ს.
და­მა­ტე­ბით, ყო­ველ სე­მეს­ტ­რ­ში, ვის­წავ­ლით უცხო ენას, სა­ბა­ზი­სო ნა­წილს – ეს­პა­ნურ­ში, ფრან­გულ­სა და პორ­ტუ­გა­ლი­ურ­ში, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. უფ­რო გა­ახ­ლო­ებს ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­ცა მათ ენა­ზე შე­გიძ­ლია, თუნ­დაც, მი­სალ­მე­ბა…

📌მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ქარ­თულ და უცხო­ურ უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას შო­რის

თუ აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან გა­ვავ­ლებ პა­რა­ლელს, თა­ვი­სუფ­ლად და დარ­წ­მუ­ნე­ბით ვიტყ­ვი, რომ ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი უტოლ­დე­ბა ევ­რო­პის იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, სა­დაც გა­მოც­დი­ლე­ბა მი­მი­ღია და მის­წავ­ლია. უცხო­ურ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­შიც და ქარ­თულ­შიც დატ­ვირ­თუ­ლი დღე­ე­ბია, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო საგ­ნე­ბი და არი­ან ლექ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არ გზღუ­და­ვენ არა­ფერ­ში და თავს გა­ცი­ლე­ბით უკეთ გრძნობ.
რაც შე­ე­ხე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას, ვფიქ­რობ, უცხო­ეთ­ში ძა­ლი­ან დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა პრაქ­ტი­კას, თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, რაც, რა თქმა უნ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც არის, მაგ­რამ უფ­რო თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი დო­მი­ნი­რებს. გარ­და ამი­სა, შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა და გა­მოც­დე­ბიც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გა­მოც­დე­ბის მხრივ, უფ­რო დატ­ვირ­თუ­ლი ვი­ყა­ვი და საკ­მა­ოდ რთუ­ლიც იყო – ქვი­ზე­ბი, შუ­ა­ლე­დუ­რი, ფი­ნა­ლუ­რი, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, უცხო­ეთ­შიც მაქვს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, თუმ­ცა მხო­ლოდ ფი­ნა­ლურ გა­მოც­დას ვა­ბა­რებ სა­ბო­ლო­ოდ და ისე­თი რთუ­ლი არ არის, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

📌 ერას­მუს მუნ­დუ­სის სტი­პენ­დია – შერ­ჩე­ვა, პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბის მოთხოვ­ნე­ბი

ძა­ლი­ან ბევ­რი მოთხოვ­ნაა რაც უნ­და და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს სტუ­დენ­ტ­მა, ესაა: ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მა­ღალ დო­ნე­ზე ცოდ­ნა (ielts, toefel სერ­ტი­ფი­კა­ტი), კარ­გი CV(რე­ზი­უ­მე), რო­მელ­საც დიდ ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ, ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მი და მა­ღა­ლი ჯი­პიეი, ასე­ვე, ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს კარგ სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რილს, სწო­რად მორ­გე­ბულს პროგ­რა­მა­ზე.
კარ­გი იქ­ნე­ბა თუ სტუ­დენტს, ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ის გარ­და, სხვა სფე­რო­შიც ექ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა (და­მა­ტე­ბი­თი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი დი­დი პლუ­სია, სხვე­ბის­გან რომ გა­მო­გარ­ჩი­ონ). ჩე­მი პრო­ფე­სი­ის გარ­და, ბავ­შ­ვო­ბი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ფო­ტოგ­რა­ფი­ით და რო­ი­ალ­ზე დაკ­ვ­რით, ასე­ვე ხში­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დი ახალ­გაზ­რ­და დიპ­ლო­მატ­თა კლუ­ბებ­თან. აღე­ბუ­ლი მაქვს ბევ­რი დიპ­ლო­მი და სერ­ტი­ფი­კა­ტი. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ჩვე­ნი თა­ვი პროგ­რა­მას და­ვა­ნა­ხოთ რო­გორც არა მხო­ლოდ ერთ კონ­კ­რე­ტულ სა­გან­სა და სფე­რო­ზე მორ­გე­ბუ­ლი, არა­მედ უფ­რო ღია და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი.
ერას­მუს მუნ­დუ­სის სტი­პენ­დია სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს სტუ­დენ­ტე­ბის მოთხოვ­ნებს, სა­ი­და­ნაც ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯებს ჩვე­ნით ვიხ­დით (ბი­ნა, კვე­ბა, ტრან­ს­პორ­ტი და სხვა) და თუ სწო­რად გა­ა­ნა­წი­ლებ ფი­ნან­სებს, გრჩე­ბა თან­ხა იმის­თ­ვის, რომ იმოგ­ზა­უ­რო სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში და შენ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ბევ­რი სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუ­ქა­რი უყი­დო, რაც, პი­რა­დად მე, ძა­ლი­ან მა­ბედ­ნი­ე­რებს.

📌 Universitat Rovira i Virgili – ის­ტო­რია და ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რ­ცე

ჩემ­თ­ვის სას­წავ­ლე­ბელ­ში ყვე­ლა სივ­რ­ცე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, გვაქვს კარ­გი ბიბ­ლი­ო­თე­კა, აუდი­ტო­რი­ე­ბი, თუმ­ცა გა­მოვ­ყოფ­დი სა­დე­გუს­ტა­ციო ოთახს, სა­დაც ღვი­ნო­ებს ვა­გე­მოვ­ნებთ. ეს ოთა­ხი პა­ტარ-პა­ტა­რა სა­დე­გუს­ტა­ციო მა­გი­დე­ბი­თაა და­ყო­ფი­ლი, სა­დაც ცალ-ცალ­კე ვთავ­ს­დე­ბით, ერ­თ­მა­ნე­თის­გან სულ ერ­თი ნა­ბი­ჯი გვა­შო­რებს, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ერ­თ­მა­ნეთს არ ვუ­ყუ­როთ და არ ვე­კონ­ტაქ­ტოთ, რად­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად ვკონ­ცენ­ტ­რირ­დეთ ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ა­ზე. გარ­და ამი­სა, სა­დე­გუს­ტა­ციო მა­გი­დებ­ზე არის ონ­კა­ნი, ნი­ჟა­რა და სა­ნა­თი, რი­თიც მარ­ტი­ვად შე­გიძ­ლია შე­ა­ფა­სო ღვი­ნის ვი­ზუ­ა­ლი, არო­მა­ტი და გე­მო.
Universitat Rovira i Virgili 1991 წელს და­არ­ს­და, კა­ტა­ლო­ნი­ის მთავ­რო­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ეს­პა­ნე­თის უნი­ვერ­სი­ტეტ­თა რე­ფორ­მის კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია და ტა­რა­გო­ნის რე­გი­ო­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. უნი­ვერ­სი­ტეტს და­ერ­ქ­ვა კა­ტა­ლო­ნი­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, პო­ლი­ტი­კო­სის და ის­ტო­რი­კო­სის, ან­ტო­ნი რო­ვი­რა ი ვირ­ჯი­ლის (Antoni Rovira i Virgili) სა­ხე­ლი.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ URV შე­და­რე­ბით ახა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, მას უკ­ვე ჰყავს გა­მო­ჩე­ნი­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, მეც­ნი­ე­რე­ბის, პო­ლი­ტი­კი­სა და კულ­ტუ­რის სფე­რო­ებ­ში, მა­გა­ლი­თად, კარ­მე ფორ­კა­დე­ლი – URV-ის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფი­გუ­რა, კა­ტა­ლო­ნი­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და კა­ტა­ლო­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი სპი­კე­რი. იგი აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი კა­ტა­ლო­ნი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მოძ­რა­ო­ბა­ში და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია; ან­ხელ პე­რეს გონ­სა­ლე­სი — ქი­მი­უ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის სფე­რო­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მეც­ნი­ე­რი, რო­მელ­მაც დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სამ­რეწ­ვე­ლო ქი­მი­ა­ში.
URV-ს ბიბ­ლი­ო­თე­კა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვებ­ში. ბიბ­ლი­ო­თე­კა სტუ­დენ­ტებს სთა­ვა­ზობს რო­გორც ციფ­რულ, ისე ფი­ზი­კურ რე­სურ­სებს, რო­მელ­თა შო­რის შე­დის ათა­სო­ბით წიგ­ნი, აკა­დე­მი­უ­რი ჟურ­ნა­ლი და სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი კო­ლექ­ცია, ასე­ვე, უზ­რუნ­ველ­ყოფს წვდო­მას სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნა­ცემ­თა ბა­ზებ­სა და კვლე­ვით სა­ცა­ვებ­ზე, რაც აუცი­ლე­ბე­ლია სტუ­დენ­ტე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის.
URV-ს ბიბ­ლი­ო­თე­კა აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რაც სტუ­დენ­ტებ­სა და მეც­ნი­ე­რებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, დის­ტან­ცი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ რე­სურ­სე­ბი და ონ­ლა­ინ სერ­ვი­სე­ბით ისარ­გებ­ლონ.

     

📌 არა­ფერ­ზე თქვათ უარი, გა­მო­დით კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან და გა­ა­კე­თეთ ის, რაც აქამ­დე გაბ­რ­კო­ლებ­დათ

რა თქმა უნ­და, სწავ­ლა და გა­ნათ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ვფიქ­რობ, თუ გა­მუდ­მე­ბით არ სწავ­ლობ და არ ვი­თარ­დე­ბი, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა „და­ი­კარ­გო“. პი­როვ­ნულ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და ზრდა­ში დი­დი რო­ლი აქვს ჩვენს გა­ნათ­ლე­ბას, მაგ­რამ არ და­გა­ვიწყ­დეთ, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბი ვართ და სა­კუ­თარ პი­როვ­ნე­ბას ვა­ყა­ლი­ბებთ არა მხო­ლოდ სწავ­ლით, არა­მედ ყვე­ლაფ­რით, რაც გვა­ბედ­ნი­ე­რებს, იქ­ნე­ბა ეს მე­გობ­რებ­თან ერ­თად გარ­თო­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა, წიგ­ნის კითხ­ვა თუ სხვა.
აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩე­მი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ თით­ქ­მის არა­ფერ­ზე თქვათ უარი, გა­და­ა­ბი­ჯეთ სა­კუ­თარ თავს, გა­მო­დით კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან და გა­ა­კე­თეთ ის, რაც გაბ­რ­კო­ლებ­დათ აქამ­დე. აუცი­ლებ­ლად ეკონ­ტაქ­ტეთ ადა­მი­ა­ნებს, რაც უნ­და რთუ­ლი იყოს, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ინ­ტ­რო­ვერ­ტი ხართ, რად­გან პროგ­რა­მის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა, სი­ნა­ნუ­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბა და­გე­უფ­ლოთ, რა­ტომ არ გქონ­დათ კო­მუ­ნი­კა­ცია ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­თან და რა­ტომ ამ­ბობ­დით ბევრ რა­მე­ზე უარს (პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვამ­ბობ).
ასე­ვე, გა­იღ­რ­მა­ვეთ უცხო ენა, გა­ი­ცა­ნით სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა, ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს უცხო­ეთ­ში. სა­ღა­მოს, ჭი­ქა ღვი­ნო­ზე, რო­ცა ემო­ცი­ებს უზი­ა­რებთ ერ­თ­მა­ნეთს, აღ­მო­ა­ჩენთ რამ­დე­ნი სა­ერ­თო გქო­ნი­ათ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­საც ჯერ კი­დევ გუ­შინ არც იც­ნობ­დით.

📌რა­ტომ ირ­ჩე­ვენ ახალ­გაზ­რ­დე­ბი, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, უცხო­ეთს

ვფიქ­რობ, ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი უცხო­ეთ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­დის­თ­ვის და გა­მოც­დი­ლე­ბის­თ­ვის მი­დი­ან, ასე­ვე, ახა­ლი ად­გი­ლე­ბი­სა და ახა­ლი მე-ს აღ­მო­სა­ჩე­ნად. გარ­და ამი­სა, ხში­რად, საზღ­ვარ­გა­რეთ უფ­რო და­ცუ­ლად, უსაფ­რ­თხოდ და თა­ვი­სუფ­ლად გრძნობ თავს, თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, გა­აჩ­ნია ქვე­ყა­ნას და ად­გილს. ასე­ვე, ერას­მუ­სი გას­ცემს ისეთ და­ფი­ნან­სე­ბას, რომ შან­სი გაქვს, თა­ვი­სუფ­ლად იყი­დო ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც აქამ­დე ვერ ყი­დუ­ლობ­დი, გა­სინ­ჯო ის კერ­ძე­ბი და სას­მე­ლე­ბი, რა­ზეც აქამ­დე ხე­ლი არ მი­გიწ­ვ­დე­ბო­და და იმოგ­ზა­უ­რო იქ, სა­დაც სხვა დროს ვერ იმოგ­ზა­უ­რებ­დი, რაც ძა­ლი­ან ბევრს ნიშ­ნავს ემო­ცი­უ­რი მდგრა­დო­ბის­თ­ვი­სა და სიმ­შ­ვი­დის­თ­ვის.
უცხო­ეთ­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბი პრო­ფე­სი­ე­ბის და­სა­უფ­ლებ­ლად მი­ემ­გ­ზავ­რე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, ჩე­მი მე­გობ­რე­ბი მეღ­ვი­ნე­ო­ბა­სა და ღვი­ნის ტუ­რიზმს სწავ­ლობ­დ­ნენ, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სწავ­ლობ­და არ­ქი­ტექ­ტუ­რას, კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ა­სა და ბიზ­ნესს…

📌ეს­პა­ნუ­რი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა

თა­ვი­სუ­ფალ დროს ვა­ტა­რებ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­საც უკ­ვე მე­გობ­რებს ვე­ძა­ხი, ჯერ ერ­თი თვეა, რაც ერ­თად ვართ და უკ­ვე თით­ქ­მის ყო­ველ დღეს ერ­თად ვა­ტა­რებთ. დავ­დი­ვართ სხვა­დას­ხ­ვა რეს­ტო­რან­ში, ბარ­ში, კა­ფე­სა და მოლ­ში. პი­რა­დად მე, რაც ძა­ლი­ან მა­ბედ­ნი­ე­რებს, რო­ცა სახ­ლ­ში ვიკ­რი­ბე­ბით და საყ­ვა­რე­ლი მუ­სი­კი­სა და ღვი­ნის ფონ­ზე, ერ­თად ვამ­ზა­დებთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტრა­დი­ცი­ულ საჭ­მე­ლებს. ამით იმ­დენ ემო­ცი­ებ­სა და შეგ­რ­ძ­ნე­ბებს ვა­ზი­ა­რებთ, რომ მთე­ლი კვი­რა მყოფ­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის.
ეს­პა­ნელ ახალ­გაზ­რ­დებს რაც შე­ე­ხე­ბა, საკ­მა­ოდ ხა­ლი­სი­ა­ნი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და ლა­მა­ზი ხალ­ხია, დი­ლით სკო­ლა­სა და სამ­სა­ხურ­ში, სა­ღა­მოს კი ბა­რებ­სა და კლუ­ბებ­ში და­დი­ან, თუმ­ცა, რად­გან მე უფ­რო წყნა­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი მხიბ­ლავს, ღა­მის ცხოვ­რე­ბა­ზე ბევრს ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი. თუმ­ცა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი კარ­გად უთავ­სე­ბენ დღი­სა და ღა­მის ცხოვ­რე­ბას და რაც მთა­ვა­რია, არ ურე­ვენ ერ­თ­მა­ნეთ­ში, იცი­ან – სად? რო­დის? და რო­გორ მო­იქ­ც­ნენ.

📌ჩემ­თ­ვის №1 ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოა

ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. აქ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა უკ­ვე და­მეხ­მა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა­ში და დი­ახ, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კი­დევ და­მეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ჯერ ვერ ვი­სა­უბ­რებ, რად­გან წინ, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ორი წე­ლი მაქვს. არ ვი­ცი რა იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ერ­თი რაც და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ვი­ცი – ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ნო­მერ პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოა და მინ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვიცხოვ­რო, ჩე­მი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა სხვებ­საც გა­ვუ­ზი­ა­რო, რა თქმა უნ­და, თუ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას და საზღ­ვარ­გა­რე­თაც, სულ ქარ­თულ მუ­სი­კებს ვღი­ღი­ნებ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი, იქ­ნე­ბა ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი, კუთხე­ე­ბი, სიმ­ღე­რა, ცეკ­ვა, კერ­ძე­ბი, ღვი­ნო თუ სხვა, ჩემ­თ­ვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზი, ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა. რო­გორც კი ქვე­ყა­ნას ვტო­ვებ და შო­რი­დან ვუ­ყუ­რებ, ეგ­რე­ვე მიმ­ძაფ­რ­დე­ბა ის სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო, რაც ჩე­მი ქვეყ­ნის მი­მართ მაქვს. გა­მი­ჭირ­დე­ბა სიტყ­ვე­ბით გად­მოვ­ცე, რო­გორ მინ­და, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყოთ და აღარ გვქონ­დეს და­მაბ­რ­კოლე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბა.
ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ხალ­ხის და­ნახ­ვა მიყ­ვარს ჩემს ქვე­ყა­ნა­ში. მახ­სოვს ფეხ­ბურ­თი რომ იყო, მაგ დროს იტა­ლი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი, ჩემს მე­გო­ბარ თი­ნა­თინ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ასე­ვე ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ვე­ლი მეღ­ვი­ნეა. თა­მა­შებს შო­რი­დან ვუ­ყუ­რებ­დით და სი­ხა­რუ­ლის­გან ვტი­რო­დით – ქუ­ჩა­ში სიმ­ღე­რით დაწყე­ბუ­ლი, ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის გო­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერ­ზე გუ­ლი გვი­ჩუყ­დე­ბო­და…
ასეთ მუხტს სხვა არა­ფე­რი გაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს, მშობ­ლი­უ­რის გარ­და. ახ­ლო­და­ნაც და შო­რი­და­ნაც, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ქვე­ყა­ნა გვაქვს!

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები