24 ნოემბერი, კვირა, 2024

არ­სე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა სა­ხელ­მ­წი­ფო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლია – პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ ვა­დაჭ­კო­რია, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი

spot_img

 

— რო­გორ აფა­სებთ უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მას?

— უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა აუცი­ლე­ბე­ლი იყო. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რ­ცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოსდა ზო­გი­ერთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს სურს გა­მოც­დე­ბის ისევ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ჩვენ­თან ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა და ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, ჩვე­ნი პო­ზი­ცია ასე­თია — ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა უნ­და ჩა­ა­ტა­როს.

— რა არ­ჩე­ვანს შეს­თა­ვა­ზებს თქვე­ნი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი სტუ­დენ­ტებს თუ მხო­ლოდ 3 სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბით აპი­რებთ სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბას?

— რაც შე­ე­ხე­ბა გა­მოც­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას, მო­გახ­სე­ნებთ, რომ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე ვერ ვიტყ­ვით, რომ ტექ­ნი­კუ­რია ან ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, ამი­ტომ, რო­დე­საც გვკითხეს, ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბა ასე­თი იყო: რა თქმა უნ­და, ვი­ნარ­ჩუ­ნებთ 2 გა­მოც­დას (ქარ­თუ­ლი და უცხო ენა) და გვაქვს სურ­ვი­ლი, რომ 2020 წლი­დან, მე­დი­ცი­ნის და სტო­მა­ტო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე, ამ ორ სა­გან­თან ერ­თად, ბარ­დე­ბო­დეს კი­დევ ორი სა­გა­ნი, რო­მელ­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტი ოთხი საგ­ნი­დან — ქი­მია, ბი­ო­ლო­გია, მა­თე­მა­ტი­კა და ფი­ზი­კა — აირ­ჩევს, სურ­ვი­ლი­სა­მებრ. და­ნარ­ჩენ პროგ­რა­მებ­ზე (ფარ­მა­ცია, ფი­ზი­კუ­რი მე­დი­ცი­ნა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვა და მე­ნეჯ­მენ­ტი, სა­ექ­თ­ნო საქ­მე), რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­შია, ვფიქ­რობთ, იყოს სა­მი გა­მოც­და — უცხო ენა, ქარ­თუ­ლი ენა და მე­სა­მე — კვლავ აბი­ტუ­რი­ენ­ტის სურ­ვი­ლი­სა­მებრ არ­ჩე­უ­ლი ოთხი საგ­ნი­დან — ქი­მია, ბი­ო­ლო­გია, მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა — ერთ-ერ­თი.

თხოვ­ნით მივ­მარ­თავთ კო­ლე­გებს, ვი­საც აქვს მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა და მა­თაც ოთხი გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რე­ბი­ნონ, რომ შემ­დ­გომ­ში სტუ­დენ­ტებს ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ბი­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ისი­ნი მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე სამ გა­მოც­დას ჩა­ა­ბა­რე­ბი­ნე­ბენ და ჩვენ — ოთხს (ამის თა­ო­ბა­ზე უკ­ვე მივ­მარ­თეთ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს), აბი­ტუ­რი­ენტს, რო­მელ­საც იმ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­დას­ვ­ლა მო­უნ­დე­ბა, სა­დაც ოთხი სა­გა­ნი ბარ­დე­ბა და მას კი სა­მი აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, მი­ე­ცეს იმ ერ­თი საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბის უფ­ლე­ბა. სჯობს, ეს სა­კითხი თა­ვი­დან­ვე და­რე­გუ­ლირ­დეს და გა­მოც­და ოთხ სა­გან­ში იყოს, რად­გან დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან მოთხოვ­ნა­დია მე­დი­ცი­ნის სპე­ცი­ა­ლო­ბა.

ვფიქ­რობ, ჩვე­ნი მოთხოვ­ნა — მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე იყოს ოთხი სა­გა­ნი (პირ­ვე­ლი-მე­ო­რე — ქარ­თუ­ლი-უცხო ენა და მე­სა­მე-მე­ოთხე სა­გა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა თა­ვად აირ­ჩი­ოს) საკ­მა­ოდ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და მი­სა­ღე­ბი შე­თა­ვა­ზე­ბაა.

— მი­გაჩ­ნი­ათ თუ არა სწორ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბად პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნუს­ხი­დან ამო­ღე­ბა?

— უნარ-ჩვე­ვე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოც­დე­ბის ნუს­ხი­დან ამო­ღე­ბას სწორ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბად მი­ვიჩ­ნევ. ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ის შე­მოწ­მე­ბა გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე უნარ-ჩვე­ვე­ბის. ყვე­ლა სხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­თან შე­და­რე­ბით (მათ შო­რის არა­სა­მე­დი­ცი­ნო სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი­თაც) ჩვენ­თან ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ბა­რი­ე­რია, ზო­გი­ერთ სა­გან­ში 70 პრო­ცენტს +1 გვაქვს, ხო­ლო ამე­რი­კულ პროგ­რა­მა­ზე — 80 პრო­ცენტს +1.

— რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მო­დი­ან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი იმ საგ­ნებ­ში, რო­მელ­თა ჩა­ბა­რე­ბაც   უწევთ თქვენ­თან?

— ამ ეტაპ­ზე, მთლი­ა­ნად ვენ­დო­ბით სკო­ლას, არ არის სა­ჭი­რო მა­თი მხრი­დან სიღ­რ­მე­ებ­ში წას­ვ­ლა, რთუ­ლად სწავ­ლე­ბა. ჩვენ გვირ­ჩევ­ნია, სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­მა იცო­დეს ის, რაც მო­ეთხო­ვე­ბა — ზო­გა­დი ცოდ­ნა. ხან­და­ხან ისე ხდე­ბა, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა იცის ბი­ო­ლო­გია და არ იცის ქი­მი­უ­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ქი­მია-ბი­ო­ლო­გია ჩვენ ყვე­ლა­ზე მე­ტად გვჭირ­დე­ბა და რაც უკე­თე­სად იცის ეს საგ­ნე­ბი პირ­ველ­კურ­სელ­მა, მით უკეთ დაძ­ლევს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მას. და თუ რა­ტომ მა­თე­მა­ტი­კა და ფი­ზი­კა — იმი­ტომ, რომ სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მა­თე­მა­ტი­კის და ფი­ზი­კის ნი­ჭის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბის და­კარ­გ­ვა არ გვინ­და, მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის სტი­ლი და უნა­რი აქვთ, ამი­ტომ მა­თაც მივ­ცემთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გახ­დ­ნენ ექი­მე­ბი, რაც ძა­ლი­ან კარ­გია.

თუ­კი აბი­ტუ­რი­ენტს აკ­ლია ცოდ­ნა ამ საგ­ნებ­ში (ფი­ზი­კა, მა­თე­მა­ტი­კა, ქი­მია-ბი­ო­ლო­გია), სწავ­ლე­ბის პირ­ველ ორ სე­მეს­ტ­რ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, შე­ვუვ­სოთ. რა თქმა უნ­და, ვიწყებთ ანა­ტო­მი­ის დე­ტა­ლუ­რი სწავ­ლე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი და გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი გზაა. მინ­და, სკო­ლის პე­და­გო­გებ­მა იცოდ­ნენ — არ არის სა­ჭი­რო სიღ­რ­მე­ებ­ში წას­ვ­ლა. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა იცოდ­ნენ ბი­ო­ლო­გი­ის, ქი­მი­ის, მა­თე­მა­ტი­კის და ფი­ზი­კის ენა, არ გვიხ­დე­ბო­დეს ამ ოთხი საგ­ნი­დან რო­მე­ლი­მეს ან­ბა­ნი­დან დაწყე­ბა.

— რას ფიქ­რობთ მო­ბი­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ა­ნონ­სე­ბულ ცვლი­ლე­ბა­ზე? რო­გორც ცნო­ბი­ლია, ტექ­ნი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი ვერ შეძ­ლე­ბენ მო­ბი­ლო­ბით ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ფა­კულ­ტეტ­ზე გა­დას­ვ­ლას და პი­რი­ქით. ხომ არ შე­ამ­ცი­რებს ეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას?

— თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი უმაღ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლე­ბე­ლია და ბუ­ნებ­რი­ვია, სტუ­დენ­ტ­თა ნაკ­ლე­ბო­ბას არ უჩი­ვის. ზო­გა­დად, მო­ბი­ლო­ბა ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა სტუ­დენ­ტის­თ­ვის და ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და მივ­ცეთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მრა­ვა­ლი წლის წინ, ეს აკ­რ­ძა­ლუ­ლი იყო. სტუ­დენტს არა თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, არა­მედ ფა­კულ­ტე­ტი­დან ფა­კულ­ტეტ­ზე, პროგ­რა­მი­დან პროგ­რა­მა­ზე გა­დას­ვ­ლის უფ­ლე­ბაც კი არ ჰქონ­და. ხში­რად ახალ­გაზ­რ­და გვი­ან ხვდე­ბა, რომ არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სია მის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იყო. მა­გა­ლი­თის­თ­ვის გეტყ­ვით, რომ ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ტარ­დე­ბა თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტურ და­სებს შო­რის (წელს უკ­ვე მეშ­ვი­დედ ჩა­ტარ­და). ორ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ გა­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე ისე­თი სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც ხვდე­ბა, რომ ექი­მო­ბის­თ­ვის კი არა, მსა­ხი­ო­ბო­ბის­თ­ვი­საა და­ბა­დე­ბუ­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ორი სფე­რო იმ­დე­ნად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, რომ სტუ­დენტს, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­დან უხ­დე­ბა უმაღ­ლეს­ში ჩა­ბა­რე­ბა.

ჩვენ თა­ნახ­მა ვართ, მო­ბი­ლო­ბით ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტიც კი მი­ვი­ღოთ, თუმ­ცა, მას ორი საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევს, ხო­ლო ტექ­ნი­კუ­რი­დან გად­მო­სულს კი — მხო­ლოდ ერ­თი საგ­ნის.

— სა­უ­ბა­რია უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ახალ მო­დელ­ზე. არის თუ არა საკ­მა­რი­სი სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის დღემ­დე არ­სე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა?

— დი­დი ხა­ნია, დღის წეს­რიგ­ში ვა­ყე­ნებთ სა­ხელ­მ­წი­ფო უმაღ­ლე­სე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სა­კითხს. დღეს არ­სე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა სა­ხელ­მ­წი­ფო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლია და შე­საც­ვ­ლე­ლია!

რაც უნ­და პა­რა­დოქ­სუ­ლად მო­გეჩ­ვე­ნოთ, სა­ხელ­მ­წი­ფო უმაღ­ლე­სე­ბი და, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­ვითხოვთ, გაგ­ვა­თა­ნაბ­რონ კერ­ძო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­თან იმი­ტომ, რომ ჩვენ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ პი­რო­ბებ­ში ვართ: პირ­ვე­ლი — ვიხ­დი­დით მო­გე­ბის გა­და­სა­ხადს მა­შინ, რო­დე­საც კერ­ძო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი არ იხ­დიდ­ნენ. ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის ეს, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 მი­ლი­ონ ნა­ხე­ვა­რი (2. 500 000) ლა­რი იყო. ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ, რომ მოგ­ვის­მი­ნეს, პარ­ლა­მენ­ტ­მა კა­ნონ­ში შეს­წო­რე­ბა შე­ი­ტა­ნა და 2019 წლის თან­ხას აღარ გა­და­ვიხ­დით; მე­ო­რე — რო­დე­საც გა­ტარ­და გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა, 2004 წელს, ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნა შე­ტა­ნი­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში და გა­ნი­საზღ­ვ­რა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი 1500 ლარ­ზე მე­ტი არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო (2010 წლი­დან 2250 ლა­რი გახ­და), კერ­ძო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ზე­და ზღვა­რი თა­ვი­სუ­ფა­ლია. არ შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი იყოს 2250 ლარ­ზე მე­ტი, ეს გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია. მეს­მის ჩვე­ნი ქვეყ­ნის, მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ კერ­ძო სექ­ტორ­შიც, სა­დაც ფა­სი თა­ვი­სუ­ფა­ლია, ხომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ. სამ­წუ­ხა­როდ, 2250 ლა­რი საკ­მა­რი­სი არ არის. ჩვენ­თან სწავ­ლე­ბა მცი­რე ჯგუ­ფებ­ში უნ­და მი­დი­ო­დეს, ჯგუფ­ში 12 სტუ­დენ­ტია, წე­სით, რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უნ­და შემ­ცირ­დეს — 4-5 სტუ­დენ­ტ­თან ერ­თი პრო­ფე­სო­რი უნ­და შე­დი­ო­დეს. ხელ­ფა­სებ­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ, სტუ­დენ­ტის სწავ­ლე­ბი­სას ძა­ლი­ან დი­დი და­ნა­ხარ­ჯე­ბი გვაქვს — სა­ხარ­ჯი მა­სა­ლა, სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რის ცვე­თა და ა.შ.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მოთხოვ­ნა­დი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ვართ უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვი­საც. 67 ქვეყ­ნის 2300 მო­ქა­ლა­ქე სწავ­ლობს. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სწავ­ლის უფ­რო მა­ღა­ლი ფა­სი გვაქვს, ვიდ­რე ევ­რო­კავ­ში­რის აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს. ვი­ღებთ უცხო­ე­ლე­ბის ფულს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სწავ­ლე­ბას ვახ­მართ იმი­ტომ, რომ 2250 ლა­რი საკ­მა­რი­სი არ არის, რაც არას­წო­რია. ის პრო­ფე­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უცხო­ე­ნო­ვან სექ­ტორ­ზე ას­წავ­ლი­ან, საკ­მა­ოდ მა­ღალ ანაზღა­უ­რე­ბას უნ­და იღებ­დ­ნენ (შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი ანაზღა­უ­რე­ბა ახ­ლაც აქვთ, მაგ­რამ მეტს უნ­და იღებ­დ­ნენ). ჩვენ მათ ვაც­ლით გარ­კ­ვე­ულ თან­ხას და ვახ­მართ ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლე­ბას. ასე­თი მიდ­გო­მით, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, მი­ვი­ღებთ იმას, რომ ჩვენ­გან კად­რე­ბის დე­ნა­დო­ბა და­იწყე­ბა სხვა სას­წავ­ლებ­ლებ­ში. ამ სა­კითხს მუდ­მი­ვად ვა­ყე­ნებთ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, უკე­თეს რა­ღა­ცას ყიდ­დე და ღირ­დეს უფ­რო იაფი. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თია სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის რე­ა­ლო­ბა.

— რა­ში ხე­დავთ   გა­მო­სა­ვალს?

— თუ და­ფი­ნან­სე­ბის ასე­თი პო­ლი­ტი­კა გაგ­რ­ძელ­და, იქამ­დე მიგ­ვიყ­ვანს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი მკვეთ­რად დაქ­ვე­ით­დე­ბა და დღის წეს­რიგ­ში მა­თი ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის სა­კითხი დად­გე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი­სა, რო­მელ­თა სწავ­ლე­ბა ძვი­რადღი­რე­ბუ­ლია.

გა­მო­სა­ვა­ლი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში — ჩვენ ვთა­ვა­ზობთ მთავ­რო­ბას, გან­საზღ­ვ­როს, რამ­დე­ნი ექი­მი სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს რე­გუ­ლი­რე­ბა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბაა, დიპ­ლო­მი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის უფ­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა. ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბაა იმი­სა, რომ გა­აგ­რ­ძე­ლო სწავ­ლა დიპ­ლო­მის შემ­დ­გომ, უფ­რო სწო­რად, ისევ გა­მოც­დით, რე­ზი­დენ­ტუ­რა­ში სწავ­ლის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვო და, რო­ცა რე­ზი­დენ­ტუ­რას და­ამ­თავ­რებ, სა­ნამ მუ­შა­ო­ბას და­იწყებ, სა­ხელ­მ­წი­ფომ კი­დევ ერ­თხელ უნ­და შე­გა­მოწ­მოს. გა­მო­დის, რომ სტუ­დენ­ტი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ექ­ვ­სი წე­ლი სწავ­ლობს, რე­ზი­დენ­ტუ­რა­ში — 6 წლამ­დე სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ა­ლო­ბით… რე­ზი­დენ­ტუ­რა­ში ად­გი­ლე­ბი ბევ­რად ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე დიპ­ლო­მამ­დელ სწავ­ლე­ბა­ში. ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა ჰგო­ნია, რომ ექი­მე­ბის დე­ფი­ცი­ტი არ გვაქვს — გვაქვს! მთე­ლი რი­გი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბია, სა­დაც ექი­მე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა, თბი­ლი­სის გარ­და, თით­ქ­მის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში.

თუ სა­ქარ­თ­ვე­ლოს წე­ლი­წად­ში სჭირ­დე­ბა, პი­რო­ბი­თად, 300 სტუ­დენ­ტი (შემ­დ­გომ­ში — ექი­მი), მათ გა­ნათ­ლე­ბა­ში სა­ხელ­მ­წი­ფომ ადეკ­ვა­ტუ­რი თან­ხა უნ­და გა­და­ი­ხა­დოს. ახ­ლან­დე­ლი გრან­ტი თუ არის 2250 ლა­რი, ის უნ­და გა­ოთხ­მაგ­დეს და გახ­დეს თუნ­დაც 9 000 ლა­რი (ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სკო­ლე­ბი გვაქვს ამა­ზე ძვი­რი). სტუ­დენ­ტ­მა უნ­და ჩა­ა­ბა­როს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი, ვინც მოხ­ვ­დე­ბა იმ სა­მას სტუ­დენ­ტ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფომ სა­მა­სი­ვეს უნ­და გა­და­უ­ხა­დოს სწავ­ლის თან­ხა. სა­მას მე­ერ­თემ კი, თუ ექი­მო­ბა ძა­ლი­ან უნ­და, სწავ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა თა­ვად უნ­და და­ფა­როს… ამ გზას თუ ავირ­ჩევთ, შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­როთ პერ­ს­პექ­ტი­ვა­ზე, თუ არა და, 2250 ლა­რი, პრაქ­ტი­კუ­ლად, გან­ვი­თა­რე­ბის შეწყ­ვე­ტას ნიშ­ნავს.

თუ ეს ძა­ლი­ან ძნე­ლია და სა­ხელ­მ­წი­ფოს ამ გზით არ შე­უძ­ლია ფი­ნან­სი­რე­ბის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, მა­შინ სა­კითხი მე­ო­რე­ნა­ი­რად უნ­და დად­გეს — სა­ხელ­მ­წი­ფომ სა­ხელ­მ­წი­ფო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ბა­ზი­სო და­ფი­ნან­სე­ბა მის­ცეს.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები