21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ამე­რი­კულ სკო­ლა­ში ფე­ხის შედ­გ­მის­თა­ნა­ვე გეშ­ლე­ბა სივ­რ­ცე, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის სუ­ნი ტრი­ა­ლებს – როლან შავაძე 

spot_img

ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის ამე­რი­კუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი

ხუ­ლოს რა­ი­ო­ნის მე­კე­ი­ძე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ლინ­გ­ვის­ტი­კის სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის დოქ­ტო­რან­ტი რო­ლანდ შა­ვა­ძე, 14 სექ­ტემ­ბ­რი­დან 29 ოქ­ტომ­ბ­რამ­დე, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში – მონ­ტა­ნას შტა­ტის ქა­ლაქ ბოზ­მე­ნის სკო­ლებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ექ­ვ­ს­კ­ვი­რი­ა­ნი არა­დიპ­ლო­მი­რე­ბული აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მით TEA (The Teaching Excellence and Achievement), რო­მე­ლიც უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მას­წავ­ლებ­ლებს, პრო­ფე­სი­უ­ლად გან­ვი­თარ­დ­ნენ და სწავ­ლე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ.

რა გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ველ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ამე­რი­კე­ლი კო­ლე­გე­ბის­გან და რა იყო ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ბოზ­მე­ნის სკო­ლებ­ში, რის და­ნერ­გ­ვა­საც მშობ­ლი­ურ სკო­ლა­ში ისურ­ვებ­და — ამ თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ და­ვუ­კავ­შირ­დით მას­წავ­ლე­ბელს ხუ­ლო­დან. ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის მა­გა­ლით­ზე, რო­ლან­დ­მა სრუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შეგ­ვიქ­მ­ნა თუ რო­გო­რია ამ კონ­კ­რე­ტულ შტატ­ში სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა. რო­გორც ამ­ბობს, სკო­ლა­ში ფე­ხის შედ­გ­მის­თანა­ვე პირ­ვე­ლი, რაც იგ­რ­ძ­ნო, თა­ვი­სუფ­ლე­ბის სუ­ნია.

ჩვე­ნი სტუ­მა­რი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალ­სა და სა­კითხ­ზე გვიყ­ვე­ბა, რაც ამე­რი­კულ სკო­ლებ­ში ნა­ხა და ბო­ლოს პრობ­ლე­მე­ბი­თა და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბით სავ­სე ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის რე­ა­ლო­ბას უბ­რუნ­დე­ბა, მაგ­რამ უფ­რო გა­ბე­დუ­ლი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე ამე­რი­კა­ში ვი­ზი­ტამ­დე იყო.

გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა, რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბა

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო აცხა­დებს გაც­ვ­ლით პროგ­რა­მას მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, სა­დაც ძი­რი­თა­დად უცხო ენის (ინ­გ­ლი­სუ­რი ენის), მა­თე­მა­ტი­კი­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, სა­მი კან­დი­და­ტი შეგ­ვარ­ჩი­ეს და გა­ვემ­გ­ზავ­რეთ ამე­რი­კის სხვა­დას­ხ­ვა შტატ­ში.

შტა­ტებ­ში გა­ნა­წი­ლე­ბამ­დე, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის 120-ივე მო­ნა­წი­ლეს ერ­თობ­ლივ შეხ­ვედ­რებს უტა­რე­ბენ ვა­შინ­გ­ტონ­ში. თუმ­ცა, პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ასე არ მოხ­და (კო­ვიდ სი­ტუ­ა­ცი­ამ ცო­ტა აურია წე­სე­ბი). ჩვენ პირ­და­პირ გა­ვემ­გ­ზავ­რეთ იმ შტატ­ში, სა­დაც გაგ­ვა­ნა­წი­ლეს, მა­გა­ლი­თად, მე – მონ­ტა­ნას შტატ­ში, სხვე­ბი – სხვა შტა­ტებ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც ის ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი გვქო­ნია ვა­შინ­გ­ტონ­ში. ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, პირ­ვე­ლი ერ­თი კვი­რა, კა­რან­ტინ­ში ვი­ყა­ვით და ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რე­ბი გვი­ტარ­დე­ბო­და. მხო­ლოდ კა­რან­ტი­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­იწყო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი – საგ­ნობ­რი­ვი ვორ­ქ­შო­პე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი მონ­ტა­ნას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც ოთხი საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით გვი­ტარ­დე­ბო­და სე­სი­ე­ბი – ინ­გ­ლი­სუ­რი, რო­გორც უცხო ენა, ანუ რო­გორ ას­წავ­ლო თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბით; სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა; ასე­ვე ლი­დე­რო­ბის და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გვქონ­და სე­სი­ე­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით, 6-7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა, დავ­ს­წ­რე­ბო­დით სას­წავ­ლო პრო­ცესს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში. პარ­ტ­ნი­ო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­დ­ნენ, მათ­თან ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში და დავ­კ­ვირ­ვე­ბო­დით რო­გორც სწავ­ლე­ბის ფორ­მას, ისე შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მას, მიდ­გო­მებს და ა.შ. ჩა­მოთ­ვ­ლილ სა­კითხებ­ზე გვი­ზი­ა­რებ­დ­ნენ თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბას და ცოდ­ნას.

რა იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მონ­ტა­ნას სკო­ლა­ში

ვიდ­რე მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას შე­ვე­ხე­ბი, და­ვიწყოთ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­თა და რე­სურ­სე­ბით. სკო­ლა აღ­ჭურ­ვი­ლია ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ით, რაც შე­იძ­ლე­ბა რომ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში დას­ჭირ­დეს მას­წავ­ლე­ბელს, სკო­ლა ყვე­ლაფ­რით და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს მას. არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა რო­მე­ლი სა­გა­ნია, თუ­კი რა­ი­მე სი­ახ­ლეა და რა­ი­მე სა­ჭი­რო­ე­ბა არ­სე­ბობს, მას­წავ­ლე­ბელს ყვე­ლა­ფე­რი სკო­ლა­ში აქვს. ცხა­დია, სა­ხელ­მ­წი­ფო სკო­ლებ­ზე ვსა­უბ­რობ.

ეს რომ ასეა, ყვე­ლამ ვი­ცით. მაგ­რამ, პირ­ველ რიგ­ში, ხაზს გა­ვუს­ვამ იმას, რომ სკო­ლე­ბი და­ყო­ფი­ლია სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით. ამე­რი­კის სკო­ლებ­ში, ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი და მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი ერთ სივ­რ­ცე­ში არ სწავ­ლობს — ცალ-ცალ­კეა დაწყე­ბი­თი, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სკო­ლე­ბი. მე ბო­ლო სა­ფე­ხუ­რის სკო­ლებ­ში მო­მი­წია ყოფ­ნა. ყვე­ლა­ზე დი­დი ყუ­რადღე­ბა არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის სის­ტე­მამ მი­იქ­ცია. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენთან ხში­რად ხდება ისე, რომ უკ­ვე სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე მყო­ფი მოს­წავ­ლე პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას. ხში­რად ახალ­გაზ­რ­და უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­რიცხ­ვის ან პირ­ვე­ლი კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამთავრე­ბის შემ­დეგ, აღ­მო­ა­ჩენს, რომ არას­წო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა, რის გა­მოც მას ფუ­ჭად და­ე­ხარ­ჯა ძა­ლი­ან ბევ­რი დრო და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი, ბევ­რი და­ნა­კარ­გი აქვს და პრო­ფე­სი­ა­ში არ შემ­დ­გა­რია. ამე­რი­კუ­ლი სკო­ლე­ბი, სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, სთა­ვა­ზობს მოს­წავ­ლეს, გა­აზ­რე­ბუ­ლად იპო­ვოს მის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია, დაწყე­ბუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­ინ­ჟინ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით; აირ­ჩი­ოს მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის შე­სა­ბა­მი­სი საგ­ნე­ბი და მე­ტიც, შე­უძ­ლია ყვე­ლა პრო­ფე­სია პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მოს­ცა­დოს. რე­ა­ლუ­რად, სკო­ლა­ში­ვე, პრაქ­ტი­კუ­ლად ხე­დავს რა უნ­და აკე­თოს სა­მო­მავ­ლოდ. თან შე­უძ­ლია რო­მე­ლი­მე ხე­ლო­ბას, პრო­ფე­სი­ას, გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე, სკო­ლა­ში­ვე და­ე­უფ­ლოს და შემ­დეგ უმაღ­ლეს­შიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დეს. ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მო­დის, რომ ახ­ლი­დან კი არ იწყებს, არა­მედ უკ­ვე არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლას აგ­რ­ძე­ლებს უმაღ­ლეს­ში. სკო­ლა აძ­ლევს მას ასეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას. სხვას რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, იგი და­ცუ­ლია შემ­თხ­ვე­ვით არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ის­გან. და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სებ­ში­ვე იგებს არ­ჩევ­ნის სის­წო­რეს — თუ პრო­ფე­სია შემ­თხ­ვე­ვით აირ­ჩია და აღარ სურს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა (იმ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში), და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სებ­ში სწავ­ლის დროს, ყვე­ლა­ფერს სცდის, რაც აინ­ტე­რე­სებს და აქე­დან ერ­თი აუცი­ლებ­ლად აღ­მოჩ­ნ­დე­ბა მის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მე­ქა­ნი­კო­სის პრო­ფე­სი­აც კი შე­უძ­ლია სკო­ლა­ში­ვე პრაქ­ტი­კუ­ლად მო­სინ­ჯოს, მან­ქა­ნის დაშ­ლა-აწყო­ბის შე­საძ­ლე­ბლო­ბაც სკო­ლა­ში მოწყო­ბილ ავ­ტო­ფა­რეხ­ში აქვს, სა­დაც შლი­ან მან­ქა­ნას, ატა­რე­ბენ დი­აგ­ნოს­ტი­კას და ა.შ. ცხა­დია, ეს მა­გა­ლი­თის­თ­ვის მო­ვიყ­ვა­ნე, თო­რემ თუ­კი რა­ი­მე პრო­ფე­სია არ­სე­ბობს, ყვე­ლაფ­რის მო­სინ­ჯ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს სკო­ლა.

ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო საგ­ნე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად სწავ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, მე ვეს­წ­რე­ბო­დი ინ­გ­ლი­სუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი საგ­ნის გაკ­ვე­თი­ლებს. თუმ­ცა, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, და­საწყის­ში ვერ გა­ვი­გე რა­ტომ ერ­ქ­ვა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი. ჩა­ტარ­და ორი 50-წუ­თი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლი, ჯერ — ის­ტო­რი­ა­ში და შემ­დეგ — ინ­გ­ლი­სურ­ში. ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­უბ­რობ­და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ზე და ამე­რი­კის სა­ხელ­მ­წი­ფოს ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე ამ ომ­ში, მას გაკ­ვე­თილ­ზე ჰყავ­და ინ­გ­ლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­გორც ასის­ტენ­ტი, ანუ ის არ იყო ჩარ­თუ­ლი უშუ­ა­ლოდ სას­წავ­ლო პრო­ცე­სებ­ში, მხო­ლოდ ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში უწყობ­და ხელს (რე­სურ­სე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა და ა.შ.). მე­რე უკ­ვე, რო­ცა მე­ო­რე გაკ­ვე­თი­ლი და­იწყო, მას­წავ­ლებ­ლებ­მა რო­ლე­ბი გაც­ვა­ლეს – სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ინ­გ­ლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა წარ­მარ­თა, ხო­ლო ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა ასის­ტენ­ტის როლ­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა. რო­ცა ინ­გ­ლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა ამე­რი­კუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ახ­ს­ნა და­იწყო, ჩემ­თ­ვის გა­სა­გე­ბი გახ­და, რა­ტომ მოხდა ამ ორი საგ­ნის ინ­ტეგ­რი­რე­ბა. თან მაჩ­ვე­ნეს კუ­რი­კუ­ლუ­მი, სა­დაც და­ვი­ნა­ხე თე­მა­ტი­კის დამ­თხ­ვე­ვა – რო­ცა ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, პირ­ველ გაკ­ვე­თილ­ზე, მოს­წავ­ლე­ებს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის თე­მა­ტი­კას უხ­ს­ნი­და, მე­ო­რე გაკ­ვე­თილ­ზე, ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა სწო­რედ ამ პე­რი­ო­დის ამე­რი­კულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე გა­აგ­რ­ძე­ლა სა­უ­ბა­რი, რაც ჩვენ­თან არ ხდე­ბა – შე­იძ­ლე­ბა ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი გე­სა­უბ­რე­ბო­დეს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ზე, ხო­ლო ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი – შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბის შე­სა­ხებ – მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აქ ძა­ლი­ან დი­დი შუ­ა­ლე­დია ეპო­ქებს შო­რის. ამე­რი­კელ­მა კო­ლე­გებ­მა გვითხ­რეს, რომ ეს მიდ­გო­მა კვლე­ვე­ბი­თაა გან­მ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი – სწო­რედ კვლე­ვამ და­არ­წ­მუ­ნა ისი­ნი, რომ საგ­ნე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბით სწავ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რია. ლო­გი­კა და­ვი­ჭი­რე მეც – რო­ცა ის­ტო­რი­ა­ში რა­ღაც კონ­კ­რე­ტულ თე­მას მიხ­ს­ნი და იქ­ვე მაც­ნობ იმ პე­რი­ო­დის ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც, რა თქმა უნ­და, ეს და­სა­მახ­სოვ­რებ­ლა­დაც უფ­რო მარ­ტი­ვია და გა­სა­გე­ბა­დაც, ანუ ეპო­ქი­სა და დრო­ის თვალ­საზ­რი­სით პირ­და­პი­რი კავ­ში­რია. ეს იდეა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ამ საგ­ნე­ბის გარ­და, ისი­ნი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად ას­წავ­ლი­ან სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბა­სა და მა­თე­მა­ტი­კას და ა.შ., ძი­რი­თა­დად, მო­ნა­თე­სა­ვე საგ­ნებს, რო­მელ­თაც რა­ღაც კავ­ში­რი აქვთ ერ­თ­მა­ნეთ­თან. ჩემ­თ­ვის ეს ერთ-ერ­თი შთამ­ბეჭ­და­ვი სი­ახ­ლე იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ებს, იქ ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი ტექ­ნო­ლო­გი­ებთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, მე ჩრდი­ლო­ეთ შტატ­ში ვი­ყა­ვი და ჩე­მი იქ ყოფ­ნი­სას მო­თო­ვა. შუ­ქი გა­მო­ირ­თო, რაც თურ­მე ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. სკო­ლა სრუ­ლად პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო, რად­გან ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე ხელ­მისა­წ­ვ­დო­მო­ბის შეზღუდ­ვამ უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა შექ­მ­ნა. რო­გორც გითხარათ, ტექ­ნო­ლო­გია წამ­ყ­ვა­ნია სკო­ლა­ში და მოს­წავ­ლე ყვე­ლა­ნა­ირ ჩა­ნა­წერს მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტერ­ში აკე­თებს, კომ­პი­უ­ტე­რით კი სა­ხელ­მ­წი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს. თუ რა­ი­მე მი­ზე­ზის გა­მო მას გაკ­ვე­თილ­ზე კომ­პი­უ­ტე­რი თან არ ექ­ნე­ბა, კლას­ში ყო­ველ­თ­ვის არის სა­თა­და­რი­გო ტექ­ნი­კა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც შეძ­ლებს.

შე­ფა­სე­ბა

ცხა­დია, შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­საც და­ვაკ­ვირ­დი. მათ სკო­ლებ­ში შე­ფა­სე­ბის სა­კითხი ასე დგას – მოს­წავ­ლეს შუ­ა­ლე­დუ­რი შე­ფა­სე­ბა აქვს მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა კონ­კ­რე­ტულ სა­გან­ში რო­მე­ლი­მე სა­კითხი, თე­მა ამო­ი­წუ­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, ჩე­მი დას­წ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ერთ-ერთ გაკ­ვე­თილ­ზე ამო­წუ­რეს თე­მა — ჩა­მო­უ­წე­რეს მოს­წავ­ლე­ებს ძი­რი­თა­დი სა­კითხე­ბი, რო­მელ­ზეც უნ­და ემ­ს­ჯე­ლათ და კრი­ტი­კუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა და­ე­წე­რათ. შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბე­ლი აძ­ლევს უკუ­კავ­შირს. ამით ცდი­ლობს, გა­ი­გოს რამ­დე­ნად გა­ერ­კ­ვა მოს­წავ­ლე კონ­კ­რე­ტულ სა­კითხ­ში. თუ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ვერ გა­ერ­კ­ვა, მა­შინ იწყებს ფიქრს და პრობ­ლე­მის გა­მო­სას­წო­რებ­ლად შე­სა­ბა­მის აქ­ტი­ვო­ბას, შე­სა­ბა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს მოს­წავ­ლეს. ძი­რი­თა­დად, მოს­წავ­ლე გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბით ფას­დე­ბა და არა ყო­ველ­დღი­უ­რით, გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს. ზა­რი და­ი­რე­კა და, უბ­რა­ლოდ, შე­ჩერ­დ­ნენ, თუმ­ცა, დას­ვე­ნე­ბამ­დე ცო­ტა ხნით ად­რე, მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მო­აცხა­და, რომ გაკ­ვე­თი­ლის დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თი დარ­ჩა.

პი­რის­პირ სწავ­ლე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ფონ­ზე

სკო­ლებ­ში, სა­დაც მე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი პი­რის­პირ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რა­ი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ვერ და­ვი­ნა­ხე, გარ­და იმი­სა, რომ  რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა გამ­კაც­რე­ბუ­ლია, ყვე­ლა ზედ­მი­წევ­ნით იცავს იმ წე­სებს, რო­მე­ლიც სკო­ლას აქვს დად­გე­ნი­ლი. ჩვენც წი­ნას­წარ ვი­ყა­ვით გაფ­რ­თხი­ლე­ბუ­ლი რო­გორ მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვით, მა­გა­ლი­თად, გვითხ­რეს, რო­დე­საც მოს­წავ­ლე მო­გი­ახ­ლოვ­დე­ბათ, რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი უკან გა­დად­გით, ეს არ იქ­ნე­ბა შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის; არ მი­ე­სალ­მოთ ხე­ლის ჩა­მორ­თ­მე­ვით და ა.შ. პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს მკაც­რად გა­წე­რი­ლი პრო­ტო­კო­ლი გვქონ­და, რო­გორ უნ­და მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვით. მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დ­ნენ, ფი­ზი­კუ­რი სი­ახ­ლო­ვე, კონ­ტაქ­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად ნაკ­ლე­ბი ყო­ფი­ლი­ყო. მოს­წავ­ლე­ებს იქაც აქვთ პირ­ბა­დის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. რად­გან სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ფი­ზი­კურ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ცხა­დია, ვერ გეტყ­ვით რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს მათ­თან ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა.

მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა

ამე­რი­კა­ში ძა­ლი­ან დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლია მიდ­გო­მა შტა­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ამი­ტომ მე მხო­ლოდ მონ­ტა­ნას მა­გა­ლით­ზე შე­მიძ­ლია ვიმ­ს­ჯე­ლო. აქ ორი კა­ტე­გო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჰყავთ: პირ­ვე­ლი – ხუთ წლამ­დე გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე, რო­მე­ლიც დამ­წყებ მას­წავ­ლებ­ლად ით­ვ­ლე­ბა; მე­ო­რე – ხუთ წელ­ზე მე­ტი გა­მო­ცდი­ლე­ბის მქო­ნე, რო­მელ­საც ანაზღაუ­რე­ბაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აქვს. მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა სწო­რედ ხუთ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ იწყე­ბა. ამ დრო­ის გას­ვ­ლის შემ­დეგ, სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, პე­რი­ო­დუ­ლად, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი ტრე­ნინ­გე­ბი (ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ასე და­ვარ­ქ­ვი) უტარ­დე­ბათ. ამის შემ­დეგ სხვა სა­ფე­ხურ­ზე გა­და­დიან და გა­მოც­და უკ­ვე სკო­ლის დო­ნე­ზე უნ­და ჩა­ა­ბა­რონ, ეს არ არის სა­ხელ­მ­წი­ფო დო­ნე­ზე ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­მოც­და. იმ ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი, დამ­წყე­ბი მას­წავ­ლე­ბე­ლი მკაც­რი და მუდ­მი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ კი არ იმ­ყო­ფე­ბა, არა­მედ მუ­შა­ობს მენ­ტო­რის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით. ისიც ვი­კითხე, თუ ხდე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გი რო­გორ ას­წავ­ლის. მითხ­რეს, რომ მო­ნი­ტო­რინ­გი პე­რი­ო­დუ­ლად ტარ­დე­ბა, მაგ­რამ არა ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში, თვალს ადევ­ნე­ბენ შე­დე­გებს და მი­სი სწავ­ლე­ბის სტილს. სკო­ლის დო­ნე­ზე ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი გა­მოც­და კი, წარ­მა­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სხვა კა­ტე­გო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ზი­ცი­ა­ზე გა­დას­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს.

აქ­ვე გეტყ­ვით იმა­საც, რომ მონ­ტა­ნას შტატ­ში (ზო­გა­დად, ანაზღა­უ­რე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია შტა­ტე­ბის მი­ხედ­ვით), მას­წავ­ლებ­ლის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი, და­ახ­ლო­ე­ბით, 5 ათა­სი დო­ლა­რის ფარ­გ­ლებ­ში მერ­ყე­ობს.

მოს­წავ­ლე­ე­ბის სკო­ლებ­ში ჩა­რიცხ­ვა

მკაც­რად არის და­ცუ­ლი მოს­წავ­ლე­თა ახ­ლომ­დე­ბა­რე სკო­ლებ­ში ჩა­რიცხ­ვის/მი­ღე­ბის წე­სი. სკო­ლა, სა­დაც სას­წავ­ლო პრო­ცესს ვეს­წ­რე­ბო­დი, ახალ­გახ­ს­ნი­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, ტექ­ნი­კაც უფ­რო ახა­ლი იყო, ვიდ­რე სხვა სკო­ლებ­ში. ამი­ტო­მაც ამ სკო­ლა­ში ჩა­რიცხ­ვის სურ­ვი­ლი უფ­რო მეტ ბავშვს ჰქონ­და, მაგ­რამ იმის­თ­ვის, რომ ბა­ლან­სი ყოფილიყო და­ცუ­ლი, მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ნაბ­რად იყ­ვ­ნენ გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ორ ახ­ლომ­დე­ბა­რე სკო­ლა­ში, თვი­თონ სკო­ლას აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ მხო­ლოდ ის მოს­წავ­ლე­ე­ბი მი­ი­ღოს, რომ­ლე­ბიც იმ გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­ში ცხოვ­რო­ბენ. ერ­თ­მა­ნეთ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს გა­ლა­თი­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო სკო­ლა და ბოზ­მე­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო სკო­ლა – ბავშვს, რო­მე­ლიც უფ­რო ახ­ლოს ცხოვ­რობს ძველ სკო­ლას­თან, არ შე­უძ­ლია ახალ სკო­ლა­ში სწავ­ლა. ეს ჩვენ­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა ერ­თ­გ­ვა­რი დის­კ­რი­მი­ნა­ცი­აც იყოს, მაგ­რამ სკო­ლე­ბი იმ­დე­ნად ახ­ლო­საა ერ­თ­მა­ნეთ­თან და რაც მთა­ვა­რია, ხა­რის­ხობ­რი­ვად იმ­დე­ნად ერ­თ­ნა­ი­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით და ა.შ., გა­უ­გე­ბა­რიც კია რა­ტომ უნ­და აირ­ჩი­ოს მა­ინ­ც­და­მა­ინც ერ­თი ან მე­ო­რე სკო­ლა. ბა­თუ­მის მა­გა­ლით­ზე გეტყ­ვით, პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბის მშობ­ლე­ბის დიდ ნა­წილს უნ­და, თა­ვი­სი შვი­ლი პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­ა­რე­გის­ტ­რი­როს, რაც შე­უძ­ლე­ბე­ლია და რის გა­მოც ძა­ლი­ან ბევ­რი მშო­ბე­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლო რჩე­ბა. ცხა­დია, ასე­თი უკ­მა­ყო­ფი­ლო მშო­ბე­ლი იქ ვერ იქ­ნე­ბა. ერ­თა­დერ­თი, შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი სკო­ლის შე­ნო­ბა ერ­ჩი­ოს და მოს­წავ­ლე­საც უფ­რო ეხა­ლი­სე­ბო­დეს. სხვა მხრივ, ამის პრაგ­მა­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ აქვთ.

რო­გო­რი იყო გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცე­სი

ხან­და­ხან ისე­თი გან­ც­და მრჩე­ბო­და ხოლ­მე, რომ რა­ღაც ნა­წილ­ში მა­თი გაკ­ვე­თი­ლი უფ­რო მო­ნო­ტო­ნუ­რი იყო ან შე­იძ­ლე­ბა ჩვენ ვართ და­კომ­პ­ლექ­სე­ბუ­ლი, ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ კუთხით, იმი­ტომ რომ, ძი­რი­თა­დად, აქ­ტი­ვო­ბებ­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ნაკ­ლე­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბით თუ ჩა­ვა­ტა­რებთ გაკ­ვე­თილს, ამის სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პ­ლექ­სე­ბი გვაქვს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სულ ვცდი­ლობთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ვა­ტა­როთ, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ვინ­მე გვაკ­ვირ­დე­ბა. ჩვენ უფ­რო ტექ­ნი­კურ სა­კითხებ­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი, ვიდ­რე ში­ნა­არ­ს­ზე. ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა გა­ვა­კე­თე, მე­ო­რე უნ­და მო­ვას­წ­რო, შე­ფა­სე­ბა არ და­მა­ვიწყ­დეს და ა.შ. ფორ­მა­ლო­ბა­ზე მე­ტი დრო იკარ­გე­ბა, ვიდ­რე ში­ნა­არ­ს­ზე. იქ კი, სა­ერ­თოდ არ გა­ნიც­დიდ­ნენ ამ დის­კომ­ფორტს. ძა­ლი­ან ლა­ღად მი­დი­ო­და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი, არც უცხო პი­რის (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში – კო­ლე­გე­ბის) დას­წ­რე­ბას იმ­ჩ­ნევ­და ვინ­მე, რომ ჩვენ­თ­ვის ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ. მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თილ­ზე ჩარ­თუ­ლი ჰქონ­დათ ვი­დეო მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შე­სა­ხებ და იყო პა­უ­ზე­ბი, სა­დაც ერ­თობ­ლი­ვად გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ კონ­კ­რე­ტულ სა­კითხებს, მე­რე იყო კითხ­ვე­ბიც, ანუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სტან­დარ­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ტარ­და, რო­მელ­საც ყო­ველ­დღე შე­იძ­ლე­ბა ატა­რებ­დე მას­წავ­ლე­ბე­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი თუ ასე გა­ა­კე­თებ, ეს აუცი­ლებ­ლად მო­ნო­ტო­ნურ გაკ­ვე­თი­ლად აღიქ­მე­ბა, რო­მე­ლიც არ იყო დატ­ვირ­თუ­ლი ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბით, არ იყო მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და ა.შ. ვფიქ­რობ, ეს სუ­ლაც არ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, მთა­ვა­რია, შეძ­ლო სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თ­ვა და ასახ­ს­ნე­ლი მა­სა­ლი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გა­ჩე­ნა. აქ­ტი­ვო­ბე­ბით კი, შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც ვნიღ­ბავთ უინ­ტე­რე­სო თე­მებს და თუ თე­მა სა­ინ­ტე­რე­სო არ არის, რა სა­ჭი­როა გა­და­მე­ტე­ბუ­ლი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით ყუ­რადღე­ბის მიქ­ცე­ვა.

       

თვალ­ში­სა­ცე­მი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევრ ახალ თუ ძველ სკო­ლას ვიც­ნობ, ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ჩვენ ჯერ კი­დევ ვერ გა­მო­ვე­დით საბ­ჭო­უ­რი პე­რი­ო­დის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი მოწყო­ბის­გან. რო­გორც წე­სი, გვაქვს დე­რე­ფა­ნი და ჩამ­წ­კ­რი­ვე­ბუ­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი, ასე­თი ყა­ზარ­მუ­ლი ტი­პის გან­ლა­გე­ბა კი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის კი არა, უფ­რო სა­დამ­ს­ჯე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გან­ც­დას ქმნის.

ამე­რი­კულ სკო­ლა­ში ფე­ხის შედ­გ­მის­თა­ნა­ვე გეშ­ლე­ბა სივ­რ­ცე, დი­დი მი­სა­ღე­ბი, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის სუ­ნი ტრი­ა­ლებს. ორი­ვე სკო­ლას, სა­დაც მე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, სა­მი ფრთა ჰქონ­და, თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს. მა­გა­ლი­თად, ა ფრთას – სპორ­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის, ბ-ს – ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ც-ს – ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლის… იქ მას­წავ­ლე­ბელს აქვს თა­ვი­სი კლა­სი და არა მოს­წავ­ლეს. იმ­დე­ნად კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში შე­დი­ხარ, რომ გა­მო­რიცხუ­ლია, და­საქ­მე­ბულ­მა პირ­მა თა­ვი შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლად იგ­რ­ძ­ნო.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და თვალ­ში სა­ცე­მია, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კა ბმა­შია მი­სა­ღებ­თან და არ არის ჩა­კე­ტი­ლი, ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია. კლა­სის მოწყო­ბაც გე­მოვ­ნე­ბის სა­კითხია. მე პი­რა­დად ყო­ველ­თ­ვის ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი მერ­ხე­ბის იმ­გ­ვარ გან­ლა­გე­ბას, რო­გორც ჩვენს სკო­ლებ­ში გვაქვს – ერ­თ­მა­ნე­თის ზურგს უკან მსხდო­მი ბავ­შ­ვე­ბი და გან­ცალ­კე­ვე­ბით მდგა­რი მას­წავ­ლებ­ლის მა­გი­და, მერ­ხი რო­გორც მუდ­მი­ვი ბა­რი­ე­რი მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის. იქ, ძი­რი­თა­დად, მერ­ხე­ბი მრგვა­ლი მა­გი­დის ფორ­მატ­შია გან­ლა­გე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა ერ­თ­მა­ნეთს უყუ­რებ­დეს. მა­გა­ლი­თად, ოთხი-ექ­ვ­სი ბავ­შ­ვი ასე შე­იძ­ლე­ბა იჯ­დეს ან წრე­ზე იყოს გან­ლა­გე­ბუ­ლი ყვე­ლა მერ­ხი, რაც მთა­ვა­რია, მას­წავ­ლე­ბე­ლიც იმ წრე­ში ზის, რო­გორც მო­ნა­წი­ლე და არა ბა­რი­ერს მიღ­მა მყო­ფი პი­როვ­ნე­ბა. მე­ტიც, ზო­გი­ერთ მას­წავ­ლე­ბელს სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და კლას­ში მერ­ხი, პა­ტა­რა ხა­ლი­ჩებ­ზე ან პუ­ფებ­ზე ნა­ხევ­რად წა­მო­წო­ლილ მოს­წავ­ლე­ებს უტა­რებ­და გაკ­ვე­თილს. ალ­ბათ, ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში გაკ­ვე­თილ­ზე წა­მო­წო­ლი­ლი მოს­წავ­ლე ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად მი­აჩ­ნი­ათ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვ­ლი­ლია მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის კომ­ფორ­ტ­ზე, სხვა მას­წავ­ლე­ბე­ლი არ შე­დის კონ­კ­რე­ტუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის კლას­ში და ვერც ვე­რა­ფერ­ში შე­ე­და­ვე­ბა ერ­თი კო­ლე­გა მე­ო­რეს, რომ მერ­ხი ასე კი არა, ისე უნ­და იდ­გეს. ეს მხო­ლოდ იმ მას­წავ­ლებ­ლის გა­და­საწყ­ვე­ტია, ვი­სი საკ­ლა­სო ოთა­ხი­ცაა. შე­ნი ოთა­ხია და შე­ნი გე­მოვ­ნე­ბით უნ­და მო­აწყო ისე, რო­გორც მოგ­წონს, მთა­ვა­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით — მოს­წავ­ლემ აბ­სო­ლუ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნ­და იგ­რ­ძ­ნოს. სას­კო­ლო ტუ­რის დროს და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი და რამ­დე­ნი­მე კლას­ში შე­ვი­ხე­დეთ. ფრან­გუ­ლი ენის კლას­ში რომ შე­ვე­დით, თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, ბი­ო­ლო­გი­ის კა­ბი­ნე­ტი იყო, იმ­დე­ნი მცე­ნა­რე ჰქონ­და მას­წავ­ლე­ბელს ოთახ­ში იმი­ტომ, რომ მას ასე მოს­წონს, სხვა­თა შო­რის, მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­მა­კა­ცი იყო.

იმი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დი, რო­გორ აჰ­ყავთ სკო­ლა­ში კად­რე­ბი, ამ სა­კითხ­ზე დი­რექ­ცი­ას გა­ვე­სა­უბ­რე. და­ახ­ლო­ე­ბით, იგი­ვე პრინ­ცი­პია რო­გორც ჩვენ­თან, იქ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დო­ნე­ზე ხდე­ბა აპ­ლი­კა­ცი­ის გან­თავ­სე­ბა. მა­გა­ლი­თად, ქა­ლაქ ბოზ­მე­ნის ერთ-ერთ გა­ნათ­ლე­ბის სა­იტ­ზე გან­თავ­ს­დე­ბა გან­ცხა­დე­ბა ვა­კან­სი­ის შე­სა­ხებ, ხდე­ბა აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა/გა­დარ­ჩე­ვა და, სა­ბო­ლო­ოდ, შერ­ჩე­ულ კან­დი­დატს სკო­ლა გა­სა­უბ­რე­ბა­ზე იბა­რებს. ცხა­დია, სკო­ლის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი კო­მი­სია იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, აიყ­ვა­ნოს თუ არა ესა თუ ის კად­რი სა­მუ­შა­ოდ. გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი აკ­ვირ­დე­ბი­ან, კონ­კ­რე­ტუ­ლი დრო­ის შემ­დეგ კი, სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თ­ვა­ში. გენ­დე­რუ­ლი ბა­ლან­სი იქაც დარ­ღ­ვე­უ­ლია, მა­მა­კა­ცე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა. მას­წავ­ლებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბა, სხვა პრო­ფე­სი­ებ­თან შე­და­რე­ბით, არ არის მა­ღა­ლი, ამი­ტომ მა­მა­კა­ცე­ბი უფ­რო ნაკ­ლე­ბად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ამ პრო­ფე­სი­ით.

რას და­ნერ­გავს ან მო­არ­გებს ამე­რი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გაკ­ვე­თი­ლებს

სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ეს არ არის ჩე­მი უცხო­ეთ­ში ყოფ­ნის პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვყო­ფილ­ვარ და მი­ნა­ხავს მა­თი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით, მეთხუთ­მე­ტე ქვე­ყა­ნა მო­ვი­ნა­ხუ­ლე. თუმ­ცა, ცხა­დია, მო­ლო­დი­ნი მქონ­და, რომ ამე­რი­კის სკო­ლებ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სივ­რ­ცე დამ­ხ­ვ­დე­ბო­და და მარ­თ­ლაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ვნა­ხე.

ძა­ლი­ან მარ­ტივ რა­მეს გეტყით, ჩემ­თ­ვის ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რა­მაა, ეს კი, ყვე­ლა­ზე მე­ტად იგ­რ­ძ­ნო­ბო­და იქ – წარ­მო­სახ­ვა ახ­ლა პრაქ­ტი­კა­ში ვნა­ხე. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი – იქ ადა­მი­ა­ნის კრი­ტი­კუ­ლი მსჯე­ლო­ბა ხელ­შეწყო­ბი­ლია, თუნ­დაც მას­წავ­ლებ­ლის ავ­ტო­ნო­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ნი­მუმ, მას შე­უძ­ლია, სა­კუ­თარ გე­მოვ­ნე­ბას მო­არ­გოს და ისე წარ­მარ­თოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. რა წა­მო­ვი­ღე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, სწო­რედ ეს – თუ აქამ­დე მქონ­და კითხ­ვა – გავ­რის­კო თუ არა, ახ­ლა უკ­ვე პრაქ­ტი­კა­ში ვნა­ხე, რომ შენს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, მთა­ვა­რია, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ გან­საზღ­ვ­რულ მიზ­ნე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნო მოს­წავ­ლე­ე­ბი, რა ფორ­მე­ბით  – ეს შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამა­ში ვერც ვე­რა­ვინ შე­გე­და­ვე­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სით, მარ­თ­ლა სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. მე­ტი სტი­მუ­ლი და გამ­ბე­და­ო­ბა შემ­ძი­ნა ამე­რი­კე­ლი კო­ლე­გე­ბის გაც­ნო­ბამ – ახ­ლა მეც შე­მიძ­ლია თა­მა­მად გავ­რის­კო, რა­ზეც ად­რე თავს ვი­კა­ვებ­დი, არ მო­ვე­რი­დო იმა­ზე ლა­პა­რაკს, რაც არ მომ­წონს, შე­იძ­ლე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც მივ­ცე კო­ლე­გას, თუ­კი ეს საჭიროა. გა­ბე­დუ­ლი ვარ, რად­გან ამის მა­გა­ლი­თე­ბი პრაქ­ტი­კა­ში ჩე­მი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი და შე­ფა­სე­ბუ­ლიც, დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ეს მიდ­გო­მე­ბი კარ­გად მუ­შა­ობს, ანუ უკე­თე­სი ვერ­სი­ე­ბი არ­სე­ბობს.

მას­წავ­ლებ­ლის ავ­ტო­პორ­ტ­რე­ტი და ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა

🔎 2007 წელს მე­კე­ი­ძე­ე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, სა­დაც ახ­ლა მე თვი­თონ ვას­წავ­ლი ინ­გ­ლი­სურ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას. შემ­დეგ სწავ­ლა შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე, ინ­გ­ლი­სუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2015-ში და­ვამ­თავ­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტი და იმა­ვე წელს, ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სკო­ლა­ში და­ვიწყე მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბა, აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პროგ­რა­მით „ვას­წავ­ლოთ მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის“. პა­რა­ლე­ლუ­რად, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე ჩა­ვი­რიცხე ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გა­ნათ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ბო­ლო სე­მეს­ტ­რ­ში, ერას­მუ­სის პროგ­რა­მით, ბულ­გა­რეთ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე სწავ­ლა, ქა­ლაქ რუ­სეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რის გა­მოც პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბა მო­მი­წია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, დავ­ბ­რუნ­დი პროგ­რა­მა­ში და ჩემს მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში და­ვიწყე მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბა. მა­გის­ტ­რა­ტუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი, ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე სწავ­ლა ლინ­გ­ვის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პა­რა­ლე­ლუ­რად, უნი­ვერსი­ტეტ­შიც ვმუ­შა­ობ მიწ­ვე­უ­ლი პე­და­გო­გის სტა­ტუ­სით. ამის გარ­და, ჩარ­თუ­ლი ვარ „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ში“ („ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“) – ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ვი­ყა­ვი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტ­რ­ში კი, უცხო ენე­ბის ექ­ს­პერ­ტად და­ვი­ნიშ­ნე ქო­ბუ­ლე­თი­სა და ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში.

🔎 სკო­ლა­ში ინ­გ­ლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი არ გვყავ­და, მა­ღალ­მ­თი­ან აჭა­რა­ში, იმ პე­რი­ოდ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, სკო­ლე­ბის 2%-ში თუ იქ­ნე­ბო­და უცხო ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი. ჩემ დროს რუ­სუ­ლი ის­წავ­ლე­ბო­და, უკ­ვე არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი ენა იყო და ყუ­რადღე­ბაც ნაკ­ლე­ბად ექ­ცე­ო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩე­მი მო­მა­ვა­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში წარ­მო­მედ­გი­ნა, თუ ინ­გ­ლი­სუ­რი მე­ცო­დი­ნე­ბო­და. ამი­ტომ 3 წე­ლი „დავ­კარ­გე“, ვიდ­რე უმაღ­ლეს­ში ჩა­ვა­ბა­რებ­დი, შე­ვუ­დე­ქი ენის სწავ­ლას, ინ­ტენ­სი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბო­დი და თან მუდ­მი­ვად ვფიქ­რობ­დი იმა­ზეც, თუ რა სი­კე­თეს მო­ვუ­ტან­დი ჩემს რე­გი­ონს, მინ­დო­და, ჩე­მი ცოდ­ნა მშობ­ლი­ურ სკო­ლა­ში ამე­ტა­ნა და თა­ნა­სოფ­ლე­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ინ­გ­ლი­სუ­რი ენა მეს­წავ­ლე­ბი­ნა. ვფიქ­რობ­დი, ეს იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ზე დი­დი სი­კე­თე (ახ­ლაც ასე ვთვლი), რაც ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თ­ვის შე­მეძ­ლო გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

მე-4 წე­ლია, მე­კე­ი­ძე­ე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ და უკ­ვე ჩე­მი გა­მოზ­რ­დი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი თსუ-ში აგ­რ­ძე­ლე­ბენ სწავ­ლას, ჩე­მი პრო­ფე­სი­ით. წლე­ბის წინ, ჩვენს ხე­ო­ბა­ში, თემ­ში ერ­თი-ორი კა­ცი ვლა­პა­რა­კობ­დით ინ­გ­ლი­სუ­რად, დღეს უკ­ვე შეგ­ვიძ­ლია ვი­ა­მა­ყოთ, რომ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ინ­გ­ლი­სურ ენას საკ­მა­ოდ სრულ­ყო­ფი­ლად ფლობს. ეს ჩემ­თ­ვის დი­დი მიღ­წე­ვაა და ვფიქ­რობ, გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე, ჩე­მი მი­სია შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. ახ­ლა ამ ახალ­გაზ­რ­დე­ბის მონ­დო­მე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ ეს წინ­ს­ვ­ლა არ შე­ჩერ­დეს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თუ გა­და­ი­ბა­რე­ბენ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას, ეს ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი მო­ნა­პო­ვა­რი იქ­ნე­ბა.

🔎 თა­ვის­თა­ვად, ამ ყვე­ლა­ფერს ბევ­რი სირ­თუ­ლე ახ­ლავს. ამ­ჟა­მად ბა­თუმ­ში ვცხოვ­რობ და ორ­შა­ბათ დი­ლით მივ­დი­ვარ ხუ­ლო­ში, რო­მე­ლიც 100 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი ჩემს საცხოვ­რე­ბელს. იქ სა­მი დღე ვრჩე­ბი, მე­რე ისევ ბა­თუმ­ში ვბრუნ­დე­ბი და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვაგ­რ­ძე­ლებ საქ­მი­ა­ნო­ბას, სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში დავ­დი­ვარ ექ­ს­პერ­ტის სტა­ტუ­სით. რთუ­ლი გრა­ფი­კი მაქვს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დი­დი სირ­თუ­ლე მა­ინც ასეთ შორ მან­ძილ­ზე სი­ა­რუ­ლია, მით უმე­ტეს, ზამ­თარ­ში – ხუ­ლოს დიდ­თოვ­ლო­ბა ახა­სი­ა­თებს, 2-მეტ­რი­ა­ნი თოვ­ლიც კი მო­დის ხოლ­მე და, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­და­ად­გი­ლე­ბა სი­ცოცხ­ლის საფ­რ­თხე­საც ქმნის. ფაქ­ტია, რომ წლე­ბის შემ­დეგ ქა­ლაქ­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­მი­წევს, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩემს თავს ისევ ხუ­ლო­ში და ისევ მე­კე­ი­ძე­ე­ბის სკო­ლა­ში ვხე­დავ. ზო­გა­დად, რთუ­ლია იმის გან­საზღ­ვ­რა, სად იქ­ნე­ბი წლე­ბის შემ­დეგ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა ყო­ველ­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს და­უ­კავ­შირ­დე­ბა, ძი­რი­თა­დად, უნი­ვერ­სი­ტეტ­ს და სკო­ლას.

🔎 ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში რომ ბევ­რი პრობ­ლე­მა და გა­მოწ­ვე­ვა გვაქვს, ფაქ­ტია. სის­ტე­მის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას ან წარ­მა­ტე­ბას, ძი­რი­თა­დად, მა­ინც სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბი გან­საზღ­ვ­რავს – რა დო­ნე­ზეა ესა თუ ის სა­ხელ­მ­წი­ფო გა­ნათ­ლე­ბის კუთხით. პრობ­ლე­მე­ბი მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორს რომ და­ვაბ­რა­ლოთ, არას­წო­რად მი­მაჩ­ნია, თუ რა­ტომ, შე­ვეც­დე­ბი ავ­ხ­ს­ნა – ეს ჯაჭ­ვურ ბმა­შია და­ნარ­ჩენ სტრუქ­ტუ­რებ­თა­ნაც. ჩვენ ამ სექ­ტო­რის პრობ­ლე­მებს ვხე­დავთ, თო­რემ ყვე­ლა სფე­როს თა­ვი­სი გამოწვევა აქვს, რაც ჯაჭ­ვუ­რად ქმნის ერთ სა­ერ­თო პრობ­ლე­მას. თუ ავი­ღებთ მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს და ვიტყ­ვით, რომ მხო­ლოდ აქ გვაქვს პრობ­ლე­მა და მა­გა­ლი­თად, ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია, რა თქმა უნ­და, ეს მცდა­რი შე­ფა­სე­ბა იქ­ნე­ბა.

🔎 რო­გორ უნ­და გა­მოს­წორ­დეს გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რის პრობ­ლე­მე­ბი – ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ნათ­ლე­ბა­ში მე­ტი ფი­ნან­სე­ბის ჩა­დე­ბა, ოღონდ  მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად. თუ­კი მას­წავ­ლე­ბელს სა­სურ­ვე­ლი ხელ­ფა­სი ექ­ნე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვად შე­იქ­მ­ნე­ბა მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცია, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავს მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ კადრს. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ჩა­დე­ბუ­ლი მე­ტი ფუ­ლი შექ­მ­ნის სა­სურ­ველ სკო­ლებს, სა­სურ­ვე­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­თა და მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­რე­მოს, ყვე­ლა­ფე­რი მთლი­ა­ნო­ბა­ში კი – ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას.მარ­თა­ლია, ბევ­რი რამ გა­კეთ­და, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ არის. აუცი­ლე­ბე­ლია, შე­ვე­და­როთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მებს, და­ვი­ნა­ხოთ, სად ვართ ჩვენ და სად არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო. ჩვენ კი მივ­დი­ვართ წინ და  პროგ­რე­სიც გვაქვს, მაგ­რამ ისი­ნი დი­დი ნახ­ტო­მით მი­დი­ან და, ამა­სო­ბა­ში, ჩვენ ისევ უკან ვრჩე­ბით, იზ­რ­დე­ბა შუ­ა­ლე­დი ჩვენ­სა და მათ შო­რის, ამი­ტო­მაც გროვ­დე­ბა ამ­დე­ნი პრობ­ლე­მა. სწო­რედ ამის გა­მო­სას­წო­რებ­ლად არის სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბე­ლი გა­ნათ­ლე­ბა­ში დი­დი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის ჩა­დე­ბა, რაც ამ დი­დი შუ­ა­ლე­დის შემ­ცი­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა გახ­დე­ბა.

🔎 წარ­მო­იდ­გი­ნეთ ასე­თი რამ – ჩვენს სის­ტე­მა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს, რო­მე­ლიც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ორ სკო­ლა­ში ერ­თ­დ­რო­უ­ლად ას­წავ­ლის. ეს სუ­ლაც არ არის სა­ხარ­ბი­ე­ლო, უბ­რა­ლოდ, გა­დარ­ჩე­ნის­თ­ვის იბ­რ­ძ­ვი­ან, რომ ორი ხელ­ფა­სით მა­ინც უზ­რუნ­ველ­ყონ ოჯა­ხის მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, გა­მოკ­ვე­ბონ შვი­ლე­ბი. რე­ა­ლუ­რად, გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ბაა და არა სა­სურ­ვე­ლი. არც ერთ ჩემს კო­ლე­გას არ ვაკ­რი­ტი­კებ, მაგ­რამ თი­თო სკო­ლა­ში, მი­ნი­მუმ, ოთხი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა მა­ინც ხომ უწევთ, დათ­ვა­ლეთ 8 გაკ­ვე­თი­ლის მომ­ზა­დე­ბა­სა და ჩა­ტა­რე­ბას რამ­დე­ნი დრო სჭირ­დე­ბა, რე­ა­ლუ­რად, 12-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში უწევთ ყო­ველ­დღი­უ­რად შრო­მა, ამას, ხში­რად, რე­პე­ტი­ტო­რო­ბაც ემა­ტე­ბა. რამ­დენ ენერ­გი­ას მო­ითხოვს ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ასეთ პი­რო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნის პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა? ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ეს ხომ მას­წავ­ლებ­ლის გან­წყო­ბა­ზე, შე­მარ­თე­ბა­ზე, მის ადა­მი­ა­ნურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე მოქ­მე­დებს, რაც სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზეც აისა­ხე­ბა, ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი კი – მოს­წავ­ლის შე­დე­გებ­ზე.

🔎 გა­მო­სა­ვა­ლი – მაქ­სი­მა­ლუ­რად კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო უნ­და შევ­ქ­მ­ნათ, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი და­ინ­ტერ­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, მათ შო­რის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­მო­სავ­ლით. ხში­რად ის­მის ფრა­ზა, რომ მას­წავ­ლებ­ლად უნ­და და­ი­ბა­დო, მე ამას არ ვე­თან­ხ­მე­ბი, თუ გექ­ნე­ბა ამ პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის სურ­ვი­ლი და მთა­ვა­რი, ბავ­შ­ვის სიყ­ვა­რუ­ლი, ამის­თ­ვის სა­ჭი­რო უნა­რებ­საც გა­მო­ი­მუ­შა­ვებ, ანუ პე­და­გო­გი­კა გან­ს­წავ­ლა­დია და სუ­ლაც არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, მა­ინ­ც­და­მა­ინც მას­წავ­ლებ­ლად და­ი­ბა­დო – სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

🔎 „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ჩარ­თუ­ლი ვარ და მომ­წონს ეს პრო­ექ­ტი იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ისე იყო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი, რომ ესგ-ში ჩა­ხედ­ვაც კი არ უწევ­და, მიყ­ვე­ბო­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს. ამ დროს, შე­დეგ­ზე რომ გახ­ვი­დე, ესგ-ს მიზ­ნებს უნ­და მიჰ­ყ­ვე. ორი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი გვაქვს – ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი, ეს არის სკო­ლე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ორი­ენ­ტი­რი, რო­გორ ივ­ლი­ან მის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, ეს სკო­ლის/პე­და­გო­გის გა­და­საწყ­ვე­ტია სა­კუ­თა­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან და შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, იცით, რო­გორ ვი­ყა­ვით? გე­მი რომ შე­უშ­ვა ზღვა­ში და კომ­პა­სი ხმე­ლეთ­ზე და­ტო­ვო. გვქონ­და ესგ, უამ­რა­ვი და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი მიზ­ნით და ასო­ბით ინ­დი­კა­ტო­რით, მაგ­რამ მას ვე­რა­ვინ იყე­ნებ­და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ალ­ბათ, რა­ღაც პე­რი­ო­დი, მეც მათ შო­რის ვი­ყა­ვი, ასე­თი იყო ნორ­მა. „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­მა“ ეს მიდ­გო­მა შეც­ვა­ლა და ესგ გახ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის მიმ­ცე­მი. იმე­დია, ამ რე­ფორ­მას, რო­მე­ლიც 2024 წლამ­დეა გან­საზღ­ვ­რუ­ლი, ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან რა­ღაც უნ­და დას­რულ­დეს, რომ მე­ო­რე წა­მო­იწყო, თო­რემ და­უს­რუ­ლე­ბელ ექ­ს­პე­რი­მენ­ტებ­ში ყოფ­ნა არა­ფერს მოგ­ვ­ცემს. ნე­ბის­მი­ე­რი რე­ფორ­მა სა­ხელ­მ­წი­ფო გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას უნ­და იყოს მორ­გე­ბუ­ლი და არა პო­ლი­ტი­კო­სებს. მი­ნის­ტ­რე­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა­ზე მიბ­მუ­ლი კურ­სის ცვლი­ლე­ბა იწ­ვევს ქა­ოსს, ქა­ო­სი კი აღარ მუ­შა­ობს.

🔎 სქე­მა იმ­დენ­ჯერ შე­იც­ვა­ლა, რომ უკ­ვე წარ­მოდ­გე­ნა აღარ მაქვს, რა ხდე­ბა. რა­ღაც პე­რი­ო­დის მე­რე აღარ მივ­ყე­ვი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ახ­ლა სტა­ტუ­სით უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად ორი გზა მქონ­და, ორი არ­ჩე­ვა­ნი – სტატუსის ცვლილება კრედიტების დაგროვებიტ ან დოქტორანტურაში სწალის გაგრძელებით. რასაკვირველია, მეორე გზა ავირჩიე. გარდა იმისა, რომ სტატუსი მომენიჭება, ამაღლდება ჩემი აკადემიური ხარისხიც, სწორედ ამიტომ გავყევი, მართლაია უფრო ხანგრძლივ, მაგრამ უფრო საინტერესო გზას. თუმცა, მატერიალური ზარალი ამით ნამდვილად მივიღე.

ესაუბრა ლალი ჯელაძე 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები