24 ნოემბერი, კვირა, 2024

ამ გუნ­დის წევ­რო­ბა ნამ­დ­ვი­ლად სა­ა­მა­ყოა

spot_img

თე­ო­ნა ზუ­ბი­აშ­ვი­ლი

დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზე­მო კა­რა­ბუ­ლა­ხის სა­ჯა­რო სკო­ლის დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ქვეპ­როგ­რა­მა „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა“, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში, უკ­ვე მრა­ვა­ლი წე­ლია, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს რო­გორც თემ­თან, ისე პე­და­გო­გებ­თან და მოს­წავ­ლე­ებ­თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, მა­თი სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მიზ­ნით. ამ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ სტუ­დენ­ტო­ბის დრო­საც ბევ­რი მსმე­ნო­და მე­გობ­რე­ბის­გან და გეგ­მა­შიც მქონ­და, შე­ვერ­თე­ბო­დი გუნდს, რო­მე­ლიც ასეთ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თებ­და, მით უმე­ტეს, რომ პრო­ფე­სი­აც ხელს მიწყობ­და — ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის დი­დაქ­ტი­კა­ში მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხით, 2014 წელს, და­ვამ­თავ­რე ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, 2016 წლი­დან კი შე­ვუ­ერ­თ­დი პროგ­რა­მას, რო­გორც დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი.

დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზე­მო კა­რა­ბუ­ლა­ხის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მით, 2011 წლი­დან, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს პროგ­რა­მის კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი ნარ­გიზ ჯაჭ­ვა­ძე და ჩვენ ერ­თად გა­ვაგ­რ­ძე­ლეთ მუ­შა­ო­ბა. ჩე­მი, რო­გორც პროგ­რა­მის დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლის უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბის მხარ­და­ჭე­რაა. ეს პრო­ცე­სი გუ­ლის­ხ­მობს თა­ნას­წავ­ლე­ბას, ად­გი­ლობ­რივ პე­და­გო­გებ­თან ერ­თად მოს­წავ­ლე­თა უნა­რებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­გეგ­მ­ვა-ჩა­ტა­რე­ბას. ასე­ვე, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხი­თაც. მოს­წავ­ლე­ებ­თან და ად­გი­ლობ­რივ პე­და­გო­გებ­თან ერ­თად, ერ­თობ­ლი­ვად ვგეგ­მავთ და ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ კლას­გა­რე­შე და სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბებს. სამ­წუ­ხა­როდ, პან­დე­მი­ის გა­მო, სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან კვლა­ვაც აქ­ტი­უ­რად გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ ამ კუთხით მუ­შა­ო­ბას.

რა თქმა უნ­და, თავ­და­პირ­ვე­ლად, რთუ­ლი იყო ახალ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რა, ენის ბა­რი­ე­რი. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მზად ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ფერ ამის­თ­ვის, მაგ­რამ მა­ინც გა­მი­ჭირ­და. მა­შინ ვერც კი ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ექ­ვ­სი წე­ლი გაგ­რ­ძელ­დე­ბო­და. ამ პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა გა­მი­ად­ვი­ლა პე­და­გო­გი­ურ­მა კო­ლექ­ტივ­მა, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან თბი­ლად მი­მი­ღო და, რა თქმა უნ­და, მოს­წავ­ლე­ებ­მა, რომ­ლებ­თან გან­შო­რე­ბა ახ­ლა ვერც კი წარ­მო­მიდ­გე­ნია.

ახალს არა­ფერს ვიტყ­ვი, თუ აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის თე­მა ძა­ლი­ან პრობ­ლე­მუ­რია აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ თემ­ში. წლე­ბის წინ იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მხო­ლოდ ბი­ჭე­ბი იყ­ვ­ნენ და გო­გო­ნე­ბი მე­თორ­მე­ტე კლა­სამ­დე თხოვ­დე­ბოდ­ნენ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა და­ვიწყეთ. ვაწყობ­დით შეხ­ვედ­რებს მოს­წავ­ლე­ებ­თან, ვე­სა­უბ­რე­ბო­დით ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის უარ­ყო­ფით შე­დე­გებ­სა და სწავ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე. ვხვდე­ბო­დით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ისი­ნი მო­დი­ოდ­ნენ სკო­ლა­ში, თემ­ში; ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ გო­გო­ნებს, ხვდე­ბოდ­ნენ მათ მშობ­ლებს და, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, შე­დე­გიც მი­ვი­ღეთ. დღეს, ზე­მო კა­რა­ბუ­ლა­ხის სა­ჯა­რო სკო­ლი­დან უფ­რო მე­ტი ახალ­გაზ­რ­და აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას თბი­ლი­სის სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, ვიდ­რე წლე­ბის წინ და მათ შო­რის უმე­ტე­სო­ბა გო­გო­ნაა. გვყავს წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი: ფი­დან ქა­რი­მო­ვა (ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი), გუ­ნელ ალი­ე­ვა (სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი), ალ­თუნ ორუ­ჯო­ვი (ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი), ჯა­მა­ლა­დინ გა­ი­ა­ლო­ვი (ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი), თუ­რალ გა­ი­ა­ლო­ვი (ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი), ზე­ი­ნაბ გა­ი­ა­ლო­ვა (სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი), გუ­ნელ მი­ქა­ი­ლო­ვა (სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი), ხა­თი­რა მი­ქა­ი­ლო­ვა (სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი), ემი­ლია მი­ქა­ი­ლო­ვა (ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი), ლე­ნარ მა­მე­დო­ვი (ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი).

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა პე­და­გოგ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა. ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც არის შე­დე­გე­ბი. ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბი მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინ­გებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, მათ შო­რის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შემ­ს­წავ­ლელ ტრე­ნინ­გებს გა­დი­ან, რო­მელ­საც პროგ­რა­მის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი უძღ­ვე­ბა. ამ ეტა­პის­თ­ვის, სკო­ლა­ში, ერ­თი წამ­ყ­ვა­ნი და 9 უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი ელო­დე­ბა გრძელ­ვა­დი­ან ტრე­ნინგს, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­იც­ვ­ლი­ან სტა­ტუსს.

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ბა­ტო­ნი გამ­ლეტ ის­მა­ი­ლო­ვი და პე­და­გო­გე­ბი ყვე­ლა ჩვე­ნი წა­მოწყე­ბის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან. სკო­ლა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, ტარ­დე­ბა შე­მეც­ნე­ბი­თი კონ­კურ­სე­ბი, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სას­წავ­ლო ექ­ს­კურ­სი­ე­ბი.

სწო­რედ ამ ძა­ლის­ხ­მე­ვის შე­დე­გად, წლი­დან წლამ­დე, იზ­რ­დე­ბა იმ ადა­მი­ან­თა რიცხ­ვი, ვინც სა­კუ­თარ თავს ამ ქვეყ­ნის სრულ­ფა­სო­ვან და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად მი­იჩ­ნევს. ჩვე­ნი პროგ­რა­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც ხომ ეს არის. ამ გუნ­დის წევ­რო­ბაც ამი­ტო­მაა სა­ა­მა­ყო.

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები