28 აპრილი, ორშაბათი, 2025

ალ­ფ­რედ ად­ლე­რის „ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფსი­ქო­ლო­გია“- გზა ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბის შეც­ნო­ბის­კენ

spot_imgspot_img

ალ­ფ­რედ ად­ლე­რი დი­დი ხა­ნია ამ­ტ­კი­ცებს, რომ სა­მეც­ნი­ე­რო ცოდ­ნა იმათ პი­რად სა­კუთ­რე­ბად არ უნ­და დარ­ჩეს, ვინც სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბის წყა­ლო­ბით ბუ­ნე­ბის­გან ახალ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას მო­ი­პო­ვებს: ნე­ბის­მი­ე­რი ცოდ­ნა კა­ცობ­რი­ო­ბის­თ­ვის მო­ტა­ნი­ლი სარ­გებ­ლით უნ­და შე­ფას­დეს.

ბე­რან ვოლ­ფი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი

 

ალ­ფ­რედ ად­ლე­რი XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა. ის იყო ფსი­ქო­ლო­გი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ადა­მი­ა­ნე­ბი და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სწო­რედ მათ­ზე ზრუნ­ვას მი­უძღ­ვ­ნა. პი­როვ­ნე­ბის თვით­გა­მორ­კ­ვე­ვის­თ­ვის ბრძო­ლა, წარ­სუ­ლის გა­და­აზ­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა და მი­სი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა – ეს იყო ად­ლე­რის და­უ­ღა­ლა­ვი მუ­შა­ო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი.

თა­ნა­მედ­რო­ვე ფსი­ქო­თე­რა­პი­ის შექ­მ­ნა, ზიგ­მუნდ ფრო­იდ­თან და კარლ გუს­ტავ იუნ­გ­თან ერ­თად, სწო­რედ ად­ლე­რის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფრო­ი­დი­სა და იუნ­გის და­რად, ად­ლე­რი ასე­თი­ვე პო­პუ­ლა­რო­ბით არ სარ­გებ­ლობს, თა­ნა­მედ­რო­ვე ფსი­ქო­თე­რა­პი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად სწო­რედ მის იდე­ებს იყე­ნე­ბენ.

ალ­ფ­რედ ად­ლე­რის წიგ­ნის „ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბის შეც­ნო­ბი­სათ­ვის (გზა თვით­შე­მეც­ნე­ბის­კენ)“ ქარ­თუ­ლად მთარ­გ­მ­ნე­ლი, თა­მარ ბოგ­ვე­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ად­ლერ­მა ბევრ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა, ბავ­შ­ვ­თა აღ­ზ­რ­დი­დან ან­თ­რო­პო­ლო­გი­ა­სა და კო­რექ­ცი­ულ თე­რა­პი­ამ­დე. ის ყო­ველ­თ­ვის ხაზს უს­ვამ­და პი­როვ­ნუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის ძა­ლას; შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ფო­კუ­სის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას; სო­ცი­ა­ლუ­რი უთა­ნას­წო­რო­ბის აღ­მოფხ­ვ­რის სა­ჭი­რო­ე­ბა­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის უდი­დეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. მას უნ­დო­და, ადა­მი­ა­ნებს დახ­მა­რე­ბო­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში ოჯახ­თან, მე­გობ­რებ­თან და სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან. ის აფა­სებ­და ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის როლ­სა და თი­თო­ე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის კავ­შირს გა­რე­მომ­ც­ველ სამ­ყა­როს­თან.

ალ­ფ­რედ ად­ლე­რი მი­იჩ­ნევ­და, რომ ადა­მი­ან­ში არაც­ნო­ბი­ე­რი­სა და სექ­სუ­ა­ლო­ბის რო­ლი კი არ იყო გა­დამ­წყ­ვე­ტი (ფრო­ი­დის თე­ო­რია), არა­მედ, სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რი, ად­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პ­ლექ­სი, რომ­ლე­ბიც ერ­თი­ა­ნო­ბა­ში გან­საზღ­ვ­რავ­და პი­როვ­ნე­ბის ხა­სი­ათს, მის მი­ერ სამ­ყა­რო­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. სწო­რედ ეს ერ­თი­ა­ნო­ბაა ად­ლე­რის ფსი­ქო­ლო­გი­ის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი. მის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი თე­ო­რია „ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფსი­ქო­ლო­გია“ ადა­მი­ანს ცალ­კე მდგომ ინ­დი­ვი­დად კი არა, სო­ცი­ა­ლურ კონ­ტექ­ს­ტ­ში ჩარ­თულ პი­როვ­ნე­ბად მო­ი­აზ­რებს. ყვე­ლა ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი  ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის მე­თო­დე­ბით, შეძ­ლებს, ში­ნა­არ­სი შე­მა­ტოს სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას, უკე­თე­სად გა­ი­გოს გვერ­დით მყო­ფის ქცე­ვა და თა­ვად გახ­დეს უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნი.

ად­ლე­რის მი­მართ ნდო­ბა და მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბა იმ­დე­ნად დი­დი იყო, რომ ის ვე­ნის სა­ხალ­ხო ინ­ს­ტი­ტუ­ტის დიდ აუდი­ტო­რი­ა­ში ყო­ველ კვი­რას მარ­თავ­და ლექ­ცი­ებს და რო­გორც მი­სი პი­რა­დი ასის­ტენ­ტი, ბერ­ნარდ ვოლ­ფი, იხ­სე­ნებს, ლექ­ცი­ე­ბის შემ­დეგ გა­ჩე­ნილ უამ­რავ შე­კითხ­ვას მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გულ­თ­ბი­ლი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ღი­მი­ლით უპა­სუ­ხებ­და ხოლ­მე.

ნაშ­რო­მი „ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბის შეც­ნო­ბი­სათ­ვის“, რო­მე­ლიც ავ­ს­ტ­რი­ე­ლი ფსი­ქო­ლო­გის სიტყ­ვით გა­მოს­ვ­ლებს აერ­თი­ა­ნებს, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის გაც­ნო­ბის მცდე­ლო­ბაა. მთხრო­ბელ­ში ვხე­დავთ უკე­თე­სი სამ­ყა­როს შექ­მ­ნის მო­სურ­ნე პი­როვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია შემ­დეგ­ში – უკე­თეს გა­რე­მოს ჯან­სა­ღი, ემ­პა­თი­ით აღ­სავ­სე და სხვე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან. ეს წიგ­ნი ადა­მი­ა­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე მო­ფიქ­რა­ლი კა­ცის იდე­ე­ბი­თაა სავ­სე.

რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავ­და, წიგ­ნის მი­ზა­ნია, აჩ­ვე­ნოს, რო­გორ აზი­ა­ნებს ერ­თი ინ­დი­ვი­დის არას­წო­რი ქცე­ვა ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ჰარ­მო­ნი­ას; ასე­ვე ას­წავ­ლოს ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის ამოც­ნო­ბა, რად­გან, შეც­დო­მე­ბი, რომ­ლებ­საც ვუშ­ვებთ, ძვი­რი ჯდე­ბა: „ცხოვ­რე­ბის წარ­მარ­თ­ვი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი ხში­რად სი­ცოცხ­ლის­თ­ვი­საა სა­ხი­ფა­თო“.

წიგ­ნი, პი­რო­ბი­თად, ორ ნა­წი­ლა­დაა და­ყო­ფი­ლი და მთლი­ა­ნო­ბა­ში 13 თა­ვის­გან შედ­გე­ბა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, ად­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბის გავ­ლე­ნე­ბი ცხოვ­რე­ბა­ზე, ემ­პა­თი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და აუცი­ლებ­ლო­ბა, აღი­ა­რე­ბის სურ­ვი­ლი, არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის გრძნო­ბა თუ მი­სი კომ­პენ­სა­ცია… – ეს მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ თე­მე­ბი­სა, რო­მელ­თა წა­კითხ­ვაც ნაშ­რომ­ში შე­გიძ­ლი­ათ; ალ­ფ­რედ ად­ლე­რი წერს, რომ ადა­მი­ანს ძა­ლი­ან ბევ­რი სჭირ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ იცხოვ­როს და, მით უფ­რო იმი­სათ­ვის, რომ კარ­გად იყოს: „იფიქ­რეთ, რამ­დე­ნი და­ა­ვა­დე­ბა და ნაკ­ლი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ადა­მი­ანს და გარ­კ­ვე­ულ წარ­მოდ­გე­ნას შე­იქ­მ­ნით, რო­გო­რი ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბა მას სა­სი­ცოცხ­ლოდ და რა სიძ­ლი­ე­რის სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბაა ამის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი! კა­ცობ­რი­ო­ბის შემ­დ­გო­მი არ­სე­ბო­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­რან­ტია სა­ზო­გა­დო­ე­ბაა!“

სტა­ტი­ა­ში ამ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი თე­მე­ბი­დან გა­მოვ­ყოფ სამ ძი­რი­თად სა­კითხს, რომ­ლე­ბიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ად­ლე­რის სხვა და­ნარ­ჩე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ამო­სა­ვა­ლია.

I – ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა გა­გე­ბა, თა­ნად­გო­მა, მოს­მე­ნა და მხარ­და­ჭე­რა

ად­ლე­რი წერს: „მთელ ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სხვას­თან ის გან­საზღ­ვ­რავს, რამ­დე­ნად გვეს­მის მი­სი, ამი­ტომ ეს გა­გე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ფუძ­ვე­ლია“. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქი­თაა – ჩვენ ერ­თ­მა­ნე­თის­გან გა­მიჯ­ნუ­ლად ვცხოვ­რობთ, ერ­თ­მა­ნეთს არ ვუს­მენთ, ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს უცხო­სა­ვით ვექ­ცე­ვით. ჩვენ ვცხოვ­რობთ სა­კუ­თარ სივ­რ­ცე­ში ჩა­კე­ტი­ლე­ბი, მე­ო­რე ადა­მი­ა­ნით შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი. დი­ახ, ჩვენ გვე­ში­ნია ერ­თ­მა­ნე­თის, რად­გან არ ვიც­ნობთ ერ­თ­მა­ნეთს, ერ­თ­მა­ნეთს კი იმი­ტომ არ  ვიც­ნობთ, რომ არც სა­კუ­თარ თავს ვიც­ნობთ ისე, რო­გორც სა­ჭი­როა.

„ადა­მი­ა­ნე­ბი უფ­რო ად­ვი­ლად შეძ­ლებ­დ­ნენ თა­ნაცხოვ­რე­ბას, ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბის შე­სა­ხებ მე­ტი რომ იცოდ­ნენ,“ – გვე­უბ­ნე­ბა ად­ლე­რი. ჩვენ რომ ერ­თ­მა­ნეთს ვა­ფა­სებთ, სხვებს „ასე­თე­ბად“ და „ისე­თე­ბად“ ვყოფთ და გვგო­ნია, ვი­ღაც ამო­ვი­ცა­ნით, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ერ­თი დი­დი ტყუ­ი­ლიაო, გვას­წავ­ლის, გვაფხიზ­ლებს ავ­ს­ტ­რი­ე­ლი ფსი­ქო­ლო­გი.

ადა­მი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი არ­სე­ბაა და მას სჭირ­დე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა დახ­მა­რე­ბის ხელს უწ­ვ­დი­დეს, ამი­ტომ, სხვი­სი გა­გე­ბა, შემ­ჩ­ნე­ვა, აღი­ა­რე­ბა, მის­კენ მი­მარ­თუ­ლი ერ­თი და­დე­ბი­თი სიტყ­ვა თუ ქმე­დე­ბა ძა­ლი­ან ბევრს ნიშ­ნავს და სამ­ყა­როს უკე­თე­სო­ბის­კენ შე­საც­ვ­ლე­ლად წინ გა­დად­გ­მუ­ლი დი­დი და დი­ა­დი ნა­ბი­ჯია. დი­ახ, ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა, იყოს მი­ღე­ბუ­ლი, სო­ცი­უმ­ში ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი და ამა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებს დი­დი წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­უძ­ლი­ათ. ად­ლე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ „ვერ­ც ერ­თი ადა­მი­ა­ნი ადეკ­ვა­ტუ­რი ვერ გა­იზ­რ­დე­ბა, თუ მას კა­ცობ­რი­ო­ბას­თან ძლი­ე­რი კავ­ში­რის შეგ­რ­ძ­ნე­ბა არ გა­უღ­ვივ­და“.

ფაქ­ტია, ჩვენ ერ­თ­მა­ნე­თის მი­სა­ღე­ბად დი­დი გზა გვაქვს გა­სავ­ლე­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბის შეც­ნო­ბა­ზე გა­დის და რო­გორც ამ წიგ­ნის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბის შეც­ნო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბაა, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბის სრულ­ყო­ფა­ში გვეხ­მა­რე­ბა; ისე, რო­გორც მუ­სი­კა ან ლი­ტე­რა­ტუ­რა შე­იძ­ლე­ბა ეხ­მა­რე­ბო­დეს სულს სი­ხა­რუ­ლის მი­ნი­ჭე­ბა­ში.

II – ბავ­შ­ვო­ბა, რო­მე­ლიც გან­გ­ვ­საზღ­ვ­რავს

უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის სტრუქ­ტუ­რას გან­საზღ­ვ­რავს, მი­სი ბავ­შ­ვო­ბის ყვე­ლა­ზე ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში ყა­ლიბ­დე­ბა – ამ მო­საზ­რე­ბამ­დე ალ­ფ­რედ ად­ლე­რამ­დე, სხვა­დას­ხ­ვა წლებ­ში, უამ­რა­ვი მეც­ნი­ე­რი მი­ვი­და, თუმ­ცა, ად­ლე­რის აღ­მო­ჩე­ნა შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობ­და: ბავ­შ­ვო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი (რამ­დე­ნა­დაც მა­თი გან­საზღ­ვ­რა შეძ­ლეს), სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის შემ­დ­გომ მოვ­ლე­ნებს და­უ­კავ­ში­რეს და აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი და მუდ­მი­ვად მოქ­მე­დი ქცე­ვის პა­ტერ­ნი მი­ი­ღეს. რო­დე­საც ად­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­წი­ფუ­ლი ინ­დი­ვი­დის გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს შე­ა­და­რეს, აღ­მოჩ­ნ­და, რომ ფსი­ქი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის ცალ­კე­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ ობი­ექ­ტე­ბად არ უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ, მე­ტიც, მა­თი ახ­ს­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, თუ მათ მთე­ლის ნა­წი­ლე­ბად არ ჩავ­თ­ვ­ლით.

ასე მა­გა­ლი­თად, თუ ბავ­შ­ვი­სად­მი სიყ­ვა­რულს არ ავ­ლე­ნენ, სკო­ლა­შიც ას­წავ­ლი­ან, რომ სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოვ­ლე­ნა რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში უად­გი­ლოა, უკ­ვე ზრდას­რუ­ლის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სით­ბო­სა და სი­ნა­ზის გა­მო­ხატ­ვა და ის ისე გა­იბ­რ­ძო­ლებს სი­ნა­ზის წი­ნა­აღ­მ­დეგ, თით­ქოს ეს მი­სი დამ­ცი­რე­ბი­სა თუ და­მო­ნე­ბის იარა­ღი იყოს.

ეს ერ­თი მა­გა­ლი­თი მკა­ფი­ოდ აჩ­ვე­ნებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შ­ვო­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს.

რო­გორც ერ­თ­მა ცნო­ბილ­მა მწე­რალ­მა თქვა, ჩვენ ყვე­ლა­ნი ბავ­შ­ვო­ბი­დან მოვ­დი­ვართ.

III – კომ­პ­ლექ­სე­ბი და არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის გრძნო­ბა

ჩვე­ნი კომ­პ­ლექ­სე­ბის საწყი­სე­ბის სა­პოვ­ნე­ლად ად­ლე­რი ისევ ბავ­შ­ვო­ბა­ში გვაბ­რუ­ნებს: „ბავ­შ­ვებს, რომ­ლებ­საც ბუ­ნე­ბა გე­რე­ბი­ვით მო­ექ­ცა, ცხოვ­რე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ სულ სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, ვიდ­რე იმათ, ვი­საც წყა­ლო­ბის თვა­ლით გად­მო­ხე­დეს და არ­სე­ბო­ბის სი­ხა­რულს თა­ვი­დან­ვე აზი­ა­რეს“.

თუ ოდეს­მე შეგ­ვიმ­ჩ­ნე­ვია, რომ ჩვენ­თ­ვის მთა­ვა­რი სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებს მი­ყო­ლა, სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის ზრუნ­ვა, სა­კუ­თა­რი ფიქ­რე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის წინ წა­მო­წე­ვა კი არა, ისაა, რო­გორ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვახ­დენთ სო­ცი­უმ­ზე, შევ­ჩერ­დეთ და ვა­ღი­ა­როთ, იქ­ნებ მი­ზე­ზე­ბი სა­კუ­თარ ბავ­შ­ვო­ბა­ში უნ­და ვე­ძე­ბოთ? გვჯე­რო­დეს, ეს წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია, რად­გან ის, ვინც სა­კუ­თარ წარ­სულს თვალს უს­წო­რებს, აუცი­ლებ­ლად შეძ­ლებს სა­კუ­თარ „მეს“ უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი შე­უქ­მ­ნას.

არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის გრძნო­ბა პირ­და­პირ გან­საზღ­ვ­რავს ცხოვ­რე­ბის მი­ზანს და ზოგ­ჯერ ისე ხდე­ბა, რომ, ბავ­შ­ვო­ბი­დან ჩა­ნერ­გი­ლი ამ გრძნო­ბის სა­კომ­პენ­სა­ცი­ოდ, ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­დამ აღი­ა­რე­ბი­სა და უპი­რა­ტე­სო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბის­კენ მი­ილ­ტ­ვი­ან. შე­დე­გად კარ­გა­ვენ მშვი­დად და უსაფ­რ­თხოდ ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­მუდ­მე­ბით სჭირ­დე­ბათ სხვის­გან მი­ღე­ბუ­ლი ქე­ბა­თა ქე­ბა, თა­ვი რომ სა­ჭი­როდ და მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად იგ­რ­ძ­ნონ და ეს არ სრულ­დე­ბა – ისი­ნი გა­მუდ­მე­ბით ამ მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე და­დი­ან.

„ად­ლე­რის თე­ო­რია“ სწო­რედ მსგავს პრობ­ლე­მებს აკ­ვირ­დე­ბა და მათ მო­საგ­ვა­რებ­ლად ისეთ გა­მო­სავ­ლებს გვთა­ვა­ზობს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბა­ზე გა­დის. სი­ჯან­სა­ღეც სწო­რედ სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბით, ში­შე­ბის, კომ­პ­ლექ­სე­ბის, წარ­სუ­ლის ცუ­დი მო­გო­ნე­ბე­ბის აღი­ა­რე­ბი­თა და შე­ფა­სე­ბით მი­იღ­წე­ვა.

„შე­ი­ცან თა­ვი შე­ნი! – სოკ­რა­ტეს ამ სიტყ­ვებს მი­თი­თე­ბე­ბი არ მოჰ­ყო­ლია, სა­უ­კუ­ნე­ე­ბი გა­ვი­და დი­დი ათე­ნე­ლის სიკ­ვ­დი­ლი­დან და ღრმა მო­აზ­როვ­ნემ, დიდ­მა ექიმ­მა და ადა­მი­ა­ნის სუ­ლის ბრწყინ­ვა­ლე მცოდ­ნემ სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის ნა­ყო­ფი შე­აგ­რო­ვა და ჩვე­ნი თა­ნა­მოძ­მე­ე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის უკეთ შე­საც­ნო­ბად სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გა­მო­აქ­ვეყ­ნა“ – ამ სიტყ­ვებს ბე­რან ვოლ­ფი ალ­ფ­რედ ად­ლერს უძღ­ვ­ნის.

გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არა­ფე­რია.

ეს წიგ­ნი დაბ­ნე­ულ სუ­ლებს ყვე­ლა­ზე ნა­თელ გზებს უჩ­ვე­ნებს.

მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება