22 დეკემბერი, კვირა, 2024

ალექსანდრე წივწივაძის ისტორიული წარმატება ნაქირავები ნავებით

spot_img
15 წლის ალექსანდრე წივწივაძემ , სლოვაკეთში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე ნიჩბოსნობაში „ოლიმპიური იმედი“, ქვეყნისთვის ისტორიული წარმატება მოიპოვა და ერთბაშად სამი დისტანცია მოიგო: 200, 500 და 1000-მეტრიანი, სამივე მათგანზე ფინალშიც საუკეთესო შედეგით მივიდა და ყველას აჯობა.

როგორც გითხარით, ეს ამბავი ქართული ნიჩბოსნობისთვის უჩვეულოა, რადგან აქამდე სამივე დისტანცია არც ერთ ქართველს არ მოუგია, თუმცა წივწივაძის გამარჯვებაში კიდევ ერთი უჩვეულო მომენტიცაა, რომელიც დასაფიქრებელი უფროა: მან სლოვაკეთში ადგილზე ნაქირავები ნავებით იასპარეზა და ისე მოიგო ეს დისტანციები, რადგან საკუთარი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ნავი არ გააჩნია. იმ ნავებიდან ზოგი მისი წონისთვის შეუსაბამოც კი იყო, რაც 15 წლის მოზარდს დამატებით პრობლემებს უქმნიდა. ამის მიუხედავად, მან მაინც შეძლო ისტორიული გამარჯვების მოპოვება.
ირაკლი თავაძე

⇒ რედაქციის მინაწერი

15 წლის ქართველი ნიჩბოსნის გამარჯვება  საუკეთესო პასუხია რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან შოთა ხაბარელის მიერ დასმულ კითხვაზე – არის თუა არა ქართველი სპორტსმენების წარმატება ხელისუფლების დამსახურება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები