3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ათასწლეულის ფონდი პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსს წელს მეექვსედ აცხადებს 

spot_img

2023 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში საბუთების მიღება იწყება და მიმდინარე წლის 16 ივნისს დასრულდება. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო უკვე მეექვსე წელია ხორციელდება და მისი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება და დარგში არსებული საუკეთესო გამოცდილების და პრაქტიკის გაცნობა საზოგადოებისთვის, – განაცხადა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური ოთხ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოავლენს. ასევე, სპეციალური პრიზები გაიცემა საქართველოს პარლამენტის, პროფესიული უნარების სააგენტოს და საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ. ჯილდოს მხარდამჭერია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერია გუდავაძე – პატარკაციშვილის ფონდი (www.gpf.ge).

„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისთვის პროფესიული განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. უკვე მეექვსე წელია, რაც პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს ვაფინანსებთ.  ამ პერიოდმა მკაფიოდ დაგვანახა ჯილდოს პოზიტიური გავლენა, რაც გამოიხატება კოლეჯების, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით. გვიხარია, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებიც ერთვებიან, ჩვენთან ერთად დაუჭირონ მხარი ჯილდოს და ერთობლივი ძალისხმევით შევცვალოთ დამოკიდებულება პროფესიული განათლებისადმი.

დღეს, ალბათ, ყველაზე მეტი სამუშაოა პოპულარული გავხადოთ პროფესიული განათლება და ახალგაზრდებამდე მივიტანოთ მისი მნიშვნელობა და თუ რამდენად მყისიერი სარგებელი შეიძლება  ნახონ ახალი, საინტერესო და მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებით, მიიღონ ღირსეული შემოსავალი და წვილი შეიტანონ ქვეყნის ეკონიმიკისა და ბიუჯეტის ზრდაში. ვიმედოვნებთ, წელს კიდევ უფრო მეტი პედაგოგი, კოლეჯი, მოსწავლე და კომპანია გამოხატავს ინტერესს. თოთოეული ახალი გამარჯვებული კი საუკეთესო მაგალითი იქნება შეაცვლევინოს საზოგადოებას პროფესიული სწავლების მიმართ დამოკიდებულება, ხოლო ჩვენ და სხვა დონორებს მოგვცეს მოტივაცია ჩავდოთ ინვესტიცია განათლების სფეროში“, – აცხადებს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი.

გამარჯვებულების გამოვლენა ტრადიციულად შემოდგომაზე გაიმართება. 2023 წელს ჯილდოს კატეგორიებია:

პროფესიული განათლების წლის:

პროგრამა

მასწავლებელი

სტუდენტი

ბიზნეს პარტნიორი

საქართველოს პარლამენტის სპეციალური პრიზი ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის

პროფესიული უნარების სააგენტოს სპეციალური პრიზი

საქართველოში ისრაელის საელჩოს სპეციალური პრიზი

2023 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს საკონკურსო განაცხადის შემოტანა შესაძლებელია ონლაინ, ვებ-გვერდზე: www.millennium.org.ge

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 16 ივნისი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები