21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა ად­რე­ულ და სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში

spot_img

ნი­ნო ხი­თა­რიშ­ვილი

განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

 📌ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო, 2022 წელს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და „ადრე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­ში“, რი­თაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, თვი­სებ­რი­ვად ახა­ლი ეტა­პი და­იწყო სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში. რა არის ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბი და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ძი­რე­უ­ლად შეც­ვ­ლის სის­ტე­მას და რა იქ­ნე­ბა ის ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გი, რო­მელ­საც სის­ტე­მა მი­ი­ღებს გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის და­სას­რულს?

🔲 ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა და­იწყო, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სფე­რო­ში ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ჩარ­ჩოს გა­მარ­თ­ვა­სა და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვას. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2022 წელს, მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის მარ­თ­ვა გად­მო­ტა­ნი­ლი­ყო ცენ­ტ­რა­ლურ დო­ნე­ზე და მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს და­ე­ვა­ლა.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ რე­ფორ­მის თი­თო­ე­უ­ლი ეტა­პი კარ­გა­დაა გა­აზ­რე­ბუ­ლი და დრო­ში გა­წე­რი­ლი. თა­ვად რე­ფორ­მა 2022 წლი­დან 2030 წლამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს, რო­მე­ლიც, პი­რო­ბი­თად, ორ ეტა­პად იყო­ფა. პირ­ვე­ლი ეტა­პი მთლი­ა­ნად ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის  ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დი 2024 წლის ჩათ­ვ­ლით გრძელ­დე­ბა. მე­ო­რე ეტა­პი 2025 წლი­დან იწყე­ბა და უშუ­ა­ლოდ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს.

☑️ სის­ტე­მის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი და კომ­პ­ლექ­სუ­რი ამო­ცა­ნაა. ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მად და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის აღ­რიცხ­ვის პრობ­ლე­მა გა­მო­იკ­ვე­თა. სა­ჯა­რო ბა­ღე­ბის რე­ეს­ტ­რის პრობ­ლე­მა იმ­დე­ნად მწვა­ვედ არ დგას, რად­გან მა­თი აღ­რიცხ­ვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის დო­ნე­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა იმა­ვეს ვერ ვიტყ­ვით კერ­ძო პრო­ვა­ი­დე­რებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ბა­ღე­ბის რე­გის­ტ­რა­ცი­ის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მის შექ­მ­ნა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის აღ­რიცხ­ვაა, რაც ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის პირ­ვე­ლი ერ­თი­ა­ნი ბა­ზის შექ­მ­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფს;

☑️ ავ­ტო­რი­ზა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ყო­ველ 4 წე­ლი­წად­ში ერ­თხელ, ხო­ლო ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­დან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ამ­დე პე­რი­ოდ­ში და­ი­ნერ­გე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა, რაც ბა­ღე­ბის მი­ერ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მი­წო­დე­ბუ­ლი სერ­ვი­სის მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ამას­თან, ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში შეს­ვ­ლის პრო­ცე­სი რე­გუ­ლი­რე­ბა­დი გახ­დე­ბა. ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­მოთ­ქ­ვამს მზა­ო­ბას, აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ში და­იწყოს საქ­მი­ა­ნო­ბა, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, რაც სის­ტე­მა­ში ხა­რის­ხი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს;

☑️ და­ი­ნერ­გე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რი თვით­შე­ფა­სე­ბის პრაქ­ტი­კა, რაც ხელს შე­უწყობს, ერ­თი მხრივ, თი­თო­ე­უ­ლი ბა­ღის ჭრილ­ში, სა­კუ­თა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უკეთ გა­აზ­რე­ბას, მე­ო­რე მხრივ, სის­ტე­მის დო­ნე­ზე, ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას შექ­მ­ნის;

☑️ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­იზ­რ­დე­ბა მშობ­ლე­ბის რო­ლი და ჩარ­თუ­ლო­ბა. მშო­ბელ­თა ჯგუ­ფი იქ­ნე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მხა­რე;

☑️ შე­იქ­მ­ნე­ბა მხარ­დამ­ჭე­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გუნ­დი, რო­მელ­თა წევ­რე­ბიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იმუ­შა­ვე­ბენ თი­თო­ე­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან და და­ეხ­მა­რე­ბი­ან მათ შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბა­ში;

☑️ შე­იქ­მ­ნე­ბა ბა­ღე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ერ­თი­ან ფორ­მატ­ში მოგ­რო­ვე­ბა­სა და და­მუ­შა­ვე­ბას;

☑️ გაძ­ლი­ერ­დე­ბა ბა­ღე­ბის მარ­თ­ვის და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა მხა­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს, გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ, პრო­ცე­სე­ბის ეფექ­ტი­ან დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ას;

☑️ და­ბო­ლოს, გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ, ჩვენ გვექ­ნე­ბა სის­ტე­მა, რო­მელ­ში შე­მა­ვალ თი­თო­ე­ულ ბაღ­საც, მი­ნი­მუმ, ერ­თხელ გავ­ლი­ლი ექ­ნე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცია.

📌რე­ფორ­მა უკ­ვე აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია შე­სუ­ლი. რა არის ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც ბა­ღებს არ უნ­და გა­მორ­ჩეთ?

🔲  დი­ახ, კა­ნო­ნით გან­საზღ­ვ­რუ­ლი პირ­ვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა უკ­ვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლია და რე­გის­ტ­რა­ცი­ის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მა ამოქ­მე­დე­ბუ­ლია. პორ­ტა­ლი 2022 წელს გა­იხ­ს­ნა და 2022 წლის 31 დე­კემ­ბერს და­ი­ხუ­რე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, სრუ­ლი 6 თვე აქვთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­სავ­ლე­ლად. რე­გის­ტ­რა­ცი­ის გავ­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ყვე­ლა იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც 2022 წლის 1 ივ­ლი­სამ­დე ახორ­ცი­ე­ლებ­და საქ­მი­ა­ნო­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამას­თან, კა­ნონ­მ­დებ­ლის მი­ხედ­ვით, მხო­ლოდ ბა­ზა­ში და­რე­გის­ტ­რი­რე­ბულ სუ­ბი­ექ­ტებს ექ­ნე­ბათ უფ­ლე­ბა, 2023 წლი­დან, გა­აგ­რ­ძე­ლონ საქ­მი­ა­ნო­ბა რო­გორც ად­რე­უ­ლი ან/და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა. ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ეს პრო­ცე­სი არ გა­მორ­ჩეთ ბა­ღებს.

არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, რე­გის­ტ­რა­ცი­ის ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში  500-ზე მე­ტი სუ­ბი­ექ­ტია და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი.

📌რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რე­გის­ტ­რა­ციაა. კი­დევ რა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა და­გეგ­მი­ლი გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში?

🔲  გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნაა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის მო­წეს­რი­გე­ბა. ეს ორი თე­მის გა­მარ­თ­ვას გუ­ლის­ხ­მობს. პირ­ვე­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რულ სა­კითხებს უკავ­შირ­დე­ბა, ხო­ლო მე­ო­რე — ში­ნა­არ­სობ­რივ თე­მებს.

ში­ნა­არ­სის ნა­წილ­ში უკ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლია ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც 4 ძი­რი­თად სტან­დარტს აერ­თი­ა­ნებს, ასე­ვე, მომ­ზა­დე­ბუ­ლია მოქ­მე­დი ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მის დარ­გობ­რივ სა­მი­ნის­ტ­რო­ებ­თან ერ­თა­დაა გავ­ლი­ლი. აღ­ნიშ­ნულ­მა დო­კუ­მენ­ტებ­მა სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბის პრო­ცე­სი გა­ი­ა­რა, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით. სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბის გა­მარ­თ­ვა ძა­ლი­ან სა­ყუ­რადღე­ბო ეტა­პი იყო, რად­გან ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო მომ­ზა­დე­ბულ დო­კუ­მენ­ტებ­ზე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი მოგ­ვეს­მი­ნა, რო­მელ­თაც უშუ­ა­ლოდ მო­უ­წევთ ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. ასე­ვე, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კითხი იყო, რომ პრო­ცეს­ში ჩარ­თულ მხა­რე­ებს ინ­ფორ­მა­ცია იქამ­დე ჰქო­ნო­დათ, სა­ნამ დო­კუ­მენ­ტე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად დამ­ტ­კიც­დე­ბა.

სა­ჯა­რო გან­ხილ­ვებ­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის, ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის/სა­ა­გენ­ტოს, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის, სა­ჯა­რო და კერ­ძო ბა­ღე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­მიზ­ნე აუდი­ტო­რი­ის მხრი­დან სა­ერ­თო გან­წყო­ბა და ცვლი­ლე­ბე­ბის მი­მართ მიმ­ღებ­ლო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო. ყვე­ლა შე­ნიშ­ვ­ნა და რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც გან­ხილ­ვე­ბის პრო­ცეს­ში ით­ქ­ვა, ჩა­ნიშ­ნუ­ლი და გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ჯგუფ­თან. ამ ეტაპ­ზე, დო­კუ­მენ­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ხით მომ­ზა­დე­ბა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, რის შემ­დე­გაც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მა­თი ინი­ცი­რე­ბა და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად. პა­რა­ლე­ლუ­რად, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რულ ნა­წილ­ზე მუ­შა­ო­ბაც აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­დის.

📌ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო, რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია დრო­ის გან­საზღ­ვ­რულ პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რო­გორ შე­ირ­ჩე­ვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ პე­რი­ოდ­ში და ეცო­დი­ნე­ბათ თუ არა თა­ვად და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ვის რო­დის მო­უ­წევს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა?

🔲 ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის წი­ნას­წა­რი და­გეგ­მ­ვა აუცი­ლე­ბე­ლია, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ ბევ­რია, დრო­ის პე­რი­ო­დი — შეზღუ­დუ­ლი, ხო­ლო თა­ვად პრო­ცე­სი — საკ­მა­ოდ კომ­პ­ლექ­სუ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, აუცი­ლე­ბე­ლია, წი­ნას­წარ შე­მუ­შავ­დეს გან­რი­გი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სის­ტე­მა წაყ­ვე­ბა პრო­ცესს. გან­რი­გის მომ­ზა­დე­ბა 2024 წლის შე­მოდ­გო­მა­ზეა და­გეგ­მი­ლი. ამას­თან, გან­რი­გი ვერ შედ­გე­ბა შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით, ბუ­ნებ­რი­ვია, მას ლო­გი­კუ­რი და­სა­ბუ­თე­ბა უნ­და ჰქონ­დეს. ასე­თი და­სა­ბუ­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვ­ცემს 2023 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბურ სი­ტუ­ა­ცი­ურ ანა­ლიზს გვიჩ­ვე­ნებს, რაც კი ამ დრომ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის სფე­რო­ში. სა­უ­ბა­რია რე­გის­ტ­რა­ცი­ის ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ თვით­შე­ფა­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე.

რა არის თვით­შე­ფა­სე­ბა? მარ­ტი­ვად რომ ავ­ხ­ს­ნათ, ბა­ღი იღებს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტებს და და­წე­სე­ბულ მოთხოვ­ნებს ადა­რებს სა­კუ­თარ თავს, ამ პრო­ცეს­ში კი გა­მო­ავ­ლენს ძლი­ერ და სუსტ მხა­რე­ებს, გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებელ სფე­რო­ებს და ბო­ლოს ად­გენს შე­სა­ბა­მი­სო­ბის გეგ­მას, ანუ დრო­ში გან­საზღ­ვ­რავს რას, რო­დის და რო­გორ აკე­თებს იმის­თ­ვის, რომ გან­საზღ­ვ­რუ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვი­დეს. ასე­თი ტი­პის შე­ფა­სე­ბა ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­კეთ­დე­ბა. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი გა­ა­ნა­ლიზ­დე­ბა და მომ­ზად­დება დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, რო­მე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა მეტ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნებ­თან და რო­მე­ლი — ნაკ­ლე­ბად. შე­სა­ბა­მი­სად, იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, ვი­საც ნაკ­ლე­ბი შე­სა­ბა­მი­სო­ბა ექ­ნე­ბა,  მე­ტი დრო მი­ე­ცე­მა პრო­ცე­სის­თ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გან­რიგ­ში გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის ბო­ლოს­კენ გა­და­ნაც­ვ­ლ­დე­ბი­ან, ხო­ლო ვი­საც უკე­თე­სი მზა­ო­ბა ექ­ნე­ბა — ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას საწყის ეტაპ­ზე გა­ივ­ლის. ამას­თან, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან გა­ნაცხა­დის წარ­დ­გე­ნით იწყე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ეცო­დი­ნე­ბა ვის რო­დის, რო­მელ წელს და რო­მელ თვეს უწევს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა.

📌მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ჩანს, რომ გარ­და­მა­ვა­ლ პე­რი­ოდ­ში და­გეგ­მი­ლი ყვე­ლა პრო­ცე­სი და აქ­ტი­ვო­ბა კარ­გა­დაა გა­აზ­რე­ბუ­ლი სის­ტე­მის მი­ერ. თუ არის ნა­ფიქ­რი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა­ზე, რამ­დე­ნად მკაც­რი იქ­ნე­ბა პრო­ცე­სი?

🔲 ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია შემ­დე­გი: და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მუდ­მი­ვად უნ­და აფა­სებ­დეს სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბას, პრაქ­ტი­კას, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და ზრუ­ნავ­დეს მათ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ამას­თან, შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი, თა­ვის­თა­ვად, არ ნიშ­ნავს იმას, რომ ყვე­ლა დროს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა იდე­ა­ლუ­რად. არა, მთა­ვა­რია სწო­რი მიდ­გო­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ხე­დავ­დეს, რა უჭირს, სად აქვს გა­მოწ­ვე­ვა და შემ­დეგ ზრუ­ნავ­დეს ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის აღ­მოფხ­ვ­რა­ზე. პრობ­ლე­მა დად­გე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, რო­და და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ექ­ნე­ბა გა­მოწ­ვე­ვა და ვერ ან არ და­ი­ნა­ხავს მას. რად­გან თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი ამ პრინ­ციპ­ზეა აწყო­ბი­ლი, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის დრო­საც შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა იქ­ნე­ბა არა ხის­ტი, არა­მედ მოქ­ნი­ლი და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი. რას ნიშ­ნავს დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბა? ეს არის სის­ტე­მა, რო­დე­საც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა 4-დო­ნი­ა­ნი სკა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ფას­დე­ბა და ამ 4 დო­ნი­დან სა­მი: სრუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბა, მეტ­წი­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბა და ნა­წი­ლობ­რი­ვი შე­სა­ბა­მი­სო­ბა მი­სა­ღე­ბი მო­ცე­მუ­ლო­ბაა, იმ ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს გეგ­მა, თუ რო­გორ და დრო­ის რა მო­ნაკ­ვეთ­ში აპი­რებს ამ შე­უ­სა­ბა­მო­ბის გა­მოს­წო­რე­ბას. ამი­ტომ, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, ამ მხრივ, ნამ­დ­ვი­ლად მოქ­ნი­ლი და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები