23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ადა­მი­ან­მა უნ­და და­ამ­შ­ვე­ნოს ტი­ტუ­ლი და არა პი­რი­ქით – ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი ძიუდოში

spot_img
მა­კი­ა­ჟის, მო­დუ­რი კა­ბე­ბი­სა და მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბის ნაც­ვ­ლად – იაპო­ნუ­რი კი­მო­ნო და ტა­ტა­მი; შო­პინ­გე­ბის და მე­გობ­რებ­თან მუ­სა­ი­ფის ნაც­ვ­ლად – მუდ­მი­ვად ვარ­ჯი­ში, შეკ­რე­ბე­ბი და დამ­ღ­ლე­ლი გა­დაფ­რე­ნე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში; მშვი­დი ცხოვ­რე­ბის ნაც­ვ­ლად – დი­დი სპორ­ტის ყო­ველ­დღი­უ­რი მომ­ქან­ც­ვე­ლი რუ­ტი­ნა, რა­საც ბევ­რი ბი­ჭიც ვერ უძ­ლებს, არა­თუ გო­გო, მაგ­რამ მან გა­უძ­ლო და უფ­რო მე­ტი შე­მარ­თე­ბით აგ­რ­ძე­ლებს იმა­ვე რუ­ტი­ნულ ცხოვ­რე­ბას. „მე­გობ­რო­ბის დღი­უ­რე­ბის“ ნაც­ვ­ლად, ის ქარ­თუ­ლი ძი­უ­დოს ის­ტო­რი­ას წერს – გახ­და პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ქა­ლი, რომელიც ახალ­გაზ­რ­დებ­ში ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტულს და­ე­უფ­ლა. ამ რუ­ტი­ნის დაძ­ლე­ვა­ში მას სვა­ნუ­რი ხა­სი­ა­თიც და­ეხ­მა­რა – მებ­რ­ძო­ლი, შე­უდ­რე­კე­ლი, შემ­ტე­ვი, ჟი­ნი­ა­ნი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი. ალ­ბათ, ცო­ტა­თი მკაც­რიც, თო­რემ პა­ტა­რა მხრე­ბით, 20 წლის ასაკ­ში, ამ­დენ სიძ­ნე­ლეს მარ­ტო ვერ დაძ­ლევ­და.
ჯერ კი­დევ 8 წლი­სამ და­ამ­ს­ხ­ვ­რია ჯე­ბი­რე­ბი, რო­ცა ლენ­ტეხ­ში, მკაც­რად ტრა­დი­ცი­ულ მხა­რე­ში, სა­კუ­თა­რი დე­დი­სა და გარ­შე­მომ­ყოფ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცეკ­ვის, ჭად­რა­კის, ხატ­ვა-ფერ­წე­რის, ქსო­ვა-ქარ­გ­ვის ან სხვა ამ­გ­ვა­რი, „გო­გო­ნე­ბის­თ­ვის მის­ჯი­ლი“ სფე­რო­ე­ბის ნაც­ვ­ლად, ძი­უ­დოს დარ­ბაზს მი­ა­შუ­რა, იმ­ხა­ნად მის­თ­ვის ჯერ კი­დევ უცხო სა­მოსს – იაპო­ნურ კი­მო­ნოს თა­მა­მად წა­ე­პო­ტი­ნა და მიზ­ნად დი­დი ტი­ტუ­ლე­ბის, სა­ხე­ლის მოხ­ვე­ჭა და­ი­სა­ხა… მას შემ­დეგ ენ­გუ­რის ტალ­ღე­ბი­ვით ბევ­რ­მა წყალ­მა ჩა­ი­ა­რა, პა­ტა­რა გო­გომ კი ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად არა­ერ­თი ღა­მე გა­ა­თე­ნა ტი­რილ­ში, არა­ერ­თხელ მო­ით­მი­ნა მშობ­ლე­ბის, ოჯა­ხის, ახ­ლობ­ლე­ბის მო­ნატ­რე­ბა, არა­ერ­თხელ და­უდ­გა თვალ­წინ მშო­ბე­ლი დე­და. სა­მა­გი­ე­როდ, მთი­დან და­გო­რე­ბუ­ლი ზვა­ვი­ვით შე­იჭ­რა მსოფ­ლიო ძი­უ­დოს ელი­ტა­ში, ტი­ტუ­ლე­ბით და სა­ხელ-დი­დე­ბით გა­ზუ­ლუ­ქე­ბუ­ლი დე­დის­ტო­ლა ქა­ლე­ბი მის­წი-მოს­წია და მშობ­ლი­ურ სვა­ნეთს უკ­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნის რან­გ­ში უბ­რუნ­დე­ბა – ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი, ტო­კი­ოს 2020 წლის ოლიმ­პი­ა­დის ლი­ცენ­ზი­ის ფაქ­ტობ­რი­ვი მფლო­ბე­ლი: ამ წუ­თის­თ­ვის რე­გი­ო­ნუ­ლი კვო­ტით ხვდე­ბა ოლიმ­პი­ა­და­ზე, თუმ­ცა ეჭ­ვიც არა­ვის ეპა­რე­ბა, რომ მა­ლე ქუ­ლე­ბი­თაც გა­ი­ნაღ­დებს ტო­კი­ოს საგ­ზურს. დღეს მი­სით არა მარ­ტო სვა­ნე­თი, არა­მედ მთე­ლი ქვე­ყა­ნა ამა­ყობს…
ამ­ბობს, რომ ძი­უ­დო მის­თ­ვის მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა, თუმ­ცა ისიც კარ­გად ეს­მის, რომ ეს ჯერ მხო­ლოდ დი­დი გზის, ის­ტო­რი­ის და­საწყი­სია, წარ­მა­ტე­ბა კი მა­ში­ნაა უკ­ვ­და­ვი, რო­ცა ყვე­ლა მწვერ­ვალს და­იპყ­რობ! ისიც მზა­დაა ამის­თ­ვის და ამი­ტომ ისევ ით­მენს ყვე­ლა­ფერს: დი­დი სპორ­ტის ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნას, მშობ­ლე­ბის, ოჯა­ხის მო­ნატ­რე­ბას, მა­კი­აჟ­სა თუ მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელს, მე­გობ­რებ­თან გარ­თო­ბას და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის მუდ­მივ დე­ფი­ციტს…
ეს ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნია – ცქრი­ა­ლა და ლა­მა­ზი გო­გო ლენ­ტე­ხი­დან, ამ დღე­ებ­ში ძი­უ­დო­ში მსოფ­ლი­ო ჩემ­პი­ო­ნი რომ გახ­და ახალ­გაზ­რ­დებ­ში, მა­ნამ კი, იმა­ვე წარ­მა­ტე­ბას ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მი­აღ­წია. ერ­თი კვი­რაც არაა, რაც მა­რო­კო­დან დაბ­რუნ­და, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, მაგ­რამ არც კი და­უს­ვე­ნია, მა­შინ­ვე იჟევ­ს­კ­ში გაფ­რინ­და, სა­დაც უკ­ვე 23-წლამ­დელ­თა შო­რის გახ­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი… ძნე­ლია ასე­თი რე­ჟი­მი, მაგ­რამ ეს მი­სი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა, ეს გზა მან თა­ვად აირ­ჩია… სა­მა­გი­ე­როდ, თა­ვის დრო­ზე ლე­გენ­და­რუ­ლი „მზი­უ­რის“ ლე­გენ­და­რულ გო­გო­ნებ­ზე ნათ­ქ­ვა­მი ფრა­ზა რომ გა­და­ვა­კე­თოთ, აჩ­ვე­ნეთ ეს გო­გო და მი­სი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი თა­ნა­ტო­ლებს და ბევ­რი მათ­გა­ნი სწორ გზას იპო­ვის ცხოვ­რე­ბა­ში.
მა­რო­კო­ში წას­ვ­ლამ­დე ევ­რო­პე­ლებ­მა ის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ყვე­ლა­ზე პერ­ს­პექ­ტი­ულ გო­გო­ნა­თა 5-ეულ­ში და­ა­სა­ხე­ლეს, იჟევ­ს­კ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბამ­დე კი, 2019 წლის სუ­პერ­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი უწო­დეს.

√ ეთერ, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი მა­რო­კო­ში ისე და­მა­ჯე­რებ­ლად მო­ი­გეთ, თით­ქოს არც გაგ­ჭირ­ვე­ბი­ათ, თუმ­ცა, ცხა­დია, ასე­თი დო­ნის ტურ­ნი­რის მო­გე­ბა იოლი არ იქ­ნე­ბო­და… რო­გორ მი­გაჩ­ნი­ათ, რის ხარ­ჯ­ზე მო­ი­პო­ვეთ ეს ის­ტო­რი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა?

ამ ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თ­ვის კარ­გად ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი, მწვრთნე­ლებ­თან და თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მა ჩავ­დე ამა­ში. ისი­ნი ყვე­ლა­ფერ­ში ხელს მიწყობ­დ­ნენ და შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. ჩე­მი თა­ვი­საც მჯე­რო­და, რომ მზად ვი­ყა­ვი შე­დე­გის მო­სა­პო­ვებ­ლად და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე ამის­თ­ვის. მარ­თ­ლაც თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვშრო­მობ­დი, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­დე­ბუ­ლი მქონ­და ამ მიზ­ნის­თ­ვის, სა­ბედ­ნი­ე­როდ, და­მი­ფას­და შრო­მა და წვა­ლე­ბა.

√  მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტამ­დე ევ­რო­პე­ლებ­მა ხუთ ყვე­ლა­ზე პერ­ს­პექ­ტი­ულ გო­გო­ნას შო­რის და­გა­სა­ხე­ლეს. იცო­დით ამის შე­სა­ხებ?

კი, ვი­ცო­დი და ამან დი­დი მო­ტი­ვა­ცი­აც მომ­ცა – სხვებს სჯე­რათ ჩე­მი და მე რა­ტომ არ უნ­და მჯე­რო­დეს ჩე­მი თა­ვი­სა-მეთ­ქი. ამი­ტომ უფ­რო მე­ტად ვირ­წ­მუ­ნე სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის.

√  გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რად და­მამ­თავ­რე­ბე­ლი ეტა­პი ჩა­ა­ტა­რეთ – ბო­ლო ორ შეხ­ვედ­რა­ში, სა­დაც, წე­სით, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მე­ტო­ქე­ე­ბი უნ­და გყო­ლო­დათ, კო­რე­ელს და იაპო­ნელს სა­ო­ცა­რი იპო­ნე­ბით მო­უ­გეთ. იყა­ვით მათ­თან შე­ნახ­ვედ­რი?

არა, არ მქონ­და ნა­ჭი­და­ვე­ბი, თუმ­ცა კო­რე­ე­ლი მი­მი ჰუ­ჰის ჭი­და­ო­ბა კი ვი­ცო­დი. მას­თან ვა­ზა­რი დავ­კარ­გე, მაგ­რამ მჯე­რო­და, ამ სხვა­ო­ბას გა­ვა­ბა­თი­ლებ­დი და მო­ვუ­გებ­დი, ჩემს თავ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მარ­თ­ლაც მა­ლე­ვე და­ვაგ­დე იპონ­ზე. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი­და­ნაც ამ პა­ექ­რო­ბას გა­მო­ვარ­ჩევ, რად­გან გდე­ბა მხო­ლოდ კო­რე­ელ­მა გა­მი­კე­თა — მა­ნამ­დე არც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და არც მა­რო­კო­ში სხვა შეხ­ვედ­რებ­ში ილე­თი არ და­მი­კარ­გავს. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა მე­ტო­ქე სა­თა­ნა­დოდ უნ­და შე­ვა­ფა­სოთ, მაგ­რამ სხვებ­თან შე­და­რე­ბით მა­ინც ამ კო­რე­ელს გა­მო­ვარ­ჩევ, რო­გორც ერ­თა­დერ­თი ილე­თის ამ­ღებს. ფი­ნალ­ში იაპო­ნელ კა­ნა­კო ჰა­კა­მა­ტას­თან თა­ვი­სუფ­ლად შე­ვე­დი სა­ჭი­და­ოდ, საბ­რ­ძოლ­ვე­ლად. ძა­ლი­ან მინ­დო­და ჩემ­პი­ო­ნო­ბა და არ ვა­პი­რებ­დი მე­ო­რე ად­გი­ლით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. მას­თან ერ­თი წუ­თიც არ დამ­ჭირ­ვე­ბია, იმა­საც მა­ლე­ვე მო­ვუ­გე.

√ შე­დე­გის გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ იაპო­ნე­ლი ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლად მო­იქ­ცა: კო­რე­ე­ლი თუ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყუ­რე­ბო­და აქეთ-იქით და, მგო­ნი, ვერც მიხ­ვ­და, რა გა­უ­კე­თეთ, რო­გორ მო­უ­გეთ, იაპო­ნე­ლის ქცე­ვა­ში თქვენ­და­მი პა­ტი­ვის­ცე­მა იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. ჩან­და, რომ და­გა­ფა­სათ, რო­გორც ძლი­ე­რი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე.

კო­რე­ე­ლი მარ­თ­ლაც და­იბ­ნა. ალ­ბათ, არ ეგო­ნა, თუ და­ე­ცე­მო­და. ხიდ­ზე გა­და­ი­ა­რა და ისე და­ვარ­და. თა­ვი­დან მსა­ჯე­ბიც და­ფიქ­რ­დ­ნენ, იპო­ნი მა­შინ­ვე არ აუწე­ვი­ათ, ვი­დე­ო­გა­მე­ო­რე­ბა მო­ითხო­ვეს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მომ­ცეს იპო­ნი. იაპო­ნე­ლე­ბი კი ყო­ველ­თ­ვის ასე იქ­ცე­ვი­ან — ისი­ნი პა­ტივს სცე­მენ ყვე­ლა მე­ტო­ქეს.

√  ტურ­ნი­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თუ მო­ვი­და რო­მე­ლი­მე, თუ მო­გი­ლო­ცეს? სა­ერ­თოდ, ქალ­თა ძი­უ­დო­ში ხდე­ბა მსგავ­სი რამ?

არა, იქ­ვე მი­ვუ­ლო­ცეთ ერ­თ­მა­ნეთს. მე­ო­რე დღე­საც მი­ვე­სალ­მეთ, მე­ტი არა­ფე­რი. რო­გორც გითხა­რით, ორი­ვე პირ­ვე­ლად ვნა­ხე და კარ­გად არ ვიც­ნობ­დი არც ერთს.

ტა­ტამს მიღ­მა ურ­თი­ერ­თო­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, ქა­ლე­ბი, ამ მხრივ, ბი­ჭე­ბის­გან მა­ინც ცო­ტა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, თით­ქოს თავს იფა­სე­ბენ. ბი­ჭებს რომ ვუ­ყუ­რებ, იც­ნო­ბენ თუ არა ერ­თ­მა­ნეთს, მა­ინც ესალ­მე­ბი­ან, ქა­ლე­ბი კი ტა­ტამ­ზე მე­გობ­რო­ბენ, მის მიღ­მა — არა. ტა­ტამ­ზე თუ სჭირ­დე­ბი სპა­რინგ-პარ­ტ­ნი­ო­რად, მა­შინ კი­დეც გე­სალ­მე­ბი­ან, კი­დეც გი­ლო­ცა­ვენ, ისე კი გვერ­დ­ზე რომ ჩა­გივ­ლი­ან, იშ­ვი­ა­თად თუ მო­გე­სალ­მე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, კო­სო­ვო­ე­ლებს დი­დად არც აძ­ლე­ვენ სხვებ­თან მი­სალ­მე­ბის უფ­ლე­ბას და ისი­ნიც იშ­ვი­ა­თად თუ და­გე­კონ­ტაქ­ტე­ბი­ან.

√ ან­გა­რიშ­ს­წო­რე­ბაც ხომ არ ხდე­ბა, რო­ცა წა­გე­ბით გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლე­ბი ტა­ტამს მიღ­მა ცდი­ლო­ბენ საქ­მის გარ­ჩე­ვას?

კი, ასე­თე­ბიც ხდე­ბა, თუმ­ცა ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ ყო­ფი­ლა. ისე კი, ერთ შემ­თხ­ვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ, რო­ცა მე­ტო­ქე წა­გე­ბამ გა­ა­ნაწყე­ნა: კო­სო­ვო­ელ ნო­რა გი­ა­კო­ვას ვე­ჭი­და­ვე­ბო­დი. დგო­მი­დან და­ვაგ­დე და ქვე­ჭიდ­ში ვაგ­რ­ძე­ლებ­დით, სა­დაც ხელს მი­ჭი­მავ­და. თუმ­ცა მსაჯ­მა „მა­ტე“ გვითხ­რა, მაგ­რამ რომ ვდგე­ბო­დით, ის მა­ინც არ მეშ­ვე­ბო­და, ცდი­ლობ­და, ტკი­ვი­ლი მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ჩემ­თ­ვის. ხე­ლი ძა­ლით გა­ვაშ­ვე­ბი­ნე, მაგ­რამ მა­ინც აგ­რ­ძე­ლებ­და, ტა­ტა­მის გა­რეთ გა­მიყ­ვა­ნა. ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან მეტ­კი­ნა კი­დეც. სხვა­თა შო­რის, მის­მა მწვრთნელ­მაც და­ტუქ­სა – შიგ­ნით მო­უ­გე, რა­ტომ ეუხე­შე­ბიო…

არი­ან ასე­თი უხე­ში სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბიც. თან მე, რა­კი პა­ტა­რა ვარ, მე­უ­ხე­შე­ბი­ან და ცდი­ლო­ბენ, ძა­ლით დამ­ჩაგ­რონ, მაგ­რამ რომ არ გა­მოს­დით, მე­რე ბრაზ­დე­ბი­ან და ნერ­ვე­ბი ეშ­ლე­ბათ.

√ უცხო­ე­ლებ­თან თუ მე­გობ­რობთ?

კი, ვმე­გობ­რობთ, რო­გორ არა, ბევ­რი მე­გო­ბა­რიც გვყავს უცხო­ე­ლებ­ში. მა­გა­ლი­თად, ვმე­გობ­რობთ ჰო­ლან­დი­ე­ლებ­თან. შე­იძ­ლე­ბა, ტა­ტამ­ზე არ ვზო­გავთ ერ­თ­მა­ნეთს, მაგ­რამ ვმე­გობ­რობთ.

√ ჰო­ლან­დი­ე­ლებს ევ­რო­პა­ზეც მო­უ­გეთ და ახ­ლაც, მსოფ­ლი­ო­ზე  სხვა­დას­ხ­ვა სპორ­ტ­ს­მე­ნებს. ხომ არ გა­ნაწყენ­დ­ნენ ისი­ნი ამ წა­გე­ბე­ბის გა­მო?

ორი­ვეს­თან ვმე­გობ­რობ. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ფო­ტო­შიც ჩანს, კვარ­ცხ­ლ­ბეკ­ზე რა­ღა­ცა­ზე ვი­ცი­ნით კი­დეც.

√  რამ­დე­ნი­მე ტურ­ნი­რია, შეხ­ვედ­რა არ წა­გი­გი­ათ – უკ­ვე 22 შეხ­ვედ­რაა. ალ­ბათ, ესეც დი­დი სტი­მუ­ლია.

23 შეხ­ვედ­რა! ცხა­დია, ეს მარ­თ­ლაც დი­დი სტი­მუ­ლია, რად­გან მუ­დამ ვცდი­ლობ, ყვე­ლა პა­ექ­რო­ბა და­მა­ჯე­რებ­ლად მო­ვი­გო; ვფიქ­რობ, არ წა­ვა­გო და თა­ვი­სუფ­ლად გავ­დი­ვარ ტა­ტამ­ზე; ვცდი­ლობ, გდე­ბე­ბი არ გა­ვუშ­ვა. კო­რე­ე­ლის გარ­და, გდე­ბე­ბი მარ­თ­ლაც არ გა­მიშ­ვია — არც ევ­რო­პა­ზე და არც მსოფ­ლი­ო­ზე, არც პი­რად­ში და არც გუნ­დურ­ში.

√  რა არის თქვენ­თ­ვის ძი­უ­დო?

ძი­უ­დო ჩემ­თ­ვის მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა და ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ყვე­ლა­ფე­რია: პრო­ფე­სი­აც, გა­ტა­ცე­ბაც, სიყ­ვა­რუ­ლიც და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა ავირ­ჩიე. კი­დევ ის მი­ხა­რია, რომ წი­ლად მერ­გო, დავ­წე­რო ქარ­თუ­ლი ძი­უ­დოს ის­ტო­რია: ახალ­გაზ­რ­დებ­ში ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი ვარ ძი­უ­დო­ში, თუმ­ცა წინ კი­დევ ბევ­რი ის­ტო­რიაა და­სა­წე­რი: უფ­რო­სებ­ში ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბა, ოლიმ­პი­ა­და, კი­დევ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ტურ­ნი­რი. ძა­ლი­ან მი­ხა­რია და მად­ლო­ბა უფალს, რომ ამ ის­ტო­რი­ის და­წე­რის პა­ტი­ვი წი­ლად ჩვენ გვერ­გო — მე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე გო­გო­ნას.

√  თუმ­ცა ამ ის­ტო­რი­ამ სხვა, გო­გო­ნე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, გა­ტა­ცე­ბე­ბიც შე­ი­წი­რა. ამა­ზე არ გწყდე­ბათ გუ­ლი?

რო­ცა ჩვე­ნი თა­ნა­ტო­ლი გო­გო­ნე­ბი ერ­თო­ბოდ­ნენ, ჩვენ სულ ვვარ­ჯი­შობ­დით და იმის თა­ვიც არ გვქონ­და, და­ბა­დე­ბის დღე­ზე ან სად­მე გა­სარ­თო­ბად წავ­სუ­ლი­ყა­ვით. ოჯა­ხიც მე­ნატ­რე­ბო­და, ვერც ოჯახ­თან გა­ვა­ტა­რე დი­დი დრო — 10 წლი­დან თბი­ლის­ში ვარ, ბი­ძა მზრდი­და, მან აიღო ჩემ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბა. დედ-მა­მაც მე­ნატ­რე­ბო­და და და-ძმე­ბიც. თუმ­ცა, არც გარ­თო­ბა­ზე მწყდე­ბა გუ­ლი და არც სხვა არა­ფერ­ზე, ყვე­ლა­ზე მე­ტად ისაა გულ­და­საწყ­ვე­ტი, რომ ბავ­შ­ვო­ბა ჩემს ოჯახ­თან — მშობ­ლებ­თან და დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან ვერ გა­ვა­ტა­რე. თუმ­ცა, ახ­ლა ისი­ნი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი და ამა­ყე­ბი არი­ან ჩე­მით. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ სვა­ნეთ­ში ჩას­ვ­ლა ვერ მო­ვა­ხერ­ხე, რად­გან ახ­ლა 23-წლი­ან­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მივ­დი­ვარ. იმე­დია, იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე დღით მო­ვა­ხერ­ხებ სვა­ნეთ­ში წას­ვ­ლას, მა­ნამ კი ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბი იყ­ვ­ნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი აქ, მსოფ­ლი­ო ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს აერო­პორ­ტ­ში დამ­ხ­ვ­დ­ნენ.

√ 10 წლის ბავ­შ­ვის­თ­ვის ძა­ლი­ან ძნე­ლი იქ­ნე­ბო­და ოჯა­ხი­დან წა­მოს­ვ­ლა, სულ სხვა გა­რე­მო­ში, უცხო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, უცხო ხალ­ხ­ში ადაპ­ტი­რე­ბა…

კი, თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. 10 წლის ბავ­შ­ვი ბი­ძას­თან ვი­ყა­ვი, მის გარ­და არც ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი მყავ­და და არც არა­ვინ. მარ­ტო ვი­ყა­ვი სახ­ლ­ში და მე­ნატ­რე­ბო­და ოჯა­ხი, მშობ­ლე­ბი, და-ძმე­ბი, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი და ყო­ველ ღა­მე ვტი­რო­დი ხოლ­მე. თან რომ და­ვი­ნა­ხავ­დი, სხვა მშობ­ლე­ბი ეფე­რე­ბოდ­ნენ თა­ვი­ანთ შვი­ლებს, სულ დე­და­ჩე­მი მე­ნატ­რე­ბო­და. ჩე­მი უმ­ც­რო­სი და 9 წლი­საა და სულ იმას ვფიქ­რობ, ეს რომ მო­ვა­ცი­ლო მშობ­ლებს… თან მე რუს­თა­ვი­დან დავ­დი­ო­დი სა­ვარ­ჯი­შოდ დიღ­მის მა­სივ­ში. 12 წლამ­დე ბი­ძა­ჩემს დავ­ყავ­დი, მე­რე კი არ მინ­დო­და მი­სი შე­წუ­ხე­ბა და მარ­ტო დავ­დი­ო­დი. ვარ­ჯი­შის შემ­დეგ ორ­თა­ჭა­ლამ­დე ჩემს მწვრთნელს — კა­ხა მოც­რა­ძეს მივ­ყავ­დი, იქ ჩამ­ს­ვამ­და რუს­თა­ვის ტრან­ს­პორ­ტ­ში, რუს­თავ­ში კი გა­ჩე­რე­ბა­ზე ბი­ძა მხვდე­ბო­და.

√  ალ­ბათ, პე­რი­ო­დუ­ლად, მა­კი­ა­ჟი, მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელ­ზე შედ­გო­მა და გო­გო­ნე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სხვა გა­ტა­ცე­ბე­ბიც გახ­სე­ნებთ თავს…

გაპ­რან­ჭ­ვის დროც გვრჩე­ბა, თუმ­ცა, ვცდი­ლობ სულ სპორ­ტულ რე­ჟიმ­ში ვი­ყო.

√  მშობ­ლე­ბი იოლად და­ე­თან­ხ­მ­ნენ თქვენს სურ­ვილს, გე­ვარ­ჯი­შათ ძი­უ­დო­ში? სა­ერ­თოდ, ეს ვი­სი იდეა იყო, რო­გორ მოხ­ვ­დით ამ სპორ­ტ­ში?

თა­ვი­დან­ვე ცელ­ქი ვი­ყა­ვი და თა­ვა­დაც მინ­დო­და, რა­ი­მე სპორ­ტით დავ­კა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვი. ლენ­ტეხ­ში ძი­უ­დოს დარ­ბა­ზი ჩემ­თან ახ­ლოს იყო და იქ მი­ვე­დი, თუმ­ცა მეკ­ლ­დე­უ­რო­ბა­ზეც დავ­დი­ო­დი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზეც გა­ვე­დი. იქა­ურ მწვრთნელ­საც უნ­დო­და, მეკ­ლ­დე­უ­რო­ბა­ში დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ იქ იმი­ტომ დავ­დი­ო­დი, რომ მინ­დო­და, ხე­ლე­ბი გა­მეძ­ლი­ე­რე­ბი­ნა, რაც მე­რე ძი­უ­დო­ში გა­მო­მად­გე­ბო­და. დე­და წი­ნა­აღ­მ­დე­გი იყო ძი­უ­დო­ზე ჩე­მი მის­ვ­ლი­სა, მა­მა კი ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს მიწყობ­და. თან, სვა­ნი ხალ­ხი ტრა­დი­ცი­უ­ლია და ამ­ბობ­დ­ნენ, რა უნ­და გო­გოს ჭი­და­ო­ბა­ზეო. გო­გოს ჭი­და­ო­ბა­ში იმ­დე­ნად კარ­გად ვერ აღიქ­ვამ­დ­ნენ, თუმ­ცა ახ­ლა ყვე­ლა გა­ხა­რე­ბუ­ლია ჩე­მი მიღ­წე­ვე­ბით და ბევ­რი სი­ცი­ლით იხ­სე­ნებს კი­დეც, რო­გორ გიშ­ლი­დით ძი­უ­დო­ში ვარ­ჯიშ­სო. ახ­ლა მშობ­ლე­ბიც ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან.

რო­გორც გითხა­რით, ლენ­ტეხ­ში და­ვიწყე ვარ­ჯი­ში, მაგ­რამ მა­შინ 8 წლი­სა ვი­ყა­ვი და იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვე­კი­დე­ბო­დი. 10 წლი­სა უკ­ვე თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი, სა­დაც კა­ხა მოც­რა­ძეს­თან მი­მიყ­ვა­ნა ბი­ძა­ჩემ­მა. ის და გია თე­ნა­ძე ერ­თად მუ­შა­ობ­დ­ნენ, ისი­ნი ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს მიწყობ­დ­ნენ და შვი­ლე­ბი­ვით გაგ­ვ­ზარ­დეს. იმ­დენ დროს თა­ვი­ანთ ოჯა­ხებ­თან არ ატა­რებ­დ­ნენ, რამ­დენ­საც — ჩვენ­თან; ცდი­ლობ­დ­ნენ, ყვე­ლა­ფე­რი ეს­წავ­ლე­ბი­ნათ და გა­მო­უ­ვი­დათ კი­დეც. მეც, მა­რი­ამ ჭან­ტუ­რი­აც, სო­ფიო სომ­ხიშ­ვი­ლიც, მა­რი­ამ ჯა­ნაშ­ვი­ლიც და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მარ­თ­ლა მა­თი გაზ­რ­დი­ლე­ბი ვართ.

√  ოჯახს თუ ჰქონ­და სპორ­ტუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, თქვე­ნი და-ძმე­ბი თუ და­დი­ოდ­ნენ სპორ­ტ­ზე?

უფ­რო­სი და-ძმა მყავს, მაგ­რამ არც ერ­თი არ ყო­ფი­ლა სპორ­ტით და­კა­ვე­ბუ­ლი. და ცეკ­ვავ­და, მაგ­რამ მე­რე თა­ვი და­ა­ნე­ბა, ახ­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს, ძმას კი არ ჰქო­ნია შე­ხე­ბა სპორ­ტ­თან. ასე­ვე მყავს პა­ტა­რა და — 9 წლის თა­მა­რი, ძა­ლი­ან უნ­და, ძი­უ­დო­ის­ტი გახ­დეს. ბუ­ნებ­რი­ვია, მე არ და­ვა­ძა­ლებ, მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს შე­ვუწყობ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს.

√ ბა­ნა­ლუ­რი კითხ­ვა, მაგ­რამ გვერდს ვერ ავუვ­ლით: სპორ­ტ­მა რა მოგ­ცათ?

უპირ­ვე­ლე­სად – სა­ხე­ლი, რის­თ­ვი­საც ვწვა­ლობ და ვშრო­მობ. მინ­და, ამ ქვე­ყა­ნა­ზე დავ­ტო­ვო ჩე­მი სა­ხე­ლი და ჯერ­ჯე­რო­ბით ვქმნი ამას. ჯერ პა­ტარ-პა­ტა­რა სა­ხელს ვქმნი, მაგ­რამ მინ­და, ოლიმ­პი­ა­და­ზეც მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, უფ­როს­თა სხვა დიდ ტურ­ნი­რებ­ზეც და დავ­წე­რო ის­ტო­რია.

√ თა­ნა­ტო­ლებ­თან პა­ექ­რო­ბა­ში სუს­ტი მხა­რე­ე­ბი თით­ქ­მის არ გი­ჩანთ, მათ რამ­დე­ნი­მე თა­ვით აღე­მა­ტე­ბით. თუმ­ცა უკ­ვე უფ­რო­სებ­თან მო­გი­წევთ და­პი­რის­პი­რე­ბა, იქ კი სხვა მოთხოვ­ნე­ბია. მწვრთნე­ლე­ბი აქ­ცენტს რა­ზე აკე­თე­ბენ, რა უნ­და გა­აძ­ლი­ე­როთ თქვენ­ში, მათ­თა­ნაც ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით რომ იჭი­და­ოთ?

გაძ­ლი­ე­რე­ბა მარ­თ­ლაც ბევრ რა­მე­შია სა­ჭი­რო. შო­რი­დან იქ­ნებ მარ­თ­ლაც სხვა­ნა­ი­რად ჩანს, მაგ­რამ უფ­რო­სებ­თან სა­ჭი­და­ოდ სა­ჭი­როა, ხე­ლე­ბი მქონ­დეს ძლი­ე­რი. ამა­ზე ვმუ­შა­ობთ მწვრთნე­ლებ­თან ერ­თად, ვსწავ­ლობთ ყვე­ლა სპორ­ტ­ს­მენს, რომ ვი­ცო­დეთ მა­თი სუს­ტი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი. ერ­თი სიტყ­ვით, ბევრ რა­მე­ზე ვმუ­შა­ობთ და მწვრთნე­ლე­ბი მარ­თ­ლაც ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ სა­ი­მი­სოდ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ. თან ახ­ლა გუნ­დუ­რი შე­ჯიბ­რე­ბა გა­ერ­თი­ან­და, ბი­ჭე­ბი და გო­გო­ნე­ბი ერთ გუნ­დად ვჭი­და­ობთ და ვცდი­ლობთ, ბი­ჭებს ხე­ლი შე­ვუწყოთ ყვე­ლა­ნა­ი­რად.

√  უცხო­ე­ლე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი რო­გო­რია თქვენს გა­მოს­ვ­ლებ­ზე? მახ­სენ­დე­ბა ფრან­გ­თა ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ლუ­სი დე­კო­სის რე­აქ­ცია ორი წლის წინ, ჭა­ბუ­კებ­ში, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის კარგ გა­მოს­ვ­ლა­ზე, რო­ცა ლა­მის მოთ­ქ­ვამ­და, რა გვეშ­ვე­ლე­ბა, ქარ­თ­ველ­მა გო­გო­ნებ­მა ასე თუ გა­აგ­რ­ძე­ლეს, ჩვენ სადღა მო­ვი­პო­ვოთ მედ­ლე­ბიო. ასე­ვე მახ­სენ­დე­ბა, იმა­ვე წელს, უნ­გ­რელ­თა ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ან­ტალ კო­ვა­ჩის შე­ფა­სე­ბაც, ჩემს დროს ქარ­თ­ვე­ლებს მხო­ლოდ ვა­ჟე­ბი გყავ­დათ, ახ­ლა კი რამ­დე­ნად ძლი­ე­რი გო­გო­ნე­ბის თა­ო­ბა გა­მო­გიჩ­ნ­და­თო…

შე­ფა­სე­ბე­ბი ბევ­რია, თუმ­ცა უცხო­ე­ლე­ბი ჩვენ­თან იმ­დე­ნად არა, უფ­რო მწვრთნე­ლებ­თან მი­დი­ან და იმათ ეუბ­ნე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, ამ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კო­რე­ელს რომ მო­ვუ­გე, რუ­სი კა­მალ ხან-მა­გო­მე­დო­ვი მი­სუ­ლა მწვრთნე­ლებ­თან და გა­ო­ცე­ბულს უთ­ქ­ვამს, ამ ილეთს ბი­ჭე­ბი ვერ აკე­თე­ბენ, რა მა­გა­რი წე­ლი ჰქო­ნიაო. ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს, რომ ჩვენ­თან წა­მო­ვი­და ქალ­თა ძი­უ­დო. თან, მწვრთნე­ლე­ბიც, მსა­ჯე­ბიც გვა­ქე­ბენ, ძა­ლი­ან ზრდი­ლო­ბი­ა­ნე­ბი არი­ან, იცი­ან ტა­ტამ­ზე მოქ­ცე­ვაო. სხვე­ბი თუ დრო­ის გაყ­ვა­ნას ცდი­ლო­ბენ, ესე­ნი სულ უტე­ვენ და ცდი­ლო­ბენ, ილე­თე­ბით მო­ი­გო­ნო. ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი და მწვრთნე­ლებ­საც უხა­რი­ათ, შრო­მა რომ და­უ­ფას­დათ. მი­მაჩ­ნია, რომ პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი უმ­თავ­რე­სია – ადა­მი­ან­მა უნ­და და­ამ­შ­ვე­ნოს ტი­ტუ­ლი და არა პი­რი­ქით, ტი­ტულ­მა ადა­მი­ა­ნი.

√ ილე­თე­ბი და სტი­ლი მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი გაქვთ – ლა­მა­ზი, ტექ­ნი­კუ­რი, ხში­რად კომ­ბი­ნა­ცი­უ­რი, რა­საც ბი­ჭე­ბი ხში­რად მარ­თ­ლაც ვერ აკე­თე­ბენ. ეს შრო­მით მო­ვი­და, ნი­ჭია თუ ქარ­თულს ჭი­და­ობ­დით ბავ­შ­ვო­ბა­ში?

არა, ქარ­თულს არ ვჭი­და­ობ­დი, ეს ყვე­ლა­ფე­რი შრო­მით მო­ვი­და. ყო­ველ­თ­ვის მი­ტა­ცებ­და ძნე­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, სა­ხი­ფა­თო ილე­თე­ბი. იყო ად­ვი­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლი ფან­დე­ბიც, მაგ­რამ მე მუ­დამ მერ­ჩივ­ნა, უფ­რო რთუ­ლე­ბი მეს­წავ­ლა. კი მი­ჭირ­და, არ იყო ად­ვი­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და ბევ­რი დროც დას­ჭირ­და სწავ­ლას, მაგ­რამ სხვა ბევ­რი ილე­თიც ვი­ცი, რომ­ლებ­საც (იმე­დია, ნელ-ნე­ლა გა­ვიხ­ს­ნე­ბი) თან­და­თან გა­მო­ვავ­ლენ ტა­ტამ­ზე. ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვა­მუ­შა­ვებ­დი მათ, მი­ხა­რია, რომ მათ შეს­წავ­ლა­ში დრო ტყუ­ი­ლად არ დავ­კარ­გე.

√  ხა­სი­ა­თი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ხართ: არ გა­ხა­სი­ა­თებთ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვუ­რი ავად­მ­ყო­ფო­ბა, ახა­ლი წარ­მა­ტე­ბა ახალ სტი­მულს გაძ­ლევთ, ხო­ლო შემ­ტე­ვი ხა­სი­ა­თით ბევრ ბიჭ­საც სჯო­ბი­ხართ…

ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა გა­სა­ხა­რია, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ხარ­დეს ერ­თი დღე, თუმ­ცა მა­შინ­ვე უნ­და და­ი­ვიწყო და ახალ მიღ­წე­ვა­ზე და­იწყო ფიქ­რი. წარ­მა­ტე­ბა არ უნ­და გაგ­ყ­ვეს ერ­თი თვე – ეს ჩე­მი დე­ვი­ზია. კი, მი­ხა­რია, მაგ­რამ იმა­ვე დღეს ვი­ვიწყებ და ისევ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვაგ­რ­ძე­ლებ ვარ­ჯიშს, უკ­ვე სხვა მიზ­ნე­ბის­თ­ვის. ახ­ლაც მე­ა­მა­ყე­ბა, რომ გავ­ხ­დი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი, მაგ­რამ ეს ჯერ არა­ფე­რია, ეს მხო­ლოდ დი­დი მო­მავ­ლის და­საწყი­სია.

√ მიმ­დევ­რე­ბი თუ გა­მო­გიჩ­ნ­დათ გინდ სვა­ნეთ­ში, გინდ  თბი­ლის­ში? თქვენ­მა და თქვე­ნი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბამ ქალ­თა ძი­უ­დო­სად­მი ინ­ტე­რე­სი თუ გა­მო­იწ­ვია?

სვა­ნეთ­ში არ ვი­ცი, მაგ­რამ ფე­ის­ბუქ­ზე კი და­მი­კავ­შირ­და რამ­დე­ნი­მე გო­გო­ნა თბი­ლი­სი­დან, ვარ­ჯი­შის დაწყე­ბა გვინ­დაო და რამ­დე­ნი­მე მო­ვი­და კი­დეც. მე­ტი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია სჭირ­დე­ბა, რად­გან რთუ­ლი სპორ­ტია, სა­ჭი­როა ახა­ლი ხალ­ხის მოს­ვ­ლა, რა­თა მა­სობ­რი­ო­ბა გა­ი­ზარ­დოს და კონ­კუ­რენ­ცი­ამ იმა­ტოს.

საუბრა ირაკლი თავაძე 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები