გთავაზობთ აბიტურიენტთა გამოცდის პირველად შედეგებს ლიტერატურაში, სამოქალაქო განათლებასა და ფიზიკაში.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.
ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, სამოქალაქო განათლების – 60, ფიზიკის კი – 63. აბიტურიენტებს თითოეული ზემოხსენებული საგნის გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, თუ გადალახეს ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი.
სამოქალაქო განათლება – შეფასების სქემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ 8 აგვისტოდან დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღების პროცესი, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საპრეტენზიო განაცხადების მიღება ელექტრონულ ფორმატში იქნება შესაძლებელი. აბიტურიენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.