25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

აბიტურიენტები გამოცდას პირბადის გარეშე ჩააბარებენ

spot_img

აბიტურიენტები გამოცდაზე პირბადის მოხსნას შეძლებენ, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთვარობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თუმცა, საგამოცდო ცენტრამდე  ისინი პირბადეებით უნდა მივიდნენ. ასევე, შესაძლებელი ხდება კონდიციონერების ჩართვა იმ შემთხვევაში, თუ კი ტემპერეტურა 30 გრადუსს გადააჭარბებს.

გიორგი გახარია: „დღეს დილით გვქონდა შესაბამისი თათბირი როგორც ჯანდაცვის, ასევე ეპიდემიოლოგიურ სექტორთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან და გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ დღეს შეგვიძლია გავახმოვანოთ, გახლავთ შემდეგი: იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც პირბადით, აუცილებლად, უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე და დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული, რა თქმა უნდა, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა ავა 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები ჩვენ, ასევე, მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან და, ფაქტობრივად, ჩვენ სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით, შეძლებისდაგვარად, ჩვენს აბიტურიენტებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და ეფექტურად და წარმატებით ჩააბარონ ეს გამოცდები, რომ შემდგომ გააგრძელონ ცოდნის მიღება უმაღლეს სასწავლებლებში.“

მოგვიანებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ასეთი განმარტება გააკეთა: „დღეს პრემიერმა განაცხადა ის, რაზეც მოხდა შეჯერება და შეთანხმება, რომ კონდიცირება, ღია ფანჯრებთან ერთად, შესაძლებელია, ეს არ ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს, ოღონდ ხაზს ვუსვამ, ღია ფანჯრებთან ერთად, მაგრამ ამ დროს პირბადე უნდა გეკეთოს.

როდესაც აბიტურიენტი შედის გამოცდაზე, გამოცდაზე შესვლისას, რეკომენდებულია, მას პირბადე ეკეთოს ყველგან, ხოლო იქ, სადაც დაბრძანდება, როცა ბილეთს აიღებს, გაესაუბრებიან ზედამხედველები და ა.შ., მივა თავის მაგიდასთან, სადაც მაგიდებს შორის 2-მეტრიანი მანძილია, მარცხნივ და მარჯვნივ, წინ – ერთი მეტრი, თავისი დეზობარიერით, იქ შეუძლია, თუ მას მუშაობის პროცესში პირბადე ეხამუშება, მოიხსნას, მაგრამ თუ ის გადის, ვთქვათ, საპირფარეშოში ან კითხვა უნდა დაუსვას და უნდა გამოიწვიოს ზედამხედველი, აუცილებელია პირბადის ხმარება.“

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები