27 ივლისი, შაბათი, 2024

Youtube-არხზე ჩაწერილი გაკვეთილები

spot_img

ელიზა კუკავა
სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის №2 საჯარო სკოლის ტექნოლოგიების პედაგოგი

 

ციფრული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება გაკვეთილზე სწავლა-სწავლების პროცესს უფრო ეფექტურს, მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. გაკვეთილი, სადაც მასწავლებელი იყენებს ონლაინ ვიდეოებს, ინტერაქტიულ ვებსაიტებსა და სიმულაციურ ხელსაწყოებს, მოსწავლისთვის ემოციურად დასამახსოვრებელია.

მე, როგორც ტექნოლოგიების მასწავლებელი, ყოველთვის ვეხმარები კოლეგებს, გავაცნო საინტერესო ციფრული აპლიკაციები და პლატფორმები, შემდგომ გაკვეთილზე გამოსაყენებლად. სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტის გამოყენება სასწავლო პროცესში საჭიროებს ამ ინსტრუმენტების ცოდნასა და მიზნობრივ გამოყენებას. გადავწყვიტე, შემექმნა ჩემი YouTube-არხი, სადაც თავს მოვუყრიდი სხვადასხვა ციფრული პლატფორმის გამოყენების ინსტრუქციას ქართულ ენაზე, რაც კოლეგებისთვის იქნებოდა მარტივი და ერთგვარი დამხმარე. ასევე, ჩემს Youtube-არხზე ჩაწერილი მაქვს გაკვეთილები მოსწავლეებისთვის, თუ როგორ იმუშაონ და შექმნან ანიმაციები მარტივი პროგრამირების ენა Scratch-ში, რაც ეხმარება მათ საგაკვეთილო თემის განმტკიცებასა და უკეთ გაგებაში.

სენსორული კოდებით სცენარის შექმნა Scratch-ში

სახატავი დაფის შექმნა Scratch-ში

Web 2.0 ინსტრუმენტი  Brush Ninja

Wheelofnames მარტივი და სახალისო აპლიკაცია

დანარჩენი ვიდეოები იხილეთ ჩემს YoTube არხზე https://www.youtube.com/@TechnologyvideosbyEliza/videos

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები