20 სექტემბერი, პარასკევი, 2024

XXI საუკუნე და სამეწარმეო უნარების განვითარება მოზარდებში

spot_img
ნონა ხარაშვილი
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. თამარიანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

XXI საუკუნის განათლებული ადამიანი წარმოუდგენელია სამეწარმეო უნარების გარეშე, რადგან საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ამ უნარების გათვალისწინებითაა შესაძლებელი. მაინც რას წარმოადგენს მეწარმეობა?

მინდა აღვნიშნო, რომ მოცემულ სტატიაში ინფორმაცია ეფუძნება პრაქტიკას და არ არის მხოლოდ თეორიული ნააზრევი, რადგან 2021 წლიდან ჩართული გახლავართ სამეწარმეო კლუბის ფუნქციონირებაში და ვუძღვები (მეორე ფასილიტატორთან ერთად) მიმდინარე სესიებს.

სიტყვა „მეწარმეობის“ განმარტება სხვადასხვა წყაროში განსხვავებულია. თუმცა ამ უნარების ქონა მოზარდებში გულისხმობს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და ლიდერის თვისებების განვითარებას. მთავარია, ბავშვებს ვასწავლოთ, დაისახონ მიზანი და შევმატოთ თავდაჯერებულობა, რათა გაუმკლავდნენ სირთულეებს.

მეწარმეობა არ ნიშნავს მხოლოდ ბიზნესის სფეროში მოღვაწეობას. სამეწარმეო უნარების ქონა გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შესაძლებლობები, ცოდნა, თუნდაც პროფესია, საკუთარი წარმატებისთვის გამოიყენოს. თუმცა საქართველოს რეალობა დღეს სხვაგვარია: უამრავი კურსდამთავრებული ვერ ახერხებს დასაქმებასა და საზოგადოებაში ინტეგრირებას, რასაც იწვევს სამეწარმეო უნარების არქონა. ამიტომ, ამ კუთხით, მოზარდების განვითარებაზე სკოლამ უნდა იზრუნოს, ხოლო არაფორმალური განათლება მიმართული უნდა იყოს, ზუსტადაც, მოსწავლეებში ამგვარი უნარების გაღვივებაზე.

პედაგოგების პრაქტიკაში უამრავი მაგალითია იმისა, რომ გაკვეთილისთვის კარგად მომზადებულმა მოსწავლემ, შესაძლოა, ვერ მოახერხოს მიღებული ცოდნის გამოყენება, ვერ წარმართოს დაგეგმილი აქტივობა. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხშირია. როდესაც მოზარდი ფლობს სამეწარმეო უნარებს, მას შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ ნებისმიერ აქტივობაზე, შექმნას გუნდი და ითანამშრომლოს მასთან, მართოს დრო და შექმნას სათანადო პროდუქტი და, რაც მთავარია, გაითვალისწინოს რეკომენდაციები იმ მიზნით, რომ დაეხმარება განვითარებაში. თუ თქვენ გარშემო გეგულებათ ასეთი მოსწავლე, მაშინ მასში, გარკვეულწილად, სამეწარმეო უნარებია თავმოყრილი. ამიტომაც სკოლამ უნდა იზრუნოს, უფრო განუვითაროს უნარები და შესაძლებლობები, ხოლო, ვისაც ეს ნაკლებად აქვს, უნდა შევძლოთ, გავუღვივოთ მაინც.

სხვადასხვა აქტივობების საშუალებით, შესაძლებელია, მოზარდები მივიყვანოთ იმ დასკვნამდე, რომ იყო მეწარმე, ნიშნავს, მუდმივად იდგე განვითარების გზაზე და აწარმოო ის, რაც ყველაზე უკეთესად გამოგდის.

მეწარმეობის კლუბის ძირითადი თემატური ბლოკებია:

ოთხივე ბლოკი მიზნად ისახავს ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებას, რომელსაც შეეძლება უნარებისა და შესაძლებლობების აღმოჩენა და გამოყენება. ცნობილ სამეწარმეო კომპეტენციების ბორბალში არსებული უნარები სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: იდეები და შესაძლებლობები, რესურსი, მოქმედება.

ამ მიმართულებებში უნარები ასეა გადანაწილებული:

თუ ჩამოთვლილ უნარებს დავაკვირდებით, ცხადი ხდება, რომ XXI საუკუნეში მათ გარეშე წარმატებული ვერ ვიქნებით. ამიტომ, გარდა საგნობრივი ცოდნისა, სკოლამ მოზარდებში ამ უნარების განვითარებაზეც უნდა იზრუნოს.

 

 

ბლოგი

ხევსურეთს ვიყავ…

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები