24 ნოემბერი, კვირა, 2024

X კლასის საგნების სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირება გამოცხადდა

spot_img

ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასის საგნების სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირება გამოცხადდა და განისაზღვრა შესაბამისი პირობები.

დაინტერესებულმა პირებმა იხილეთ შესაბამისი ბრძანება დანართებითურთ:

ზოგიერთ საგანში გრიფირება გამოცხადდა X კლასის სრული სასწავლო წლის სახელმძღვანელოზე,ზოგში კი I და II სემესტრის სახელმძღვანელოებზე ცალ-ცალკე, ეს საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, გეოგრაფია, მოქალაქეობა, ბიოლოგია, ფიზიკა და ქიმია.

დაინტერესებულ პირებს გრიფირების განაცხადების წარმოდგენა შეეძლებათ გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის https://grifireba.emis.ge მეშვეობით, შემდეგ თარიღებში:

♦ X კლასის სრულ და X კლასის I სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით – 2022 წლის 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით;

♦ X კლასის II სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით – 2022 წლის 25-31 ივლისს.

გრიფირებასთან დაკავშირებით ინტენსიურად მიმდინარეობს ავტორთა საკონსულტაციო შეხვედრები საგნობრივ ექსპერტებთან, რომლის განრიგი დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.mes.gov.ge/content.php?id=12796&lang=geo

ამასთან, გრიფირების პროცესის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები განთავსებულია ბმულზე: https://www.mes.gov.ge/content.php?id=7147&lang=geo

აღსანიშნავია, რომ შემოსული სახელმძღვანელოების მაკეტები საჯაროდ დაიდება პორტალზე https://grifireba.emis.ge/ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს და მოგვწეროს თავისი შენიშვნები/მოსაზრებები.

♦ ♦ ♦

გრიფირების განაცხადების რეგისტრაცია-შემოწმების ვადები:

გრიფირების განაცხადის ( და სახელმძღვანელოს მაკეტის) წარმოდგენა:

ა) X კლასის სრულ და X კლასის I სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით – 2022 წლის 28 მარტი – 3 აპრილის ჩათვლით;

ბ) X კლასის II სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით – 2022 წლის 25-31 ივლისის ჩათვლით.

გრიფირების განაცხადზე მატერიალური ფორმით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა – გრიფირების განაცხადის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღე.

გრიფირების განაცხადების შემოწმება:

ა) X კლასის სრულ და X კლასის I სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით – 2022 წლის 28 მარტი – 6 აპრილის ჩათვლით.

ბ) X კლასის II სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით – 2022 წლის 25 ივლისი – 3 აგვისტოს ჩათვლით.

გრიფირების განაცხადებში ხარვეზის აღმოფხვრა – გრიფირების განაცხადზე, ხარვეზის დადგენიდან არაუმეტეს 5 კალენდარული დღე.

სახელმძღვანელოს მაკეტის რეცენზირება/საჩივრების   წარდგენა/განხილვა/გადაწყვეტილების მიღება და შედეგების გაცნობა:

ა) X კლასის სრულ და X კლასის I სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით  – 2022 წლის 13 აპრილი – 16 ივნისის ჩათვლით;

ბ) X კლასის II სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით – 2022 წლის 10 აგვისტო – 13 ოქტომბრის ჩათვლით.

სახელმძღვანელოს მაკეტების (ანონიმური ეგზემპლარების) საჯარო განხილვა:

ა) X კლასის სრულ და X კლასის I სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით  – 2022 წლის 14 აპრილი – 1-ლი მაისი ჩათვლით;

ბ) X კლასის II სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით – 2022 წლის 11-29 აგვისტოს ჩათვლით.

განმცხადებლის მიერ, სახელმძღვანელოსათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში ტირაჟის ოდენობის მიხედვით დასაანგარიშებელ საავტორო ჰონორარზე მისთვის მისაღები ფასდაკლების (პროცენტული) ოდენობის წარდგენა გარანტორისთვის:

ა) X კლასის სრულ და X კლასის I სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით  – 2022 წლის 20-21 აპრილი ჩათვლით;

ბ) X კლასის II სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით – 2022 წლის 17-18 აგვისტოს ჩათვლით.

გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გაფორმების ვადა:

ა) X კლასის სრულ და X კლასის I სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით  – არაუგვიანეს 2022 წლის 17 ივნისი;

ბ) X კლასის II სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით – არაუგვიანეს 2022 წლის 17 ოქტომბერი.

გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს შერჩევა:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ქართულენოვანი, ასევე, არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების (მხოლოდ შემდეგი საგნების ნაწილში: ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის); პირველი უცხოური ენის – ინგლისური; მეორე უცხოური ენის – გერმანული/ფრანგულის/რუსულის; მშობლიური ენისა და ლიტერატურის (სომხურის/აზერბაიჯანულის/რუსულის – ირჩევენ შესაბამისი არაქართულენოვანი სკოლები/სექტორები)) მიერ, X კლასის სრულ და X კლასის I სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით – 2022 წლის 20 ივნისი – 3 ივლისის ჩათვლით;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ქართულენოვანი სკოლების მიერ, X კლასის II სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით – 2022 წლის 20 ოქტომბერი – 2 ნოემბრის ჩათვლით.

♦ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლები, სადაც სწავლება ხორციელდება აფხაზურ ენაზე, აფხაზური ენისა და ლიტერატურის საგნის სახელმძღვანელოს შერჩევას ახდენენ ამ დანართის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადებში.

♦ ავტორის/საავტორო უფლების მფლობელის მიერ, სახელმძღვანელოს ვებგვერდის (მოქმედი) შესახებ ინფორმაციის (მისამართი) წარდგენა – გრიფის მინიჭების შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან მეორე კალენდარული დღე.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები