18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ვის ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ღირ­სე­უ­ლი სას­წავ­ლო პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ 2 000-მდე ბავ­შ­ვ­ზე

spot_img

„ქუ­თა­ი­სის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­სახ­ლის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის იატა­კი ირ­ყე­ვა და ძა­ლი­ან დი­დი საფ­რ­თხეა, რომ ჩა­ვარ­დეს, თუ­კი ბევ­რი ბავ­შ­ვი ერ­თად შე­მო­ვა. ამი­ტომ, ვცდი­ლობთ, რომ პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი ნაკ­ლე­ბად დავ­ტ­ვირ­თოთ, მე­ო­რე სარ­თულ­ზე კი ოთა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ გვყოფ­ნის, სულ ცხრა ოთა­ხია, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 2000, მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა — 57. ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სრულ­ფა­სოვ­ნად წარ­მარ­თ­ვა. არ გვაქვს საკ­მა­რი­სი ინ­ვენ­ტა­რი. და­ფა, სკა­მი, მა­გი­და მწყობ­რი­და­ნაა გა­მო­სუ­ლი სიძ­ვე­ლის გა­მო. ძა­ლი­ან გვე­ცო­დე­ბი­ან ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ასეთ პი­რო­ბებ­ში რომ იმ­ყო­ფე­ბი­ან. შე­ნო­ბა ძვე­ლია და სა­ში­ნე­ლი სუ­ნი დგას. ფან­ჯ­რე­ბი რომ არ გა­ვა­ღოთ, სუნ­თ­ქ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. წვი­მის დროს წყა­ლი ზე­და მხრი­დან სარ­და­ფებ­ში შე­მო­დის და სიცხე­ში ორ­თ­ქ­ლ­დე­ბა, სარ­და­ფი­დან ოხ­ში­ვა­რი და ჭა­ო­ბის სუ­ნი ამო­დის, წყლის ბო­ლომ­დე ამო­ტუმ­ბ­ვაც ვერ ხერ­ხ­დე­ბა.   კა­რი და ფან­ჯა­რა თუ არ არის ღია, ოთახ­ში გა­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია“ — არ იფიქ­როთ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დელ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას აღ­ვ­წერ­დეთ, არა, ეს 21-ე სა­უ­კუ­ნის ქუ­თა­ი­სის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­სახ­ლის შე­ნო­ბის უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თია, რო­მე­ლიც უკ­ვე 7 წე­ლია ასეთ პი­რო­ბებ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. ახ­ლა­ხან სა­სახ­ლის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის პრობ­ლე­მებს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე მა­რი­ამ ჯა­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნაცხა­და, რომ ქუ­თა­ის­ში 2 000-მდე ბავ­შ­ვი ღირ­სე­უ­ლი სას­წავ­ლო პი­რო­ბე­ბის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი.

„რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვეწ­ვი­ეთ მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­სახ­ლეს, რო­მე­ლიც წარ­მო­უდ­გე­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. სა­სახ­ლი­დან გაყ­ვა­ნა 2011 წელს მოხ­და, რა­მაც ათა­სი ბავ­შ­ვი და­ტო­ვა ღირ­სე­უ­ლი სას­წავ­ლო პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე, ბავ­შ­ვე­ბის ნა­კა­დი 2000-მდე გა­ი­ზარ­და. ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია და გთხოვთ, მოხ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ინ­რ­ფას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­მო­ყო­ფა.“ — გა­ნაცხა­და კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ. ამ გან­ცხა­დე­ბას წინ უძღო­და, ზაფხულ­ში, მი­სი ვი­ზი­ტი სა­სახ­ლე­ში, რო­მელ­მაც, რო­გორც ჩანს, გულ­გ­რი­ლი ვერ და­ტო­ვა, რად­გან ნა­ნახ­მა ყო­ველ­გ­ვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა.

რა­ტომ აღ­მოჩ­ნ­და 80 წლის ის­ტო­რი­ი­სა და დი­დი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­სახ­ლე ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში? მი­ზე­ზი, ცალ­სა­ხად, 2011 წელს სა­სახ­ლის ყო­ფილ შე­ნო­ბა­ში იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის გა­დაყ­ვა­ნას უკავ­შირ­დე­ბა. მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­სახ­ლე კი, დრო­ე­ბით გან­თავ­ს­და რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, აბ­რე­შუ­მის კომ­ბი­ნა­ტის სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის შე­ნო­ბა­ში. გა­დას­ვ­ლის დღი­დან, სა­სახ­ლის პე­და­გო­გე­ბი უშე­დე­გოდ ითხო­ვენ ახალ შე­ნო­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნას. სას­წავ­ლო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მოთხოვ­ნა ახა­ლი დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მის­ვ­ლის შემ­დეგ, კი­დევ უფ­რო გა­აქ­ტი­ურ­და. მე­ო­რე წე­ლია, დი­რექ­ტო­რი დღეს არ კარ­გავს პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, შე­დე­გი არ ჩანს.

თა­მარ მე­ფის 105 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის ორი სარ­თუ­ლი მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­სახ­ლეს უკა­ვია, მე­სა­მე კი — სამ­ხატ­ვ­რო სკო­ლას. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის შე­ნო­ბა, თავ­და­პირ­ვე­ლად, ერთ-ერ­თი სა­წარ­მოს მუ­შე­ბის სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბე­ლი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იქ ჯერ პროფ­სას­წავ­ლე­ბე­ლი გა­იხ­ს­ნა, შემ­დეგ კი — ლი­ცე­უ­მი და კერ­ძო სკო­ლა. ქუ­თა­ი­სის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­სახ­ლე ამ შე­ნო­ბა­ში, 2011 წლი­დან, დრო­ე­ბით გან­თავ­ს­და მას შემ­დეგ, რაც ირაკ­ლი აბა­ში­ძის გამ­ზი­რი­დან, ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­სახ­ლის შე­ნო­ბი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს. პარ­ლა­მენ­ტის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ყო­ფილ სა­სახ­ლე­ში, რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ის შემ­დეგ, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი გა­იხ­ს­ნა. რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა გვი­ამ­ბობს, ის გა­აფ­რ­თხი­ლეს, რომ მოთხოვ­ნას არა­ნა­ი­რი აზ­რი არ ექ­ნე­ბო­და 2017 წლამ­დე, ვიდ­რე არ­ქი­ვის ახა­ლი შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა არ დას­რულ­დე­ბო­და.

***

„1937 წელს, ქუ­თა­ის­ში, გა­იხ­ს­ნა პი­ო­ნერ­თა და მოს­წავ­ლე­თა სახ­ლი, სა­დაც მუ­შა­ო­ბა და­იწყო ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის, მომ­ღე­რალ­თა, სა­სუ­ლე ორ­კეს­ტ­რის, ფო­ტო და ნა­ტუ­რა­ლის­ტ­თა წრე­ებ­მა. 1954 წელს პი­ო­ნერ­თა სახ­ლი სა­სახ­ლედ გა­და­კეთ­და. ამ გა­რე­მო­ე­ბამ გა­მო­იწ­ვია მას­ში მოქ­მე­დი ჯგუ­ფე­ბის ზრდა. დღეს მოღ­ვა­წე არა ერთ მწე­რალს, მხატ­ვარს, ის­ტო­რი­კოსს, მუ­სი­კოსს თუ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და სა­მეც­ნი­ე­რო წრის წარ­მო­მად­გე­ნელს ნათ­ლო­ბა სა­სახ­ლის კედ­ლებ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­სახ­ლე დღე­საც ჩვე­უ­ლი შე­მარ­თე­ბით აგ­რ­ძე­ლებს ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას, მთე­ლი დატ­ვირ­თ­ვით მუ­შა­ობს ეს­თე­ტი­კა-ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დის­ციპ­ლი­ნა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბა: ფოლ­კ­ლო­რის, უცხო ენე­ბის, მხატ­ვარ-დი­ზა­ი­ნერ­თა, ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რულ­თა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია-ეთ­ნოგ­რა­ფი­ის კა­ბი­ნე­ტე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით, ქარ­თუ­ლი ენა-ლი­ტე­რა­ტუ­რის, შე­მოქ­მედ-მოს­წავ­ლე­თა, ხატ­ვის, მეტყ­ვე­ლე­ბის კულ­ტუ­რი­სა და მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვის წრე­ე­ბი. აქ­ვე ფუნქციონირებს: ხალ­ხუ­რი, ცეკ­ვი­სა და საკ­რა­ვე­ბის ან­სამ­ბ­ლე­ბი, გუნ­დი, სა­ბავ­შ­ვო სიმ­ღე­რე­ბის სტუ­დია, დე­ბატ და სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბის კლუ­ბე­ბი, ბავ­შ­ვ­თა სა­ეს­ტ­რა­დო ორ­კეს­ტ­რი ,,აისი”. ტექ­ნი­კურ-სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო დის­ციპ­ლი­ნა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში კი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს: სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო, უმ­ც­როს­კ­ლა­სელ­თა, სპორ­ტუ­ლი, ტექ­ნი­კურ-მო­დე­ლი­რე­ბი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი კა­ბი­ნე­ტე­ბი; სა­ხა­ლი­სო და უმაღ­ლე­სი მა­თე­მა­ტი­კის, ჭად­რა­კის, სპორ­ტულ-სა­მეჯ­ლი­სო ცეკ­ვე­ბის შემ­ს­წავ­ლე­ლი, ფი­ზი­კის, ქი­მი­ის, ბი­ო­ლო­გი­ის, ტუ­რიზ­მის, ავი­ა­მო­დე­ლი­რე­ბი­სა და სა­ო­ფი­სე პროგ­რა­მე­ბის შემ­ს­წავ­ლე­ლი წრე­ე­ბი. სა­სახ­ლე­ში, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, იმარ­თე­ბა სას­წავ­ლო-შე­მოქ­მ­დე­ბი­თი კონ­ფე­რენ­ცია, სხვა­დას­ხ­ვა დო­ნის სა­ჭად­რა­კო ტურ­ნი­რე­ბი, კონ­კურ­სე­ბი, სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­სახ­ლეს, წლე­ბის მან­ძილ­ზე, გან­ვ­ლი­ლი აქვს ღირ­სე­უ­ლი გზა. ახალ­გაზ­რ­დო­ბამ გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი უნ­და შე­ი­ტა­ნოს ერ­თი­ა­ნი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს აღ­მ­შე­ნებ­ლო­ბა­ში, ყო­ვე­ლი­ვე ამას კი, სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა, რი­სი გა­რან­ტიც ქუ­თა­ი­სის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­სახ­ლეა.“ — ასე­თია სა­სახ­ლის მოკ­ლე ოფი­ცი­ლუ­რი ის­ტო­რია, რომ­ლის მიღ­მა, ამ გა­უ­საძ­ლის, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფელ პი­რო­ბებ­ში, 31 მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს სხვა­დას­ხ­ვა წრე­ე­ბი. სა­სახ­ლეს კი­დევ უფ­რო მეტ დატ­ვირ­თ­ვას სძენს ის, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა უფა­სოა. ქვე­ყა­ნა­ში შექ­მ­ნილ­მა მძი­მე სო­ცი­ა­ლურ­მა ფონ­მა კი ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფ­რო გა­ზარ­და. არა­და, რო­გორ გინ­და უთხ­რა უარი მოს­წავ­ლეს, რო­მე­ლიც ითხოვს, თუნ­დაც ასეთ გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში, სა­სახ­ლის რო­მე­ლი­მე წრე­ში ჩა­რიცხონ და მის გა­ნათ­ლე­ბა­ზე იზ­რუ­ნონ.

***

რო­გორც სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, მათ­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სი შე­ნო­ბის გა­მო­ყო­ფის თხოვ­ნით, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას შემ­დეგ, რაც დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა, სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბას არა­ერ­თხელ მი­მარ­თა. სა­სახ­ლე ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კულ­ტუ­რულ, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, ქა­ლა­ქის მე­რი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია. ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­რის, გი­ორ­გი ჭიღ­ვა­რი­ას, დი­დი თა­ნად­გო­მის მი­უ­ხე­და­ვად, პრობ­ლე­მა დღემ­დე ვერ გვარ­დე­ბა, რად­გა­ნაც ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში არ არის, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი კერ­ძო ან სხვა­დას­ხ­ვა სა­მი­ნის­ტ­როს სა­კუთ­რე­ბაა.

მა­რი­ნა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი: „გა­სა­გე­ბია, რომ ძველ შე­ნო­ბას არა­ვინ დაგ­ვიბ­რუ­ნებს და ამას არც ვითხოვთ. 1982 წელს ქა­ლა­ქის მმარ­თ­ვე­ლო­ბამ, სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­სახ­ლის­თ­ვის, ააშე­ნა კე­თილ­მოწყო­ბი­ლი და ყო­ველ­მ­ხ­რივ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი შე­ნო­ბა   500-კა­ცი­ა­ნი დარ­ბა­ზი­თა და სცე­ნით. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რომ, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის იქ გან­თავ­სე­ბის შემ­დეგ, შე­ნო­ბის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია მო­ახ­დი­ნა და მთლი­ა­ნად სა­კუ­თარ სა­ჭი­რო­ე­ბას მო­არ­გო. მაგ­რამ რა­ღაც გა­მო­სა­ვა­ლი ხომ უნ­და ვი­პო­ვოთ?

რად­გან იუს­ტი­ცი­ის სახ­ლ­მა და­ი­კა­ვა სა­სახ­ლის ყო­ფი­ლი შე­ნო­ბა, მოს­ვ­ლის დღი­დან (შო­თა მურ­ღუ­ლი­ას მე­რო­ბის პე­რი­ოდ­შიც) ვითხოვ­დი, რომ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის ყო­ფი­ლი შე­ნო­ბა მა­ინც გად­მო­ე­ცათ ჩვენ­თ­ვის. ეს შე­ნო­ბა ტე­რი­ტო­რი­უ­ლა­დაც იოლი მი­სად­გო­მია, აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგ­ლ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, რომ ამ შე­ნო­ბა­ში იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­როს არ­ქი­ვი დრო­ე­ბით გან­თავ­ს­და, სა­ნამ არ­ქი­ვის   ახა­ლი შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა დას­რულ­დე­ბო­და. 2018 წელს დას­რულ­და და შე­ნო­ბა დი­დი ზე­ი­მი­თაც გა­იხ­ს­ნა. არ­ქი­ვი და­ბი­ნავ­და კე­თილ­მოწყო­ბილ და 21-ე სა­უ­კუ­ნის შე­სა­ფე­რის შე­ნო­ბა­ში, მაგ­რამ სა­სახ­ლე ისევ ქუ­ჩა­ში დარ­ჩა.

ქა­ლა­ქის მე­რი, გი­ორ­გი ჭიღ­ვა­რია, რო­გორც კი და­ი­ნიშ­ნა, მე­ო­რე დღეს­ვე მო­ვი­და სა­სახ­ლე­ში (მა­ნამ­დეც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო ჩვენს პრობ­ლე­მებ­ზე), და­ათ­ვა­ლი­ე­რა ის გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბი, რო­მელ­შიც ამ­დენ ბავშვს და პერ­სო­ნალს გვი­წევს ყოფ­ნა. თა­ნად­გო­მა გა­მოგ­ვიცხა­და, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, რომ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის ყო­ფი­ლი შე­ნო­ბა არ არის მე­რი­ის ბა­ლან­ს­ზე და ამი­ტომ სხვის ბა­ლან­ს­ზე არ­სე­ბულ შე­ნო­ბა­ში ჩვენ ვერ შეგ­ვიშ­ვებ­და. ქა­ლა­ქის მერ­მა სა­მი წე­რი­ლი გა­აგ­ზავ­ნა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რო­ში, შე­ნო­ბის დათ­მო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჯერ­ჯე­რო­ბით, ამ პრობ­ლე­მის გა­მო, სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბა არ ხერ­ხ­დე­ბა, ბა­ტო­ნი გი­ორ­გის დი­დი მონ­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად.“

სა­სახ­ლის კუ­რა­ტო­რი, მაია ასა­თი­ა­ნი გუ­ლის­წყ­ვე­ტით გვე­უბ­ნე­ბა, რომ ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი წლის სა­სახ­ლე ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ უნ­და იყოს. „37 წე­ლია, რაც სა­სახ­ლე­ში ვმუ­შა­ობ და თა­მა­მად შე­მიძ­ლია გითხ­რათ, ჩვე­ნი სა­სახ­ლე ყო­ველ­თ­ვის ქუხ­და — ეს იყო შე­მოქ­მედ ბავ­შ­ვ­თა მე­ქა. თუ­კი ვინ­მე სა­სა­ხე­ლო ადა­მი­ა­ნი ჰყავს და­სავ­ლე­თი­დან ქვე­ყა­ნას, ყვე­ლა ჩვე­ნი აღ­ზ­რ­დი­ლია. 22 წლის ასაკ­ში და­ვიწყე აქ მუ­შა­ო­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ-ეს­თე­ტი­კუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლად და თავს სა­სახ­ლის ერთ-ერთ მე­მა­ტი­ა­ნე­დაც მი­ვიჩ­ნევ. გა­მი­ჭირ­დე­ბა იმ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­მოთ­ვ­ლა, რო­მე­ლიც სა­სახ­ლემ აღ­ზარ­და.

სა­ო­ცა­რი ხატ­ვის სკო­ლა გვქონ­და ალექ­სან­დ­რე ტო­გო­ნი­ძის მე­თა­უ­რო­ბით, ახ­ლა ამ ტრა­დი­ცი­ას ვი­ტა­ლი კა­პა­ნა­ძე აგ­რ­ძე­ლებს; ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა ვი­ა­მა­ყოთ ქი­მი­ის სკო­ლით, რო­მელ­საც ალექ­სან­დ­რე შენ­გე­ლია ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და და უდი­დე­სი ტრა­დი­ცი­ე­ბის სკო­ლა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა: ავი­ა­სა­მო­დე­ლო წრე, არ­ტურ არენ­შილ­დის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავ ჭად­რა­კის კა­ბი­ნე­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბას, რო­მელ­მაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს არა­ერ­თი სა­ხე­ლო­ვა­ნი მო­ჭად­რა­კე აღუ­ზარ­და. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი მსოფ­ლი­ოს ხუთ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძეა (პე­და­გო­გი — და­ვით ჩი­რა­ძე). სა­სახ­ლე­ში დღე­საც ტარ­დე­ბა მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტურ­ნი­რე­ბი. ჩემს მოკ­რ­ძა­ლე­ბულ თხოვ­ნას ვახ­მი­ა­ნებ — რად უნ­და სა­ხელ­მ­წი­ფოს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­ზე ზრუნ­ვა — გზე­ბის კე­თე­ბა, სახ­ლე­ბის და სა­სახ­ლე­ე­ბის შე­ნე­ბა, თუ­კი ბავ­შ­ვის­თ­ვის არ იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კი სა­სახ­ლე ისე­ვე სა­ჭი­როა, რო­გორც გზა და სხვა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა. ეს რომ ასეა, სა­სახ­ლის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის და­სა­ხე­ლე­ბაც საკ­მა­რი­სია — 2000 ბავ­შ­ვი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ეს ქუ­თა­ი­სის­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ამ გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებს ჩვე­ნი მი­ზე­რუ­ლი ხელ­ფა­სიც ემა­ტე­ბა — არ და­გი­მა­ლავთ და გეტყ­ვით, რომ შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლე­ბიც კი ვართ, ჩვე­ნი ანაზღა­უ­რე­ბით. თა­მა­მად შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ პე­და­გო­გებს მუ­შა­ო­ბის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, სა­სახ­ლეს ახ­ლაც ენ­თუ­ზი­აზ­მით სავ­სე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბი ჰყავს. სხვაგ­ვა­რად, და­მერ­წ­მუ­ნეთ, ასეთ ხელ­ფას­ზე ადა­მი­ა­ნი ვერ იმუ­შა­ვებს.“

სა­სახ­ლის მოს­წავ­ლე რა­ჟა ლა­ღა­ძე ამ­ბობს, რომ აქ მი­სი მე­ო­რე ოჯა­ხია, რად­გან მას სა­სახ­ლე­ში მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გე­ბი, გუ­ლის­ხ­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ხვდე­ბი­ან და, რაც მთა­ვა­რია: „ამ სივ­რ­ცე­ში გა­ნათ­ლე­ბა მის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია. ის სამ წრე­ზე და­დის და არ­სად ფულს არ იხ­დის, რაც მი­სი ოჯა­ხის­თ­ვის დი­დი შე­ღა­ვა­თია. და­სა­ნა­ნია, რომ ამ­დე­ნი ბავ­შ­ვი და ასე­თი პე­და­გო­გე­ბი სრუ­ლი­ად გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში არი­ან.“

31-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე მო­ნი­კა ხურ­ცი­ლა­ვას­თ­ვის აღ­მო­ჩე­ნა იყო, რომ სა­სახ­ლე­ში სწავ­ლა უფა­სოა. „ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა და­მა­ტე­ბით გაკ­ვე­თილ­ზე ვინ­მე უფა­სოდ თუ და­მიჯ­დე­ბო­და და მა­მე­ცა­დი­ნებ­და. მარ­თა­ლია, სა­სახ­ლე ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რი­დან ძა­ლი­ან შორ­საა და ტრან­ს­პორ­ტი­თაც არ ვარ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, მაგ­რამ სწავ­ლის სურ­ვი­ლი და პე­და­გოგ­თა კე­თილ­გან­წყო­ბა კი­დევ უფ­რო მეტ სტი­მულს მაძ­ლევს,რომ სა­სახ­ლე­ში ვი­ა­რო. იმე­დი მაქვს, მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი, ამ ყოვ­ლად შე­უ­ფე­რე­ბელ პი­რო­ბებ­ში არ და­იწყე­ბა.“

თუ­კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ქუ­თა­ი­სის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის აღ­საზ­რ­დელ­თა ასეთ პი­რო­ბებ­ში ყოფ­ნა აღ­ქ­მუ­ლია, რო­გორც მი­უ­ღე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, თუ­კი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, თუ­კი ქუ­თა­ი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ოჯა­ხის­თ­ვის უფა­სო სა­ხე­ლოვ­ნე­ბო თუ საგ­ნობ­რი­ვი წრე­ე­ბის არ­სე­ბო­ბა ერთ-ერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია ქვე­ყა­ნა­ში შექ­მ­ნილ მძი­მე სო­ცი­ა­ლურ ფონ­ზე, თუ­კი მე­რის კე­თი­ლი ნე­ბა სა­სახ­ლის სა­სარ­გებ­ლო­დაა მი­მარ­თუ­ლი, თუ­კი პე­და­გო­გე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ანაზღა­უ­რე­ბა­ზე წინ მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სებს აყე­ნებს და თუ­კი დი­რექ­ტო­რის ორ­წ­ლი­ა­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას ხმარ­დე­ბა, მა­შინ რა­ტომ ვერ გა­დაწყ­და ეს სა­კითხი სა­სახ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ? ვის ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ღირ­სე­უ­ლი სას­წავ­ლო პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე   დარ­ჩე­ნილ 2 000-მდე ბავ­შ­ვ­ზე? თუ ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ ყვე­ლა გზა ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სებ­ზე გა­დის, მა­შინ, ცალ­სა­ხად, ამ პრობ­ლე­მის დრო­უ­ლად მოგ­ვა­რე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. იმე­დია, რო­გორც სა­სახ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ­ბობს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შეძ­ლებს გა­მო­სახ­ლე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნოს. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თვალ­სა და ხელს შუა გა­მო­ეც­ლე­ბა სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სე­ლი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რად რჩე­ბა.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები