23 ნოემბერი, შაბათი, 2024

უზარ­მა­ზა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა ატა­რებ­დე სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის ტი­ტულს

spot_img
ლა­ლი ჯე­ლა­ძე
5 ოქ­ტომ­ბერს, „ილი­ას ბაღ­ში“, გრან­დი­ო­ზულ­მა წვე­უ­ლე­ბამ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გულ­შე­მატ­კივ­რებს მო­უ­ყა­რა თა­ვი, იმ სა­ღა­მოს ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი უნ­და გა­მოვ­ლე­ნი­ლი­ყო. „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო“ კო­ა­ლი­ცი­ის „გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის — სა­ქარ­თ­ვე­ლო“, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე, 2017 წლის 13 მა­ისს და­წეს­და — ინი­ცი­ა­ტი­ვა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის — „The Global Teacher Prize“ ნა­წი­ლია. გა­სულ წელს, პირ­ვე­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გუ­რი­ის ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ლა­დო აფხა­ზა­ვა გახ­და. კონ­კურ­ს­მა მშვე­ნი­ე­რი სტარ­ტი აიღო და მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, წლის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის ტი­ტუ­ლის მფლო­ბელ­მა, არა­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბი­თა და ინი­ცი­ა­ტი­ვით, არა­ერ­თხელ შე­ახ­სე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რას ნიშ­ნავს ტი­ტუ­ლი — შე­ნი­ვე საქ­მი­ა­ნო­ბით გა­ა­მარ­თ­ლო „რჩე­უ­ლო­ბა“. ალ­ბათ, ძა­ლი­ან ბევ­რი და­მე­თან­ხ­მე­ბა, რომ ლა­დო ამას დღემ­დე ახერ­ხებს. ცე­რე­მო­ნი­ალს მი­ვუბ­რუნ­დე­ბი და გეტყ­ვით, რომ სა­უ­კე­თე­სოდ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი წვე­უ­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად იყო იმის დას­ტუ­რი, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა პრესტი­ჟულ პრო­ფე­სი­ად აღი­ა­რებს და, თუნ­დაც ამ კონ­კურ­სით, პე­და­გო­გებს აძ­ლევს მო­ტი­ვა­ცი­ას, გახ­დ­ნენ უკე­თე­სე­ბი ან სუ­ლაც რჩე­უ­ლე­ბი.
ყვე­ლას თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი ჰყავს, და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მეც მყავ­და ჩე­მი ფა­ვო­რი­ტი, თუმ­ცა, ფი­ნა­ლის­ტე­ბი­დან ჟი­უ­რის სა­უ­კე­თე­სოს ამორ­ჩე­ვა ნამ­დ­ვი­ლად გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. ხუ­თე­უ­ლი ასე და­კომ­პ­ლექ­ტ­და: ელი­სო აბ­რა­მიშ­ვი­ლი — ქა­ლაქ საჩხე­რის სსიპ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი; ჯა­ბა ლა­ბა­ძე — და­ბა სუ­რა­მის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი; ლე­ლა კო­ტო­რაშ­ვი­ლი — თბი­ლი­სის წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი; და­ჩი ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი — თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მია ლო­გო­სის მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი და მა­ნა­ნა კა­პე­ტი­ვა­ძე — ბაღ­და­თის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი­სა და რუ­სუ­ლი ენე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი. მათ უკან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა დგას. ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი მა­ნა­ნა კა­პე­ტი­ვა­ძე გახ­და. ჯილ­დოს მფლო­ბელს, ფუ­ლა­დი პრი­ზის სა­ხით, კამ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა სპონ­სორ­მა, გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დ­მა 10 000 ლა­რი გა­დას­ცა, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნი ოთხი ფი­ნა­ლის­ტი „ლი­ბერ­თი ბან­კ­მა“ და­ა­ჯილ­დო­ვა.
„მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო“ პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის დი­დი მო­ტი­ვა­ტო­რია. კო­ა­ლი­ცია ძა­ლი­ან კარგ საქ­მეს აკე­თებს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟის ასა­მაღ­ლებ­ლად და სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად! მად­ლო­ბა ამის­თ­ვის! უზარ­მა­ზა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა ატა­რებ­დე საუკეთესო მას­წავ­ლებ­ლის ტი­ტულს. მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ შე­ვაყ­ვა­რო ეს პრო­ფე­სია ჩემს მოს­წავ­ლე­ებს და კი­დევ ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­ზარ­დო.“ — ეს პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რია, რო­მე­ლიც წლის რჩე­ულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ა­კე­თა. მას გა­სულ წელ­საც სთხოვ­დ­ნენ ოჯა­ხიც, მე­გობ­რე­ბიც და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­აც, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო კონ­კურ­ს­ში, მაგ­რამ, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ცო­ტა სკეპ­ტი­კუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი, რად­გან არ ეგონა ამ მას­შ­ტა­ბის და ასე­თი ობი­ექ­ტუ­რი კონ­კურ­სი თუ ჩა­ტარ­დე­ბო­და. ამ­ბობს, რომ ცდე­ბო­და — „არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე ჩე­მი უფ­რო­სი ვა­ჟის თხოვ­ნა და ამით გუ­ლი დავ­წყ­ვი­ტე.“ სა­მა­გი­ე­როდ, წ­ლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სით გა­ა­ბედ­ნი­ე­რა შვი­ლი, გი­ორ­გი ება­ნო­ი­ძე, რო­მელ­მაც და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის ამ­სახ­ვე­ლი სა­უ­კე­თე­სო ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რ­ცე­ლა წარ­წე­რით: „დღეს ძა­ლი­ან მა­გა­რი დღე იყო. დე­და­ჩე­მი გახ­და „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ მფლო­ბე­ლი. უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ!“
ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნა­ზე, წელს მა­ინც მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს კონ­კურ­ს­ში, გა­სუ­ლი წლის ფი­ნა­ლის­ტის, ნა­თია ფურ­ცე­ლა­ძის წა­ხა­ლი­სე­ბამ იქო­ნია დი­დი გავ­ლე­ნა. „შარ­შან შო­რი­დან მა­ინც ვა­დევ­ნებ­დი თვალს კონ­კურ­სის ეტა­პებს და ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი კო­ლე­გებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ერთ-ერთ ფი­ნა­ლისტს — ნა­თია ფუ­ცე­ლა­ძეს. ეს მხარ­და­ჭე­რა, იმის გარ­და, რომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბე­ლია, იმი­თაც იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ ის ბაღ­და­თის სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია. ჯილ­დოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში და­გეგ­მილ ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ნა­თია ფურ­ცე­ლა­ძე ბაღ­დათს სტუმ­რობ­და, მეც მი­ვე­დი, მი­სი გაც­ნო­ბა მინ­დო­და. ნა­თი­ამ მითხ­რა, რომ თვალს ადევ­ნებ­და ჩემს აქ­ტი­ვო­ბებს და მქონ­და ჯილ­დოს ათე­ულ­ში მოხ­ვედ­რის შან­სი. მის­მა წა­ხა­ლი­სე­ბამ, ოჯა­ხის წევ­რე­ბისა და დი­რექ­ტო­რის და­ჟი­ნე­ბულ­მა თხოვ­ნამ მი­ბიძ­გა, გა­და­მედ­გა ეს ნა­ბი­ჯი. რო­ცა აპ­ლი­კა­ცი­ის შევ­სე­ბა და­ვას­რუ­ლე, ვიდ­რე გა­და­ვაგ­ზავ­ნი­დი, კი­დევ ერ­თხელ გა­დავ­ხე­დე და გა­ვი­ფიქ­რე, რომც არ გა­ვი­მარ­ჯ­ვო, მარ­ტო ამის­თ­ვის ღირ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა — ერთ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში თა­ვი მო­ვუ­ყა­რე მთელ ჩემს გან­ვ­ლილ პრო­ფე­სი­ულ გზას, ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბის თვით­შე­ფა­სე­ბა მო­ვახ­დი­ნე. სა­ო­ცა­რი გან­ც­და და­მე­უფ­ლა, ად­რე ამა­ზე არას­დ­როს დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ.
უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ ჯილ­დოს“, ქალ­ბა­ტონ ირი­ნა ხან­თა­ძეს, ბა­ტო­ნებს: გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას და რე­ვაზ აფხა­ზა­ვას, ჩვე­ნი ჟი­უ­რის თი­თო­ე­ულ წევრს ჩე­მი, თით­ქ­მის, 30-წლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და შრო­მის და­ფა­სე­ბის­თ­ვის. ჩემ­თ­ვის უდი­დე­სი პა­ტი­ვია პი­რა­დად გა­მეც­ნო ჟი­უ­რის ყვე­ლა წევ­რი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც ყო­ველ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მაჩ­ნ­და.“
ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია და ამ­ბობს, რომ აქამ­დე ვერ მო­ი­ცა­ლა, კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვი­საც მი­ე­ხე­და, რე­ა­ლუ­რად ამის­თ­ვის დრო აღარ რჩე­ბა. „მხო­ლოდ სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი არ ვარ, რო­მე­ლიც გაკ­ვე­თილს ჩა­ა­ტა­რებს და და­ნარ­ჩენ დროს რე­პე­ტი­ტო­რო­ბას და­უთ­მობს. ამით არ შე­მო­ვი­ფარ­გ­ლე­ბი, ყო­ველ­თ­ვის აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი და, რაც მთა­ვა­რია, მიყ­ვარს ახ­ლის ძი­ე­ბა, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მო­სინ­ჯ­ვა და რე­ა­ლი­ზე­ბა. 10 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე ბაღ­და­თის პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და მივ­ხ­ვ­დი, რომ იქ ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თე, ახ­ლა სხვა სივ­რ­ცე და გა­რე­მო მჭირ­დე­ბო­და. შე­ვიც­ვა­ლე სკო­ლა და მას­წავ­ლებ­ლად ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მარ­თ­ლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვი­ყა­ვი, ორ წელ­ზე მე­ტი ვერც იქ გავ­ჩერ­დი. ისევ და­ვიწყე ძი­ე­ბა. დავ­ბ­რუნ­დი ბაღ­დათ­ში და მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე მუ­შა­ო­ბა. ბევ­რი სა­ა­თი არა­სო­დეს მქო­ნია, არც ახ­ლა მაქვს — 6 სა­ა­თი ინ­გ­ლი­სურ­ში მაქვს და მას შემ­დეგ, რაც რუ­სულ ენა­ში და­ვა­დას­ტუ­რე კომ­პე­ტენ­ცია ორი სა­ა­თი და­მე­მა­ტა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ინო­ვა­ცი­ე­ბის ცენტრს ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ ბაღ­დათ­ში, სა­დაც ბევ­რი რამ კეთ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის.“
ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებს უცხო ენის სწავ­ლე­ბის კო­მუ­ნი­კა­ცი­ურ მე­თოდს და პრაქ­ტი­კა­ში აჩ­ვე­ნებს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია სკო­ლა­ში უცხო ენა კო­მუ­ნი­კა­ცი­ურ დო­ნე­ზე ვას­წავ­ლოთ. სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი გა­მო­ხა­ტუ­ლად ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლია და მრა­ვალ­ფე­რო­ვან მე­თო­დებს ეფუძ­ნე­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ის მხო­ლოდ საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი არ არის, მე­გო­ბა­რი, აღ­მ­ზ­რ­დე­ლი და დამ­რი­გე­ბე­ლია. ბავ­შ­ვე­ბიც ხში­რად მი­მარ­თა­ვენ რჩე­ვის­თ­ვის, მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის. თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით, წლის რჩე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ხელს უწყობს ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­საც. ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტუ­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის კუთხით. მი­სი გავ­ლე­ნა რომ სცდე­ბა სა­კუ­თარ მოს­წავ­ლე­ებ­სა და სას­კო­ლო გა­რე­მოს, ამის დას­ტუ­რი ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბაა, რო­მელ­საც მა­ნა­ნა მას­წავ­ლე­ბე­ლი ეწე­ვა.
„მშვი­დო­ბის კორ­პუს­ში“ გა­ნათ­ლე­ბის ტრე­ნე­რად 9 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე, ამე­რი­კელ მო­ხა­ლი­სე­ებს ვას­წავ­ლი­დი რო­გორ ეს­წავ­ლე­ბი­ნათ ქარ­თულ სკო­ლებ­ში — რა მიდ­გო­მე­ბი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. ჩემს სკო­ლა­ში ერთ-ერ­თ­მა მო­ხა­ლი­სემ ორი წე­ლი იმუ­შა­ვა, ერ­თად ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თეთ. არი ჰა­იერ­სი ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რ­დაა, მას გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ჰქონ­და, მო­მა­ვალ­ში სხვა პრო­ფე­სი­ას გაჰ­ყო­ლო­და, მაგ­რამ ჩვენ­თან მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა და პრო­ფე­სი­ა­ში დარ­ჩა. მითხ­რა: მა­ნა­ნა დე­ი­და (ასე მე­ძა­ხის), თქვენ გა­მო გა­დავ­წყ­ვი­ტე, მას­წავ­ლე­ბე­ლად მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რ­ძე­ლოო. ჩვენ ახ­ლაც ვთა­ნამ­შ­რობ­ლობთ, კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტის ერთ-ერთ სკო­ლა­ში ას­წავ­ლის, სკა­ი­პით გა­ვა­ცა­ნი და და­ვა­მე­გობ­რე ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი, წინ დი­დი გეგ­მე­ბი გვაქვს და ერ­თობ­ლი­ვად ვა­პი­რებთ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ჩვე­ნი­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.“ — ამ­ბობს ქალბატონი მა­ნა­ნა.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამას აქამ­დეც აკე­თებ­და, ახ­ლა უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რად იმუ­შა­ვებს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა­ზე: „დავ­თ­ვა­ლე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ჩე­მი ნა­მო­წაფ­რე­ბი­დან 12-მა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლო­ბა აირ­ჩია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლებ­შიც ას­წავ­ლი­ან და სხვა­დას­ხ­ვა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბულ ად­გი­ლობ­რივ თუ უცხო­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­შიც არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი. ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ, რად­გან მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის იმა­ზე დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არ­სე­ბობს, რო­ცა შე­ნი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბის შე­სა­ხებ გეს­მის ან ხე­დავ.“
რა არის ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა? ამ კითხ­ვა­ზე ზო­გა­დი პა­სუ­ხის გა­ცე­მას თავს არი­დებს, რად­გან ფიქ­რობს: „ყვე­ლას თა­ვი­სი პრობ­ლე­მა და ხედ­ვა აქვს, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, ჩემს მა­გა­ლით­ზე გითხ­რათ. შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა ბა­ნა­ლუ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ ჩე­მი სურ­ვი­ლია, მოს­წავ­ლე­ებ­მა მოს­მე­ნა ის­წავ­ლონ. მო­უს­მი­ნონ ერ­თ­მა­ნეთს, სხვებს, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ბო­ლომ­დე უნ­და მო­უს­მი­ნონ. შე­იძ­ლე­ბა ეს სკო­ლა­ში ვას­წავ­ლოთ, მაგ­რამ ოჯახ­ში არ ჰქონ­დეთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მოს­მე­ნის ფა­სი, ამი­ტომ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებ­ში ეს პრობ­ლე­მაა.
ჩე­მი სურ­ვი­ლია, ასე­ვე, მას­წავ­ლე­ბელს მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ე­ცეს. თუმ­ცა, მე არ ვგრძნობ თავს შეზღუ­დუ­ლად, რად­გან ყო­ველ­თ­ვის ვგეგ­მავ და ვა­ხორ­ცი­ე­ლებ იმ აქ­ტი­ვო­ბებს, რო­მელ­საც კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მარ­თე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ. მთა­ვა­რია, შე­დეგ­ზე გახ­ვი­დე. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და შეძ­ლოს იყოს კრე­ა­ტი­უ­ლი, ჩა­ა­ტა­როს სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლე­ბი, გა­მო­ი­ყე­ნოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბი, რად­გან ყვე­ლა ბავ­შ­ვი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია,ზო­გი ად­ვი­ლად სწავ­ლობს მოს­მე­ნით, ზო­გი — ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლით. მას­წავ­ლე­ბელ­მა ისე უნ­და და­ა­ბა­ლან­სოს გაკ­ვე­თი­ლი, რომ ახ­ს­ნი­ლი მა­სა­ლა ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყოს.“
რა­ტომ უნ­და აირ­ჩი­ონ ახალ­გაზ­რ­დებ­მა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია? ამ კითხ­ვას ხში­რად ვუს­ვამ ჩემს რეს­პონ­დენ­ტებს, რად­გან გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა რე­ა­ლუ­რად დგას ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე და პრო­ფე­სი­ას გა­ა­ხალ­გაზ­რ­და­ვე­ბა ნამ­დ­ვი­ლად სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა, და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­მა კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ პრო­ფე­სი­ის გა­ა­ხალ­გაზ­რ­და­ვე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ტენ­დენ­ცია ნამ­დ­ვი­ლად შე­იმ­ჩ­ნე­ვა და თან, ბო­ლო დროს, ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კა­ცე­ბიც ირ­ჩე­ვენ ამ პრო­ფე­სი­ას — სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბა ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბე­ლია. ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა ფიქ­რობს, რომ ახალ­გაზ­რ­დებ­მა თუნ­დაც იმი­ტომ უნ­და აირ­ჩი­ონ ეს პრო­ფე­სია, რომ ბავ­შ­ვებს უფ­რო მე­ტად მოს­წონთ ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი, უფ­რო იოლად მიჰ­ყ­ვე­ბი­ან და, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მი­სი სა­ხით თა­ნა­მო­აზ­რე­საც პო­უ­ლო­ბენ. ამის გარ­და, მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე უკე­თე­სი პრო­ფე­სია ქვე­ყა­ნა­ზე არ ეგუ­ლე­ბა, „რამ­დე­ნი წლი­საც უნ­და იყო, მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით თავს მუდ­მი­ვად ახალ­გაზ­რ­დად გრძნობ, სულ ბედ­ნი­ე­რი ხარ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არის ჩა­ვარ­დ­ნე­ბიც, რო­ცა ფიქ­რობ, რომ ვერ მი­აღ­წიე მი­ზანს/შე­დეგს ან რა­ღაც ისე არ წა­ვი­და, რო­გორც გეგ­მავ­დი, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბა ნელ-ნე­ლა მო­დის, ერ­თ­ბა­შად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერც ერთ პრო­ფე­სი­ა­ში ვერ იქ­ნე­ბი. მარ­თა­ლია, ბევ­რი უნ­და იშ­რო­მო, მაგ­რამ, სა­ბო­ლო­ოდ, რო­ცა რე­ა­ლურ შე­დეგს და­ი­ნა­ხავ და ეს შე­დე­გი შე­ნი გაზ­რ­დი­ლი მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბაა, მერ­წ­მუ­ნეთ, ამა­ზე დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არ­სე­ბობს. თუნ­დაც ერ­თი შემ­თხ­ვე­ვა რად ღირს, რო­ცა შე­ნი ნა­მო­წა­ფა­რი შე­ნი კო­ლე­გა ხდე­ბა და შენ­ზე გა­ცი­ლე­ბით უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლია. მა­ბედ­ნი­ე­რებს, ჩემ ირ­გ­ვ­ლივ ამ­დენ წარ­მა­ტე­ბულ ყო­ფილ მოს­წავ­ლეს რომ ვხე­დავ, მაგ­რამ მათ­გან ერთ-ერ­თი, ა­ნა ლე­მონ­ჯა­ვა, აუცი­ლებ­ლად მინ­და, და­ვა­სა­ხე­ლო.“
მა­ნა­ნა კა­პე­ტი­ვა­ძის­თ­ვის „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ ჯილ­დო­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ათე­ულ­ში მოხ­ვედ­რა იყო — „გულ­ში სულ ამას ვფიქ­რობ­დი, ნე­ტა ათე­ულ­ში მოვ­ხ­ვ­დე, რომ ნა­თი­ას იმე­დე­ბი არ გა­ვუც­რუო“, მაგ­რამ, რო­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვი ხუ­თე­ულ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი ბედ­ნი­ე­რე­ბა შე­იგ­რ­ძ­ნო, ცო­ტა და­იბ­ნა კი­დეც. „გულ­წ­რ­ფე­ლად გეტყ­ვით, პირ­ვე­ლო­ბა­ზე მა­ინც არ ვფიქ­რობ­დი, სხვებს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი. რო­ცა ჩე­მი სა­ხე­ლი გა­მო­აცხა­დეს, იმ­დე­ნად გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ აღა­რა­ფე­რი მეს­მო­და და ვე­ღა­რა­ფერს ვხე­დავ­დი. ლა­დომ ხე­ლი მომ­კი­და და სცე­ნა­ზე გა­მიყ­ვა­ნა, შო­რი­დან მეს­მო­და მი­ნის­ტ­რის მო­ლოც­ვის სიტყ­ვე­ბიც… მან პრი­ზი გად­მომ­ცა. ხელ­ში მე­ჭი­რა ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო და თვა­ლე­ბით დარ­ბაზ­ში შვილს ვე­ძებ­დი, რო­მე­ლიც ჩემს სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ იყო მო­სუ­ლი. გი­ორ­გი ფო­ტო­ებს იღებ­და, და­ვი­ნა­ხე კა­მე­რა ხელ­ში უკან­კა­ლებ­და და და მე­ო­რე ხე­ლით ცრემლს იწ­მენ­დ­და… იმ წამ­ს­ვე მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი, თუნ­დაც ამ სი­ხა­რუ­ლად ღირ­და.
უკ­ვე ემო­ცი­ე­ბი ცო­ტა დაცხ­რა, დავ­მ­შ­ვიდ­დი და და­ვუბ­რუნ­დი რე­ა­ლო­ბას. ახ­ლა დად­გა ჯე­რი, უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, ყვე­ლას, ვი­საც წვლი­ლი მი­უძღ­ვის ამ დიდ საქ­მე­ში, რა­საც „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო“ ჰქვია; ნა­თია ფურ­ცე­ლა­ძეს, რად­გან სწო­რედ მან მი­ბიძ­გა მი­მე­ღო კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა (და ვი­ცი, ჩემ­ზე მე­ტად გა­უ­ხარ­და ჩე­მი წარ­მა­ტე­ბა) და ლა­დო აფხა­ზა­ვას, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის მამ­ხ­ნე­ვებ­და და დაბ­ნე­უ­ლი, გა­ხა­რე­ბუ­ლი და ცრემ­ლი­ა­ნი სცე­ნა­ზეც მან გა­მიყ­ვა­ნა, ბო­ლომ­დე ჩემ გვერ­დით იდ­გა.
მად­ლო­ბა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, „ბექ სტე­იჯ მებ­რ­ძო­ლებს“, რო­გორც გი­ორ­გი უწო­დებს, ყვე­ლა წვრილ­მა­ნის სწო­რად გათ­ვ­ლის­თ­ვის და ამ დი­დი ღო­ნის­ძი­ე­ბის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ჩა­ტა­რე­ბის­თ­ვის. დი­დი მად­ლო­ბა ჩემს ბაღ­დათს, ჩემს სკო­ლას ასე­თი დახ­ვედ­რის­თ­ვის და მო­ლოც­ვის­თ­ვის.“
პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბას­თან ერ­თად, ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნას უხერ­ხუ­ლო­ბის გრძნო­ბაც არ სტო­ვებს, რად­გან გა­მარ­ჯ­ვე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი კონ­კურ­სან­ტი ელო­და. თუმ­ცა, მის­თ­ვის ათე­უ­ლის წევ­რე­ბი არა კონ­კურ­სან­ტე­ბი, არა­მედ უკ­ვე მე­გობ­რე­ბი არი­ან. „არ მინ­და ვინ­მეს გუ­ლი დაწყ­დეს, რად­გან ჩვენ ათე­უ­ლი ვართ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და ათი­ვეს გვე­კუთ­ვ­ნის ეს ჯილ­დო, ათი­ვე თა­ნას­წო­რი ვართ ამ საქ­მე­ში. თი­თო­ე­ულს მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმ თან­ად­გო­მის­თ­ვის და გამ­ხ­ნე­ვე­ბის­თ­ვის, რასაც დღემ­დე ვგრძნობ“.
რაც შე­ე­ხე­ბა შემ­დ­გომ საქ­მი­ა­ნო­ბას, „ათე­ულ­თა კლუ­ბის“ ფარ­გ­ლებ­ში, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა და ღო­ნის­ძი­ე­ბა და­ი­გეგ­მა. „ნე­ბის­მი­ე­რი აღი­ა­რე­ბა, თა­ვის­თა­ვად, ძვირ­ფა­სია, მით უფ­რო, რო­ცა სა­უ­კე­თე­სო კონ­კურ­სან­ტებს შო­რის ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლად გა­სა­ხე­ლე­ბენ და არ მე­გუ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც ამ სტა­ტუ­სის ტა­რე­ბა არ მო­უნ­დე­ბა, მაგ­რამ ჩე­მი დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მა მინ­და გა­მოვ­ხა­ტო სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის მი­მართ, ისი­ნი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან — ნინო გურეშიძე, ნა­ნა დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი, ნაზი ჩოფიკაშვილი, ლელა კოტორაშვილი, ნინო ჭიჭინაძე, ელი­სო აბ­რა­მიშ­ვი­ლი, ჯა­ბა ლა­ბა­ძე, და­ჩი ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი, თემო სუყაშვილი. ბედ­ნი­ე­რე­ბაა ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გყავ­დეს! მე ვი­ცი, რომ კი­დევ ბევ­რი კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლია სოფ­ლად თუ ქა­ლა­ქად და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს კონ­კურ­ს­ში“, რა­თა ისი­ნიც გა­იც­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. ჩვენ ბევრ კარგ საქ­მეს გა­ვა­კე­თებთ ერ­თად!“
წლის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის — „The Global Teacher Prize“ — კონ­კურ­ს­ზე წა­რად­გენს სა­ქარ­თ­ვე­ლოს. რე­დაქ­ცია კი­დევ ერ­თხელ ულო­ცავს ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნას 2018 წლის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლად აღი­ა­რე­ბას და წარ­მა­ტე­ბებს უსურ­ვებს მრა­ვალ­ფე­რო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო პე­და­გო­გი­ურ გზა­ზე.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები