4 დეკემბერი, ორშაბათი, 2023

USAID – მნიშვნელოვანი აქტორი განათლების ხელშეწყობის კუთხით ქვეყანაში

spot_img

USAID მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას, ხელს უწყობს თანამედროვე სასწავლო მეთოდების შემუშავებას და ეხმარება ახალგაზრდებს შეიძინონ საჭირო უნარ-ჩვევები.

სოფო თავართქილაძე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთში ინგლისური ენისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია, სადაც 2000 წელს ხულოს მუნიციპალიტეტიდან ეკომიგრანტის სტატუსით გადმოვიდა საცხოვრებლად.

USAID-ის ხელშეწყობით, სოფოს სხვადასხვა ტრენინგი აქვს გავლილი, მაგალითად: GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“, რომელიც ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან თანამშრომლობით. ამასთანავე, USAID-ის დახმარებით, ტბეთის სკოლაში მოეწყო ციფრული ოთახი, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესი  მეტად მოქნილი და სახალისო გახადონ.

განათლების ხელშეწყობის კუთხით USAID ერთერთი მნიშვნელოვანი აქტორია ქვეყანაში, რომლის დახმარებით არა ერთ ტრენინგს დავსწრებივარ. მისი დახმარებით ჩემს სკოლაში ციფრული ოთახიც მოეწყო. ვიცით, რომ ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერ სასკოლო საგანში. მოსწავლეებმა, ფორმალურ განათლებასთან ერთად, არაფორმალური განათლებაც უნდა მიიღონ ციფრული ტექნოლოგიების ხელშეწყობით – ამბობს სოფო. მისი სამომავლო გეგმებიც განათლებას უკავშირდება: „ცხადია, წალკაში ცხოვრება ახალგაზრდებისთვის ცალკე გამოწვევაა, ამიტომაც სულ ახლახან დავაარსე „აიპ წალკის განვითარების ცენტრი“, რომელიც ხელს შეუწყობს ფორმალური და არაფორმალური განათლების პოპულარიზებას“.

სოფოსთვის მეგობრობა ის ურთიერთობაა, რომელიც დაფუძნებულია საერთო ინტერესებსა და ურთიერთდახმარებაზე. „დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი და USAID-ის მიზნები საქართველოში აბსოლუტურ თანხვედრაშია და ამიტომაც ვაგრძელებთ მეგობრობას“ – ამბობს სოფო.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები