27 ივლისი, შაბათი, 2024

UNICEF-მა საქართველოს სკოლებს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო საშუალებების დამატებითი მარაგი გადასცა

spot_img

გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესში ბავშვების, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. იაპონურმა კომპანიამ „სარაია“ იუნისეფს, COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მხარდასაჭერად, 140 ტონა ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო ხსნარი გადასცა. აღნიშნულ საშუალებებს საქართველოს ყველა სკოლა დამატებითი მარაგის სახით მიიღებს, რაც დამატებითი მხარდაჭერა იქნება სამინისტროსთვის, რომელიც მთელ რიგ ღონისძიებებს უკვე ახორციელებს სკოლაში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსები უკვე გადაეცა გორის მე-3 საჯარო სკოლას. სადეზინფექციო საშუალებების გადაცემას  ესწრებოდნენ: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულობა იმამურა აკირა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით, აქტიურად თანამშრომლობს UNICEF-თან. სწორედ აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს განათლების სფეროს ხელშეწყობისთვის და აღნიშნა, რომ იუნისეფი სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელიც პანდემიის დაწყებიდან აქტიურადაა ჩართული სკოლებში ვირუსის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების პროცესში, მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს ბავშვთა ფონდისა და სამინისტროს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრები კოვიდ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომლებშიც, საქართველოს მასშტაბით, 3000-მდე მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებამდე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღიჭურვა პანდემიის მართვისთვის საჭირო ყველა რესურსით. იაპონური კომპანია „სარაიას“ მიერ სამინისტროსთვის გადმოცემული 140 ტონა სადეზინფექციო ხსნარი დამატებითი მხარდაჭერაა დონორი ორგანიზაციის მხრიდან, რაც პანდემიის მართვის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები