19 მარტი, სამშაბათი, 2024

წლის შემაჯამებელი კონფერენცია

spot_img

 

 

დღეს, 17 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარეობს ორდღიანი კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სისტემის დანერგვა შედეგები და შემდგომი ნაბიჯები“.

 

კონფერენციაზე განხილული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული ევროპული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით (ESG2015) საქართველოში განხორციელებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შეფასების შედეგები, სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობები და შემდგომი ნაბიჯები.

 

კონფერენციაში მონაწილეობენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოში ავტორიზებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

კონფერენციაზე მოწვეულები არიან მაღალი დონის საერთაშორისო სტუმრები სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და ხარისხის უხზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრის პრეზიდენტები და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) ვიცე-პრეზიდენტი.

 

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ისწავლე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები